ნარკოტიკების კურიერების სია გასაჯაროვდა – სტუდენტები, პენსიონერები, ვის არ ნახავთ აქ…  

ნარკოკურიერების ძალიან ვრცელ სიაში, რომელიც ერთ-ერთ დახურულ სისტემაში გასაჯაროვდა, ახალგაზრდა გოგონები, სტუდენტები, პენსიონერები, ხელოსნები და თოთქმის ყველა ასაკის თუ კატეგორიის ადამიანები მოხვდნენ. საუბარია ე.წ. ნარკოკურერებზე, რომლებიც ნარკოტიკების რეალიზატოტებისგან ნარკოტიკებს იღებდნენ და მითითებულ მისამართზე მიჰქონდათ. სანაცვლოდ კი ხელფასი სახით მინიმუმ 700 დოლარს იღებდნენ. ე.წ. ნარკოტიკების დამდები კურიერები, ასე ჰქვია ამ ადამიანებს, რომლებსაც ნარკოტიკები სხვადახვა მისამართზე მიჰქონდათ და სადარბაზოში, ქუჩაში, ხის ძირში თუ სხვა, მითითებულ ადგილას ტოვებდა. შემდეგ კი ფოტო-ვიდეომასალას იღებდა და „უფროსს“ უგზავნიდა იმის დასტურად, რომ დავალება შესრულებულია. როგორ „გასკდა“ ეს ამბავი? ერთ-ერთ რეალიზატორს ნარკოტიკები დაეკარგა, კერძოდ, დანიშნულ ადგილზე მისი გაგზავნილი ნარკოტოკი არ…

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმება აქცია გამართეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი „რუსთაველის მეტროსთან“ შეიკრიბნენ და მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს. გაუქმდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის ბრძანება, შეწყდეს შენობის დემონტაჟი და ექიმებს უწყვეტი მუშაობის საშუალება მიეცეთ – სწორედ ეს არის მათი მთავარი მოთხოვნები. მედიკოსებმა დღესვე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მზაობაც გამოთქვეს. აქციის მონაწილეებმა არ გამორიცხეს ისიც, რომ მომავალი კვირიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და შიმშილობა დაიწყონ.  

მეტი...

„შედარების მიზეზი არ არსებობს“- პრეზიდენტი, სააკაშვილსა და ნავალნიზე

შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სააკაშვილსა და ნავალნიზე დასმული შეკითხვის დროს ისაუბრა, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ ამერიკულ გამოცემა Bloomberg-ს მისცა. პრეზიდენტმა ვრცლად ასევე, ისაუბრა ნავალნის საქმეზე და მომხდარს ტრაგედია უწოდა: „რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება… თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ…

მეტი...

ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის წყალობით – სალომე ზურაბიშვილი

წლებია მოსახლეობა დიდი ძალისხმევით ცდილობს, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ამიტომ ქართველი ხალხი ყოველგვარი გზით გააგრძელებს ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლას, – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, “Bloomerg”-ს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები მოდის, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შედეგი, ვინ არ უნდა გაიმარჯვოს, ევროპული გზისა და ევროპული ორიენტაციის მხარდაჭერა იქნება. ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის წყალობით, რადგან მთლიანი პროცესის აჩქარება არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინის ასეთი სიმტკიცე, რომელმაც მთელ ევროპას აჩვენა, რომ მათი უსაფრთხოება…

მეტი...

ჩინური ახალი წელი დასრულდა – რა ხდება აეროპორტებსა და ტრასებზე?!

დღეს, ჩინური ახალი წლის ბოლო დღეა. შესაბამისად, ყველა სამსახურებსა და სახლებს უბრუნდება. ასეთი ამბავია ჩინეთის დიდ ქალაქებში, რასაც ფოტოებზე ხედავთ. პროვინციებიდან ყველა დიდ ქალაქებში ბრუნდება. შესაბამისად გადატვიეთულია როგორც სამანქანე გზები, ისე აეროპორტები და რკინიგზის სადგურები.

მეტი...

ქართველი პატიმარი ბერძნული ციხის საავადმყოფოდან გაიქცა

საბერძნეთში ქართველი პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან გაიქცა, – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 43 წლის კაცი, რომელიც მკვლელობასა და ქურდობაშია ბრალდებული, ციხიდან სასამართლო პროცესზე გადაჰყავდათ, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და  საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა. ქალაქ ლარისას ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი მან კლინიკიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა და კიდევ ერთი ბრალი დაუმატა.

მეტი...

ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ვეტერანი სპორტსმენის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ლევან თედიაშვილი დაიბადა 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1972 და 1976 წლებში). გარდა ამისა, იყო მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2003 წელს ლევან თედიაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას და ღირსების ორდენების…

მეტი...

ორი პრეზიდენტის შეხვედრა მიუნხენში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მუნხენში ერთმანეთს მიესალმნენ. სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მიუნხენში უსაფრთხოების რიგით 60-ე კონფერენცია იმართება.  

მეტი...

„რედისონი” – პირველი ცათამბჯენის პროექტი ქუთაისში

ქუთაისში პირველი ცათამბჯენის პროექტზე „რედისონ ქუთაისზე” მუშაობენ – ავტორი არის NS STUDIO, რომელმაც პროექტზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო. საპროექტო ტერიტორია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და რკინიგზის სადგურს ესაზღვრება. შენობა მოიცავს კომერციულ, საოფისე, სამედიცინო და რეკრეაციულ სივრცეებს. პროექტის კონცეფციის მიხედვით, ობიექტი გახდება სიმბოლური ღირშესანიშნაობა არსებული გარემოსთვის.

მეტი...

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს – ნავალნის საქმე

„იგი ყალბი ბრალდებით დააკავეს, აკრძალული ნერვული აგენტით მოწამლეს და არქტიკის კოლონიაში გაგზავნეს. რუსული სისტემის სასტიკ ბუნებაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. მისი სიკვდილი სრულად და გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი სამინისტროში გუშინ, საღამოს დაიბარეს. „დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახა, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ რუსეთის ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ“, – აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური…

მეტი...

„ალექსეი ნავალნი იყო პოლიტპატიმარი და ეს იცოდა მთელმა მსოფლიომ. მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი”- გია ცაგარეიშვილი

„არავითარი ნავალნი ან მანდელა სააკაშვილისგან არ გამოვა, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა შექმნა კრიმინალური პირამიდა, რომლის სათავეშიც მოექცა თავის ავაზაკებთან ერთად. სრული განზრახვით, ყოველდღიურად ჩადიოდა დანაშაულს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის უდიდესი სხვაობა ნავალნისა და სააკაშვილს შორის“- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. ცაგარეიშვილის თქმით სააკაშვილი ქვეყანაში ავაზაკივით შემოიპარა და მისი შედარება ნავალნისთან წარმოუდგენლია: „გაიხსენეთ ნავალნის დაბრუნება მოსკოვში და გაიხსენეთ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში. სააკაშვილის თვითმფრინავით დაბრუნდა, შემოიპარა როგორც ავაზაკი არაჟნებით სავსე კონტეინერში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მანამდე უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, დაბრუნდა იმისთვის, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება. ხაზს…

მეტი...

ღამით თბილისის აეროპორტში 3 რეისი გაუქმდა, ხოლო 2 გადაიდო

გასულ ღამეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 რეისი გაუქმდა, 2 კი გადაიდო – მიზეზი ნისლი და დაბალი ხილვადობაა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია” აცხადებს, რომ ამ დროისთვის ხილვადობა უკვე გაუმჯობესებულია და ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება რეისების მიღება. „ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, გასული ღამის განმავლობაში, გაუქმდა „თურქეთის ავიახაზების“ სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი ორი რეისი, „პეგასუსის“ სტამბოლი-თბილისის რეისი. გადაიდო „პეგასუსის” ანტალია-თბილისის რეისი და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-თბილისის რეისი. ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება” – ამბობენ კომპანიაში.

მეტი...

1050 ლიკვიდირებული ჯარისკაცი – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 401 350 (+1050) ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.02.24-მდე ასეთია: ტანკები – 6476 (+11), ჯავშანტექნიკა – 12 145 (+16), საარტილერიო სისტემები – 9669 (+28), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 984 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 671 (+0), თვითმფრინავები – 332 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7413 (+5), ფრთოსანი რაკეტები – 1896 (+1). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 25 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 12 734…

მეტი...

„თქვენთან ერთად ვხედავთ, რომ მკვლელი არჩევნებში მონაწილეობს“- ზელენსკი პუტინზე

„მოვლენები გვეუბნება, რომ პუტინი მკვლელია და ეს რიტორიკა არ არის. ეს სიგნალი არ არის. აბსოლუტურად ნათელია, რომ იგი მკვლელია და აქ საიდუმლოებები არ არსებობს“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ პუტინისთვის ხმის მიცემა მკვლელის არჩევას ნიშნავს. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, გუშინ, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.  

მეტი...

ისტორიაში პირველად, UFC-ში ქართველი ილია თოფურია საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს

ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება. ბრძოლის წინ 27 წლის ქართველმა მებრძოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც მან საკუთარ უპირატესობაზე დამაჯერებლად ისაუბრა: „ამ ბრძოლისთვის ისე ვემზადებოდი, როგორც ყოველთვის ხდება. მძიმე დაპირისპირებისთვის მზად ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და 17 თებერვალს (თბილისის დროით 18 თებერვალს) გავიმარჯვებ. თითოეულ ასპექტში მასზე უკეთესი მებრძოლი ვარ. ის UFC-ის ქვემსუბუქი წონის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ყველას სამუდამოდ ემახსოვრება, ის დიდებული ჩემპიონი იყო. ამ დაპირისპირებაში პირველივე რაუნდში ნოკაუტით გავიმარჯვებ. ახლა იმაზე არ ვფიქრობ, რომ აქამდე წაუგებლად მოვედი, ეს ჩემზე არ მოქმედებს. ჩემი გზით მივდივარ, საკუთარი თავის ნდობას…

მეტი...

დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ასაფეთქებელ მოწყობილობაზე ცრუ შეტყობინება განახორციელა

დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინება განახორციელა, – ინფორმაციას ამის შესახები სუს-ი ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით გატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ფრენის რეჟიმში მყოფი რეისი ნომრით W66417 ქუთაისი-ბარსელონა, დაბრუნებულ იქნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების…

მეტი...

ამინდი 19 თებერვლამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი. მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

მეტი...

ვალუტის კურსი 17 თებერვალს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს, 17 თებერვლისთვის 1 აშშ დოლარი 2.6432 ლარი ეღირება, ხოლო ევრო – 2.8467 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი – 3.3273 ლარი.

მეტი...

ალექსანდრ სირსკის ცნობით, ავდეევკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო

    უკრაინამ ავდეევკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი ავრცელებს: „ავდეევკას ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ… ავდეევკას მაინც დავაბრუნებთ“, – აცხადებს ალექსანდრ სირსკი.

მეტი...