„პრემიერთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები

ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, პრემიერთან პროდუქტიული საუბარი შედგა და მათ თავიანთი მოთხოვნების შესახებ გააცნეს. ამასთან, ექიმების ინფორმაციით, ირაკლი კობახიძესთან მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება. „შეთანხმებას მივაღწიეთ ხვალინდელ შეხვედრაზე. ხვალ გაიმართება მეორე შეხვედრა, დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული. მოვახსენეთ ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც ჩვენთვის მტკივნეული იყო, ვუთხარით, რაც გვაწუხებდა. აბსოლუტურად დაუფარავად მოვახსენეთ ყველაფერი, რისი თქმაც გვინდოდა და რა არგუმენტებიც გვქონდა. ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან პრემიერ-მინისტრმა პირველი პირისგან გაიგო იმის შესახებ, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მის თანამშრომლებს აწუხებს და რის…

მეტი...

“დიახ, მე ველოდები სულ სხვა ომს“ – რა ხდებოდა უკრაინის გენშტაბში?!

უკრაინის გენერალურ შტაბში მოსალოდნელ ცვლილებეზე, ქართველი მებრძოლები საუბრობენ, როგორც ვეტერანი მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, გამოირკვა, რომ რამდნიმე ჯარისკაცი საერთოდ არ იყო ნამყოფი ფრონტის წინა ხაზზე და ისე იღებდნენ დიდ ხელფასს: „გენერალმა სირსკიმ, სბუსთან ერთად ჩატარებული აუდიტის შემდეგ აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი ერთხელაც კი არ იყო ომის წინა ხაზზე და ისე იღებდა მაღალ ხელფასს,  ეს ადამიანები მალე წინ ხაზეე წავლენ, სულ  ყველა აბსოლიტურად, აუდიტი გრძელდება, დაჭერებიც იქნება, აი ამიტომ და არა მარტო ამის გამო, იყო საჭირო მთლიანად გადატვირთულიყო გენერალური შტაბი. დიახ ველოდები სულ სხვა ომს,“ – წერს უკრაინაში…

მეტი...

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მამა – 1974 წელს დაბადებულ გ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. პოლიციამ რ.გ. ბრალდებულის სახით შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება…

მეტი...

ირაკლი კობახიძესა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს. „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანისაგან მიიღო მიწვევა, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმოს მისი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში“, –…

მეტი...

23 თებერვალს ქართველი იუნკერები შეეწირნენ რუსეთის საოკუპაციო ძალებს

23 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციური ძალების წინააღმდეგ მებრძოლი და ამ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება. 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრით ქვეყანაში დაიწყო ხანმოკლე ომისა და ხანგრძლივი საოკუპაციო რეჟიმის პერიოდი. საბჭოთა რუსეთის მიზანს საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოკუპაციური, ბოლშევიკური რეჟიმის გავრცელება წარმოადგენდა. საბჭოთა რუსეთის მთავრობის მზაკვრული გეგმის თანახმად წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო არა როგორც დამპყრობელი, არამედ, როგორც მუშების და გლეხების მხარდამჭერი ძალა, იმ მუშების და გლეხების დაცავად, რომლებიც თითქოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აუმხედრდა. 1921 წლის 11 თებერვალს, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად,…

მეტი...

გორში „სპორტ-კაფეში“ ლიფტი ჩავარდა, დაშავდა ერთი ადამიანი

გორში, სტალინის გამზირზე რესტორან „სპორტ- კაფეში“ ლიფტი ჩავარდა, დაშავდა ერთი ადამიანი. გორის პროკურორმა ლიფტის მშენებელს ბრალი დღეს წაუყენა. ადვოკატმა, ვაჟა სუხიტაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა. პროკურორსა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მშენებელს ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.    

მეტი...

აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინაში რუსეთის ომის 2 წლისთავთან, ასევე ალექსეი ნავალნის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აშშ-მა რუსეთს 500 ახალი სანქცია დაუწესა. სანქციები დაედოთ ნავალნის პატიმრობასა და რუსეთის ომთან დაკავშირებულ პირებს, რუსულ ფინანსურ სექტორს, თავდაცვის ინდუსტრიას, შესყიდვების ქსელებსა და სანქციებისგან თავის არიდებაში მხილებულ პირებს. ექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდება 100-მდე კომპანიასა და ფიზიკურ პირს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აღნიშნავს, ახალი სანქციებით პუტინი კიდევ უფრო მაღალ ფასს გადაიხდის ქვეყნის საზღვრებს გარეთ აგრესიისა და შიგნით, რეპრესიებისთვის.

მეტი...

ზოგიერთი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილს მოდერნიზაციის სიმბოლოს უწოდებს – მამუკა მდინარაძე

„ზოგიერთი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილს მოდერნიზაციის სიმბოლოს უწოდებს, ამაზე ანტიდასავლური კამპანია მე ვერ წარმომიდგენია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ჩემთვის უფრო ანტიდასავლური, ანტიევროპული არაფერია, ვიდრე ის სიცრუე, დეზინფორმაცია და „ნაცების“ მმართველობის, უკაცრავად ჟარგონისთვის, „გაპრავება“ და თუნდაც მათი დღევანდელი საბოტაჟი, ვიდრე თავად ეს კამპანია. როგორ შეიძლება დასავლური კამპანიის ფარგლებში ჯდებოდეს ის ნარატივი, რომ ამ ქვეყანაში დასავლეთის წარმომადგენლები შეიძლება იყონ „ნაცმოძრაობა“ და მისი სხვადასხვა განშტოებები, ამაზე ანტიდასავლური ვერაფერი წარმომიდგენია“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეტი...

უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება დანიასთანაც გააფორმა

ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა უკრაინასა და დანიას შორის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც არ არის დიდი შვიდეულის (G7) წევრი, რომელთანაც უკრაინამ ასეთი შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, დანია უზრუნველყოფს F-16 მოიერიშე თვითმფრინავებისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობისა და მფრინავების გადამზადებას, ასევე, უკრაინის საზღვაო ფლოტის განვითარების მხარდაჭერასაც.

მეტი...

ყაზბეგის საბაჟოზე 419 კოლოფი არადეკლარირებული ელექტროსიგარეტი ამოიღეს

მებაჟე ოფიცრებმა ყაზბეგში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს. მათი ინფორმაციით, ამოღებულია 419 კოლოფი ელექტროსიგარეტი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ავტომობილში მალავდა. მისმა საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 109,48 ლარი შეადგინა. ,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში “ყაზბეგი”, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ – 419 კოლოფი ელექტრო სიგარეტი გამოვლინდა… საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,” – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

ნარკოტიკის უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ინდოეთის 2 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ინდოეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი”, რაც თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი”. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 22 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა, ბ“ და მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული…

მეტი...

,,112-ში დარეკა მეორე შვილმა, პატარამ, 12 წლისაა, ბავშვიც შეესწრო” – ახალი დეტალები გლდანში მომხდარ დანაშაულზე

თბი­ლის­ში, გლდანში, შვილ­მა მამა მოკ­ლა. წინასწარი ინფორმაციით, შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენა. საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც მეზობლები ამბობენ, დანაშაულს ოჯახის მცირეწლოვანი წევრიც შეესწრო. სწორედ, ბრალდებულის 12 წლის დამ დარეკა 112-ში. ,,არავინ არაფერი იცის. სახლში მოხდა და ზუსტად რა მოხდა არ იციან. ოჯახი მშვენივრად ცხოვრობდა, მშრომელი ხალხი არიან დედ-მამა და ეს ბიჭი არ ვიცი”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. ,,დილით დაინახეს დანით ხელში, დაარტყა და ჩამოვიდა შვილი, აქ ტრიალებდა, გაოგნებული იყო თვითონაც. 112-ში დარეკა მეორე შვილმა პატარამ, 12 წლისაა. ეს ბავშვიც შეესწრო, სახლში იყო. ძირითადად, ეს…

მეტი...

,,ამერიკაში შენთვის არავის სცალია, ყველას თავისი საქმე აქვს” – მერაბ დვალიშვილმა ამერიკაში მშენებლობაზე მუშაობის პერიოდი გაიხსენა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკაში მშენებლობაზე მუშაობის პერიოდი გაიხსენა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სალი ირემაძე ავრცელებს. ,,ამერიკაში შენთვის არავის სცალია, ყველას თავისი საქმე აქვს – აქაურ გადასახადებს რომ გაუმკლავდეს, ნორმალურად რომ იცხოვროს, ყველამ უნდა იმუშაოს. მე კი, რადგან აქ სპორტში არავინ მიცნობდა, ბრძოლებში თანხასაც არ მიხდიდნენ. პროფესიონალებში რომ გადავსულიყავი, სახელის მოსახვეჭად ყველაფერი ნულიდან დავიწყე. მშენებლობაზე მივედი სამუშაოდ, რადგან სახლების დასანგრევად ფიზიკურად ძლიერი, გამძლე და ამტანი ბიჭები სჭირდებოდათ. პირველი ზამთარი ძალიან ძნელი შესაჩვევი იყო – ფიზიკურად მძიმე მუშაობა, დანგრევა და მერე ამ ნაგვის კონტეინერში ჩაყრა, თან, ყოველდღე, კვირის გარდა, გარეთ, ყინვაში…

მეტი...

,,ჩვენ არ გვჭირდება ჩიხი ცესკოში, ჩვენ გვჭირდება გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც გამართულად ჩაატარებს საარჩევნო პროცესს” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ არ გვჭირდება ჩიხი ცესკოში, ჩვენ გვჭირდება გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც გამართულად ჩაატარებს საარჩევნო პროცესს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდი მოქმედებს თავიდან ბოლომდე ინსტიტუტების სიძლიერის ინტერესიდან გამომდინარე. „რაც შეეხება კონკრეტულად ცესკოს შესახებ კანონს, რიტორიკასთან ეს ნაკლებადაა დაკავშირებული, საბოლოო ჯამში მარტივად, რომ ვთქვათ რასთან გვაქვს საქმე, არსებული კანონი, რომელიც ეფუძნებოდა თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმებას, ითვალისწინებდა ჩიხს, ნუ რეალურად დღეს ცესკო არის ერთგვარ ჩიხში შესული, ცესკოს თავმჯდომარე და ორი წევრი არიან არჩეული დაახლოებით ორი წლის წინ ექვსი თვის ვადით…

მეტი...

მადრიდში, არასრულწლოვანმა 23 წლის ქართველი მამაკაცი მძიმედ დაჭრა

მადრიდში, ვილავერდეს რაიონში 16 წლის არასრულწლოვანმა, ქართველი მამაკაცი მძიმედ დაჭრა. 23 წლის ქართველ მამაკაცს ორი არასრულწლოვანი ჯერ ბოთლით ემუქრებოდა, შემდეგ კი ერთმა თავდამსხმელმა მსხვერპლს საჯდომში დანით ჭრილობა მიაყენა. ადგილზე მისულ პოლიციას და სამედიცინო პერსონალს მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში დახვდათ. მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა. გადაუდებელი დახმარების გაწევის შემდეგ, დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. დაკავებული მოზარდი მადრიდის პროკურატურის არასრულწლოვანთა განყოფილებას გადაეცა.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიციამ ორი წელი ისე წარმართა ყალბი კამპანია, რომ საბოლოო ჯამში, მათ დღეს ახალი კამპანიის წამოწყების რესურსი აღარ დაიტოვეს – ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიციამ ორი წელი ისე წარმართა ყალბი კამპანია, რომ საბოლოო ჯამში, მათ დღეს ახალი კამპანიის წამოწყების რესურსი აღარ დაიტოვეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, განახლებული კამპანია, რაც წამოიწყო დღეს ოპოზიციამ, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ორი წელი ჩვენ გვახსოვს, წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, იყო ფატალური შედეგის დადგომის რისკი, ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართებოდა ეს კამპანია. საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ცარიელი ტყუილი და დღეს ვხედავთ, რომ მან…

მეტი...

აშშ-სთან პარტნიორობაში წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე – ირაკლი კობახიძე

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამერიკასთან პარტნიორობაში “წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე”. ,,წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეულია გამოვლინება იმისა, რომ შესუსტებული იყო თითქოს ინტერესის სტატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითად, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის უკვე არაერთი წელია, დაახლოებით 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება პროტოკოლურ საკითხებშიც, მაგალითად, მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით ალბათ უკვე მერვე წელია, უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის კუთხითაც არ გვაქვს…

მეტი...

ვეთინგს რაც შეეხება, ასეთი პროცესები ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკური კონტროლი სასამართლო სისტემაზე – ირაკლი კობახიძე

„ვეთინგს რაც შეეხება, ვეთინგით დავიწყებ, მიზანი არის ნათელი, რისთვისაც იქნა გამოყენებული მსგავსი პროცესები 2004 წლამდე, 2004 წლის შემდეგ, იგივე მიზნით სურთ ამ პროცესის დაწყება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ასეთი პროცესები ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკური კონტროლი სასამართლო სისტემაზე, იმისათვის, რომ მოხდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფა, რაც მიუღებელია „ვეთინგს რაც შეეხება, ვეთინგით დავიწყებ, მიზანი არის ნათელი, რისთვისაც იქნა გამოყენებული მსგავსი პროცესები 2004 წლამდე, 2004 წლის შემდეგ, იგივე მიზნით სურთ ამ პროცესის დაწყება ჩვენს ქვეყანაში, ასეთი პროცესები ხშირად გამოიყენება იმისათვის,…

მეტი...

საპარლამენტო დელეგაციის წევრები ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავენ

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ნატო-ს შტაბბინაში, საჯარო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კარმენ რომეროს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე და მისიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მხარეებმა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ მიმდინარე ღონისძიებაზე და აღნიშნული მიმართულებით ნატო-საქათველოს თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე გამახვილდა.

მეტი...

,,ივანიშვილზეა დამოკიდებული, ჩაერთვება თუ არა ის საარჩევნო კამპანიაში” – ირაკლი კობახიძე

ივანიშვილზეა დამოკიდებული, ჩაერთვება თუ არა ის საარჩევნო კამპანიაში. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ,,ეს არის მასზე დამოკიდებული, მის ხედვაზე. ჯერჯერობით არ გვქონია საუბარი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკაზე. გვექნება შეკრებები, დაიგეგმება დაარჩევნო კამპანია. პირველ რიგში, მასზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ხედავს ის საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებას”, – ამბობს კობახიძე.

მეტი...

კახეთში ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა – არიან დაშავებულები

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. თვითმხილველების ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ჯერ “ფორდის” მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა, შემდეგ კი გადატრიალდა. მგზავრებმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კახეთის ორ კლინიკაში გადაიყვანეს. მგზავრები სოფელ ფშავლიდან თბილისის მიმართულებით მიდიოდნენ. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მეტი...

თბილისში შვილმა მამა მოკლა

თბი­ლის­ში, გლდანში, შვილ­მა მამა მოკ­ლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმდინარეობს. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა, კოჯორსა და პარლამენტთან, იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. ის ჯერ კოჯორში იმყოფებოდა მემორიალთან, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტთან მივიდა. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ცერემონიალზე არ მიიწვია. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ღონისძიებაზე “პრეზიდენტის მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა”.

მეტი...

რესპუბლიკურის მედპერსონალი დღეს ირაკლი კობახიძეს შეხვდება

დღეს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ექიმების ნაწილი დაწყებულ რეორგანიზაციასა და შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილებას უკვე ერთ თვეა აპროტესტებს. მათთვის ასევე მიუღებელია ის არგუმენტაცია, რომლითაც მედიკოსებისთვის კომპენსაციების გაცემა ხდება. პროტესტის მონაწილე ექიმების ნაწილი ამბობს, რომ შეუსაბამობაა სამთავრობო დებულებასა და რესპუბლიკურის მიერ მიღებული თუ გამოცემული ბრძანების შინაარსს შორის. ექიმებსა და პრემიერს შორის შეხვედრა 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

მეტი...

ირაკლი კობახიძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა პარლამენტის თავმჯდომარესთან − შალვა პაპუაშვილთან ერთად იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ირაკლი კობახიძე პარლამენტში არსებულ ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

მეტი...

შურისძიების მიზნით, სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრები გოგოს ოჯახის წევრს გაუგზავნა – დაკავებული 1 პირი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, თბილისში მცხოვრები 1995 წელს დაბადებული ნიგერიის მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები დაზარალებული გოგო გაცნობის გვერდის საშუალებით, ნიგერიის მოქალაქეს დაუახლოვდა და ინტიმური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რა დროსაც დაზარალებული თავისი შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ბრალდებულს ნებაყოფლობით უგზავნიდა. გარდა ამისა, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დროს, ბრალდებული, ფარულად, დაზარალებულის თანხმობის გარეშე მას მობილური ტელეფონით ვიდეოებს უღებდა. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2022 წლის ივნისში, ნიგერიის მოქალაქე დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა. 2022 წლის სექტემბერში, ბრალდებულმა,…

მეტი...

ლავროვის თვითმფრინავს ბრაზილიაში საწვავის შევსებაზე უარი უთხრეს

ლავროვის თვითმფრინავს ბრაზილიაში საწვავის შევსებაზე უარი უთხრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს რიო-დე-ჟანეიროში, G20-ის სამიტზე სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა, იქიდან კი დედაქალაქში გაფრენას და ბრაზილიის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავდა. არსებული ინფორმაციით, ლავროვის თვითმფრინავს საწვავი სჭირდებოდა, თუმცა ბრაზილიელმა ოპერატორებმა აშშ-ის სანქციების შიშით მას უარი უთხრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან დამგზავრება შესთავაზეს. ცნობილია, რომ ლავროვს ბრაზილიიდან სხვა რუსული თვითმფრინავი წაიყვანს.

მეტი...

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ქვეითს მანქანა დაეჯახა. 61 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს. როგორც გამოცემას საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტი მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მეტი...

პრეზიდენტის მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა – პაპუაშვილი იუნკრების ხსოვნის დღის ღონისძიებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიასთან განმარტებას აკეთებს თუ, რატომ არ მიიწვია პარლამენტმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. ,,წელს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული. შარშან ის მოწვეული იყო და არ მოვიდა ამ ღონისძიებაზე, კითხეთ მას მიზეზი, არ ვიცი რატომ არ მოვიდა, შესაბამისად ის შარშანაც არ იყო და წელსაც არ მოგვიწვევია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

პრეზიდენტი პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ცერემონიალზე არ მიიწვია

პრეზიდენტი პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ცერემონიალზე არ მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვიეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის”, – ნათქვამია პრესსამსაუხირს განცხადებაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 13:00 საათზე, 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, რის შემდგეგაც პრეზიდენტი ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას.

მეტი...

მაშანტაჟებენ, სურთ, რომ ალექსეი ნავალნი ფარულად დამარხონ – რუსი ოპოზიცონერის დედა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედა აცხადებს, რომ მას შვილის ცხედარი აჩვენეს. „ახლახან გამოვედი ქალაქ სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტის შენობიდან. თითქმის დღე-ღამე გავატარე იქ გამომძიებლებთან და კრიმინალისტებთან ერთად. ადვოკატი მათ მხოლოდ დღეს, სადილის შემდეგ შეუშვეს. გუშინ საღამოს მათ საიდუმლოდ წამიყვანეს მორგში, სადაც ალექსეი მაჩვენეს. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მათთვის ცნობილია გარდაცვალების მიზეზი, მზად აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი, რომლებიც ვნახე, ხოლო გარდაცვალების სამედიცინო ცნობას მე ხელი მოვაწერე. კანონით მათ მაშინვე უნდა გადმოეცათ ალექსეის ცხედარი, თუმცა ეს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ“, – განაცხადა ლუდმილა ნავალნაიამ. როგორც მან აღნიშნა, ემუქრებიან, აშანტაჟებენ და პირობებს უყენებენ,…

მეტი...

ჯო ბაიდენი ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს შეხვდა

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კალიფორნიაში ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს შეხვდა. „პრეზიდენტმა აღფრთოვანება გამოხატა ალექსეი ნავალნის არაჩვეულებრივი გამბედაობისა და მისი ბრძოლის მიმართ კორუფციის წინააღმდეგ, ასევე, თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთისთვის, სადაც კანონის უზენაესობა ყველაზე თანაბრად ვრცელდება“, – წერია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის ოჯახთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ნავალნის ღვაწლი გაგრძელდება იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მთელ რუსეთსა და მთელ მსოფლიოში გლოვობენ მის გარდაცვალებას და იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის. „პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია ხვალ რუსეთის წინააღმდეგ ახალი დიდ სანქციების შესახებ განაცხადებს ალექსეის სიკვდილის, რუსეთის რეპრესიებისა,…

მეტი...

„შაბათ დღეს არის ნამყოფი კონი აილენდის საავადმყოფოში, ორშაბათიდან დაიკარგა“ – ამერიკაში მესამე დღეა ქართველ ბიჭს ეძებენ

მესამე დღეა, ოჯახის წევრები აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს, კობა ძიგრაშვილს ეძებენ. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრი, ირმა ადეიშვილი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლოს 36 წლის ახალგაზრდა კაცი ბრუკლინიდან ლონგ-აილენდზე მიდიოდა ცისფერი Toyota Prius-ით. კობა კონი აილენდის საავადმყოფოში შაბათს, 17 თებერვალს იმყოფებოდა. მისი კვალი ორშაბათიდან – 19 თებერვლიდან იკარგება. „კონი აილენდის საავადმყოფოში შაბათ დღეს არის ნამყოფი, ორშაბათიდან დაიკარგა ეს ბიჭი. ყველა და ყველგან ეძებს, სადაც და ვისთანაც კი შეხება ჰქონდა… ეძებს პოლიცია და საელჩოც“, – წერს მარი ტყეშელაშვილი.

მეტი...

ამოღებულია ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პვპ და სხვა – თეიმურაზ კუპატაძე

შინაგან საქამეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა, მათ შორის 27 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ,,მიმდინარე წლის დასაწყისიდან შსს-სა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებულია, აქედან 27 ნარკორეალიზატორია. მათ შორის არიან ისეთები, ვინც, ხელიდან ხელში გასაღებით ახდენენ რეალიზებას, არიან, ე.წ. დამდებები, ასევე არიან უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც სხეულის მეშვეობით შემოჰქონდათ საქართველოს საზღვარზე ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულია, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბრალდებულების მითითებული ლოკაციებიდან, მათი საცხოვრებელი სახლებისა და…

მეტი...

ვრცელდება კადრები, როგორ გამოჰყავთ ბავშვები წყალში ჩავარდნილი ავტომობილიდან (ვიდეო)

უხვმა ნალექმა რიო-დე-ჟანეიროში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ზოგ რაიონში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. დატბორილია საავტომობილო გზები, ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია. სტიქიამ 8 ადამიანი იმსხვერპლა. 100-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

მეტი...

ჯანმო ღაზის საავადმყოფოში ჩარჩენილი პაციენტების ევაკუირებას აპირებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ღაზის ნასერის საავადმყოფოში ჩარჩენილი დაახლოებით 140 პაციენტის ევაკუირებას აპირებს. ,,ჯანმო გააგრძელებს კრიტიკულად დაავადებული და მძიმედ დაჭრილი პაციენტების ევაკუაციას ნასერის საავადმყოფოდან სამხრეთის სხვა საავადმყოფოებში, მათ შორის რაფაში, საველე ჰოსპიტლებში. თუმცა ეს ძალიან რთული და მაღალი რისკის მისიაა”, – განუცხადა გაეროს სააგენტოს აიადილ საფარბეკოვმა პრესკონფერენციაზე. ისრაელში ამბობენ, რომ „ჰამასი“ საავადმყოფოებს ფარად იყენებს. „ჰამასი“ კი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის განადგურების საბაბია.

მეტი...