„ლიკვიდაციით მემუქრებიან“ – დეკანოზი პეტრე

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია აცხადებს, რომ სასულიერო პირები მას ლიკვიდაციით ემუქრებიან. „მატრონა მოსკოველის ხატმა ბევრი რამ გამოავლინა და ყველაზე მეტად გამოავლინა მიმოწერები ერთ-ერთ სასულიერო პირთან. გარკვეული სასულიერო პირები მუდმივად ლიკვიდაციით მემუქრებიან. მემუქრებიან არა მხოლდ მე, არამედ ჩეს შვილებსა და ოჯახს. ერთ-ერთი პოლიტიკური ბლოკის მიმდივრები არიან ეს სასულიერო პირები“ – აცხადებს პეტრე კოლხი.

მეტი...

„არავისთან ომს არ ვაპირებ… „სქრინები გამომიგზავნეს“ – დეკანოზი პეტრე კოლხი

„არავისთან ომს არ ვაპირებ. ეს არის ჩემი შეხედულება. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ომს არ ვაპირებ. თუმცა, ზღვაში წვეთია რასაც მე ვამბობ და რაც სინამდვილეში მაწუხებს და რაც საზოგადოებას აწუხებს“ – აცხადებს მამა პეტრე კოლხი. მამაოს თქმით, მას გარკვეული „სქრინებიც“ კი გაუგზავნეს. „ამ ბოლო დროს, მიჭირს რეალობასთან შეგუება, რომ ზედმეტი არ წამომცდეს. ვცდილობ განვერდო სიტუაციას, თუმცა, მარტო განრიდება გამოსავალი არ არის. ერთ მშევნიერ დღეს, ეს ყველაფერი დაგროვდება და შეიძლება უფრო ერთად აფეთქდეს. არც გაქცევას ვაპირებ და არც ბრძოლას. ზოგჯერ გაჩუმებაც მიჭირს. იმის მეოთხედსაც არ ვსაუბრობ, რაზეც უნდა ვისაუბრო. საუბარია ბევრ უსამართლობაზე ეკლესიის…

მეტი...

„არ ვაპირებ დამალვას“ – დეკანოზი პეტრე კოლხი

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას პასუხობს და აცხადებს, რომ ის არ იმალება. „სამჯერ იყო სატელეფონო ზარი ჩემთან საპატრიარქოდან და სამივეჯერ ვიყავი უცხოეთში. დღეს ვიმყოფები ინგლისში, ჩემი დის ოჯახში და დღეს ვერ გამოვცხადებოდი საპატრიარქოში. მე არ ვიმალები. მესმის, რომ მათ აქვთ ჩემთან ძალიან  ბევრი პრეტენზია. დიდი სურვილით მოვისმენდი მათ პრეტეზიებს, მაინტერესებს რომელ ჩემს განცხადებასთა დაკავშირებით ჰქონდათ განსაკუთრებული რექაცია. ჩემი განცხადებები დამალული არასდროს ყოფილა. როდესაც ერთ-ერთ მამაოს ვკითხე, რომელი ჩემი განცხადების გამო მოხდა ეს, თუ არ ვცდები ერთი იყო შობასთან დაკავშირებით, როდესაც ლირიკული გადახვევით გავაკეთე განცხადება, როგორი უკუღმართები ვართ, 7 იანვარს…

მეტი...

აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,  ხოლო თოვლის და ნამქერების გამო, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია.

მეტი...

ერგნეთის შეხვედრასთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს

ერგნეთის რიგით 117-ე შეხვედრასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი და კიდევ ერთხელ მკაცრად მოითხოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა. „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 117-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მკაცრად მოითხოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ უწყება მათთან შეხვედრებს გეგმავს: „ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია, რისთვისაც უწყებამ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. 2022 წლის ნოემბრიდან, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობისა (ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია) და მედიკამენტების წლიური ლიმიტი, ყველა ბენეფიციარისთვის, 25 000 ლარამდე გაიზარდა, პაციენტის თანაგადახდის გარეშე. გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე, ონკოქირურგიის სერვისები. აღსანიშნავია,…

მეტი...

„გავაძლიერებთ ევროპის თავდაცვას“ – ევროკომისიის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს შეხვდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ლაიენის განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპის თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილეს: „მადლობა ემანუელ მაკრონს დღევანდელი სიღრმისეული დისკუსიისთვის. ჩვენ დავამყარებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და გავაძლიერებთ ევროპის თავდაცვას. ჩვენ ასევე განვიხილეთ, როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორი და სურსათის უსაფრთხოება, რათა განვითარებად გამოწვევებზე რეაგირება მოვახდინოთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მეტი...

„აშშ უკრაინას 100 მილიარდ დოლარზე მეტით ეხმარება, ვიდრე ნატო“ – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას მეტი დაფინანსებით ეხმარება, ვიდრე ნატო და ეს მაჩვენებელი უნდა გათანაბრდეს: „უკრაინას 100 მილიარდ დოლარზე მეტით ვეხმარებით, ვიდრე ნატო. ხელისუფლებაში არავინ გვყავს, ვისაც ისინი პატივს სცემდნენ, შესაბამისად, ისინი დაჟინებით ცდილობენ გაცილებით ნაკლები იხადონ, ვიდრე ჩვენ. ეს არასწორია. ნატო ჩვენთან უნდა გათანაბრდეს, და ახლავე. ამას გააკეთებენ, თუ სწორად ვთხოვთ. თუ არა, მაშინ ამერიკა უპირველეს ყოვლისა… როდესაც 20 ქვეყანას, რომელიც თავის სამართლიან წვლილს არ იხდიდა, ვუთხარი, რომ უნდა გადაიხადონ, ვუთხარი, რომ ამის გარეშე აშშ-ის სამხედრო დაცვა არ ექნებოდათ, ფული წამოვიდა. ამდენი წლის…

მეტი...

სინოდი პატრიარქს მიმართავს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას მღვდელოქმედება დროებით შეუჩეროს

წმინდა სინოდი საქართველოს პატრიარქს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერებას ითხოვს. „კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს,  დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე  ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ“ – აღნიშნულია  საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ა.წ. 13 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – კომისიის თავმჯდომარე;სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);დეკანოზი მიქაელ…

მეტი...

„აქ მინდა, კარგი ადგილია და აქედან ვიფრენ, არ გამოვა“ – პარაპლანით ფრენა მკაცრდება

პარაგლაიდინგის ფედერაცია ვალდებულია, პარაპლანით ფრენის სერთიფიცირებული მფრინავები წელიწადში 4-ჯერ შეამოწმოს. როგორც „მედიაცენტრ მთავარში“ პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე  ირაკლი კაპანაძემ აღნიშნა, ადრე როგორც იყო, აქ მინდა და აქედან ვიფრენ, არ გამოვა. „ფედერაციას აქვს ვალდებულება, შემოწმება წელიწადში ოთხჯერ განახორციელოს – 2 გეგმიური და 2 არაგეგმიური. პრინციპი, რომ იქ მინდა, კარგი ადგილია და ვიფრინავ, ახლა არ არის. თუ იქ გინდა და კარგი ადგილია, მივდივართ, ვამოწმებთ, ამ ადამიანმა ამ მიწაზე ფრენების უფლება უნდა მოიპოვოს. აქ მომეწონა და აქედან დავფრინავ არ იქნება – ეს არის საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი ძირითადი აზრი“ – აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ…

მეტი...

რეგულაციების შემდეგ, პარაპლანისტების რიცხვი შემცირდა

დღემდე, პარაპლანით ფრენა რეგულაციებს არ ექვემდებარებოდა. ფრენა შეეძლო ყველას, ვისაც სურვილი და საფრენი აპარატი ჰქონდა და ასე თუ ისე, ფრენაც შეეძლო. ახალი რეგულაციებით, კი პარაპლანით ფრენა კანონით რეგულირდება და მოთხოვნებიც მკაცრია. აღნიშნული თემაზე, „მედიაცენტრ მთავარში“ პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე  ირაკლი კაპანაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების შემოღების შემდეგ, „პარაპლანისტთა“ რაოდენობა შემცირდა. „მთლიანობაში, საქართველოში, პარაპლანით დაკავებული ადამიანების რაოდენობა იყო 250-300. რეგულაციების შემოღების შემდეგ, ჩვენ გვყავს დაახლოებით 60 პილოტი, რომელთა ძირითადი საქმიანობა არის კომერციული ფრენები, ამას ემატება 15 უცხოელი და დაახლოებით ასევე 15 ადამიანი, რომელიც საკუთარი თავისთვის დაფრინავს. ეს არიან ის ადამიანები,…

მეტი...

,,პრეზიდენტი ჯერ არ წასულა მიუნხენში… მიიღო მოწვევა და აპირებს მონაწილეობას” – ადმინისტრაცია

,,პრეზიდენტი ჯერ არ წასულა მიუნხენში… მიიღო ოფიციალური მოწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან და აპირებს მონაწილეობას”, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. თავდაპირველად გავრეცლდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად უკვე გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ნებართვის მიღებაზე წერილი არ შესულა. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს უსაფრთხოების კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. ახალი პრემიერი კი მიუნხენში არ ჩავა. სპიკერების სია ჯერჯერობით მიუნხენის კონფერენციის ვებგვერდზე არ დევს, თუმცა ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ამის შესახებ…

მეტი...

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ მერიის თანამშრომელს პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ თბილისის მერიის თანამშრომელს, გიორგი ვახტანგაშვილს პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს. ვახტანგაშვილი თბილისის მერიაში გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით იყო აღძრული, რაც ითვალისწინებს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა. 2 მოზარდი, ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. აღნიშნულ საქმეზე 9 პირი დააკავეს.

მეტი...

,,ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებში ცხოვრება გაგრძელდება” – ზელენსკი სენატის გადაწყვეტილებაზე

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამერიკელ სენატორებს მადლობას უხდის. ,,შეერთებული შტატების შემდგომი დახმარება საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე რუსული ტერორისგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებში ცხოვრება გაგრძელდება და ომზე გაიმარჯვებს”, – აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი უკრაინის, ისრაელის, ტაივანის დახმარებას აერთიანებს და ჯამში 95 მილიარდ დოლარს მოიცავს. სენატის დამტკიცების შემდეგ, პროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.

მეტი...

რუსებმა ხერსონში სამედიცინო დაწესებულებები და ავტობუსის გაჩერება დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა, ხერსონში სამედიცინო დაწესებულებები და ავტობუსის გაჩერება დაბომბეს. ხერსონის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან მროჩკომ განაცხადა, რომ დაბომბვის დაზიანდა ტროლეიბუსი.

მეტი...

ბათუმის მერი სამსახურებრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, სამსახურებრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა. ამ წუთებში ბარათაშვილის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ინფორმაციას The Ajara Times ავრცელებს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჩიქოვანი საცხოვრებელი სახლიდან გამოდიოდა. თვითმხილველის თქმით, ავარიის შემდეგ მანქანას, რომელსაც ჩიქოვანი იყენებს, სანომრე ნიშნები მოხსნეს. ამ დროისთვის უცნობია ვინ მართავდა საჭეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

მეტი...

ავლაბარში, ფელიქს კაპანოვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ძმებს ბრალი წარუდგინეს

ავლაბარში, ფელიქს კაპანოვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ძმებს ბრალი წარუდგინეს. საუბარია ავლაბარში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე, რომელზეც ძმები დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მათ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ერთ პირს სხვადასხვა საგნებით ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 თებერვალს, თბილისში, კიკეთისა და სომხეთის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულმა ძმებმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ერთი პირი ჯგუფურად, სხვადასხვა საგნების გამოყენებით სცემეს. იმავე დღეს, ბრალდებულები ავტომობილით, თბილისში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ მიერ…

მეტი...

მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული

მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული. ,,პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირისგან შორს, ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე”, – ვკითხულობთ ანგარიშში. შეხვედრა, სადაც მსოფლიოს ყველა ლიდერი იქნება წარმოდგენილი, კობახიძე არ დაეწრება, თუმცა იქ უკვე ჩავიდა სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონფერენციაზე ისე გაემგზავრა, რომ მთავრობისთვის ნებართვა არც ამჯერად უთხოვია. შეგახსენებთ, მიუნხენის ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.

მეტი...

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პარაპლანისტი?!  

16 იანვრიდან, საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგა, თუმცა, რეგულაციები გამკაცრებულია. თუ ადრე „მფრინავებსა“ და მათ საფრენ აპარატებს არავინ ამოწმებდა, როს გამოც არერთხელ დადგა უბედური შემთხვევა, ამჯერად ფრენები გარკვეულ რეგულაციებში ექცევა. აღნიშნულ საკითხზე „მედიაცენტრ მთავარში“   პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძემ ისაუბრა. „მთავარია პილოტების კვალიფიკაციის დადასტურება; მათი საფრენი აპარატის ვარგისიანობის დადასტურება; იმ ადგილების გადამოწმება,  შემოწმება და შესწავლა, სადაც ფრენები უნდა ხორციელდებოდეს; საფრენი აპარატების ტიპების განსაზთვრა და 2 სახელმწიფო რესურსის ამ საქმისთვის გამოყოფა. ერთი – ეს არის საჰაერო სივრცე და მეორე მიწა, საიდინაც ეს ფრენები უნდა ხორციელდებოდეს. ფედერაციას კი პირველ რიგში მოეთხოვება პილოტების კვალიფიკაციის…

მეტი...

ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი „ნატვრის ხის” გმირად დარჩება – პატრიარქი სოსო ჯაჭვლიანზე

,,ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი „ნატვრის ხის” გმირად დარჩება”. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სოსო ჯაჭვლიანის ოჯახს, ახლობლებსა და გულშემატკივრებს ცნობილი ქართველი მსახიობისა და რეჟისორის გარდაცვალება. „კიდევ ერთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება გამოაკლდა წუთისოფელს. დღეს სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანი ეთხოვება სამზეოს და მარადიულ ცხოვრებას იწყებს. მიუხედავად მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრებისა და სპორტული მიღწევებისა, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც ,,ნატვრის ხის” გმირად დარჩება, რადგანაც თვითონაც გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ, – ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ, –…

მეტი...

კორპუსში, 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მეზობლების თანხმობით იქნება დასაშვები

“შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება. აღნიშნული პროექტი, პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით დაინიცირდა. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

მეტი...

გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობისთვის 3 533 პირი დააჯარიმეს

2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 4 თებერვლის ჩათვლით დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 3 533 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გამონაბოლქვის კონტროლს საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ახორციელებენ. ,,დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 1614 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე; 769 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 646 – ბათუმში, 504 კი – ქალაქ რუსთავში. 3 533 საჯარიმო ქვითრიდან 3 030 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა; 503 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები…

მეტი...

რუსეთი უახლოეს ათწლეულში დასავლეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება – ესტონეთის დაზვერვა

რუსეთი ემზადება დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის მომდევნო ათწლეულის განმავლობაში და რომ მისი შეკავება შესაძლებელია შეიარაღებული ძალების საპასუხო გაძლიერებით. ,,რუსეთმა აირჩია გზა, რომელიც არის გრძელვადიანი დაპირისპირება…და კრემლი, ალბათ, მოელის ნატოსთან შესაძლო კონფლიქტს უახლოეს ათწლეულში”, – განუცხადა კაუპო როსინმა ჟურნალისტებს ესტონეთის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებისას. ,,რუსეთის სამხედრო თავდასხმა მოკლევადიან პერსპექტივაში “ძალიან ნაკლებად სავარაუდოა”. თუ ჩვენ მზად არ ვიქნებით, რუსული სამხედრო თავდასხმის ალბათობა გაცილებით მაღალი იქნება”, – დასძინა მან.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრა

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა. მან ოფიციალური მიწვევა მიუნხენიდან მიიღო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ნებართვის მიღებაზე წერილი არ შესულა. სპიკერების სია ჯერჯერობით მიუნხენის კონფერენციის ვებ-გვერდზე არ დევს, თუმცა ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. ლიდერები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე იმსჯელებენ. კონფერენცია დასრულდება დისკუსიებით ევროპის როლზე მსოფლიოში.

მეტი...

გვაქვს თხოვნები ევროპელ პარტნიორებთან, რომ ზურაბიშვილს ხელი შეუწყონ გამბედავი გადაწყვეტილების მიღებაში – ცისკარიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებს სთხოვენ ხელი შეუწყონ სალომე ზურაბიშვილს, მიიღოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება. ,,ძალიან სერიოზული ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს გადაწყვეტილების მისაღებად. ამ მიმართულებითაც გვაქვს თხოვნები ჩვენს მეგობრებთან, ევროპელ პარტნიორებთან, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ხელი შეუწყონ ამ გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, რაც მის ინტერესებშიც შედის. მას შეუძლია იყოს ისტორიის სწორ მხარეს მაშინ, როდესაც კონკრეტულ დაჯგუფებას საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს და გადამწყვეტი არჩევნების წინ მიიღოს მან ასეთი გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს მას ევროპელი კოლეგების წინაშე გაცილებით უფრო დიდ მასშტაბში და კარგად წარმოადგენს, ვიდრე…

მეტი...

ფრენები აღდგა, რა მოეთხოვებათ პარაპლანისტებს?! – ირაკლი კაპანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარის ირაკლი კაპანაძის განცხადებით, ფედერაციას პირველ რიგში, მოეთხოვება პილოტების კვალიფიკაციის და მათი საფრენის აპარატების ვარგისიანობის დადასტურება. მისი თქმით, ადრე ამაზე პასუხისმგებელი იყო საკუთრივ პილოტი. ,,ახლა ეს პიროვნულად ნაკლებად არის დამოკიდებული, უკვე სავალდებულოა. როგორც მანქანას ვატარებთ წელიწადში ერთხელ ტექ დათვალიერებაზე, ისე არის სავალდებულო წელიწადში ერთხელ შემოწმდეს საფრენი აღჭურვილობა. ამას აკეთებს ან ფედერაცია, ან უფლებამოსილი პირი და მერე ფედერაცია ამ პირის მიერ ჩატარებულ შემოწმებას აღიარებს”, – განაცხადა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციებია პარაპლანებისთვის და პარაპლანერისტებისთვის, რომლებიც ეწევიან კომერციულ საქმიანობას. არანაკლებ რთული მოთხოვნები აქვთ…

მეტი...

პარაპლანით ფრენა მხოლოდ 3 ლოკაციაზე დაუშვეს

,,ამ ეტაპზე პარაპლანით ფრენა დაშვებულია მხოლოდ სამ ლოკაციაზე”, – აცხადებს პარაგლაიდინგის ფედერაციის თავმჯდომარე, ირაკლი კაპანაძე ,,მედიაცენტრ მთავართან”. მისი თქმით, სახელმწიფომ თავის საჰაერო სივრეში სამი ადგილი გამოყო იმისთვის, რომ იქ განხორციელდეს პარაპლანით ფრენა. ეს ადგილებია: ბაკურიანი, ანანური და გუდაური. ,,ეს საჰაერო სივრცეები არის გამოყოფილი ნოტამით. ნოტამი მიღებული პრაქტიკაა, საავიაციო ხელისუფლება გამოსცემს ნოტამს იმ შემთხვევაში, როცა იმ ადგილას აქტივობა იგეგმება. ეს ნოტამი კი მოქმედებს გარკვეული დროით, მაქსიმუმ სამი თვით და მერე შესაძლებელია ამის გახანგრძლივება. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ნოტამებით კი არ იყოს, იყოს მუდმივად. სახელმწიფოსაც ურჩევნია შეიტანოს ცვლილება საჰაერო სივრცის სტრუქტურაში…

მეტი...

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით პროექტის აქტივობების განხორციელება დაიწყო

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა დაიწყო პროექტის განხორციელება სახელწოდებით: „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“. პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი ,,პარტნიორები კლიმატისთვის” (P4C) (პოლონეთი). პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com პროექტის…

მეტი...

პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელიც 5 არარსებული შვილის შემწეობას იღებდა

გამოცემა la Repubblica-ს ცნობით, რომში 20-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელიც 5 არარსებული შვილის შემწეობას იღებდა. ქალი სოციალური დახმარების ეროვნული ინსტიტუტისგან მრავალშვილიანი დედებისთვის განკუთვნილ შემწეობას იღებდა. გარდა ამისა თაღლითი იყენებდა დეკრეტულ შვებულებებს. ჯამში ქალმა დეკრეტული შვებულებით 111 000 ევრო მიიღო. იტალიელი ქალი სწრაფი კვების რესტორანში მუშაობდა. სხვადასხვა პერიოდში მან სამსახურში 12 ორსულობის ცნობა წარადგინა, რომელთაც თავად წერდა, ხოლო გინეკოლოგის ხელმოწერას და საავადმყოფოს ბეჭედს აყალბებდა. 2014-2019 წლებში კი ქალმა ხუთი შვილი “გააჩინა”: ბენედეტა, ანჟელიკა, აბრამო, ლეტიცია და ისრაელე. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბავშვების დაბადების შესახებ რომის უმსხვილეს სამშობიაროში არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს. 7-თვიანი…

მეტი...

შტატები ღაზის სექტორში ექვსკვირიან ზავს ითხოვს – ბაიდენი

აშშ ღაზის სექტორში 6-კვირიან ზავს ითხოვს. ჯო ბაიდენის თქმით, “ჰამასსა” და ისრაელს შორის ექვსკვირიან ზავზე შეთანხმება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება უფრო გრძელვადიანი ზავის მისაღწევად. ,,ჩვენ არ შეგვიძლია ვიდგეთ და ნება დავრთოთ, რომ ეს გაგრძელდეს. ჩვენ ახლავე გვჭირდება ზავი. ეს ომი უნდა დამთავრდეს”, – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში, იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრისას. ცნობისთვის, ბაიდენი იორდანიის მეფე აბდულას თეთრ სახლში შეხვდა. მათი საუბარი შეეხებოდა რეგიონში მიმდინარე სიტუაციას, ღაზის ჰუმანიტარულ საჭიროებებს და ისრაელის ოპერაციას ღაზის სექტორის სამხრეთში.

მეტი...

სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ. 12 თებერვალს მსახიობი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ დრომდე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სოსო ჯაჭვლიანს ქაშუეთის ტაძრიდან დღეს გამოასვენებენ და საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ.  

მეტი...

სროლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე – არის მსხვერპლი

დღეს, 13 თებერვალს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსენს სომხურ პოზიციებს. წინასაწარი მონაცემებით, არის ორი დაღუპული და არიან დაჭრილებიც. მანამდე აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ 12 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო თვეების განმავლობაში ვითარება სტაბილური იყო.

მეტი...

სურამის გზის გარკვეულ მონაკვეთზე 13-14 თებერვალს ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ188, კმ194 და კმ196 მონაკვეთებზე დაგეგმილი დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების გამო, სავტომობილო გზის კმ135-კმ200 (სურამის კვანძი-არგვეთა) მონაკვეთზე 2024 წლის 13 და 14 თებერვალს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მეტი...

ნიუ-იორკის მეტროსადგურში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

ნიუ-იორკის მეტროსადგურში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაზარალებულები, ოთხი კაცი და ორი ქალი, რომელთა ასაკი 14-დან 71 წლამდე იყო, გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოებში. ერთ-ერთი მათგანი, 34 წლის კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიცია ამბობს, რომ სროლა არ იყო შემთხვევითი და რომ კამათი ორ ჯგუფს შორის ერთ-ერთი მატარებლის ვაგონში დაიწყო. მას შემდეგ რაც მატარებელი სადგურში შევიდა ერთ-ერთმა პრიმა იარაღი ამოიღო და ცეცხლი გახსნა. დაზარალებულების ნაწილი კამათში მონაწილეობდა.

მეტი...

უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა

უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა, რის გამოც, სადგურმა ელექტროენერგიის წარმოება შეწყვიტა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ,,მტერი უკრაინაში სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე სისტემატურ ტერორისტულ თავდასხმებს აგრძელებს. 12-13 თებერვლის ღამეს დაბომბვის შედეგად DTEK-ის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა”, – აცხადებენ კომპანიაში. მათივე თქმით, ენერგეტიკოსები შედეგების აღმოფხვრასა და აღჭურვილობის მუშაობის აღდგენაზე მუშაობენ.

მეტი...