ნობელიანტ რუს უფლებადამცველს 2,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუს უფლებადამცველს ოლეგ ორლოვს, “შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის” უკრაინის ომის წინააღმდეგ პროტესტის გამო და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფაშიზმში დადანაშაულების ბრალდებით, 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

70 წლის უფლებადამცველი ჯგუფის მემორიალის ლიდერს, რომელმაც 2022 წელს ნობელის პრემია მოიპოვა, ბრალი სტატიის დაწერის შემდეგ წაუყენეს, სათაურით “მათ სურდათ ფაშიზმი. მათ ეს მიიღეს”.

სასჯელის გამოტანის შემდეგ ორლოვმა განაცხადა, რომ “განაჩენმა აჩვენა, რომ ჩემი სტატია ზუსტი და ჭეშმარიტი იყო”. მას მოსკოვის სასამართლო დარბაზში მხარდამჭერებმა, მათ შორის დასავლეთის საელჩოების წარმომადგენლების აპლოდისმენტები მოჰყვა.

ბრალდების მხარემ კი განაცხადა, რომ ორლოვმა გამოავლინა “პოლიტიკური სიძულვილი რუსეთის მიმართ”. ორშაბათს სასამართლო პროცესის დასკვნით სიტყვაში მან ქვეყანაში “თავისუფლების დახშობა” დაგმო, რომელსაც მან “დისტოპია” უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ორლოვს ბრალი უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე წაუყენეს. ის თავდაპირველად, გასულ წელს, საოლქო სასამართლომ 150,000 რუბლით (1,628 აშშ დოლარი) დააჯარიმა. თუმცა მისი საჩივრის შემდეგ პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა.

მსგავსი თემები