ნერგეეთში, სტიქიის ზონაში კიდევ 2 ადამიანის ცხედარი ოპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ნაპოვნია 8 ცხედარი, ხოლო ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 1 პირის მიმართ. მეხანძრე-მაშველები, სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო ღონისძიებას შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ. შეგახსენებთ, გვიან ღამით სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა.

მეტი...

სად ელოდებიან მეწყერს თერჯოლაში?!

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ცნობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონებია: ნაგარევი, ღვანკითი, გოდოგანი, ძევრი, ახალთერჯოლა, ეწერი, ზედა და ქვედა სიმონეთი, თუზი, ალისუბანი, ჩხარი, რუფოთი, ზოვრეთი, ბარდუბანი, ნახშირღელე, ზედა საზანო და გოგნი.

მეტი...

სად ელოდებიან მეწყერს ხარაგაულში?!

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონები: ზვარე, ქვები, ლეღვანი, ფარცხნალი, კიცხი, ვარძია, ზიდარი, საქარიქედი, ღორეშა, ბაზალეთი, ღუდუმექედი, ვახანი, ვერტყვიჭალა, ლახუნდარა, სარგვეში, მოლითი და მაქათუბანი.

მეტი...

სად ელოდებიან მეწყერს სამტრედიაში?!

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ცნობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტი მეწყრული ზონებია: მთისძირი, დაბლა გომი, ზედა გომი, დობირო, პირველი და მეორე ნიგორზღვა, გამოჩინებული, მტერჩვეული, ზედა ნოღა და კორმაღალი. ნაპირგარეცხვები მოსალოდნელია მდ. რიონის მარჯვენა ნაპირზე და მდ. ცხენისწყალის ორივე ნაპირზე მდ. რიონის შესართავამდე;

მეტი...

სად ელოდებიან მეწყერს წყალტუბოში?!

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ცნობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მეწყრული ზონებია: ქუთაისი, გუმათი, ჟონეთი, ჯიმასტარო, ოფურჩხეთი, რიონი, ზარათი, ნამოხვანი, მექვენა, დერჩი, სორმონი, დღნორისა, ბენთქოულა, ბანოჯა და ცხუნკური.

მეტი...

სად ელოდებიან მეწყერს ხონში?!

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ცნობით, ხონის მუნიციპალიტეტი მეწყრული ზონებია: ქვედა გორდი, ზედა გორდი, ქვედა კინჩხა, გამოღმა ნოღა, გაღმა ნოღა, კინჩხაფერდი, ზედა კინჩხა, რონდიში, გელავერი, ღვედი და ძეძილეთი.

მეტი...

სად ელოდებიან მეწყერს ტყიბულში?!

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ცნობით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონებია: ტყიბული, გურნა, წყნორი, ანტორია, ციხია, კურსები, ოჯოლა, ზედა ჭყეპი, ნაბოსლევი, ორპირი, მუხურა და შუქერი.

მეტი...

სად ელოდებიან მეწყერს საჩხერეში?!

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ცნობით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონებია: საირხე, ჭორვილა, ბაჯითი, სარეკი, წითელსოფელი, საჩხერე, სავანე, არგვეთი, გორისა, მახათაური, ორღული, კორბოული, ხცისი და საჩხერე.

მეტი...

სტიქიის ზონაში მეშვიდე ცხედარი იპოვეს – ბოლო ცნობები ნერგეთიდან

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეშვიდე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ცნობისთვის, ახლა 2 დაკარგულს ეძებენ. შეგახსენებთ, გვიან ღამით სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა.

მეტი...

სად ელოდებიან მეწყერს ჭიათურაში?!

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტმა ხანგრძლივი კვლევისა და შესწავლის შემდეგ, ის ზონები დაადგინა, სადაც მეწყრული პროცესებია მოსალოდნელი. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონები:  შუქრუთი, ითხვისი, დარკვეთი, ზოდი, ჯალაურთა, შავწყალი, წირქვალი, ბუნიკაური, მღვიმევი, ხრეითი, მელუშეთი, ჭალოვანი, ვაკევისა და ჯაჯანიძეები. კვლევა საჯაროა და ის 2023 წელს მომზადდა.

მეტი...

ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ბლინკენი ხვდება ნეთანიაჰუს თანაშემწეებს და ომის კაბინეტის წევრებს, მათ შორის, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ცაჰი ჰანეგბის, „მოსადის“ ხელმძღვანელ დევიდ ბარნეას და სხვა მაღალჩინოსნებს. ცნობილია, რომ შეხვედრაში მონაწილეობს ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, ჰერცი ჰალევიც. აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენი გეგმავს მოგვიანებით შეხვდეს ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს.

მეტი...

ვალუტის კურსი 8 თებერვალს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ხვალ, 8 თებერვალს 1 აშშ დოლარი 2.6592 ლარი ეღირება. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8629 ლარი იქნება.

მეტი...

„მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის” – ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებსა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს: „მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის; მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი. სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაკარგულთა გადარჩენას“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მეტი...

ამინდი 8-11 თებერვალს

12 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით: ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ…

მეტი...

„აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება“ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს თქმით, აეროსტატს მართავდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება. „მიმდინარე წლის 7 თებერვალს, სოფელ ასურეთთან მომხდარ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ Cameron Balloons Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავის მიერ წარდგენილ იქნა საფრენოსნო გეგმა შესაბამის უწყებაში. აეროსტატზე, იმყოფებოდა 3 ადამიანი. დიდ ბრიტანეთში წარმოებული სითბური აეროსტატი Cameron…

მეტი...

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.

მეტი...

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი გარდაიცვალა

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული 47 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ცნობისთვის, ავარია ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ქვეითად მოსიარულე 3 მოქალაქეს შეეჯახა.

მეტი...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე ზვავის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ28-კმ90 (იდუმალა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგა, ხოლო თოვლისა და ნამქერების გამო, კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ90 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო…

მეტი...

მეწყრული ზონები საქართველოში, ჩამონათვალი ვრცელია

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტმა ხანგრძლივი კვლევისა და შესწავლის შემდეგ, ის ზონები დაადგინა, სადაც მეწყრული პროცესებია მოსალოდნელი. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და ამ ჩამონათვალში ნერგეეთიც შედის, სადაც წუხელ მეწყერი ჩამოწვა და ადამიანები დაიღუპნენ.  კვლევა გასულ წელს მომზადდა და ის საჯარო იყო. გეოლოგიის დეპარტამენტის კვლევით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონებია:  დიმი, I ობჩა, II ობჩა, წითელხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონები:  შუქრუთი, ითხვისი, დარკვეთი, ზოდი, ჯალაურთა, შავწყალი, წირქვალი, ბუნიკაური, მღვიმევი, ხრეითი, მელუშეთი, ჭალოვანი, ვაკევისა და ჯაჯანიძეები. საჩხერის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონები:  საირხე, ჭორვილა, ბაჯითი, სარეკი, წითელსოფელი, საჩხერე, სავანე, არგვეთი, გორისა,…

მეტი...

სახელმწიფოს დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის ორი ადამიანი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ორი პირი დააკავა. გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ გამოძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის“ დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა, 2015-2023 წლებში თითქოსდა სამივლინებო, სამეურნეო, ასევე თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის დანიშნულებით, როგორც საკუთარ, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა პირების საბანკო ანგარიშებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ზედმეტად ჩარიცხეს 533 576 ლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით,…

მეტი...

ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეექვსე ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე­ გაიზარდა. ამ დროისთვის, ადგილზე 3 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება კვლავ გრძელდება. დაკარგულებს ახლა საცხოვრებელი ეზოების  გარდა მდინარის კალაპოტშიც და მიმდებარე ტერიტორიებზეც ეძებენ.  მიწის ქვეშ ჩარჩენილების მოსაძებნად კი ოპერაციას ათობით მაშველი ხელსაწყოებით ახდენს, რადგან მძიმე ტექნიკა  ტერიტორიაზე დაკარგულების უსაფრთხოების გამო არ შეჰყავთ.

მეტი...

წლის ბოლომდე EU უკრაინას მილიონზე მეტ ტყვია-წამალს მიაწვდის

ევროკავშირი უკრაინას 2024 წლის ბოლომდე მილიონზე მეტ ტყვია-წამალს მიაწვდის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა, კიევში ვიზიტისას განცხადება. მისი თქმით, ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიული კომპლექსი აგრძელებს განვითარებასა და ზრდას. ,,ვროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიული კომპლექსი აგრძელებს ზრდასა და განვითარებას. შეიძლება აღინიშნოს, რომ EU-ს შესაძლებლობები 40%-ით არის გაზრდილი”, – თქვა ბორელმა კიევში ვიზიტისას.  

მეტი...

ასურეთში უბედურ შემთხვევას ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორი, მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი ემსხვერპლა

ასურეთში უბედურ შემთხვევას ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორი, მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი ემსხვერპლ შეგახსენებთ, რომ დღეს ასურეთთან საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

მეწყერში მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდადში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ, მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს კიდევ 4 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.  

მეტი...

,,გამარჯვების კოალიცია” არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს” – მიხეილ სააკაშვილი

,,გამარჯვების კოალიცია” არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს და ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მისი პატიმრობა საქართველოს ხელისუფლების მსოფლიო მასშტაბის სირცხვილია და მისი გათავისუფლება არა პარტიული, არამედ სამართლიანობის და ეროვნული ღირსების საკითხია. „გუშინ ეკა ბესელიამ „ფორმულაზე” გამოსვლაში თქვა, რომ დაარწმუნებს გახარიას მიიღოს მონაწილეობა საერთო ფორმატში და „დაზღვევის მექანიზმებს” შესთავაზებს მას. რა დაზღვევაზეა ლაპარაკი, რომ ჩემს მიმართ მიმდინარე უსამართლობა არ დასრულდება? ადამიანის ბედითა და ასობით ათასი ადამიანის შეხედულებებით ვაჭრობაა პოლიტიკური პროცესი? „გამარჯვების კოალიცია” არავის წინასწარ…

მეტი...

,,უმაღლესი ეროვნული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა” – ირაკლი კობახიძე

უმაღლესი ეროვნული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვაზე აქტიურად იმუშავებს. ,,რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა არის ბუნებრივია, ჩვენი არა მარტო სამთავრობო პრიორიტეტი, არამედ უმაღლესი ეროვნული ამოცანა. პარალელურად გაგრძელდება, ბუნებრივია, არაღიარების პოლიტიკის წარმატებით წარმოება. ამ მხრივ ჩვენი მთავრობის საქმიანობა წარმატებული იყო მთელი ამ წლების განმავლობაში. ასევე გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას მომავალში და აქტიურად ვიზრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე. გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სათანადოდ განხორციელება”,…

მეტი...

სვანეთსა და ხულოში ზვავი ჩამოწვა

სვანეთში, ჭაალადში ზვავი ჩამოწვა. თვითმხილველების თქმით, მთიდან ჩამოსულმა თოვლისა და მიწის მასა საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე ჩამოვიდა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ზვავი ჩამოწვა აჭარაშიც, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ზვავმა მოგლიჯა ხეები. ასევე განვითარდა მეწყრული პროცესები. მოქალაქეები მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ იტყობინებიან სოფელ დიდაჭარადანაც. არსებული ინფორმაციით, მიწის დიდი მასის ჩამოწოლის შედეგად ჩახერგილია მთავარი გზა, რომლითაც ღორჯომის ხეობის სოფლები სარგებლობენ.

მეტი...

,,უმჯობესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა შალვა პაპუაშვილისგან უარი მივიღეთ” – თინათინ ბოკუჩავა

მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივი სხდომის ფორმატში უსმენენ. სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავმჯდომარეობს. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა შალვა პაპუაშვილმა არ მისცა. „იცით, რომ პარლამენტის ერთ-ერთ მთავარი უფლებამოსილებაა, მოუსმინოს მთავრობას და შემდეგ დაამტკიცოს, ამიტომ ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა უარი მივიღეთ ამ შემოთავაზებაზე შალვა პაპუაშვილისგან. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს კონსტრუქციული მიდგომისთვის,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

მეტი...

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას სამთავრობო პროგრამას აცნობს

ამ წუთებში ტრიბუნასთან პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დგას, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციას სამთავრობო პროგრამას აცნობს. სხდომას თინათინ ბოკუჩავა უძღვება. სხდომას მინისტრობის კანდიდატები სრული შემადგენლობით ესწრებიან. სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ კი ოპოზიცია მინისტრობის კანდიდატებს კითხვებით მიმართავს. ოპოზიციის ნაწილი ამ შეხვედრას არ ესწრება. “ლელოში” და “გახარიას გუნდში ” ფიქრობენ, რომ ნდობის გამოცხადებამდე მთავრობა ყველა პოლიტიკურ გუნდს ინდივიდუალურად უნდა შეხვედროდა, ამიტომ სხდომათა დარბაზში შესვლას არ აპირებენ.

მეტი...

ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა – დაღუპულია სამი ადამიანი

ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა. დაღუპულია სამი ადამიანი, რომლებიც შემთხვევის დროს საფრენ აპარატში იმყოფებოდნენ. ადგილზე ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცავები მუშაობენ.

მეტი...

პოლონეთში დაკავებულია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველი

პოლონეთის ქალაქ გდინიაში სამართალდამცავებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს 42 წლის მოქალაქე ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობის დროს აიყვანეს, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ მამაკაცი რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით დროებითი პატიმრობა შეეფარდა.

მეტი...

უამინდობის გამო რეისები გაუქმდა – საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს დამატებით რეისები უქმდება. რკინიგზა ამბობს, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. გაუქმებულ რეისებია: მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები: ბათუმი-თბილისი №801 ზუგდიდი-თბილისი № 869 თბილისი-ბათუმი № 804 თბილისი-ფოთი 874. ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები: ზესტაფონი-ხაშური №6446 ხაშური-ზესტაფონი №6418 და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.

მეტი...

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ვაჟა აზარაშვილი იყო არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე. მან ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა, მას ეკუთვნის როგორც სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოებები, ისე მიუზიკლები. კომპოზიტორი ხშირად ქმნიდა მუსიკას ცნობილი კლასიკოსი პოეტების ლექსებზე.

მეტი...

ვინ არის ბაღდათში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 20 წლის გოგონა

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი. დაღუპულებს შორისაა 20 წლის გოგო და მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი. ცნობილია, რომ გარდაცვლილი ნია რობაქიძეა. ,,ჩემო ნიაკო, რამდენი წარმატება გელოდა წინ” , – წერენ სოციალურ ქსელში.

მეტი...

ნატა ფერაძე გაათავისუფლეს

აქტივისტი ნატა ფერაძე 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო სამებაში მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

„3 მოსწავლე იყო ჩვენი, საუკეთესო შვილები არიან“- მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანების მასწავლებლები

ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი. მათ შორის, ვისაც ეძებენ, არის მამა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი. ,,3 მოსწავლე იყო ჩვენი… საუკეთესო შვილები არიან”, – ამბობენ მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანების მასწავლებლები. ადგილზე მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. სტიქიის ზონაში 200-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება.

მეტი...