სალომე ზურაბიშვილმა ზვიად გამსახურდიას დროინდელი მთავრობის წევრებს უმასპინძლა – რეფერენდუმის დღე ორბელიანების სასახლეში

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 33 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში იმ პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენლებს, დეპუტატებს, საარჩევნო კომისიის წევრებსა და სტუდენტებს უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის მოყვარული ფოტოხელოვანი ნაზი გაბაიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

მეტი...

ვლადიმერ პუტინმა საგაზაფხულო სამხედრო გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ. შესაბამისი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე დღეს გამოქვეყნდა. განკარგულების მიხედვით, ჯარში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები გაიწვევენ. საერთო ჯამში, სამხედრო სამსახურში 150 000 ადამიანის გაწვევა იგეგმება, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო 8 წლის განმავლობაში. მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის ზედა ზღვარის 27-დან 30-მდე გაზრდასთან დაკავშირებით. ამიტომ, მოქალაქეებს, რომლებსაც გასული წლის დეკემბრის ბოლომდე შეუსრულდათ 27 წელი, არ გაიწვევენ. პარასკევს, 29 მარტს, რუსეთის გენერალურმა შტაბმა პირობა დადო, რომ ახალწვეულებს უკრაინასთან საბრძოლო მოქმედების ზონაში არ გაგზავნიან.

მეტი...

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსის ბინაში ცეცხლი გაჩნდა – დაშავდა ერთი ადამიანი

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი. აჭარის ტელევიზიის ცნობით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

მეტი...

საფრანგეთი უკრაინას ძველ ჯავშანმანქანებს და ახალ რაკეტებს მიაწვდის

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთი ასეულობით ძველ ჯავშანმანქანას და ახალ „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის რაკეტებს მიაწვდის კიევს. ამის შესახებ La Tribune Dimanche-ისთვის 31 მარტს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა სებასტიენ ლეკორნიუმ. ფრანგი მინისტრის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, მას სთხოვა მოემზადებინა დახმარების პაკეტი, რომელიც შეიცავს საფრანგეთის ძველ, მაგრამ მოქმედ აღჭურვილობას. უკრაინა დასავლეთის ქვეყნებისგან ითხოვს სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას, რათა რუსეთის მზარდ იერიშებს გაუმკლავდეს. მისი მთავარი დამხმარე ქვეყნები აშშ და გერმანია არიან.

მეტი...

პენალტებს საერთოდ ვერ ვუყურე, გარეთ გავედი და ლოცვა დავიწყე… – ბუდუ ზივზივაძის დედა

“Tv პირველზე” “ნოდარ მელაძის შაბათში” საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” ფორვარდის ბუდუ ზივზივაძის შესახებ სიუჟეტი გავიდა, სადაც ფეხბურთელის დედამ საინტერესო ისტორიები გაიხსენა. “4 წლის იყო ჭადრაკზე, რომ შევიყვანე, რადგან მეგონა, რომ სწავლაში ხელს შეუწყობდა ჭადრაკი. ეზო გვაქვს წინ ისეთი, რომ სტადიონია და მთელი უბნის ბავშვები იქ მოდიოდნენ სათამაშოდ და ბუდუც გაკვეთილებს მოამზადებოდა და ჩადიოდა ხოლმე. მერე იქ დიდი ბავშვები ვინც იყვნენ, ჩემს მეუღლეს უთხრეს, რომ ნიჭი აქვს და ფეხბურთზე შეიყვანეო. გავიდა დრო და ბუდუმ მითხრა, დედა აღარ მინდა ჭადრაკი, ფეხბურთი შემიყვარდა ძალიანო. თან ბურთით კი არ თამაშობდნენ?! – ან ქვას აიღებდნენ…

მეტი...

19 წლის ქართველს, რომელმაც ათენის სკოლაში 2 ადამიანი დაჭრა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქართველს, რომელმაც ათენის სკოლაში მოსწავლე და დირექტორი დაჭრა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. როგორც ბერძნული მედია წერს, მომხდარის მოტივი ბრალდებულის უმცროსი ძმის თანაკლასელთან კონფლიქტი იყო. დაკავებული 19 წლისაა.

მეტი...

პრეზიდენტ სი ძინპინის ხელმძღვანელობით პოლიტბიუროს სხდომა გაიმართა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში  ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ სხდომა გამართა, სადაც  ცენტრალური კომიტეტის მუშაობის 20-ე ანგარიში განიხილეს. სხდომას  ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, პრეზიდეტი  სი ძინპინი უძღვებოდა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმო  ჰოლდინგებს და მათ მუშაობას  ეხებოდა.  გამოიკვეთა ცალკეული პრობლემები აღნიშნულ ჰოლდინგებთან დაკავშირებით, როს გამოც, ხელმძღვანელობის ზომებისა და   პარტიის მხრიდან პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე იმსჯელეს. როგორც სხდომაზე აღნიშნეს, სახელმწიფო საწარმოები ჩინური მახასიათებლების მქონე სოციალიზმის მნიშვნელოვანი მატერიალური და პოლიტიკური საფუძველია. „განვითარება და უსაფრთხოება უნდა იყოს კოორდინირებული, გაიზარდოს ყირადღება შესაძლო საფრთხეების მიმართ, ყოველთვის იყოს მზაობა ყველაზე ცუდი სცენარისთვის, უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის განვითარება მაღალი დონის…

მეტი...

სასამართლოს წინააღმდეგ, ასევე ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად, ანუ ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპიროდ, ქვეყანაში შემოდის ძალიან დიდი ფული – მამუკა მდინარაძე

ოპოზიციური არხები და პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს აღშფოთებულმა ხალხმა გააკეთაო. ეს აღშფოთებულმა ხალხმა კი არ გააკეთა, ეს გააკეთა ქვეყნისა და სასამართლოს წარმატებით შეშფოთებულმა “ნაცმოძრაობამ,” მასთან დაკავშირებულმა რომელიმე NGO-მ ან რომელიღაცა პარტიამ. გარანტირებულად შეიძლება ამის თქმა, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დედაქალაქის ქუჩებში გაჩენილ წარწერებზე დასმულ შეკითხვას, რომელთა შინაარსიც მოსამართლეებისა და სასამართლოს მადისკრედიტირებელია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერისთვისა და სასამართლოს დისკრედიტაციისთვის საქართველოში დიდი ფული შემოდის. “ამის უკან დგას დიდი ფული. აქ არის პარტიული ინტერესი, აგენტურული ინტერესი და დიდი ფული. ჩვენ ბოლო დღეებში, მათ შორის თქვენგან…

მეტი...

„არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნაფიც მსაჯულებზე განხორციელდა ზეწოლა“ – როინ შავაძის მკვლელობის საქმე

„ნაფიც მსაჯულთა“ ინსტიტუტი არის მართლმსაჯულების ყველაზე დემოკრატიული ფორმა, თუმცა თუ ჩვენ შევყვებით იმ ფაქტს, რომ როდესაც “ნაფიცებზე“ მოხდება ზეწოლა და ამას არ გამოვიძიებთ, ამ ინსტიტუტის არსებობას ეკარგება აზრი,“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, როინ შავაძის საქმეზე დაკავებულების ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, უფლებადამცველი იმ ზეწოლაზე საუბრობს, რომელსაც მისივე განმარტებით ვერდიქტის გამოტანის დროს ადგილი ჰქონდა ნაფიც მსაჯულებზე:„უნდ ჩატარდეს გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველა იმ საკამათო გარემოებას, რომელიც სახეზე არის, ჩვენ დაცვის მხარემ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რაც ლეგიტიმურად გაჩნდა ამ საქმის ირგვლივ, ვინ იყო ის პირი, ვინც შევიდა იმ…

მეტი...

„ერთ- ერთი ნაფიცი მსაჯული ცხარე ცრემლით ტიროდა და „სალფეტკებით“ უწევდა თავის შეკავება – როინ შავაძის საქმე – უფლებადამცველები „მედიაცენტრ მთავარში“

12 მარტს როინ შავაძის საქმეზე მსაჯულებმა 2 დაკავებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მსაჯულებმა ვერდიქტი ზეწოლის შედეგად გამოიტანეს, ნოდარ ცინცაძე, რომელიც მამუკა ბერიძის ინტერესებს იცავს, “მედიაცენტრ მთავარში”, ყვება რომ ნაფიც მსაჯულებზე გადაწყვეტილების მიღების დროს ზეწოლა განხორციელდა, მისივე ინფორმაციით დაკავებულების ოჯახის წვერებს და ახლობლებს ვერდიქტის გამოტანამდე დარბაზში არ უშვებდნენ, თუმცა მსაჯულებთან ბარიერის გარეშე შევიდა უცნობი პირი, უფლებადამცველების მტკიცებით, სწორედ ამ პირის “სტუმრობა” გახდა ვერდიქტის შეცვლის მიზეზი. „მიმდინარე წლის 12 მარტს, ნაფიცი მსაჯულები გავიდნენ დარბაზიდან და მიეცათ ვადა 4 საათი, რომ გამოეტანათ ვერდიქტი, ამ დროში  ვერ ჩაეტივნენ და მიეცათ…

მეტი...

ჩვენ არ დავუშვებთ ვინმეს ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში – ღარიბაშვილი

დღეს ქართული სასამართლო დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი სასამართლო, ეს არის ქართული სასამართლო და ჩვენ არ დავუშვებთ ვინმეს ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების”თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. “დამთავრდა ის დრო, როცა სასამართლო იმართებოდა ისე, როგორც იმართებოდა. ასევე, არ დადგება ის დრო, როცა სასამართლოს მომართავენ გარე ძალები. ესეც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია და მითუმეტეს ვიღაც აგენტების ხელით, არ მოვერიდები ამის თქმას. დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოსამართლეებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არიან პატრიოტები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ხალხის…

მეტი...

რუსეთიდან უცხოელებს ასახლებენ

სანქტ-პეტერბურგში 400-ზე მეტი მიგრანტის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ამ პირებმა დაარღვიეს მიგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ინფორმაციას ქალაქის სასამართლოების პრესსამსახური ავრცელებს. კვირის განმავლობაში, რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები მიგრანტების აღმოსაჩენად მასობრივ რეიდებს აწყობდნენ, როგორც სანქტ-პეტერბურგში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში. როგორც იტყობინებიან, ბოლო 5 დღის განმავლობაში, ქალაქის სასამართლოებში, თითქმის 600 პირის საქმე შევიდა. 418 პირთან დაკავშირებით, ჯარიმის დაწესებასთან ერთად, მიღებულია დეპორტაციის გადაწყვეტილებაც. კიდევ 50 უცხოელს ქვეყნის დამოუკიდებლად დატოვება დაევალა. “Фонтанка”-ს ინფორმაციით, დეპორტაციის წინ, 418 პირი უცხო ქვეყნების მოქალაქეების დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს. მანამდე გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ხსენებული ცენტრი მხოლოდ 336 ადამიანს იტევს.…

მეტი...

უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთის მიერ გაშვებული 9 დრონი და 9 რაკეტა ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 9 დრონი და 9 რაკეტა ჩამოაგდეს. “გუშინ ღამით რუსი ოკუპანტები უკრაინას თავს საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ. რაკეტები ოკუპირებული ყირიმიდან და ზაპოროჟიედან გაუშვეს. ამასთან, მტერმა უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის ტერიტორიაზე პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 18 სამიზნე გაანადგურეს. 9 Shahed-ის ტიპის დრონი და 9 საკრუიზო რაკეტა”, – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მეტი...

პრემიერი პრეზიდენტზე – მისი განცხადებები არარელევანტურია, გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან „საბოტაჟის ინტერესი“ გამოვლინდა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადების ფაქტით, რამაც რელევანტურობა დაუკარგა არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადებას. „მგონი არარელევანტურია არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები – გამომდინარე იქიდან, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც მან ვეტო დაადო იმ კანონს, რომელიც მიზნად ისახავდა ცესკოს ჩიხიდან გამოყვანას. მან ამით საბოლოოდ დაადასტურა,რომ მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ ერთგვარი საბოტაჟის განხორციელება. შესაბამისად, მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია“, – უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ. ჟურნალისტის შეკითხვა შეეხებოდა პრეზიდენტის პოზიციას საზღვარგარეთ დამატებითი…

მეტი...

ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად იპოვეს. სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები,” – ნათქვამია განცხადებაში.შეგახსენებთ, რომ 28 მარტს ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე “ბურანებით” გადაადგილდებოდნენ, სულ 5…

მეტი...

ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით განსაკუთრებული როლი აკისრია – ირაკლი კობახიძე

გვსურს, ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მიზანი არის სავსებით მიღწევადი. „მთავრობის კეთილინდისიერების“ ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 და ევროპის საუკეთესო 20 ქვეყანას შორის დასახელდა და ბოლოს, მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა. ეს არის ის შედეგები, რომლებიც გვაძლევს, რა თქმა უნდა, კმაყოფილების საფუძველს, თუმცა, ჩვენ ამ შედეგებით და მიღწევებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩემი…

მეტი...

31 მარტი არის რეფერენდუმის დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, ეს არის მისალოცი თარიღი – ირაკლი კობახიძე

დღეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი არის რეფერენდუმის დღე და ის დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „რა თქმა უნდა, სიმბოლურია, რომ რეფერენდუმის დღე სწორედ პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს დაემთხვა. ამ დღემ მისცა დასაბამი ჩვენი სახელმწიფოებრიობის უახლეს ისტორიას. ეს არის მისალოცი თარიღი. ხაზს გავუსვამ იმას, რომ მაშინდელი რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი აქტი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ეს პოლიტიკური ნება არსებობს და მიზანი არის სავსებით მიღწევადი – ირაკლი კობახიძე

გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მიზანი არის სავსებით მიღწევადი. „მთავრობის კეთილინდისიერების“ ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 და ევროპის საუკეთესო 20 ქვეყანას შორის დასახელდა და ბოლოს, მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა. ეს არის ის შედეგები, რომლებიც გვაძლევს, რა თქმა უნდა, კმაყოფილების საფუძველს, თუმცა, ჩვენ ამ შედეგებით და მიღწევებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩემი…

მეტი...

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა

31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება. 33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. 3 672 403 ამომრჩევლიდან 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს…

მეტი...

„ალბათ, მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა, ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია დაცემა!“ – დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს 85 წლის გახდებოდა. მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წელს, დიდი ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.  ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად, 70-80-იან წლებში საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა სულისჩამდგმელი და მედროშე იყო. ზვიად გამსახურდია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, ის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩია. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ზვიად გამსახურდია 1992 წლის 6 იანვარს გადადგა პრეზიდენტის…

მეტი...

94 წლის ქალი დახმარებას ითხოვს – “მეზობელმა ბინა მოტყუებით გადამაფორმებინა, საპენსიო ბარათიც წამართვეს”

94 წლის რიფსინე ანდრიასოვა დახმარებას ითხოვს – ხანდაზმული “შაბათის ეთერს” უყვება, რომ თაღლითობის მსხვერპლია. როგორც “ტვ პირველის” გამომძიებელ ჟურნალისტებს უყვებიან, ას წლამდე ქალს მეზობელი, ნანა გადელია დაჰპირდა, რომ თუ კუთვნილ ბინას მემკვიდრეობით დაუტოვებდა, სიცოცხლის ბოლომდე მოუვლიდა და უპატრონებდა. ქალი ამბობს, რომ მეზობელს ენდო და ბინა გადაუფორმა, თუმცა გადელიამ ის მოატყუა, მისი საპენსიო ბარათი წაიღო და ლუკმა-პურის გარეშე დატოვა.

მეტი...

„ცხოვრება მართლაც ერთი წამი ყოფილა!! სიზმარში არა ვარ?? მადლობა უფალო!“ – ბუდუ ზივზივაძის მამა

ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და შვილის შესახებ წერს. იგი მომავალ ფეხბურთელებს მოუწოდებს, სწამდეთ საკუთარი თავის, იმიტომ რომ მომავალი მათია. „ცხოვრება მართლაც ერთი წამი ყოფილა!! სიზმარში არა ვარ?? მადლობა უფალო! ჩვენ ეს შევძელით!! იყო დრო დაკარგვაც გვემუქრებოდა, მაგრამ გავუძელით!! ბუდუს სლოგანი მინდა გითხრათ, „გწამდეს, რომ მიაღწევ!!“ ყველა მომავალ ფეხბურთელს მოგიწოდებთ, გწამდეთ ბიჭებო!! იმიტომ რომ მომავალი თქვენია!!,“ – წერს ზაზა ზივზივაძე.

მეტი...

უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთს 12 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომის ინფორმაციით, ჰაკერული ჯგუფის UA25-ის წევრებმა რუსეთს 12 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყანეს. სტრატკომის ცნობით, ჰაკერებმა 100 კრიტიკულად მნიშვნელოვან რუსულ ვებგვერდზე შეღწევა შეძლებს და ათობით ტერაბაიტის მოცულობის საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვეს. უწყებაში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე წუთში მოხდა. უკრაინული მხარის თქმით, რუსეთს სერვერებისა და ინფორმაციის აღდგენისთვის დიდი დრო და რესურსი დასჭირდება. -0:18

მეტი...

გუდაური -კობის მონაკვეთზე გარკვეული ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მეტი...

რუსი ჟურნალისტი, რომელიც ნავალნის სასამართლოს აშუქებდა, “ექსტრემიზმის” ბრალდებით დააკავეს

რუსი ჟურნალისტი ანტონინა ფავორსკაია, რომელიც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესს აშუქებდა, მოსკოვში “ექსტრემიზმის” ბრალდებით დააპატიმრეს. მოსკოვის სასამართლოს განკარგულებით ფავორსკაია პატიმრობაში გამოძიების დასრულდება დარჩება და მორიგი სასამართლო პროცესი 28 მაისამდე არ გაიმართება. ჟურნალისტის სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რაც ფავორსკაიამ და მისმა ადვოკატმა გააპროტესტეს. ფავორსკაიას ნავალნის ფონდისთვის მასალების მოგროვება, ვიდეოების მონტაჟი და წარმოება ედება ბრალად. ოპოზიციონერის ფონდი რუსეთში “ექსტრემისტულ ორგანიზაციად” არის გამოცხადებული. ფავორსკაიას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჟურნალისტი 17 მარტს დააკავეს, როცა ის ნავალნის საფლავზე, ყვავილების მისატანად მივიდა. ის პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, რის გამოც ჟურნალისტმა 10 დღე ციხეში გაატარა,…

მეტი...

რუსეთში მღვდლებს უბრძანეს, ომში რუსეთის გამარჯვებისთვის ილოცონ

რუსეთში მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლებს უბრძანეს, უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვებისთვის ილოცონ.  შესაბამისი წერილი, რომელსაც ხელს აწერს მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, მიტროპოლიტი გრიგოლ ვოსკრესენსკი, ხელთ რუსულ მედიას ჩაუვვარდა. ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურ დონეზე ეკლესიაში ომის მხარაჭერას უწყობს ხელს. ვოსკრესენსკის ბრძანებაში ნათქვამია, რომ მღვდლებმა ლოცვა ყოველდღე უნდა წაიკითხონ – ეკლესიასა და სახლში. იმავდროულად, რუსეთი სიკვდილით დასჯის დაბრუნებას გეგმავს. პარტია „სამართლიანი რუსეთი“ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.  სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი კი აცხადებს, რომ „რეფერენდუმი საჭირო არ არის და საკმარისია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება“.

მეტი...

ჩეჩენი ბლოგერების მტკიცებით, პანკისში ახლადდანიშნული იმამი კადიროვის კადრია

პანკისის ხეობა და ისლამური მეჩეთის ახალი იმამის ამბავი. ჩეჩენი ბლოგერები ამტკიცებენ, რომ პანკისში ახალდანიშნული იმამი – ტახირ დუიშვილი რამზან კადროვის კადრი და მისი ინსტრესების გამტარებელია. დუიშვილი ხეობის ტრადიციული ისლამური მეჩეთის იმამი, ანუ წინამძღვარი, მარტის დასაწყისში გახდა. ჩეჩენ აქტივიტებს თუ დავეყრდნობით, გროზნოში მცხოვრები ტახირ დუიშვილი, პანკისში იმამად კადიროვს დაქვემდებარებულმა ჩეჩნეთის სამუფთომ გაამწესა. დუიშვილის რუსულ ინტერესებზე კითხვის ნიშნების მას შემდეგ გაჩნდა, რაც 21 მარტს სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ აუდიოჩანაწერები გავრცელდა. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის, ხმა სავარაუდოდ ტახირ დუიშვილს ეკუთვნის; ის კადიროვის დაქვემდებარებულ სამუფთოს მადლობას უხდის „ნდობისთვის“ და პირობას დებს, რომ აქ მათთვის…

მეტი...

„ეს ცეკვა არ იყო, ეს იყო ხტუნვა“- სამი წელი სათადარიგო სკამი და მარტის ტრიუმფი – ბუდუ ზივზივაძე თავის ემოციაზე

  2024 წლის მარტში ბუდუ ზივზივაძის ცხოვება რადიკალურად შეიცალა, ის ლუქსემბურგის გამარჯვების  ორი გოლის ავტორი გახდა, ის თავის ემოციებზე რამდენმე დღის შემდეგ ყვება: -“ეს ცეკვა არ იყო ეს იყო ხტუნვა, მაგრამ საბოლოოდ კარგი შოუ გამოვიდა,“ – ამბობს ბუდუ ზივზივაძე. ლუქსემბურგის მატჩის შემდეგ მას გულშემატკივარი ყვეგან მადლობას უხდის, საგულისხმოა, რომ აღნიშნულ წარმატებამდე ბუდუ თითქმის სამი წელი სათადარიგო სკამზე იჯდა: „მჯერა ის დღეც დაგვიდგება მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ეს მუხტი, რაც ახლა არის და შედეგი ახალგაზრდა თაობას გაუჩენს სურვილს, რომ ფეხბურთი ითამაშონ,“ – ამბობს ბუდუ. საინტერესოა, რომ ბუდუ ზივზივაძე მშობლებმა ბავშვობაში ჭადრაკზე მიიყვანეს,…

მეტი...

რას ამბობს ონის მერი რაჭაში მომხდარ მიწისძვრაზე – პირველი კომენტარი

ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა. როგორც მუნიციპალიტეტის მერი, სერგო ხიდეშელი,  აცხადებს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია. “ჩემი ინფორმაციით, მიწისძვრა იყო სოფელ ფსორთან – ქალაქ ონიდან დაახლოებით 6 კილომეტრში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას არ მოჰყოლია რაიმე ზიანი, დაზიანება, ნგრევა და ა.შ. ასევე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოქალაქეების მომართვიანობა, ამ დრომდე, არ ყოფილა“, – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი.

მეტი...

ძლიერმა ქარმა თელავში რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა

თელავში, ცენტრალურ მოედანზე  ძლიერმა ქარმა რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

მეტი...

ხინკალი CNN-ის საუკეთესო გულსართიანი ცომეულის რეიტინგში მოხვდა

CNN-მა მსოფლიოს საუკეთესო გულსართიანი ცომეული გამოავლინა, რომელთა შორის ქართული ხინკალიც მოხვდა. გავლენიანმა გამოცემამ 34 ქვეყნის საუკეთესო „დამპლინგი“ გამოაქვეყნა. „ხინკალი მზადდება ნაკეცებით მოხვეულ ცომში საქონლისა და ღორის ხორცის მოთავსებით. როგორც წესი, მას მსხვილად დაფქულ შავ პილპილთან ერთად მიირთმევენ. გასაკვირი არ არის, რომ აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის მიჯნაზე, საქართველოს საკუთარი პროდუქტი აქვს“ – წერს გამოცემა. ხინკალთან ერთად რეიტინგში იტალიური რავიოლი, ჩინური სიომაი, რუსული პელმენი და სხვა ქვეყნის გულსართიანი ცომეული მოხვდა.

მეტი...

რაჭაში მესამე მიწისძვრა მოხდა

რაჭაში მესამე მიწისძვრა მოხდა,  სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი  ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 8 კილომეტრში, სოფელ ირში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მეტი...

“რატომ ბუდუ? ამ სახელს თავისი ისტორია აქვს” – ინტერვიუ ცნობილი ფეხბურთელის მამასთან

სა­ბერ­ძნე­თის და­მარ­ცხე­ბი­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფორ­ვარ­დი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე გერ­მა­ნულ კლუბ “კარლსრუ­ეს” და­უბ­რუნ­და, სა­დაც თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა სა­ზე­ი­მო დახ­ვედ­რა მო­უ­წყვეს. 30 წლის ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა transfermarkt.com-ზე ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით 700 ათა­სი ევ­როა. გერ­მა­ნუ­ლი მე­დია ქარ­თველ ფორ­ვარ­დზე წერს: “მისი სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოა. ბუ­დუს ინ­სტაგ­რამ­ზე გვხვდე­ბა – ძი­რი­თა­დად ოჯახ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. რო­გორც ჩანს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვი­საც ყვე­ლა­ფე­რი ცო­ლის, ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და ფეხ­ბურ­თის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს.“ ოჯა­ხი წლე­ბის წინ შექ­მნა, მე­უღ­ლე ნინი კვერ­ნა­ძე რო­გორც თა­ვად ბუდუ, ქუ­თა­ი­სი­დან არის. წლე­ბის წინ წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნეს და ერთ გო­გო­ნას შაის ზრდი­ან. “მა­შინ ბუდუ ასე­თი ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

“მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა” – პროკურატურამ პენიტენციურის უფროს ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა

ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით…

მეტი...