მაიკ ჯონსონის თქმით, კონგრესი არ დაამტკიცებს კანონს, რომელიც მოიცავს უკრაინის და ისრაელის დახმარებას

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აცხადებს, რომ კონგრესი არ დაამტკიცებს სენატის მიერ დამტკიცებულ კანონს, რომელიც უკრაინის და ისრაელის დახმარებას მოიცავს: „მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ წარმომადგენელთა პალატას, რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობით არ აიძულებენ, მიიღოს კანონი საგარეო დახმარების შესახებ, რომლის წინააღმდეგაც გამოდის რესპუბლიკელი სენატორების უმრავლესობა და რომელიც არ მოიცავს ზომებს ჩვენი საკუთარი საზღვრის დასაცავად“ – განაცხადა ჯონსონმა. შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა.

მეტი...

„შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციაზე გადავედით“ – ალექსანდრ სირსკი

„შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციაზე გადავედით” – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. „თავდაცვითი ოპერაციის მიზანია მოწინააღმდეგის ძალების გამოფიტვა, მათთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენება, ჩვენი სიმაგრეების გამოყენება, ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენი უპირატესობების, კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების და ელექტრონული ომის საშუალებების. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ტაქტიკა. მთავარი ღირებულება ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლეა, იმ ქვედანაყოფების, რომლებიც ასრულებენ საბრძოლო მისიებს. ჩვენ არ შეგვიძლია, გვქონდეს იგივე დამოკიდებულება, როგორც რუსებს აქვთ. მირჩევნია რომელიმე პოზიციის დატოვება, ვიდრე დავუშვა მთელი პირადი შემადგენლობის დაღუპვა“, – განაცხადა სირკიმ.

მეტი...

„აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას“ – ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-19 სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას: „აშშ აგრძელებს უკრაინასთან დგომას. ამერიკა კი გააგრძელებს უკრაინის პრინციპულ ბრძოლას პუტინის იმპერიული აგრესიის წინააღმდეგ. კრემლი უფრო ღრმად იძირება თავის თვითმიყენებულ იზოლაციაში… როდესაც პუტინმა წამოიწყო თავისი უსამართლო და არაპროვოცირებული ომი, ის ფსონს დებდა, რომ უკრაინა დანებდებოდა. მაგრამ ის ცდებოდა. უკრაინა პუტინის შემოჭრას წარმოუდგენელი გამბედაობით და ფენომენალური ოსტატობით ებრძვის… გავაგრძელებთ მხარდაჭერის ადაპტირებას უკრაინის მოკლევადიანი და გრძელვადიანი უსაფრთხოების მოთხოვნებთან. გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება თავისი მიღწევების…

მეტი...

„რის საფუძველზე გაათავისუფლეს, არ ვიცი“ – გიორგი მამალაძე მამაოს გათავისუფლებაზე

პატიმრობაში მყოფი მამა გიორგის გათავსუფლებასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარს აკეთებს. როგორც გიორგი მამალაძე აცხადებს, არავინ არაფერი იცოდა ამ გათავისუფლების შესახებ. „ერთადერთი ინფორმაცია რაც მაქვს, არის ის, რომ საპყრობილე დატოვა და მოეართება სახლისკენ, ქობულეთისკენ. დეტალები ჩემთვისაც უცნობია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს. დარწმუნებლი ვარ ეს არ არის შეწყალება. უდოს კომისიაზე ჰქობდა გაცხადება გაგზავნილი, თუმცა, კომისიამ 3 თვიანი ვადა ითხოვა“ – აცხადებს გიორგი მამალაძე. შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მამალაძე 7 წელია პატიმრობაში იმყოფება.

მეტი...

დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან გაათავისუფლეს

თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან გაათავისუფლეს: „7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია” – წერს თორნიკე მამალაძე.

მეტი...

რუსებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა უკრაინაში კუპიანსკის რაიონის სოფელი ველიკი ბურლუკი დაბომბეს. მომხდარის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი, ხოლო დანარჩენებს ნანგრევების ქვეშ ეძებენ. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. „დღეს, 16:16 საათზე, მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა სოფელ ველიკიი ბურლუკზე. ადრე S-300. ორსართულიან კორპუსს და მის გვერდით მეორეს შეეჯახა. დაშავდა 7 ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქე. ერთ ადამიანს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს, პირველადი დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხალხი ნანგრევების ქვეშაა” – წერს სინეგუბოვი.  

მეტი...

თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობასთან დაკავშირებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Wizz Air-ის თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს: „ავიაკომპანია „Wizz Air”-ის 14 თებერვლის, ქუთაისი – ბარსელონას რეისზე (W66417) ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამისა“ და „კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, ინფორმაცია მიეწოდათ შესაბამის უწყებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გატარდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს გათვალისწინებული ყველა საპასუხო მოქმედება. განხორციელდა ყველა შესაბამისი ქმედება საჰაერო ხომალდის, მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, გარშემო მყოფი პირებისა თუ ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საჰაერო ხომალდის მიერ საქართველოს საჰაერო…

მეტი...

„არ დავნებდებით“ – ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერტებული შტატების თავდაცვის მდივანი უკრაინის საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ არც უკრაინა დაებდება და არც შტატები. „ამ უსამართლო ომის დაწყებით პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა დაეცემოდა. ის ძალიან  შეცდა. უკრაინამ გაუძლო ამ შემოჭრას წარმოუდგენელი სიმამაცით… აშშ-ისა და კოალიციის წევრები ურყევად უჭერენ მხრს უკრაინას.  შტატები უკრაინასთან ერთად დარჩება,   დანებდება, არც ჩვენ დავნებდებით,” – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.  

მეტი...

აზერბაიჯანის მთავრობა გადადგა

აზერბაიჯანის მთავრობა გადადგა. კონსტიტუციის 116-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ მთავრობის წევრებმა თანამდებობები უნდა დატოვონ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მინისტრები დროებით მოვალეობების შემსრულებლების რანგში გააგრძელებენ მუშაობას. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრეზიდენტის ფიცი დადო. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევმა ხმათა 92,12%-ით გაიმარჯვა.

მეტი...

ევროკავშირი ჩრდ. კორეისთვის სანქციების დაწესებას აპირებს

ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესებას აპირებს. ამის მიზეზად კი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებას ასახელებს. ევროკავშირი აპირებს, სანქციების სიაში შეიყვანოს ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ადმინისტრაცია, სამთავრობო ორგანო, რომელიც ქვეყნის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას ზედამხედველობს. ასევე, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს იმ ათეულობით პირს და ორგანიზაციას, რომლებიც იარაღის წარმოებასა და შესყიდვაში მონაწილეობენ. ევროკავშირის ეს ზომები, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე რუს ჩინოვნიკსაც შეეხოს. Bloomberg-ის თანახმად, EU ასევე აპირებს ექსპორტის შეზღუდვები დაუწესოს ჩინურ და ინდურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს აკრძალული ტექნოლოგიებითა და ელექტრონიკით ამარაგებენ.  

მეტი...

ავტოიმპორტიორები მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ

ავტოიმპორტიორები მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ და პრემიერს რეაგირებას სთხოვენ. ისინი საქართველოს მთავრობას სთხოვენ, 1 დეკემბრამდე შეძენილი მანქანების ქვეყანაში შემოყვანის უფლება მისცენ. ცნობისთვის, 2024 წლის იანვარიდან 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების საქართველოში შემოყვანა აიკრძალა. იმპორტიორების დიდმა ნაწილმა კი ავტომობილების ამ ვადებში შემოყვანა ვერ მოასწრო, რის გამოც ფინანსური პრობლემები შეექმნათ.

მეტი...

საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთში გაიმართება

საბავშვო ევროვიზია 2024 წლის ბოლოს ესპანეთში გაიმართება. ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Radiotelevisión Española (RTVE) ამ კონკურსს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. გასულ წელს ნიცაში ესპანეთმა მეორე ადგილი დაიკავა, კონკურსი ფრანგმა კონკურსატმა მოიგო, თუმცა France Télévisions-მა კონკურსის ორგანიზება წელს RTVE-ს გადასცა. ესპანეთმა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2004 წელს მოიგო. თუმცა საბავშვო ევროვიზიის წესები არ ავალდებულებს გამარჯვებულ მაუწყებელს, უმასპინძლოს კონკურსს შემდეგ წელს, როგორც ეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსშია. „საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვებიდან ოცი წლის შემდეგ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ, რომ საბოლოოდ კონკურსს ესპანეთში ჩავატარებთ. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ RTVE მასპინძლობს კონკურსს“, – განაცხადა საბავშვო ევროვიზიის აღმასრულებელმა…

მეტი...

ქუთაისში, თვითმფრინავზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში, ერთ-ერთი ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა. „ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება, მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში, აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს, 19:00 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას. არცერთ სხვა რეისს არ ქონია შეფერხება და დაგვიანება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საჰაერო ხომალდს, ჩვენი კომპეტენცია აქ არ არის და შესაბამისი სამსახურები ასრულებენ პროცედურებს. დარწმუნებული ვარ, ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას, თუმცა…

მეტი...

Facebook მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს

Facebook მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. სოციალური ქსელით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. შეფერხება აპლიკაციის Desktop ვერსიის მომხმარებლებს აქვთ. DownDetector-ზე შესული მოხსენებების 78% ამბობს, რომ შეფერხებით მუშაობს ვებგვერდი, 17% წერს არ მუშაობს აპლიკაცია, 5% კი ამბობს, რომ არ შეუძლია პოსტების განთავსება. როგორც მომხმარებლები წერენ, მათ უმეტესობას, დესკტოპ ვერსიის გამოყენებისას, არ შეუძლიათ Facebook-ის საიტზე შესვლა, რადგან ვებგვერდი სრულიად გათეთრებულია და არ რეაგირებს.

მეტი...

პოლონეთში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

პოლონეთში თაღლითობის ბრალდებით საქართველოს 1 და უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებმა ქალაქ ჩელმის 58 წლის მცხოვრებელს 200,000 ზლოტის ოდენობის თანხა მოტყუებით წაართვეს. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ დაკავებულები მას ერთ-ერთი ბანკის თანამშრომლების სახელით გაეცნენ და სესხის დამტკიცებისთვის თანხმობა სთხოვეს. ქალმა მათ უარი განუცხადა, აუხსნა რომ ანგარიშები სხვა ბანკში ჰქონდა განთავსებული და ტელეფონი გათიშა. მალევე მსხვერპლს სხვა პიროვნება დაუკავშირდა, რომელმაც თავი იმ ბანკის თანამშრომლად გააცნო, რომელშიც მას ანგარიშები ჰქონდა. ბანკის ყალბმა თანამშრომელმა ქალს უთხრა, რომ მის ანგარიშებს საფრთხე ემუქრებოდა თაღლითობის მცდელობის გამო და თანხის დაცვის “გაუმჯობესებული მეთოდი” შესთავაზა, რასაც მსხვერპლი…

მეტი...

“ევროოპტიმისტები” საგარეო საქმეთა მინისტრს, ინტერპელაციის წესით, პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო ჯგუფი “ევროოპტიმისტები” საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილის ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. როგორც დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, საკითხი ეხება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწიელობას. ,,ვიბარებთ ინტერპელაციის სახით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვინაიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ, მათ შორის საქართველოს ახალი პრემიერმინისტრისგან განმარტება, ან მოსაზრება, როგორ შეიძლება უამრავ ჩვენ თანამოქალაქეს მისცენ საშუალება იმის, რომ მათ საზღვარგარეთ უბნებზე, კონკრეტულად ახალგახსნილ უბნებზე ჰქონდეთ საშუალება ხმის მიცემის. სპეციალურ სიებში რომ შეიყვანონ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან საზღვარგარეთ, ვინაიდან არსებობს ძალიან სერიოზული შიში ჩვენი თანამოქალაქეების, რომ მათ არ ექნებათ საშუალება მისცენ ხმა”, –…

მეტი...

,,მთავარი არხის” სიძეა, ნორმალურს რას ჩაწერდა” – ირაკლი ზარქუა

,,მთავარი არხის” სიძეა, ნორმალურს რას ჩაწერდა”, – ასე გამოეხმაურა ირაკლი ზარქუა მიუნხენის კონფერენციის ჩანაწერს. საუბარია ივანიშვილის პრორუს ოლიგარქად მოხსენიებაზე. მისი თქმით, ჩანაწერი “მთავარი არხის” თანამშრომლის ქმრის ავტორობით გაკეთდა: “ის ჩანაწერი, რაც გაკეთდა არის კატეგორიულად მიუღებელი. მერე წყაროებით დავინტერესდი საიდან, როგორ აღმოჩნდა და აღმოჩნდა, რომ ბატონი რენე ჟენტე, თუ არ ვცდები, თქვენი, “მთავარი არხის” სიძეა. თქვენი კოლეგის, დადუნაშვილის, მე მგონი, ქმარია. გასაგებია ყველაფერი, ნაციონალური მოძრაობა, “მთავარი არხი” , მისი ლობისტი, მისი წარმომადგენელი ნორმალურს რას ჩაწერდა”, – ამბობს ზარქუა.

მეტი...

გონიოსთან ხანძარია

გონიოსთან ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. ადგილზე ამ დროისათვის სახანძრო სამსახურია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მეტი...

ბარსელონას რეისის მგზავრები სტერილურ ზონაში იმყოფებიან, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ – ვითარება ქუთაისის აეროპორტში

ქუთაისი-ბარსელონას რეისზე, ასაფეთქებლის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ ავიაკომპანია “ვიზეარმა” მიიღო, შემდეგ კი ეკიპაჟს გადასცა. ამის შემდეგ პილოტმა უკან, აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მგზავრებს, პანიკის თავიდან აცილებისთვის მიზეზად თავდაპირველად ტექნიკური შემოწმების კიდევ ერთხელ გავლის საჭიროება დაუსახელეს, მას შემდეგ კი რაც ბორტი აეროპორტში დაჯდა, მიღებული ინფორმაციის შესახებ აცნობეს. 148 მგზავრი ამ დროისათვის აეროპორტის სტერილურ ზონაში იმყოფება და მათი შემოწმება მიმდინარეობს. ამ დროისათვის ყველა რეისი გადადებულია. გამნაღმველები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული აეროპორტის ტერიტორიაზეც. შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-ბარსელონას რეისის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. თვითმფრინავის დაბრუნების მიზეზი, ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო…

მეტი...

პუტინმა რუსულ არმიაზე “ყალბი ამბების” გამავრცელებლებისთვის ქონების ჩამორთმევის კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, ვინც რუსულ არმიაზე “ყალბ ამბებს” გაავრცელებს, ქონებას ჩამოართმევენ. დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე. რუსული სამთავრობო მედიის მტკიცებით, “დამნაშავეს” არ ჩამოერთმევა მის მფლობელობაში არსებული ყველა ქონება, არამედ ის, რასაც “დანაშაულის ჩადენის” შედეგად მიიღებს. აღნიშნული კანონპროექტი 31 იანვარს რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა. 7 თებერვალს კი მას მხარი რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაუჭირა, მოგვიანებით კი დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტს გაეგზავნა ხელის მოსაწერად.

მეტი...

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კორპუსი და საავადმყოფო დაბომბეს

14 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ქალაქზე მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანეს. სელიდოვოში, დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება და საცხოვრებელი კორპუსი. დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და ორსული ქალი, დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხუთსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რის შედეგადაც მთელი სადარბაზო ჩამოინგრა.

მეტი...

თვითმფრინავის დაბრუნების მიზეზი, ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა – ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისი-ბარსელონას რეისის უკან დაბრუნების მიზეზი, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია გახდა. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული. ,,აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ”, – ვკითხულობთ აეროპორტის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-ბარსელონას რეისის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

მეტი...

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს, მგზავრებს კი ბორტის დატოვება მოსთხოვეს

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. აეროპორტიდან Wizz Air-ის ბორტი 12:45 საათზე აფრინდა. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს. ამავე რეისით მგზავრობდა რადიო თავისუფლების ერთ-ერთი ჟურნალისტი. როგორც ის ადგილიდან იუწყება, ბორტის წევრებმა მგზავრებს თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და არ მისცეს ბარგის ჩატანის უფლება. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ…

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ირაკლი მხეიძე დაინიშნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე – ირაკლი მხეიძე წარუდგინა. უწყების ხელმძღვანელმა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ირაკლი მხეიძე თამილა ბარკალაიას შეცვლის. ზურაბ აზარაშვილმა, თამილა ბარკალაიას, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობას 7 წლის განმავლობაში იკავებდა, ნაყოფიერი საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

მეტი...

რას ნიშნავს და როგორ აღინიშნება მირქმის დღესასწაული

საქართველოს საპატრიარქო, მირქმა-მიგებების დღესასწაულის ძველი წესით აღნიშვნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ,,მირქმა-მიგებების დღესასწაული ეს არის დიდი ზეიმი, – კაცობრიობის მხსნელის დაბადების შესახებ ტაძარში გაცხადებული პირველი მოწმობა. როგორც ცნობილია, ტაძარში მიყვანილ ახლადშობილ იესოს 40-ე დღეს მიეგება ძველი აღთქმის ერთ-ერთი რჩეული მსახური, – ღრმად მოხუცებულ წმინდა სვიმეონ წინასწარმეტყველი. მართალ სვიმეონს ნაუწყები ჰქონდა სულიწმიდისაგან, რომ არ აღესრულებოდა, ვიდრე მესიას არ იხილავდა; და, აი, მათი შეხვედრით დასრულდა მაცხოვრის მოვლინების მრავალათასწლიანი მოლოდინი, ანუ ძველი აღთქმის პერიოდი და სათავე დაედო ახალი აღთქმის ეპოქას. ეს ზეიმი დადასტურებაა იმისა, რომ „ბნელი იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა,“ რომ მთელ მსოფლიოს…

მეტი...

უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიებს ხელს უახლოეს პერიოდში მოაწერენ

უკრაინა და გერმანია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის დასრულებაზე მუშაობენ და იმედოვნებენ, რომ მას ხელს მალე მოაწერენ. ამის შესახებ გერმანიაში უკრაინის ელჩმა ოლექსი მაკეევმა Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა. ელჩმა არ დააკონკრეტა, იქნება თუ არა შესაძლებელი დოკუმენტზე ხელის მოწერა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ხელმოწერისთვის არა მხოლოდ უკრაინის მზადყოფნა, არამედ გერმანული მხარის მზადყოფნაც და რაც მთავარია ტექსტის მომზადებაა საჭირო. ელჩის თქმით, ორივე მხარის გუნდებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მხარეები დოკუმენტების დამუშავების დასასრულს უახლოვდებიან. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰეუსგენმა კი წინა…

მეტი...

აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

1-ელი აპრილიდან აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას 1-ელი მარტიდან მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებენ. „განვათავსებთ ჯიხურებს, სადაც ჩვენი კვალიფიციური, გადამზადებული თანამშრომლები დაგეხმარებიან საკუთარი ავტომობილების რეგისტრაციაში. ჯიხურები დროებით განთავსდება წერეთლის გამზირის N118-ში, N116-ში, N76-ში, N48-ში, ასევე N12ა-ს მიმდებარედ, წყალტუბოს ქუჩის N10-ში და ტრანსპორტის ქუჩის მიმდებარედ. ერთთვიანი ვადა აქვს ადგილობრივ მოსახლეობას იმისთვის, რომ დარეგისტრირდეს. 1-ელი აპრილიდან კი აღნიშნულ ქუჩებზე, როგორც მოგახსენეთ, ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება“, –…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1973 წელს დაბადებული შ.ხ., 1999 წელს დაბადებული ა.ო., 1997 წელს დაბადებული ლ.ბ. და 1993 წელს დაბადებული მ.გ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომელთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა. კერძოდ, ისინი, „პრომო გოგონების“ მეშვეობით, ერთ-ერთი აპლიკაციით უკავშირდებოდნენ საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ მამაკაცებს, რომლებსაც წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ. ამის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ. იმ შემთხვევაში…

მეტი...

დასახლებული პუნქტების 20% სტიქიურად მაღალი რისკის ზონაშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

,,დასახლებული პუნქტების 20% სტიქიურად მაღალი რისკის ზონაშია”, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენშია ნათქვამი. დოკუმენტში, 2022 წლის პერიოდის შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზებზეა საუბარი. დასახლებების 24% საშუალო რისკის ზონაშია, 19% დაბალი რისკის, ხოლო 37% ძლიერ დაბალი რისკის ზონაში. ბიულეტენში ასევე აღწერილია 2010-2022 წლებში მომხდარი მეწყრული პროცესების რაოდენობა. 2022 წელს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 1 120 მეწყრული პროცესი დაფიქსირდა, ეს მაშინ როდესაც, 2010 წელს მხოლოდ 250 იყო.

მეტი...

,,რუსეთი ბალტიისპირეთში შეიჭრება, თუ უკრაინის მიწას მიიღებს” – მიხეილ სააკაშვილი

,,რუსეთი ბალტიისპირეთში შეიჭრება, თუ უკრაინის მიწას მიიღებს”, – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. სტატიას ბრიტანული გამოცემა Telegraph აქვეყნებს. ,,თუ რუსეთი მოახერხებს უკრაინის ნაწილზე კონტროლის გაყინვას, რა თქმა უნდა, ომი ამ დროებითი გაყინვის შემდეგ მალევე გავრცელდება უკრაინის, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში. მისი თქმით, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გარეშე არ შეიძლება იყოს რეალური მშვიდობა, არამედ მხოლოდ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დასავლეთმა უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს, რათა თავიდან აირიდოს კიდევ უფროი ძვირი ომი ნატოსთან მომავალში – “თავის დასაცავად ერთადერთი შანსი არის უკრაინის გამარჯვება…

მეტი...

გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელ გზაზე დამატებითი სამოძრაო ზოლი მოეწყობა

გმირთა მოედნის მიმდებარედ, სანაპიროზე ჩამსვლელ საგზაო მონაკვეთში დამატებითი ზოლი მოეწყობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული სამი ბენზინგასამართი სადგურის მესაკუთრეებთან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. „გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტოსატრანსპორტ კვანძი ერთ-ერთი პრობლემური ადგილია. ამ პროექტთან დაკავშირებით, გასულ წელსაც ვმუშაობდით, დავამუშავეთ სხვადასხვა სქემა, გავაკეთეთ ვიდეომოდელირებაც. საკითხის შესწავლამ კიდევ უფრო ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი საგზაო ზოლის მოწყობა. პროექტზე რამდენიმე წლის წინაც დავიწყეთ მუშაობა, თუმცა შეთანხმება ბენზინგასამართი სადგურების მესაკუთრეებთან ვერ მოხერხდა. შემდეგ პანდემიამ შეგვიშალა ხელი. სატრანსპორტო ნაკადების…

მეტი...

უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსული სადესანტო გემი ჩაძირეს

უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსული სადესანტო გემი “ცეზარ კუნიკოვი” ჩაძირეს. გამოცემა “Украинской правда”-ს ცნობით, გემზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ იყო დაგეგმილი. თავდასხმა დრონებით მოხდა. რუსული გემის ჩაძირვასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

მეტი...

“გადავარჩინოთ ბახმარო!” – მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს

“გადავარჩინოთ ბახმარო!” – ამ სახელწოდებით მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს. დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე “ორბი ჯგუფი” მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს. აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო. პეტიციაზე ხელმომწერები მიმართავენ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს, რომ: გაუქმდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის, 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №1-1/64; პროცესები დაბრუნდეს ქალაქგეგმარებითი პროექტირების სტადიაზე; მომზადდეს განაშენიანების დეტალური გეგმის განახლებული პროექტი, რომელიც სწორად განსაზღვრავს აღნიშნული ტერიტორიების მნიშვნელობას ბახმაროს მდგრადი განვითარების სტრატეგიაში, უპასუხებს ქალაქგეგმარებით, საპროექტო, ეკოლოგიურ, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, გაითვალისწინებს მსოფლიოს საკურორტო დასახლებების განვითარების საუკეთესო პრაქტიკას და…

მეტი...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სასამართლომ ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი საწარმოს დირექტორთან და ცნობილი კომპანიების აქციების შეძენის პირობით, 13 მილიონი აშშ დოლარი უცხოურ საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, მსჯავრდებულის საკუთრებასა და…

მეტი...

დააკავეს 25 წლის მამაკაცი, რომელმაც ნაჯახით მშობლები, და, ძმა და დისშვილი მოკლა

ბაქოში დააკავეს 25 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე ახმედ ახმედოვი, რომელიც ეჭვმიტანილია მშობლების, მცირეწლოვანი ძმის, ასევე დისა და შვილის მკვლელობაში. როგორც Sputnik აზერბაიჯანი იუწყება, გამოძიების დროს გაირკვა, რომ ახმედ ახმედოვმა ბაქოში თავისი და, ახმედოვა ელმირა (დაბადებული 1997 წელს) და მისი 5 წლის ქალიშვილი, ულვია ნიფტალიევა ნაჯახით მოკლა. ამის შემდეგ მან დახოცა  მშობლები – მეჰმანი (დაიბადა 1972 წელს) და ბიკე (დაიბადა 1977 წელს) ახმედოვები, ასევე 8 წლის ძმა, მუჰამედი. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს. დანაშაულს წინ უძღოდა ოჯახური კონფლიქტი. მათივე თქმით, 25 წლის აჰმედი ფსიქიკური დაავადებით იტანჯება.  

მეტი...