“ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად” – ოლივერ ვარჰეი

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. „შევთანხმდით ჩვენი მუშაობის დაჩქარებაზე: პროგრესი ევროკავშირის გზაზე და 9 ნაბიჯის განხორციელება, ადრეული ინტეგრაციის სფეროების განხორციელება (მაგ. როუმინგი და SEPA). ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად”, –  აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.  

მეტი...

კუნძული ჩინეთში, სადაც პრეზიდენტის რეზიდენცია და იენცის კოშკი მდებარეობს (ვიდეო)

70 მეტრ სიმაღლის იენცის კოშკი და „გარეუბნის მარგალიტი“ ჩინეთში (ფოტორეპორტაჟი)

მეტი...

ირაკლი კობახიძე შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ამ გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პრიორიტეტულობის დემონსტრირებაა. მთავრობის მეთაურმა შარლ მიშელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად ჩართულობასა და მხარდაჭერას აფასებს. თავის მხრივ, შარლ მიშელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მთავრობის მეთაურმა ევროპული…

მეტი...

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველს მამუკა გაწერელიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

დაკავებულს ბრალად ედება სამი რუსი სამხედროს მკვლელობა, რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველს, მამუკა გაწერელიას, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას ორი მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი. ინფორმაციას რუსეთის პროკურატურა ავრცელებს. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 22 წლის მსროლელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. მამუკა გაწარელია დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (თავდასხმა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეზე, რათა ხელი შეუშალოს აღნიშნული პირის კანონიერ საქმიანობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად) და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის თ3 (დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ გაწარელიას სასჯელის სპეციალური რეჟიმის…

მეტი...

სანქციების ახალი პაკეტი რუსეთს – აშშ ნავალნის სიკვდილს პასუხობს

ამერიკის შეერთებული შტატები ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. ირკვევა, რომ ახალი სანქციების დიდი პაკეტი 23 თებერვალს გასაჯაროვდება. პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით, ჩვენ გამოვაცხადებთ სანქციების დიდ პაკეტს პარასკევს, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ ნავალნიზე მომხდარის გამო”, – თქვა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია ,,ადიდასის” სახე გახდა

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ცნობილ გერმანულ ბრენდ adidas-თან კონტრაქტი გააფორმა. Instagram-ზე ადიდასის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში მოქმედება ნეაპოლში ვითარდება, სადაც ქართველ ფეხბურთელს ახალ თეთრ-ლურჯ adidas Predator-ის ბუცს გადასცემენ. ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ცნობილმა სპორტულმა ბრენდმა კონტრაქტი გაუფორმა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

„ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და სააკაშვილი საკანში გადააბრძანოს“ – ვიქტორ ჯაფარიძე

სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში – ეს ერთი. მეორე, მიხეილ სააკაშვილზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია და ქართულმა ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გადააბრძანოს საკანში, სადაც არის მისი ადგილი. და რატომ უნდა შეიწყალონ, ვისზე უკეთესია? რომ შეიწყალონ, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ  განაცხადა. რაც შეეხება მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით, ჯაფარიძე სიკორსკის მოუწოდებს, საკუთარ ქვეყანას მიხედოს: “ოცნება” წააგებას? ვისთან წააგებს, იმ სისხლისმსმელთან? თავიანთ ქვეყანას მიხედონ სიკორსკიმ და სხვებმა”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.“თქვენ შეგიძლიათ…

მეტი...

ბათუმში, კურიერს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში კურიერს ავტომანქანა დაეჯახა, შემთხვევა კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, წინასწარი ინფორმაციით, კურიერი საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტური იყო, ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. დაშავებულია 21 წლის კაცი. ამოვარდნილი აქვს მარჯვენა ხელი და მცირე ჭრილობა აქვს ფეხზე“, – აცხადებენ კლინიკაში, სადაც ამბობენ, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.

მეტი...

“ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე განსაკუთრებით გამოიყო შავი ზღვის კაბელის პროექტი”- ირაკლი კობახიძე

როგორც ასოცირების საბჭოს ფორმატში, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე ჩვენ გვქონდა საუბარი არა მხოლოდ ზოგადად თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, არამედ კონკრეტულ პროექტებზეც იყო საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე განსაკუთრებით გამოიყო შავი ზღვის კაბელის პროექტი. „განსაკუთრებით გამოიყო შავი ზღვის კაბელის პროექტი და ასევე, როუმინგის საკითხი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული პროექტების განხორციელება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ზოგადად თანამშრომლობის გაღრმავების და ამ კონკრეტული პროექტების განხორციელების კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

„საქართველო  ევროპული ოჯახის ნაწილია“ – ოლივერ ვარჰეი

„ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ხელშესახები პროექტი რაც გვაქვს ჩვენს წინ, არის შავი ზღვის ელექტროენერგიის და ინტერნეტის ფართოზოლოვანი კაბელის პროექტი“, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა − ოლივერ ვარჰეიმ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ,  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან − ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლივერ ვარჰეის თქმით, ეს არის ის დიდი, მასშტაბური პროექტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო სხვა პარტნიორებისთვის, არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებში, სხვა რეგიონებში. „ეს მოდელი, რომელიც ჩვენ შევქმენით,…

მეტი...

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დიმიტრი გულიას კონფერენცია გაიმართება

ხალ, 21 თებერვალს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზი მწერლისა და პოეტის, დიმიტრი გულიას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიება  12:00 საათზე დაიწყება და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ. მისამართი:  ვაჟა ფშაველას №16, მე-3 სართული.

მეტი...

ევროკავშირის კარი ღიაა… შესასვლელად რეფორმები უნდა იქნას გატარებული – ბორელი

კარი ღიაა და თქვენ შესასვლელად იცით რა უნდა გაკეთდეს, – ასე უპასუხა ჯოზეფ ბორელმა შეკითხვას, როდის იქნება მზად საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად: „ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, თქვენ უნდა გაიაროთ ამ ღია კარში და ამ კარში გავლა, როგორც ყველამ იცის, არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, რეფორმები უნდა იქნას გატარებული. ნუ ელით რაღაც სასწაულს, კატას ნუ ვეძებთ ბნელ ოთახში, კარი ღიაა და თქვენ შესასვლელად იცით რა უნდა გაკეთდეს” განაცხადა ბორელმა.

მეტი...

,,ნება მომეცით, საბოლოოდ ვნახო ჩემი შვილი” – ნავალნის დედა პუტინს მიმართავს

ალექსეი ნავალნის დედა შვილის ცხედარს ითხოვს და იმ ციხის ტერიტორიიდან, სადაც რუსი ოპოზიციონერი დაიღუპა, ვიდეომიმართვას ავრცელებს. „ჩემს უკან არის სასჯელაღსრულების კოლონია „პოლარული მგელი“, სადაც ჩემი შვილი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს. მეხუთე დღეა ვერ ვნახე, არც ცხედარი მაძლევენ და არც იმას მეუბნებიან სად არის. მე თქვენ მოგმართავთ, ვლადიმერ პუტინ, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ნება მომეცით, საბოლოოდ ვნახო ჩემი შვილი. მოვითხოვ, სასწრაფოდ გადმომცეთ ალექსეის ცხედარი, რომ ადამიანურად დავასაფლავო“, – ამბობს ლუდმილა ნავალნაია.

მეტი...

ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ჩიქოვანს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

პარლამენტში დღეს კენჭი უყარეს ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. ირაკლი კობახიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კი მხარი 78-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობები დაიკავეს. პარლამენტმა საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.

მეტი...

ადიგენში მეწყრული პროცესები გააქტიურდა – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტეტში იმყოფება, სადაც ადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. „გარდა ამისა, სააგენტოს სპეციალისტები მუნიციპალიტეტების მოთხოვნის საფუძველზე აგრძელებენ ქვეყნის მასშტაბით გააქტიურებული გეოლოგიური პროცესების შეფასებას. ამ ეტაპზე ჯგუფები იმყოფებიან სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, კერძოდ ადიგენის, ბორჯომის, ხონისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. სააგენტოს სპეციალისტების მიერ შეფასდება საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე, ინფრასტრუქტურული ობიექტები და შემდგომი დამცავი, საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები“, – ნათქვამია…

მეტი...

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 6 წავიდა. მიღებული კანონის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება. კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში…

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა. „სანამ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები განაგრძობს ძალის გამოყენების აკრძალვის დარღვევას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას, მიზანშეწონილია ძალაში შევინარჩუნოთ კავშირის მიერ ამჟამად დაწესებული ყველა ზომა და მივიღოთ დამატებითი ზომები. საჭიროების შემთხვევაში“, – აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

მეტი...

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ნინო წერეთელი უხელმძღვანელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, განათლების სისტემაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს გამოცდების ორგანიზების კუთხით ცენტრის წარმატებული საქმიანობა. შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე ესწრებოდა. ნინო წერეთელს განათლების სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე განათლების ხარისხის განვითარების…

მეტი...

ნარკოტიკების გავრცელებას და ნარკომანიას სჭირდება ეფექტური და კომპლექსური ბრძოლა – მიხეილ დაუშვილი

„ნარკოტიკების გამო ადამიანები ფაქტობრივად ყოველკვირეულად, ყოველდღიურად იღუპებიან. თქვენ რას აკეთებთ ან რის გაკეთებას აპირებთ რომ აგვიხსნათ, გაგვაცნოთ რა გეგმა გაქვთ, რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. უნდა გესმოდეთ, რომ მხოლოდ პოპულისტური და პოპულარული ნაბიჯებით ასეთი პრობლემები ვერ წყდება, ამას სჭირდება ეფექტური და კომპლექსური ბრძოლა“, – მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. მისივე თქმით, ფაქტობრივად ტენდენციად იქცა, თითქმის კვირა არ გავა რამდენიმე ადამიანი რომ არ დაიღუპოს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად. „ეს საკითხი არ არის მარტივი და ერთი ღონისძიებით მისი გადაჭრა ვერ მოხერხდება. მულტი ინსტიტუციური ჩართულობა, მთელი…

მეტი...

ამ ადამიანების ორმაგი სტანდარტი ალბათ ორმაგ სტანდარტზე მეტია – გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციას

„პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში იმართება და მხოლოდ ეს ფაქტიც ადასტურებს „ქართული ოცნების“ განწყობას და ჩვენს მისწრაფებებს“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ოპოზიციამ ხელისუფლება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის საკითხზეც გააკრიტიკა. „ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო ამ კონფერენციაში მონაწილეობა და ვენის კონვენციით, სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს სახელმწიფოს. ალბათ არც იმის სჯერათ, რომ ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ საქართველო კარგად მუშაობს. ამის გაგონებაც არ უნდათ! ამ ხალხს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი კი არ აინტერესებთ, კოლექტიურ ნაცმოძრაობას მხოლოდ რევანშის სურვილი აქვს.…

მეტი...

ან დურაკია ჩვეულებრივი, ან მცდელობა აქვს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში – კალაძე ნადირაძეზე

თბილისის მერი, კახი კალაძე ტყუილს უწოდებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებას, რომ გასულ წელს მერიამ 200 მლნ ლარზემეტი ვერ აითვისა. ნადირაძის თქმით, მიზანი ისაა, რომ თბილისის ბიუჯეტი “ოცნებამ” მოირგოს 2024 წლის არჩევნებისთვის და გამოიყენოს, როგორც ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი. ,,ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია, აქ ორ რამესთან გვაქვს საქმე, ან დურაკია ჩვეულებრივი, ან მცდელობა აქვს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ძალიან მარტივად არის ყველაფერი გაწერილი, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ის რაზეც ახლა თქვენ მესაუბრებოდით, 100 მილიონი ეს არის გადაჭარბებული შემოსავლები ბიუჯეტში, რაც უბრალოდ ვერ დაიგეგმებოდა და მინდა ჩემ თანამშრომლებს…

მეტი...

არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და მასში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა შეძლებს – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და მასში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა შეძლებს. ამის შესახებ მან მედიასთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ტარდება და ეს სტანდარტი შენარჩუნდება. „არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობა არავის აქვს, არც რუსეთს, არც ევროკავშირს, არც აშშ-ს. ამას ვერავინ შეძლებს. საქართველოში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც ტარდებოდა. 2012 წლის შემდეგ ყველამ იცის, როგორ ვატარებთ არჩევნებს და ეს სტანდარტი იქნება შენარჩუნებული. ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია, შეხვდეს მოსახლეობას, გააცნოს მისი ხედვები და…

მეტი...

ბრიუსელში საქართველოსა და EU-ს ასოცირების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-8 სხდომა მიმდინარეობს. დღეიდან დაიწყო ოფიციალური შეხვედრებიც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან. ბრიუსელში პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ირაკლი კობახიძე. ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს. ,,ჯოზეფ ბორელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების შედეგია. მისი თქმით,…

მეტი...

ვარკეთილში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ვარკეთილში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულნი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

რა ნულოვანი ნდობა და რეიტინგიც გაგაჩნიათ საზოგადოებაში, ზუსტად ასეთ ნულოვან რეიტინგს და პროცენტებს მიიღებთ არჩევნებზე – დავით მათიკაშვილი მამუკა ხაზარაძეს

„სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძე საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას რეპრესიებით ემუქრება. გადასახლებით ემუქრება ვის? ბიძინა ივანიშვილს. მივმართავ ხაზარაძე-ჯაფარიძეს და მათ კლასტერს. რა გაგიკეთებიათ უანგაროდ საკუთარი ქვეყნისთვის? თქვენი თავებისთვის რომ აკეთებთ დღენიადაგ ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის, მაგრამ ქვეყნისთვის რა გაქვთ გაკეთებული?“ – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პარტია „ლელოს“ დაბალი რეიტინგი აქვს საზოგადოებაში და ეს არჩევნების შედეგებშიც აისახება. „თქვენ ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობთ ყველაზე დიდი ქველმოქმედებას. ეს არის 2011-2012 წლების ამბები, როდესაც მან საკუთარი თავი, საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ოჯახის…

მეტი...

,,პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი ჭირს” – წითლიძე ზურაბიშვილს

პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი ჭირს. მე გთხოვთ, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი, – ასე მიმართა ენმ-ის წევრმა, ანი წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ,,მე მინდა მივმართო სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც მიუნხენის კონფერენციის შემდეგ ესეთი კომენტარი გააკეთა, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ რის რუსეთიო. ქალბატონო სალომე, მე არაფერს გასწავლით, მაგრამ  ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თქვენ გჯეროდათ რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნისთვის სიკეთე უნდოდა. გჯეროდათ მანამ, სანამ პირადად არ შეგეჯახათ და გჯეროდათ მანამ, სანამ თვითონ არ ნახეთ საკუთარ თვალებით რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ივანიშვილის პარტიის პირობებში ემუქრებოდა საფრთხე. გჯეროდათ მანამ, სანამ თვითონ არ მოგიწიათ…

მეტი...

ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება – სამხარაძე

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ევროპარლამენტარები ხელმოწერებს აგროვებენ, რათა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სთხოვონ. მისივე თქმით, მცდელობაა ზეწოლა მოახდინონ ზურაბიშვილზე, რომ მესამე პრეზიდენტი გათავისუფლდეს. ,,უნდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი, რომელიც კიდევ ერთხელ მთავრობის დაუკითხავად გაემგზავრა კონფერენციაზე, სამწუხაროდ აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მას ერთ-ერთ პანელზე მიუთითეს პირდაპირ, რომ მან უნდა შეიწყალოს სააკაშვილი. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ახალი, ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ ევროპარლამენტში ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ…

მეტი...

ან შიში პუტინისადმი, ან თქვენი გამბედაობა – ხერხეულიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამ თემაზე მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. ხერხეულიძემ ისაუბრა რუსი ოპოზიციონერის, ნავალნის გარდაცვალებაზეც და თქვა, რომ პუტინის სურვილები არის დაუკმაყოფილებელი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ,,არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის რა წარმოდგენა აქვს მიხეილ სააკაშვილზე და არანაირ წიაღსვლებს ქართველი სამამულო ექსპერტების დასკვნებს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არ აქვს ფასი, ვინაიდან, საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად, საღად აფასებს იმ რისკს და საშიშროებას, რომელიც მომდინარეობს ამ რისკთან მიმართებაში. როდესაც პუტინი ღიად საუბრობს საკუთარ მტერზე, არანაირი მოსაზრება ანგარიშგასაწევი არ არის და არ არის რელევანტური ჩვენი ოპონენტების მხრიდან…

მეტი...

,,დაანონსებული გვაქვს შიმშილობის აქცია” – რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათ შესაბამისი წერილით მთავრობის ადმინისტრაციას უკვე მიმართეს, თუმცა, პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მათი მოთხოვნების იგნორირების შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და შიმშილობა დაიწყონ. რესპუბლიკურის თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებასაც პასუხობენ, რომლის მიხედვითაც 350-მდე პირმა საკომპენსაციო პაკეტი აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. “167 ექიმია რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული. მათგან მხოლოდ ერთეულებმა დაწერეს განცხადება კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ. გუშინ გავრცელდა ტელევიზიით ერთი თანამშრომლის ინტერვიუც, რომელიც დააკმაყოფილეს სამსახურით და კომპენსაციით. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის დეკრეტულ შვებულებაში და ბოლო 3 წლის განმავლობაში…

მეტი...

პოლონეთში საქართველოს ოთხ მოქალაქეს მანქანა შეეჯახა

პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში, საქართველოს 4 მოქალაქეს მანქანა შეეჯახა. დაშავებულია ორი ზრდასრული მამაკაცი და ორი 13 წლის მოზარდი, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ. არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც 90 წლის კაცი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე შევარდა და ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მეტი...

სემეკის მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 67 მეგავატი შეადგინა

განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, სისტემაში ჩართულია 1066 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. ქსელში ჩართული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 67 მეგავატია. ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგურების უმეტესობა (98%) მზის ენერგიაზე მომუშავეა (მზის პანელები), ხოლო ქარისა და წყლის რესურსებზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები 2%-ს შეადგენს. 1066 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურიდან სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია – 319 ელექტროსადგური. აქედან, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის – 175; ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის- 144 სადგური. სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია – 747…

მეტი...

ლოდების ჩამოშლის გამო სარფში შესასვლელი გზა დროებით ჩაიკეტა

ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვათაცვენის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მალე აღდგება.

მეტი...

ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა – დეკანოზი მამალაძე

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დეკანოზი მამალაძე პირველ საჯარო წერილს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი საპყრობილეში ყოფნის დროს ღია მხარდაჭერას გამოხატავდა. წერილის დასასრულს მამალაძე წერს, რომ მას საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების სანაცვლოდ არ დაუტოვებია და მისი გათავისუფლების მიზეზი მხოლოდ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. ის ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანი ჯანმრთელობის აღდგენაა. ,,მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია. საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე…

მეტი...

ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ახლა უკიდურესად რთული ვითარება შეიქმნა – ზელენსკი

ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ახლა უკიდურესად რთული ვითარება შეიქმნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკიდურესად მძიმე ვითარება ზუსტად იქ არის, სადაც რუსულმა საოკუპაციო ძალებმა თავიანთი რეზერვების მაქსიმალური კონცენტრირება მოახდინეს. ,,არტილერიის დეფიციტი. ფრონტის საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე მოქმედი იარაღის საჭიროება. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა აღვადგინოთ და გავაფართოვოთ მხარდაჭერა”, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

მეტი...

ლევან თედიაშვილს უკანასკნელ გზაზე, ძველი სპორტის სასახლიდან გაასვენებენ

ლეგენდარულ ქართველ მოჭიდავეს, ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ. „დილის 10 საათიდან 13:30 საათამდე, ძველ სპორტის სასახლეში შედგება ლევან თედიაშვილთან გამომშვიდობების პანაშვიდი. გელოდებით ყველას და გთხოვთ გაავრცელოთ“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1972 და 1976 წლებში). გარდა ამისა, იყო მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2003 წელს ლევან თედიაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის…

მეტი...

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ჰიგიენის საშუალებების ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 41 წლის მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ის ბერმენის ცენტრალურ სადგურზე აიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ოთხი სავსე ჩანთა ჰქონდა. ჩხრეკისას ბარგში საეჭვო პროდუქცია იპოვეს, რომლის წარმომავლობა ამ დრომდე უცნობია. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეჭვის გაფანტვის მიზნით კაცმა თქვა, რომ ეს ჩანთები მისი არ იყო. პოლიციამ კაცი ადგილზევე დააკავა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მეტი...