ბათუმში, ქვეითთა გადასასვლელზე, ქალს მანქანა დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე, ზებრა გადასასვლელზე, შუა ხნის ქალს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას და ფოტო მასალას “ბათუმელები” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მსგავსი თემები