თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ორი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს, უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მეტი...

ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს გადასცეს

ნავალნის ცხედარი დედამისს გადასცეს. ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის პრესმდივანი. კირა იარმიში ავრცელებს. „ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა. ჯერჯერობით ლუდმილა ივანოვნა სალეხარდეშია. დაკრძალვის პროცესი წინ გვაქვს. ჩვენ არ ვიცით, ხელისუფლება შეუშლის თუ არა ხელს დაკრძალვა ისე ჩატარდეს, როგორც ეს ოჯახს სურს და როგორც ალექსეი იმსახურებს. ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება“, – წერს კირა იარმიში X-ზე. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ, სადაც მას საწამლავით მკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდნენ. რუს ოპოზიციონერს ექსტრემიზმის ბრალდებით…

მეტი...

არის თუ არა კავშირში რუსულ პარტიასთან სანქცირებული ფარცხალაძე?!

არის თუ არა კავშირში რუსულ პარტიასთან სანქცირებული ფარცხალაძე?! “ქართველების ერთობა” პოლიტიკური პარტიად ჩამოყალიბდა. პარტიების რეესტრის ერთიანი ამონაწერიდან დგინდება, ახალი პრორუსული პოლიტიკური ხედვების მქონე პარტიის თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილია. ჭიქაშვილი მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია, “სოლიდარობა მშვიდობის” თავმჯდომარე იყო, ამ ორგანიზაციის წევრი იყო, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მხილებული, ექს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შვილი, ანდრია (ანზორ) ფარცხალაძე, – ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება აანონსებს, რუსეთის აგენტობაში მხილებული და სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე, დღემდე ახალი პარტიის დამფუძნებელთან, მერაბ ჭიქაშვილთან მჭიდრო კავშირშია. ახალი პრორუსული პარტიაც, რომლის პრეზენტაციაც, სასტუმრო “შერატონში” შედგა, ფარცხალაძესთან კომუნიკაციით შეექმნა, ექს მთავარ პროკურორს რომელიც, საჯარო წყაროებში გავრცელებული…

მეტი...

თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება

უკრაინაში ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია Believe in Ukraine იმართება. აქციის ორგანიზატორები საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები არიან. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარა ვიჩკანოვამ განაცხადა, დღეს შეკრების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ პატივი მიაგონ ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. „​დღეს შევიკრიბეთ, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ომში დავკარგეთ. გვინდა, კიდევ ერთხელ მოგვაქციოს მთელმა მსოფლიომ ყურადღება, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში უკვე ორი წელია“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

მეტი...

„მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს“ – გლდანში მომხდარი მკლელობის დეტალები

მამის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, რეზი გახიტაშვილი დუმილის უფლებას იტოვებს, მამაკაცი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება და სავარაუდოდ, სწორედ სასამართლოზე დაარღვევს დუმილს ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. არ არის გამორიცხული, საქმეში სასამართლო ექპერტებიც ჩაერთონ. ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში და ამ შემთხვევაში, ბრალის დადგენილებაში მითითებული არის, რომ განზრახ მოკვლის მიზნით დანა დაარტყა მარცხენა მხრის მიდამოში. ეს არის მითითებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის მიხედვით არის მარცხენა მხრის მიდამოში მიღებული დაზიანება. წერია, რომ ერთხელ აქვს დარტყმული, თუმცა დაზიანება სად აქვს მიღებული გარდაცვლილს,…

მეტი...

“კანტი და იუნგი თუ არ იცით, სახარება მაინც წაიკითხეთ, ვისაც პირველობა უნდა, ის უკანასკნელი იქნებაო… “ – პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს. „მორალის კითხვას ვერ მიიღებ მისგან, ვინც ჭაობშია ჩაფლული და საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებისთვის, ზემოდან დაგიწყებს ყურებას… ანაფორას და მანტიას არასდროს ვცემ პატივს, ჩემთვის ყოველთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, ვინ დგას იმ ანაფორის მიღმა… როგორც არ უნდა შეიფუთო, ყველა ადამიანი საბოლოოდ მაინც ვლინდება და პატივისცემა კი არ უნდა მოითხოვო, უნდა დაიმსახურო… ყველას შუბლზე აწერია, ვის რა ღირებულებები გააჩნია… კანტი და იუნგი თუ არ იცით, სახარება მაინც წაიკითხეთ, ვისაც პირველობა უნდა, ის უკანასკნელი იქნებაო… საკმარისია ამდენი თვალთმაქცობა… შესამოსელი არ აცხოვნებს ადამიანს… მისი გული და შეგნებაა მთავარი……

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფო არ დაინგრევა – პრემიერ-მინისტრის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტიებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ნგრევა და თანამშრომლებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი შეჩერებულია. დღეს პრემიერ-მინისტრი ორივე მხარეს – ჯანდაცვის სამინისტროსა და საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა და  გადაწყვეტილებაც მიიღო. „უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს ალტერნატიულ პროექტზე. როგორც მოგეხსენებათ არსებული პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს გარკვეული ტერიტორიის, უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის, ხოლო წინა ტერიტორიის, არსებული შენობის დემონტაჟის საფუძველზე, საინვესტიციოდ გამოყენებას. ალტერნატიული ვარიანტი შემოგთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია მოგვიანებით გამოყენებულიყო საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც არსებობდა თავის დროზე 2007 წელს, ჯერ კიდევ ბიძინა…

მეტი...

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ნგრევა შეჩერდა

„არ განხორციელდება შენობის ნგრევა, სანამ არ აშენდება ახალი“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე, რომელიც ამ წუთეში, მედიასთან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, შენობის მდგრადობის პრობლემა არ არსებობს, პრობლემა მხოლოდ ინფრასტრუქტურულია.

მეტი...

ზუგდიდში ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული ახალგაზრდები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

„ჩვენი სარჩელი რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის თავიდან ასაცილებლად სამართალწარმოებაშია“ – ნათელაშვილი

“ლეიბორისტულმა პარტიამ” რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის ბრძანების გაუქმების მიზნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა – ოფიციალური შეხვედრა 27 თებერვალს, 14:30 საათზე გაიმართება. პირველმა ლეიბორისტმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართველ ოლიგარქს დედაქალაქის მთავარი კლინიკის ადგილის სამშენებლო მოედნად გადაქცევა სურს. გვინდა მოგახსენოთ, რომ “ლეიბორისტული პარტიის” სარჩელი რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის თავიდან ასაცილებლად მიღებულია სამართალწარმოებაში და სამშაბათს, 27 თებერვალს, 14:30 საათზე, საქალაქო სასამართლოში დანიშნულია პირველი ოფიციალური სხდომა. ხელისუფლებამ, რომლის ფაქტობრივი მეთაური ივანიშვილი აპირებს, ამ უნიკალური კომპლექსის ადგილას ბიზნესს სასახლეების მშენებლობას მილიარდიანი მოგებისათვის, საზოგადოების აქტიურობის, ექიმთა გაუტეხლობის, ჩვენი ბრძოლის შედეგად იძულებული გახდა დაეწყო მოლაპარაკება-კონსულტაციები სამედიცინო კოლექტივთან”,…

მეტი...

“უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი”- იენს სტონტელბერგი

კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გზაშია, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, ვიდრე ეს მოხდება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვაში აცხადებს. სტოლტენბერგის თქმით, ბრძოლის ველზე ვითარება მძიმეა, თუმცა, ნატო-ს მოკავშირეების მიერ გაწეული სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერით, უკრაინამ შეძლო, რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები ნახევარი დაებრუნებინა. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ბოლო პერიოდში გამოცხადებული მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტები მოიცავს, როგორც საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფას, ასევე საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო კატარღებს. ასევე, აღჭურვილობასა და სათადარიგო ნაწილებს, დრონებს „F-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის. „ბრძოლის…

მეტი...

„არცერთი ჩვენგანი არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის დასრულებას“- ზელენსკი

ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უნდა, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ არცერთი ჩვენგანი არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის დასრულებას – რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინის პრეზიდენტი ჰოსტომელში  ჩავიდა იმ ადგილას, სადაც ზელენსკის თქმით, “კიევის სამ დღეში აღება” უნდა დაწყებულიყო. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინელებს, რომლებიც გამარჯვებისთვის იბრძვიან, მადლობა გადაუხადა. “სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო “კიევისა და უკრაინის 3 დღეში აღება”. ორი წლის წინ, სწორედ აქ, ცეცხლით დავხვდით მტრის დესანტს. ორი წლის შემდეგ, აქ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს ვხვდებით. დიდებული ქვეყნის დიდებული ხალხი! წარმოუდგენლად ამაყი ვარ თითოეული თქვენგანით, მჯერა თითოეული თქვენგანის. ნებისმიერ ნორმალურ…

მეტი...

„ ეს გახლავთ ორკების მორიგი შედევრი“ – დავით ქაცარავა

„2023 წლის მარტიდან რუსებმა აქტიურად დაიწყეს საგუშაგოების ირგვლივ სანგრების გათხრა.,“ – წერს „ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი დავით ქაცარავა. ქაცარავა სოცალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ თხრიან ოკუპანტები ყოველ დრე ახალ საგუსაგოებს და სანგრებს: „ეს გახლავთ ორკების მორიგი “შედევრი”, რომლის დეტალური გადაღება დღეს მოვახერხეთ. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რატომ თხრის სანგრებს ორკისტანი, საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის მოსაგერიებლად? კრემლისთვის ასეთი კომფორტული და კოლაბორაციონისტი მთავრობა ქართული ოცნების სახით, რუსებს არასოდეს ჰყოლია საქართველოში. ამისდა მიუხედავად, რუსეთი მაინც აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას და ემზადება. რისთვის? ამას დრო გვიჩვენებს,“ – წერს ქაცარავა.  

მეტი...

„მოსკოვი შურს იძიებს“ – მედვედევი სანქციებზე

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო მოსკოვი შურს იძიებს, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „მიზეზი (სანქციების უკან) ნათელია: რაც უფრო უარესია ისინი რუსეთის მოქალაქეებისთვის, მით უკეთესია დასავლური სამყაროსთვის. ჩვენ ეს ყველას უნდა გვახსოვდეს და მათზე, სადაც შესაძლებელია, შური უნდა ვიძიოთ. ისინი ჩვენი მტრები არიან“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. ცნობისთვის, გუშინ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, ხოლო ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტი ახალი სანქცია დააწესა.    

მეტი...

მამის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

მამის მკვლელობაში ბრალდებულ ახალგაზრდა კაცს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ მამას დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 16-წლიდან 20-წლამდე ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 თებერვალს, თბილისში, გლდანის რაიონში, ბრალდებულმა მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა…

მეტი...

„უკრაინელები დაამარცხებენ და განდევნიან პუტინის ძალებს“- ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები დაამარცხებენ და განდევნიან პუტინის ძალებს – ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, კიევში ჩავიდა. ჯონსონი Twitter-ზე წერს, რომ მისთვის დიდი პატივია რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე უკრაინაში ყოფნა. “პუტინის შემოჭრის ამ საშინელ მეორე წლისთავზე ჩემთვის პატივია აქ, უკრაინაში ყოფნა. მათი დაუოკებელი გამბედაობით, ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები დაამარცხებენ და განდევნიან პუტინის ძალებს – იმ პირობით, რომ ჩვენ მათ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დახმარებას გავუწევთ”, – წერს ჯონსონი. შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.  

მეტი...

“ტირანია ვერასდროს იზეიმებს, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით” – სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 2 წლისთავს ეხმაურება და ამბობს, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას იქამდე დაუჭერს მხარს, სანამ არ გაიმარჯვებს. სუნაკი ომში ჩართულ ქვეყანას 250 მლნ ფუნტი სტერლინგის ოდენობით საარტილერიო ჭურვებს დაჰპირდა. დადგა მომენტი, ვაჩვენოთ, რომ ტირანია ვერასდროს იზეიმებს და კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით დღესაც, ხვალაც. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ვიდრე არ გაიმარჯვებენ. ორი წლის წინ, როდესაც პუტინმა დაიწყო უკანონო შეჭრა, თავისუფალი სამყარო იყო ერთიანი რეაგირებაში. ჩვენ ერთად დავუჭირეთ მხარი უკრაინას. ამ სასტიკ თარიღზე ჩვენ კიდევ ერთხელ…

მეტი...

იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ

იტალიის მთავრობის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის მთავრობა ავრცელებს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში გვიან ღამით მეზობელი პოლონეთიდან მატარებლით გაემგზავრნენ. იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი მოგვიანებით კიევიდან „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად ვიდეოკონფერენციას გამართავს, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.  

მეტი...

„უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“ – ირაკლი კობახიძე

“საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით, – ამის შესახებ ფეისბუქზე წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. „ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი. ომს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი და ნგრევა, რაც…

მეტი...

გურიის რეგიონში ადგილობრივ მევენახეებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ ვაჭარაძესთან ერთად, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მევენახეებთან და ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „გურიის ჩხავერი“ სტატუსის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „დღეისთვის, გურიაში ადგილობრივი ვაზის ჯიშების აღდგენა-გაშენებას დიდი ყურადღება ექცევა. ერთ-ერთი გამორჩეული, უძველესი ვაზის ჯიშია ჩხავერი, რომლის ფართობებიც გურიის რეგიონში მნიშვნელოვნად იზრდება. რეგიონში გამართული შეხვედრა, ძირითად თემებთან ერთად, დარგში არსებული პრობლემების განხილვასაც დაეთმო. უპირველეს ყოვლისა, გურიის რეგიონში ვაზის კვალიფიციური სანერგე მეურნეობის შექმნის საკითხს, რომელიც ახალი ვენახების გაშენების…

მეტი...

ცნობილია იმ სამი პირის ვინაობა, რომლებსაც აშშ-მა ნავალნის გარდაცვალების გამო, სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო,  სამ პირს სანქციები დაუწესა, სანქცირებული პირები არიან რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორის მოადგილე ვალერი ბოარინევი და ამავე უწყების თანამდებობის პირები – იგორ რაკიტინი და ვადიმ კალინინი. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ზედამხედველობდნენ იმ კოლონიას, რომელშიც პატიმრობას ალექსეი ნავალნი იხდიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოიარინევმა პირადად გასცა ციხეში ნავალნის უფლებების შეზღუდვის ბრძანება. ოპოზიციონერის სიკვდილის შემდეგ კი ის პუტინმა დააწინაურა და გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა “ეს მხოლოდ დასაწყისია” –  ასე გამოეხმაურა თეთრი სახლი დაწესებულ შეზღუდვებს და ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რუსეთს ახალი სანქციები დაუანონსა. „ჩვენ უფრო მეტს უნდა ველოდოთ […]…

მეტი...

„ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხვა“ – სალომე ზურაბიშვილი

ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში აცხადებს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა. „ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა. რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია“, – აცხადებს ზურაბიშვილი.  

მეტი...

„80 წელი ჩეჩნების გენოციდიდან, არც ქართველი ხალხი გადაურჩა ღორი რუსების სისასტიკეს“ – მალხაზ მაჩალიკაშივლი

„ჩეჩენო- ინგუშის „დეპირტაციდან გავიდა 80 წელი, ეს იყო სრული გენოციდი, გენოციდი რომელიც, დღემდე არც ერთ ერს არ ახსოვს,“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს. მაჩალიკაშვილი რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იხსენებს და კავკასიელ ხალხს ერთად დგომისკენ მოუწოდებს: „სტალინის სისასტიკეს შეწირული ერის ნაწილი ხრუშოვმა დააბრუნა თავის მიწა- წყალზე, მაგრამ რა დაბრუნება, ერი რომელიც სულით იყო დასახიჩრებული, ერი, რომელიც დღემდე გონს არ მოსულა, იმ სისატიკის შედეგით, ისიც არ აკმარეს 1994 წელი საშინელი ომი,1996 წ, ისევ გენოციდი და მოკლული 40 ათასი ბავშვი, 270 ათასი მეომარი და მშვიდობიანი მოსახლე, უგზო უკლოდ დაკარგული 27 0000…

მეტი...

ზელენსკი უახლოეს მომავალში შესაძლოა, სომხეთს ეწვიოს

უკრაინის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ვიზიტის სავარაუდო თარიღად მარტი სახელდება, თუმცა სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებული, ვალერი ლობაჩი ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. რამდენიმე დღეში თავად გაიგებთ ამბებს და გაიგებთ რა იქნება. ჩემი მხრივ ვიტყვი, რომ უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს რეგიონის პრობლემების მოსაგვარებლად და სტაბილიზაციისთვის…მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ გაზაფხული ბევრ პოზიტიურ მოვლენას მოუტანს სომხეთს “, – ამბობს დიპლომატი.  

მეტი...