73-ე წუთზე კალცონამ კვარაცხელია ისევ შეცვალა

სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლის“ გასვლაზე „კალიარისთან“ ფრით დაკმაყოფილება მოუწია – 1:1. მიუხედავად იტალიური მედიის მტკიცებისა, რომ ცნობილი ინციდენტის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი კალცონა კვარაცხელიას სათადარიგოთა შორის დატოვებდა, სასტარტოში დააყენა, დისკვალიფიცირებული კაპიტანი დი ლორენცო მაცოკით შეცვალა და ძირითადში ზილენსკი და რასპადორი დააბრუნა. პირველი ტაიმი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, თავიდან ორივე გუნდის უხიფათო შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც რასპადორის შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე სკუფეტმა მოიგერია, რის შემდეგაც მასპინძლები რაჰმანიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და თამაშგარე დააფიქსირა. ცოტა ხანში “კალიარიმ” კარგი შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 0:0…

მეტი...

ავარია ქუთაისში – არიან დაშავებულები

ქუთაისში – წყალტუბოს გადასახვევთან ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.  

მეტი...

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელი იქნება. ცვლილებების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პროექტით კონკრეტდება, რომ გამონაკლისი იქნება დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების…

მეტი...

„გალერია თბილისში“ ევაკუაცია გამოცხადდა

„გალერია თბილისში“ მყოფ პირებს შენობის დატოვება მოსთხოვეს, რამდენიმე წუთის წინ ცენტრში ევაკუაცია გამოცხადაა. ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით მოხდა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია, დეტალები მოგვინებით გახდება ცნობილი.  

მეტი...

უკრაინამ ევროპასა და აშშ-ს საჰაერო სივრცის გახსნის გეგმის დასადასტურებლად მიმართა

უკრაინამ ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოების მარეგულირებლებს საჰაერო სივრცის გახსნის გეგმის დასადასტურებლად მიმართა, ამის შესახებ უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა ფორუმზე “უკრაინა 2024 წელი” განაცხადა. კუბრაკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა კონსულტაციებს გადის ამერიკულ და ევროპულ საჰაერო სივრცის უსაფრთხოების მარეგულირებლებთან. “კომპლექსური პროცესია, მაგრამ უკრაინა ახლა დგამს პირველ ფორმალურ ნაბიჯებს. ამ კვირებში ჩვენ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს გადავცემთ რისკის შეფასების ოფიციალურ განცხადებებს… ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა და ევროპულმა მარეგულირებლებმა დაადასტურონ ჩვენი მოქმედებების ალგორითმი”, – განაცხადა მინისტრმა. კონკრეტული დრო, თუ როდის იქნება შესაძლებელი უკრაინის საჰაერო სივრცის გახსნა, ისევ გაურკვეველი რჩება. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ,…

მეტი...

“მტერს ახალი სიურპრიზები ელის – მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ ყირიმის ხიდის გამოყენებას არ ვურჩევ” – ბუდანოვი

“მტერს ახალი სიურპრიზები ელის – მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ ყირიმის ხიდის გამოყენებას არ ვურჩევ”, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი კირილ ბუდანოვი საუბრობს. “რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო არა ორი წლის წინ, არამედ ათი წლის წინ – უკრაინული ყირიმის ოკუპაციასთან ერთად. თუმცა არც უკრაინის სახელმწიფო და არც უკრაინელები არ დათანხმდნენ აგრესორის უფლების აღიარებას ყირიმის მიწაზე… წარმატებული თავდაცვისა და კონტრშეტევისთვის ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ შავი ზღვა და ვიყოთ ყირიმის ნახევარკუნძულზე. დაკისრებული ამოცანები შესრულებულია. დაგპირდით, რომ 2023 წელს უკრაინული სპეცრაზმი ყირიმში იქნებოდა და ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. მტერს ახალი სიურპრიზები ელის…

მეტი...

“ჩვენი კლუბი ამიერიდან „იბერია 1999“-ის სახელით ითამაშებს” – „საბურთალოს პრეზიდენტი

„საბურთალოს“ სახელი გადაერქმევა და „იბერია 1999“ დაერქმევა, – ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ განაცხადა. „როდესაც „საბურთალო“ დაფუძნდა, გვინდოდა უბნის გუნდი ყოფილიყო. ორი კონკრეტული ლოკაცია გვქონდა შერჩეული, სპონსორიც გვყავდა და რამდენიმეათასიანი სტადიონი და ბაზა უნდა აგვეშენებინა. სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. ფაქტობრივად, დღეს საბურთალოზე მხოლოდ ერთი ლოკაცია გვაქვს – „ბენდელას“ სტადიონი, რომელიც დიდი ბრძოლით შევინარჩუნეთ, რადგან იქ კომერციული პროექტების განხორციელება უნდოდათ, მაგრამ დღემდე მხოლოდ სპორტული დატვირთვით ვამუშავებთ. „საბურთალომ “ თავისი მისია შეასრულა, მაგრამ კლუბი უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურით და უბნის პროექტი ეროვნული მიმართულებით განვითარდეს. მარკეტინგულადაც დავინახეთ, რომ ევროპულ ბაზარზე „იბერია“ უფრო ჟღერს. არც ის გვინდა,…

მეტი...

რუსი ოპოზიცონერის სიკვდილის შესახებ ინფორმაციისთვის 100 000 ევროიან ჯილდოს აწესებენ

  ნავალნის თანამებრძოლები რუსი ოპოზიცონერის სიკვდილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად 100 000 ევროს ოდენობით ჯილდოს აწესებენ. ინფორმაციას გარდაცვლილი ოპოზიციონერის თანაპარტიელი ივან ჟდანოვი “ტელეგრამ” არხზე ავრცელებს. შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. რუსული პროპაგანდისტული მედია სიკვდილის მიზეზად თრომბს ასახელებს, მსოფლიო ლიერები კი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პირადად ვლადიმერ პუტინს აკისრებენ.

მეტი...

„დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერაში მეტი გაბედულობა უნდა გამოიჩინოს“ – რიში სუნაკი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკი, დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერაში მეტი  აქტიურობისკენ მოუწოდებს: ”პუტინის რუსეთი აგრძელებს გლობალური უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხის შექმნას. ეს ომი აჩენს ფუნდამენტურ კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა დასავლეთი მზად, გააკეთოს ის, რაც საჭიროა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად“, – წერს სუნაკი ბრიტანულ The Sunday Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. სუნაკის თქმით, მისი ქვეყანა და დასავლელი დემოკრატიული მოკავშირეები არ უნდა დამორჩილდნენ მზარდ პესიმიზმს, რომელიც არსებობს მოსკოვის დამარცხებაში კიევის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. „როგორც ჩანს, მოდად იქცა იმის გამოცხადება, რომ უკრაინა, რატომღაც, განწირულია წაგებისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ არასწორია. დიახ, უნდა…

მეტი...

„ეს იყო სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი“ – თურქული ჟურნალი ქართველ პოეტ ქალზე წერს

ქართველი პოეტი და მთარგმნელი ეთერ სადაღაშვილი პოპულარულია თურქულ ლიტერატურულ წრეებში, მას უამრავი თარგმანი ეკუთვნის. გუშინ თურქულმა ლიტერატურულმა გამოცემამ ეთერ სადაღაშვილზე სტატია დაწერა, პირველ შთაბეჭდილებებს პოეტი, „მედიაცენტრ მთავარს“ უზიარებს: „კარგი ამბებით დაიწყო ეს წელი ჩემთვის. სამი სიახლე მაქვს, სიხარულის დღეები მიდგას. რომელი მეტად მნიშვნელოვანია, ვერც გამოვყოფ. სულ ბოლო და ყველაზე სასიხარულო, თურქეთის რესპუბლიკიდან სწორედ გუშინ მივიღე და პირველად თქვენთან ვიტყვი. თურქეთში გამომავალ ლიტერატურულ ჟურნალ ,,სინჯან ისტასიონში ” დავიბეჭდე. ეს იყო სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი, ჟურნალის გამომცემელისგან, თურქეთის ლიტერატურულ წრეებში ცნობილი და დაფასებული ადამიანის, ბატონ აბდულქადირ ბუდაქისგან. რომელის შემოქმედებასთან შეხებამ, პანდემიის პერიოდში მომიწია.…

მეტი...

კანაფის შემცველ პროდუქტს, ბათუმში რუსეთის მოქალაქე ყიდიდა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო. მაღაზია გუშინ სამართალდამცველებმა “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის შეტყობინების საფუძველზე დალუქეს. როგორც მერაბ ღოღობერიძე ამბობს, მაღაზიის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა და იქ კანაფის შემცველი ნამცხვრები, ზეთი და სხვა მსგავსი პროდუქტი იყიდებოდა. მაღაზიის მფლობელის ადვოკატი, დავით ჩავლეიშვილი კი საპირისპიროს ამბობს. ამტკიცებს, რომ მაღაზიაში არსებული პროდუქტები საქართველოში ლეგალურადაა შემოტანილი და ნარკოტიკის შემცველი არაა. “აბსოლუტურად ყველა საქონელი ლეგალურადაა შემოტანილი. საქართველოს საბაჟო საზღვარი აქვს გავლილი. ექსპერტიზების დასკვნებია ამ საქონლის თაობაზე, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ შეიცავს,” – ამბობს ადვოკატი და აღნიშნავს,…

მეტი...

ევროკავშირის სანქციები 6 პირს- ისინი მოლდოვას დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიდნენ

ევროპის კავშირმა ექვსი პირისა და ერთი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც მოლდოვას დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, კანონის უზენაესობას და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიდნენ, სანქციები დააწესა. „მოლდოვა ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა. მუდმივად ხორციელდება ქვეყნის დესტაბილიზაციის სულ უფრო და უფრო მძლავრი მცდელობები. დღევანდელი ჩამონათვალი [6 ფიზიკური პირი და ერთი კომპანია] არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი მოლდოვისადმი, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სტაბილურობის მიმართ ევროპის კავშირის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ. ევროპული გაერთიანება გააგრძელებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას, ვინც ჩვენს უშუალო სამეზობლოში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს“, – ჯოზეფ ბორელი. საბჭოს გადაწყვეტილებით, სანქციები დაუწესდა გასამხედროებულ ორგანიზაციას,…

მეტი...

„მას შემდეგ რაც დანა გატყდა მისი ძმა დაბრუნდა სამზარეულოში სხვა დანის ასაღებად“ – ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებულ შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო ბრალდებულის ინტერესების დამცველმა პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა როგორც ინტერესების დამცველმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიმალვა არ უცდია, მათ შორის, არ განუხორციელებია მოწმეებზე ზემოქმედება. „ამ ეტაპზე დუმილის უფლებას გამოვიყენებ. მე ახლა არ მაქვს ეგ თანხა. თუ შემიფარდებთ, რაიმეს ვიზამ, მადლობელი ვიქნები. კარგი იქნება, თუ გირაო შემეფარდება“,- აღნიშნა ბრალდებულმა. აღნიშნულ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 16…

მეტი...

„ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გუშინ გავრცელებული ვიდეომიმართვისთვის მადლობას უხდის. „გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს“, – წერს ზელენსკი. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც განაცხადა: „ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხა“.  

მეტი...

„მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელი“ – სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა, მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ზურაბიშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღეს „ტვიტერში“ ეხმაურება. „დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა! რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოსცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს. საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

რეზი გამხიტაშვილი დანაშაულს არ აღიარებს – გლდანში მომხდარი მკვლელობის საქმე

ბრალდებული კაცის ოჯახის წევრები, პრაქტიკულად, აღიარებენ, რომ დანაშაული სწორედ 25 წლის კაცმა ჩაიდინა. ამის მიუხედავად, ოჯახი ირწმუნება, რომ რეზი გამხიტაშვილს მამის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და ეს შემთხვევითობა იყო. მათი თქმით, კონფლიქტი მამა-შვილს შორის ყოფით ნიადაგზე მოხდა. დაკავებული 25 წლის ახალგაზრდა იზოლატორიდან სასამართლოში მიიყვანეს. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი იწყება. მოსამართლემ აღკვეთ ღონსიძიებაზე უნდა იმსჯელოს. ბრალდებული ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ცნობილია, რომ ადვოკატი პროცესზე დაკავებულის გათავისუფლებას 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვს. ბრალდებულიც და მისი ინტერესები დამცველიც ამტკიცებენ, რომ რეზი გამხიტაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია. იგი ამ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური მემორიალზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან; ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან; თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

მეტი...

„აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულით“ – აშშ- ის საელჩო

აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული-საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც საელჩოს განცადებაშია ნათქვამი, დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა. „ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა. აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული. საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა“,- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

მეტი...

საქართველოს ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა

საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს შემოიჭრა, რასაც 25 თებერვალს დედაქალაქის დაცემა და საბოლოოდ ქვეყნის 70-წლიანი ოკუპაცია მოჰყვა. ოკუპაციასა და ანექსიას მოსკოვის მიერ 9 თვით ადრე, 1920 წლის მაისში საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარება უძღვოდა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა. საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში ოფიციალურად მას შემდეგ აღინიშნება, რაც 2010 წელს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომლითაც მთავრობას კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასიათასობით მსხვერპლის მოსახსენიებლად, ყოველ 25 თებერვალს სხვადასხვა მემორიალური ღონისძიების ორგანიზება დაევალა.

მეტი...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დროშები დაუშვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დროშები დაუშვა, – ამის შესახცებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავცრცელებს. „25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ნაწილებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

მეტი...