მესი სპორტული ოსკარისთვის იბრძოლებს

გამოცხადდა ნომინანტების სია Laureus World Sports Awards-ის ჯილდოებზე, რომელიც ცნობილია, როგორც სპორტული „ოსკარი“. ძირითადი პრიზები გადაიცემა „წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის“, „წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენისა“ და „წლის გუნდის“ ნომინაციებში.   წლის საუკეთესი მამაკაცი სპორტსმენი ლიონელ მესი (ფეხბურთი, არგენტინა) ერლინგ ჰალანდი (ფეხბურთი, ნორვეგია) მაქს ფერსტაპენი (ფორმულა 1, ნიდერლანდები) არმან დუპლანტისი (მძლეოსნობა, შვედეთი) ნოვაკ ჯოკოვიჩი (ჩოგბურთი, სერბეთი) ნოა ლაილსი (მძლეოსნობა, აშშ)   წლის საუკეთესი ქალი სპორტსმენი აიტანა ბონმატი (ფეხბურთი, ესპანეთი) მიკაელა შიფრინი (სამთო თხილამურები, აშშ) ფეიტ კიპიეგონი (მძლეოსნობა, კენია) შერიკა ჯექსონი (მძლეოსნობა, იამაიკა) იგა შვიოტეკი (ჩოგბურთი, პოლონეთი) შა’კარი რიჩარდსონი (მძლეოსნობა, აშშ)   წლის…

მეტი...

„რეჟიმმა მოკლა“ – შოლცი ნავალნიზე

“მე, ისევე როგორც ყველა, ვთვლი, რომ იგი [ნავალნი] რეჟიმმა მოკლა”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა 26 თებერვალს ბერლინში, საინფორმაციო სააგენტო DPA-ს სარედაქციო კონფერენციაზე. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ნავალნის სიკვდილი რუსეთის ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს. “ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს და ყველას, ვინც მას პოლიტიკურად უჭერს მხარს, ძალიან ეშინიათ. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენებიდან მოხსნეს”, – განაცხადა შოლცმა.  

მეტი...

“სახელმწიფოსგან ვითხოვთ ყურადღებას” – ონკოპაციენტებმა აქცია დააანონსეს

ონკოპაციენტებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გამართეს. ისინი მთავრობისგან მკურნალობის სრულად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის – წლიურად მხოლოდ 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ. ასევე, მათ მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა. ორგანიზაციამ კავშირი სიცოცხლისთვის დღეს კანცელარიასთან თემაზე პრესკონფერენცია გამართა და პრემიერმინისტრის სახელზე ადმინისტრაციაში წერილი შეიტანა. ისინი ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრას ითხოვენ. ორგანიზაციამ მომდევნო საპროტესტო აქცია 3 მარტს, პარლამენტთან დააანონსა “3 მარტს, დედის დღეს, 3 საათზე პარლამენტთან ვიკრიბებით ონკოპაციენტები და სახელმწიფოსგან ვითხოვთ ყურადღებას. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, შემოგვიერთდით. შარშან ყველანი…

მეტი...

გორში მატარებელი ქვეითს დაეჯახა – კაცი ადგილზე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა გორის შემოსასვლელთან – რამდენიმე წუთის წინ,  ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, კაცი ლიანდაგებზე არაფხიზელ მდგომარეობაში გადადიოდა. ამ დროისთვის მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით ((რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

მეტი...

„მექსიკელებს ამაყს გავხდი“ – დვალიშვილის ფოტოს მექსიკელები აქვეყნებენ

მექსიკელები სოციალურ ქსელში, მათივე ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი, ქართველი მებრუძოლის ფოტოს აქვეყნებენ,  ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის მოგება უკვე მეორე კვირაა მთელი ქვეყნის სიხარულის მიზეზია, წარმატებული სპორტსმენებით, მხოლოდ ჩვენ კი არა მსოფლიო ამაყობს, პარადოქსია, მაგრამ ის ხალხიც კი ამაყობს, ვისი მეტოქეებიც ჩვენი სპორტსმენები იყვნენ. ბრძოლამდე რამდნიმე დღით ადრე მერაბ დვალიშვილმა საკუთარი მოგება დააანონსა და სოციალურ ქსელით მექსიკელ სეხუდოს განუცხადა, რომ მექსიკელების დროშასაც ის ააფრიალებდა: „მექსიკელ ხალხს გავახარებ, მათ სჭირდება ისეთი ვინმე ვინც მათ დროშას წარადგენს , მექსიკას წარვადგენ და მექსიკელებს ამაყს გავხდი, ჰენრი პატივს გცემ მაგრამ შენ დაეცემი,“ – შეგახსენებთ ,რომ დვალიშვილმა დანაპირები…

მეტი...

რუსული მხარე ახადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება მათ გარეშე არ გამოვა

კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ მშვიდობის ნაწილს წარმოადგენენ  და შესაბამისად, მათი მონაწილეობის გარეშე ნებისმიერ სამშვიდობო ფორმატს ირონიით უყურებენ. როგორც კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რუსეთის მონაწილეობის გარეშე, სამშვიდობო გეგმა არ გამოვა. „ჩვენი მხრიდან  არაერთხელ დაფიქსირდა პოზიცია, რომ გარკვეული სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე ხორციელდება, რაც  არასერიოზული და სასაცილოა“ – აცხადებს პესკოვი  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის საპასუხოდ. მან, განაცხადა, რომ რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებში იმ შემთხვევაში მიიწვევენ, თუ მათ ომის დასრულებისა და მშვიდობის დამყარების სურვილი ექნებათ.    

მეტი...

„ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს” – ფრიდონ ინჯია

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი მიესალმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ. „ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც პოლიტიკური ასევე, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა საქართველო-ჩინეთს შორის დადებული ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რაშიც ჩვენს პარტიას თავისი მოკრძალებული წვლილი მიუძღვის. სწორედ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური გუნდი იყო ერთერთი პირველი, რომელმაც საპარლამენტო ურთიერთობის დონეზე ჩინეთის პოლიტიკურ ხელმძვანელობასთან ჩაუყარა საფუძველი მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“, –…

მეტი...

ნავალნის, 29 თებერვალს, სავარაუდოდ, მოსკოვის ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც ციმბირის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს, 29 თებერვალს, სავარაუდოდ, მოსკოვის ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. მისი ცხედარი დედას 24 თებერვალს გადაეცა.

მეტი...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვრის გაზრდას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცვლილებები ასევე შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში. პროექტი ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, შესაბამისად, პენსიის მაქსიმალური ზღვარი იზრდება. „ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის კანონმდებლობაში. წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა კანონით განსაზღვრული პენსიის ზედა ჭერი – 560 ლარი, რომელიც 2006 წელს არის დადგენილი.…

მეტი...

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (Fao-ს) წარმომადგენლები ესტუმრნენ

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (Fao-ს) წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტი ბრაიან ფოლკნერი და ხორვატიის ვეტერინარული უნივერსიტეტის ვეტერინარი ტომისლავ მიკუსი ესტუმრნენ. პროგრამის „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მიკვლევადობის“ ფარგლებში, უცხოელმა ექსპერტებმა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერეს და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზვიად ასანიშვილთან ერთად, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე იმსჯელეს. პროგრამის ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანია, შეიქმნას ერთიანი სახელმძღვანელო სტრატეგიული დოკუმენტი. სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ კი, ექსპერტები თავშესაფრების მუშაობისა და მოწყობის პრინციპებს შეაფასებენ და პროცესების სრულყოფის მიზნით გასცემენ რეკომენდაციებს. „ცხოველთა იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და მიკვლევადობის პროგრამაში“ თბილისის ცხოველთა მუნიციპალურმა თავშესაფარმა…

მეტი...

ქრთამის აღებისთვის, წალენჯიხის მერიის თანამშრომელი დააკავეს

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ დააკავეს წალენჯიხის მერიის თანამშრომელი. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი ქრთამის აღების ფაქტზე აიყვანეს. ამ წუთებში წალენჯიხის მერიასთან სამართალდამცველები იმყოფებიან. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმაზე 6-7-ჯერ მაღალია – UNICEF-ის ექსპერტი

თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია – განცხადება ამის შესახებ UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ, განათლების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ თემატური მოკვლევის ანგარიშს ისმენენ. მოკვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა. ,,დათვლილია საშუალო მონაცემი, მოსახლეობის თუ რა პროცენტია ნორმა, რომ თამაშდამოკიდებული იყოს. ეს პროცენტი მერყეობს 2-დან 2.5 %-მდე. ჩვენთან ეს მონაცემი ოფიციალური არ არის, მაგრამ იმ კვლევებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით არსებობს, ეს რიცხვი საკმაოდ გაზრდილია და დიდ გადახვევას…

მეტი...

„ქორწილიდან სახლში ბრუნდებოდა“ – ავარიას 28 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

მარნეულის სოფელ თაზაქენდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ნემატ იოლჩუიევის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ქორწილიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავარია მოჰყვა.  

მეტი...

ნავალნის სიკვილამდე 2 დღე აწამებდნენ – რუსი უფლებადამცველი

ნავალნის სიკვილამდე 2 დღე აწამებდნენ, – ამბობს რუსეთში, საზოგადოებრივი ჰუმანიტარული პროექტის ,,გულაგუს” ლიდერი, ვლადიმირ ოსეჩკინი. უფლებადამცველების თქმით, ციხის თანამშრომლებმა ნავალნის ფიზიკური შეურაცხყოფა 15 და 16 თებერვალს – დაღუპვის წინა და დაღუპვის დღეს მიაყენეს. ის იყო დაბმული, არ ჰქონდა მოძრაობის საშუალება, შეკრული ჰქონდა ხელები და ფეხები და სიცივეში აწამებდნენ. მან ეს ინფორმაცია ნავალნის გუნდს გადასცა. ვლადიმერ ოსეჩკინმა ნავალნის ოჯახს დაკრძალვის გადადებისა და რუსეთის ფარგლებს გარეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით მიმართა. ის ოჯახს გამოძიებაში დახმარებას, ასევე ყველა შესაძლო მოწმის გადაადგილებასა და დაკრძალვის ხარჯების დაფინანსებას შეჰპირდა. მან ასევე პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებს ნავალნის…

მეტი...

კაცმა სიძე სანადირო თოფით მოკლა, რადგან ეგონა, რომ მის შვილს ცუდად ექცეოდა

საბერძნეთში, კაცმა სიძე სანადირო თოფით მოკლა, რადგან ეგონა, რომ მის შვილს ცუდად ექცეოდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციას თავადვე აცნობა დანაშაულის შესახებ და სამართალდამცავ უწყებას განუცხადა, რომ ექიმი სიძე იმის გამო, მოკლა, რომ იგი მის ქალიშვილზე ფიზიკურად ძალადობდა.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ წყნეთისა და ლილოს დასახლებებში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ წყნეთისა და ლილოს დასახლებებში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები განათავსა. სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, ასევე, ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება.

მეტი...

ონკოპაციენტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

ონკოპაციენტები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათ დღეს ირაკლი კობახიძის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს. აქციის მონაწილეები მკურნალობის დაფინანსებას და 25 ათასლარიანი ზღვრის მოხსნას ითხოვენ. ასევე ამბობენ, რომ მათთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე დეფიციტია. ,,12 თებერვალს შევიტანეთ პრემიერთან წერილი. ამის შემდეგ დაგვიკავშირდა ჯანდაცვის სამინისტრო და 16 თებერვალს გვქონდა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს შეხვედრა იყო ძალიან არაპროდუქტიული, რადგანაც ჩვენ ვერცერთ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცეს, ვერ გვითხრეს როდის გამოსწორდება ეს ხარვეზები. სწორედ ამიტომაც, დღეს ჩვენ შევიტანთ ისევ წერილს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, ონკოპაციენტები და მათი ახლობლები 3 მარტს…

მეტი...

ბათუმში, ავტონაწილების საწყობში ხანძარია

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით , ცეცხლი ავტონაწილების სასაწყობე ნაგებობას გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულნი. რამ გამოიწვია ხანძარი, ამ ეტაპზე, უცნობია.

მეტი...

93 წლის ასაკში, ქართველი თეატრმცოდნე, ნოდარ გურაბანიძე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში ქართველი თეატრმცოდნე და საზოგადო მოღვაწე ნოდარ გურაბანიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს: „ნოდარ გურაბანიძე, საქართველოს სათეატრო ხელოვნებისა და სათეატრო კრიტიკის პატრიარქი იყო. ის იყო ადამიანობისა და პროფესიონალიზმის საუკეთესო, მისაბაძი მაგალითი. 90 წელს გადაცილებულიც ბევრ ახალგაზრდაზე უკეთ აზროვნებდა და წერდა. ბატონი ნოდარი იყო გამორჩეული პიროვნული თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი. არასდროს გულში ბოროტი არ გაუვლია, არავისთვის განზრახ ცუდი არ გაუკეთებია. პირიქით, ყოველთვის ცდილობდა ყველას დახმარებოდა, გვერდში ამოდგომოდა. ყველაზე მეტად დასაფასებელი კი ისაა, რომ ბატონ ნოდარს ახალგაზრდობა, მომავალი თაობა უყვარდა, აფასებდა, უხაროდა მათი პროფესიული წარმატებები.…

მეტი...

ეგ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მე აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი – ირაკლი ქადაგიშვილი ზურაბიშვილზე

ეგ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მე აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი, – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის მიერ რუსეთის მხრიდან არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებებისას. ,,ის უკვე რამდენიმეჯერ აკეთებს განცხადებას არჩევნების დისკრედიტაციის მიმართულებით და დაკონკრეტდეს. ის, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა 1921 წლის 15 თებერვალს კარგად ვიცით და მის შემდეგ ისტორიაც კარგად ვიცით. ეგ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მე აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი და ეგეც კარგად ვიცი, ამიტომ ცოტა მეტი კონკრეტიკა მისგან და ნაკლების პროვოკატორობა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მეტი...

ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ, არც მარტო და არც სხვასთან ერთად – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, მისი მისამართით დასმულ შეკითხვებს ფეისბუქ პოსტის საშუალებით პასუხობს და საკუთარ მოსაზრებასაც გამოთქვამს, რა უნდა ქნას ოპოზიციამ მომავალი არჩევნებისთვის: ,,ჩემ მიმართ ლეგიტიმურად დაგროვდა შეკითხვები: – ვქმნი თუ არა პარტიას ან ვაპირებ თუ არა რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას? ამ კითხვებს ცოტა ვრცლად ვუპასუხებ: პირველ რიგში, ჩემი, როგორც მოქალაქის მკაფიო სურვილია, რომ 2024 წლის არჩევნებით დასრულდეს ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა საქართველოში. ამისათვის მიმაჩნია, რომ საჭიროა მმართველი პარტიის ინსტიტუციური და ფინანსური ძალაუფლების საპირწონედ სოლიდური ოპოზიციური ცენტრების შექმნა. თუ 5%-იან ბარიერთან შორიახლოს  მყოფი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე იყარონ კენჭი, მაღალია…

მეტი...

საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობა EU-ს საგარეო პოლიტიკასთან, საკმაოდ დაბალია – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ისევე როგორც თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს. ,,მე არ მინდა გავაკეთო კომენტარი საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე, რადგან ევროკავშირი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს. თუმცა, ჩვენ მხარეს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ისევე როგორც თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს, რათა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ წარმოადგინოს თავისი პროგრამა, იბრძოლოს ამომრჩევლების მოსაზიდად და მომავალი პარლამენტი წარმოადგენდეს საქართველოს საზოგადოებაში არსებული მოსაზრებების მრავალფეროვნებას”, – ამბობს ელჩი. დიპლომატი აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის,…

მეტი...

პალესტინის პრემიერი გადადგა

პალესტინის პრემიერმინისტრმა, მუჰამედ შტაიემ მისი და მისი მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა დაწერა, რომ გასულ სამშაბათს აცნობა აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტს და დღეს გადაწყვეტილებას წერილობით წარადგენს. ,,გადადგომის გადაწყვეტილება მოვიდა დასავლეთ სანაპიროზე და იერუსალიმში უპრეცედენტო ესკალაციის ფონზე და ომის, გენოციდისა და შიმშილის ფონზე ღაზას სექტორში. მე ვხედავ, რომ შემდეგი ეტაპი და მისი გამოწვევები მოითხოვს ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ მოწყობას, რომელიც ითვალისწინებს ახალ რეალობას ღაზაში და პალესტინის კონსენსუსის აუცილებლობას, რომელიც ეფუძნება პალესტინის ერთიანობას და ძალაუფლების ერთიანობის გაფართოებას პალესტინის მიწაზე”, – თქვა მან.

მეტი...

პოლიტიკური თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია. ეს ერთ-ერთი ცვლილებაა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებათა შორის, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან ამოდის მუხლი, რომლის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. მიზეზი საქმის ფიგურანტი ერთ-ერთი პირის ადვოკატის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმის სხდომა იყო ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო კოლეგიას სთხოვეს მესამე პრეზიდენტისთვის სიტყვით გამოსვლის უფლება მიეცა, თუმცა მოსამართლემ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. არსებული ინფორმაციით, მომდევნო სხდომა 11 მარტს, 12-ის ნახევარზე ჩაინიშნა.

მეტი...

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება, უახლოეს დღეებში სამინისტრო დოკუმენტის საჯარო განხილვას დაიწყებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული. „განათლების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება. დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე,…

მეტი...

უცებ ქალის განწირული კივილის ხმა გაისმა – სავაჭრო ცენტრში ბავშვს ესკალატორში თითები მოჰყვა

რუსეთში, ქალაქ უსურიისკის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ბავშვს თითები ესკალატორში მოჰყვა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელი კადრებიც გამოჩნდა. ვიდეოში ისმის ყვირილის ხმა, ხალხი დაბნეულია და პანიკაშია, ისინი ვერ ხვდებიან რა მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, დედა-შვილი ხელჩაკიდებული მოძრაობდა გამორთულ ესკალატორზე, რომელიც უცებ ირთვება და დედის კივილის ხმაზე ხალხი პანიკაში ვარდება, მალევე ყველა ხედავს, რომ ბავშვის თითები ესკალატორის მოაჯირის ლენტამ ჩაითრია. უბედურ შემთხვევას პროკურატურა იძიებს, რომელმაც უნდა გაარკვიოს, ვისი ბრძანებით ჩაირთო მოულოდნელად გაჩერებული ესკალატორი, როცა მასზე ხალხი მოძრაობდა.

მეტი...

კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ბურკინა ფასოში კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად.  BBC-ის ცნობით, თავდასხმაში ბრალდებული ისლამისტი მებრძოლია. ბურკინა ფასოს მესამედზე მეტი ამჟამად მეამბოხეების კონტროლის ქვეშაა, რომლებსაც ქვეყანაში სამხედრო დიქტატურა აქვთ დამყარებული. მმართველი ხელისუფლება ამჟამად „ალ ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ ისლამისტურ ჯგუფებს ებრძვის, რომლებმაც მიწის დიდი ნაწილი დაიპყრეს და მილიონობით ადამიანი საჰელის რეგიონში გადაასახლეს.

მეტი...

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დაკავება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით იქნება შესაძლებელი

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება – მთავრობამ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები დააინიცირა, რომელიც ბიუროს დღეს წარედგინება. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ცვლილებების მიზანი ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაა. მისი განმარტებით, კანონში აისახება შემდეგი ცვლილებები: ,,კანონპროექტში აისახა შემდეგი ცვლილებები ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად. 1. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსისთვის დგინდება იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნის, დაკავების და ჩხრეკის მიმართ იმავე ხარისხის, რაც აქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსებს. იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებას აქაც მიიღებს პარლამენტი. 2. ზუსტდება და ვიწროვდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის…

მეტი...

„მივატოვე ევროპაში უზრუნველი ცხოვრება, რომ სიცოცხლის ბოლო 12 წელი დედის გვერდზე მეცხოვრა” – თამარ ივერი

ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე წერს. „ეს ყველაფერი მართლაც დღევანდელობის გლობალური ტრაგედიაა, რომ შვილებს მათი მოხუცი მშობლებისთვის აღარ სცალიათ. პირადად მე, მივატოვე ევროპაში უზრუნველი ცხოვრება, რომ სიცოცხლის ბოლო 12 წელი დედის გვერდზე მეცხოვრა და ის ვიღაც მომვლელების ამარა არ დამეტოვებინა. ეს ჩემი მხრიდან დიდ სიყვარულთან ერთად, იმ უდიდესი ამაგის დაფასებაც იყო, რაც დედამ ჩემთვის გასწია. მოეფერეთ მშობლებს!“, – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელს დაიწყება

ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, წელს უნდა იქნას უზრუნველყოფილი უნივერსიტეტების 2-3 ათასი კურსდამთავრებულის მიერ ოთხ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში. „პარლამენტმა როგორც მოგეხსენებათ, შარშან მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ. ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას და მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში დაიწყება უკვე წელსვე. წელს უნდა უზრუნველვყოთ უნივერსიტეტების 2-3 ათასი კურსდამთავრებულის მიერ სულ მცირე, ოთხ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო…

მეტი...

პოლონეთში, წვეულებაზე ახალგაზრდა მოკლეს, დამნაშავე, სავარაუდოდ, ქართველია

პოლონეთში, ერთ-ერთ წვეულებაზე ნეპალელი ახალგაზრდა, 28 წლის ბიჭი მოკლეს. მას კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, 35 წლის საქართველოს მოქალაქემ მიაყენა. წვეულება იმ ჰოსტელში იმართებოდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან პოლონეთში სამუშაოდ ჩამოსული პირები ცხოვრობენ. ადგილობრივი მედია წერს, რომ ბრალდებული პოლიციამ დააკავა და ის შემთხვევის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. მის გარდა დაკავებულია კიდევ ორი ქალი, რომლებსაც დანაშაულის კვალის დაფარვას, მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღის – დანის გადამალვას ედავებიან.

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება იყო საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა – ირაკლი კობახიძე

მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში წარმოადგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, წელსვე დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება იყო საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა. „მოგეხსენებათ, გუშინწინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის ალტერნატიული პროექტის მომზადების შესახებ. საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ, ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც ერთი მხრივ, მოგვცემს საავადმყოფოს სრულად განახლების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საავადმყოფოს პერსონალის, კოლექტივის ლეგიტიმური ინტერესების სრულად დაცვას. მე მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში წარმოადგინოს ახალი…

მეტი...

ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ ზედიზედ  30 დღე დაჰყონ. ,,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით. ეს არის საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი”, – თქვა…

მეტი...

ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, მოკვლის განზრახვით, ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულის დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს. მიღებული დაზიანებებით ის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, დანაშაულის ჩამდენმა პირებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჭაში დამარხეს. ასევე, დანაშაულის ჩამდენი პირები მოკლულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების…

მეტი...

დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. უცნობია ჩაერთვება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლოზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ,,წინასწარ, ცხადია, უცნობია, კონკრეტულად რომელ მტკიცებულებას გამოვიკვლევთ, თუმცა ეს იქნება მოწმე, რომელსაც პროკურატურა წარმოადგენს. პრეზიდენტს სააკაშვილის დასწრების შესახებ ცნობილი ხდება სხდომის დაწყების წინ, როცა სასამართლოს გადაეცემა ნებართვა და რეკომენდაცია სამკურნალო დაწესებულებიდან და ასევე პენიტენციური სამსახურიდან. ამიტომ, დასწრების საკითხი ჩვენთვისაც უცნობია. თავად საქმე, ცხადია, არის პოლიტიკური. ამ საქმეზე არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ სააკაშვილმა რაიმე სასამართლო დარღვევა…

მეტი...