სახლში მამის, დედის და 2 შვილის ცხედრი იპოვეს

META-ს ყოფილი იჟინრის ოჯახი მოკლული ოპოვეს. კალიფორნიის შტატში, სახლში,  ცოლ-ქმარი ორ შვილთან ერტად იყო მოკლული. პირველადი ინფორმაციით, რომელსაც ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს, ახალგაზრდა მამაკაცმა მეუთლე და შვილები დახოცა და საიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაწყებულია გამოძიება.  

მეტი...

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, 3 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ  ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი გახდა მათი თანამშრომლის პირადი მიმოწერის შესახებ ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან, რის გამოც მათ აღნიშნულ თანამშრომელზე შურისძიება და მისი დასჯა გადაწყვიტეს. ბრალდებულებმა თანამშრომელს 11 იანვარს, გორის რაიონის სოფელ ახალშენში, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე, ბრალდებულები დაზარალებულს, ჩადენილი საქციელის აღიარებას აიძულებდნენ და ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე სამხედრო ნაწილში აღნიშნულზე არაფორმალური რეაგირებით ემუქრებოდნენ. სამივე ბრალდებულის  მიერ მუქარისა და სასტიკი მოპყრობის გამო, ამ…

მეტი...

ისრაელმა ლიბანს შეუტია, არის მსხვერპლი

ისრაელის თავდასხმას ლიბანზე დაახლოებით 7 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. დაჯგუფება „ჰეზბოლას“ განცხადებით, სამხრეთ ლიბანში თავდასხმების დროს მათი ორი მებრძოლი მოკლეს. ისრაელის მხარე  კი განმარტავს, რომ  რომ „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურას ჩრდილოეთ ისრაელზე ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ დაარტყა.

მეტი...

იძებნება კაცი, რომელიც 14 წლამდე დის შვილს სისტემატიურად აუპატიურებდა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2006 წლიდან 2013 წლამდე  დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დის შვილს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენიდან 9 წლის მერე მიმართა, ჩატარებული ეფექტური გამოძიების შედეგად ბრალდების მხარემ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება დადასტურდა. ვინაიდან ბრალდებული იმყოფება საზღვარგარეთ, მას…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში გაემგზავრა

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. 16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა (Better Safe Than Sorry: Securing NATO’S Easters Flank Readiness),” – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მეტი...

„ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო?“ – ვაშაძე ღარიბაშვილს  

„ქუთაისში რომ ჩახვალ, ქალაქი დაცლილია, ქუთაისელებს რა უნდა უთხრა, ვისი ბრალია ეს ყველაფერი?! ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო?“ – ასე მიმართავს გიორგი ვაშაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც დღეს რეგიონების შემოვლა დააანონსა. „ალბათ, თქვენთვისაც ძალიან მძიმე იყო მოსასმენად ირაკლი ღარიბაშვილი, ისევე როგორც ჩემთვის. საშინელი სიძულვილის ენა, საშინელი რიტორიკა, რომელიც მისგან მოდის. არაფერი იმაზე, რაც ხალხს უჭირს, როგორ აპირებენ სამუშაო ადგილების შექმნას, როგორ აპირებენ უპასუხონ იმ ადამიანებს, ვინც იძულებულია ქვეყნიდან წავიდეს, არანაირი სინანული იმასთან დაკავშირებით, რაც ხალხს ნამდვილად აწუხებს, მხოლოდ სიძულვილი და ძალაუფლებისთვის ბრძოლა. რეგიონებში უნდა წავიდეო, ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში,…

მეტი...

ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში კაცმა თანასოფლელი დაჭრა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აფენში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ადამიანი დაჭრეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 53 წლის კაცს თანასოფლელმა სანადირო თოფიდან სამჯერ ესროლა. კაცი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს.

მეტი...

უკრაინამ რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას სსკ-ის 7 მუხლით ბრალი წაუყენა

რუს ოლიგარქს, ოლეგ დერიპასკას უკრაინამ სისხლი სამართლის კოდექსის 7 მუხლით დაუსწრებლად ბრალი წაუყენა. დერიპასკა და მისი უკრაინელი ბიზნესპარტნიორები ბრალდებული არიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის დაფინანსებაში. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დააკავეს ოლიგარქის 2 ბიზნეს პარტნიორი – სამთო კომპანია „კვარციტების გლუხივის კარიერის“ დირექტორი და ამავე დაწესებულების კურატორი, უკრაინის მოქალაქე, რომელმაც 2021 წელს რუსეთის ფედერაციაში ბინადრობის ნებართვა მიიღო. გამოძიების მასალების მიხედვით, ეს ორი პირი დაეხმარა რუს ოლიგარქს კარიერის საწარმოო ობიექტების მითვისებაში 2012 წელს, მიუხედავად მათი გაყიდვის აკრძალვისა. მათივე ცნობით, ნედლეულს ოკუპანტები ასევე იყენებდნენ მოიერიშე თვითმფრინავებისა და სარადარო სისტემების სერიული წარმოებისთვის. შეგახსენებთ,…

მეტი...

კაცი არასრულწლოვან დისშვილს 7 წლის განმავლობაში აუპატიურებდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელიც 2006 – 2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. ,,დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა.  გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის  მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად,” – ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მეტი...

დიდი ალბათობით, საჭირო გახდება სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა – თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების საფუძველი მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და პატრიარქის მდივან რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის ხელწერილი გახდა, – ამის შესახებ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა. ,,როგორც იურისტმა ამიხსნა, არანაირი პირობა არ დევს, არც სამაჯური არც შინაპატიმრობა, არ პირობითი. დასაბუთება იყო, როგორც ადვოკატი ამბობს, ჯანმრთელობის გაუარესება და ამ საქმეში ე.წ. დაზარალებულის, შორენა თეთრუაშვილის ხელწერილი”, – თქვა მამალაძემ. მისივე თქმით, დეკანოზის დაწყებული აქვს კუნთების ატროფია და სავარაუდოდ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ. ,,უახლოს დღეებში დიდი ალბათობით, საჭირო გახდება მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, გამომდინარე იქიდან, რომ ის ექიმები, რომლებიც შედიოდნენ საპყრობილეში და უტარებდნენ კვლევებს, მათი რეკომენდაცია…

მეტი...

სააპელაციომ შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს, გირაო პატიმრობით შეუცვალა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა. პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით…

მეტი...

,,როდესაც ეს შეხვედრა მოხდება, ადამიანმა უნდა შეიყვაროს მაცხოვარი და სამუდამოდ დარჩეს მასთან მარადისობაში” – მეუფე შიო

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 15 თებერვალს, მირქმის, ანუ უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. საპატრიარქო მეუფე შიოს ქადაგებას ავრცელებს: ,,ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული… მაცხოვარი სწორედ ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ყოველ ჩვენგანს შეხვდეს.. მას სურს ყოველ ჩვენგანთან შეხვედრა და გვაძლევს კიდეც ამის შესაძლებლობას ეკლესიაში… როდესაც ეს შეხვედრა მოხდება, ადამიანმა უნდა შეიყვაროს მაცხოვარი და სამუდამოდ დარჩეს მასთან მარადისობაში. ეს არის მიზანი სულიერი ცხოვრებისა. ეს უნდა შევძლოთ ჩვენც, უნდა ვისწრაფოთ ამისკენ და ჩვენს შვილებსაც ეს უნდა ვასწავლოთ” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება მირქმის დღესასწაულზე. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა…

მეტი...

პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ლუბინში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები 41, 42 და 46 წლის ქართველები არიან, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელ ბინებში შეჭრა და ფულისა და ძვირფასეულობის მოპარვა ედებათ. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა რამდენიმე ათასი ზლოტის ოდენობის ნივთები და ფული მოიპარეს. დაკავებულებს სასამართლომ უკვე მიუსაჯა 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მეტი...

ბელგოროდში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება იყო – არიან დაღუპულები

რუსეთის სასაზღვრო ქალაქ ბელგოროდში, სავაჭრო ცენტრში აფეთქებება მოხდა. რუსული პროპაგანდისტული გამოცემები წერენ, რომ თავდასხმა უკრაინული მხარის მიერ არის განხორციელებული. უკრაინული წყაროები კი ამბობენ, რომ სავაჭრო ცენტრს რუსების მიერ გაშვებული რაკეტიდან ჩამოვარდნილი ნაწილები მოხვდა. ბელგოროდის გუბერნატორი ოფიციალურად 5 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს. მისივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის არიან არასრულწლოვანებიც. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კიევს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

მეტი...

როგორ შეიძლება თქვენ კითხვას სვამდეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში კორუფციასთან დაკავშირებით? – ირაკლი ღარიბაშვილი

როგორ შეიძლება თქვენ კითხვას სვამდეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში კორუფციასთან დაკავშირებით? ეს ხომ ძალიან დიდი უსამართლობაა, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ფორმულას“ ჟურნალისტს. „მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ ჩემი პრემიერობის დროს, ამას ყოველთვის სიამაყით ვიტყვი, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო საქართველო. მთავრობის ეფექტიანობის, მთავრობის კეთილსინდისიერების კუთხით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ყველა მიმართულებით, ჩემი მთავრობა, ჩემი პრემიერობის დროს იყო მოწინავე, საუკეთესო პოზიციებზე. გნებავთ, უსაფრთხოების რეიტინგებში, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ჩვენ ვართ საუკეთესო ათეულსა და ოცეულში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამბიციაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს…

მეტი...

სემეკმა საირიგაციო სისტემაზე ხელშეკრულების სტანდარტული ფორმები და შპს „საქართველოს მელიორაციის“ მომსახურების ქვითრის ფორმა დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო სისტემაზე ხელშეკრულების სტანდარტული ფორმები და შპს „საქართველოს მელიორაციის“ მომსახურების ქვითრის ფორმა დაამტკიცა. სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სტანდარტული ფორმებთან მიმართებით მოიცავს პროფილური და არაპროფილური მომხმარებლის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ფორმებს, წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების ფორმას, მიწოდების წერტილზე წყლით სარგებლობისა და მიწოდების განრიგზე წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ შეთანხმების ფორმასა და არაპროფილური მომხმარებლის საწარმოო დანიშნულებით წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით მომსახურების სტანდარტულ ხელშეკრულებას. ასევე, ცალკე გადაწყვეტილებით დამტკიცდა შპს „საქართველოს მელიორაციის“ მომსახურების ქვითრის ფორმა. სემეკმა ირიგაციის სექტორის რეგულირება 2023 წლიდან დაიწყო. კომისიამ დაამტკიცა „საირიგაციო წყლის მიწოდების წესები“, რომელიც სრულად ამოქმედდა 2024…

მეტი...

მსახიობი, ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა

მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ქართული კინოს მშვენება,ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112“, – წერს ეკა ხერხეულიძე.

მეტი...

ვაფუძნებთ რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას საქართველოში, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან არჩევნების მონიტორინგზე – ჰერჩინსკი

ვაფუძნებთ რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას საქართველოში, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან არჩევნების მონიტორინგზე, – თქვა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. ,,მე იმედი მაქვს, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ ასევე საარჩევნო პროცესი იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის მეორე ნაბიჯი იმ ცხრიდან, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას. მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ გუშინ გადაწყვიტა მიემართა ეუთო-ოდირისთვის და ეთხოვა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა, ჩვენი წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ეუთოს წევრები არიან, ასევე მხარს უჭერენ ამას. რა თქმა უნდა, ჩვენც, როგორც ევროკავშირი, ვაფუძნებთ რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აქ საქართველოში, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან არჩევნების მონიტორინგზე. ასე…

მეტი...

სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან – ირაკლი ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პირველ ბრიფინგს მართავს. მან პრეზიდენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღალატი ჩაიდინა. კითხვა ეხებოდა ფაქტს, რომ ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაში მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას. ,,მე პირდაპირ ვიტყვი, ახლა უკვე ჩემ თავს მივცემ უფლებს, ვინაიდან აღარ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი და პარტიის ხელმძღვანელი ვარ, სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი, თითოეული ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში, ჩვენი გადმოსახედიდან, ის არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, მან უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, არაერთგზის და სამწუხაროდ, აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. რა შეიძლება ამაზე გიპასუხოთ, გარდა იმისა, რომ სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და…

მეტი...

მარტიდან, 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას – ირაკლი ღარიბაშვილი

მარტიდან, 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, ჩვენი მიზანია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის რანგში პირველ ბრიფინზე განაცხადა. ,,მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, მექნება 10 გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხდე პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, აქტივს მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს, მთავარი მიზანი ამ შეხვედრების იქნება წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის, ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის, ჩვენი გაცხადებული მიზანი არის მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე, ამისთვის საჭიროა ჩვენი რესურსების, ჩვენი აქტივის მობილიზება, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი  შედეგი.…

მეტი...

საზოგადოების ისეთი დიდი მხარდაჭერა, როგორიც დღეს „ქართულ ოცნებას” აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია – კახა კალაძე

„ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შესაძლებლობა, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ კითხვას, თუ რისთვის ემზადება მმართველი პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის. კახა კალაძის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ დღეისათვის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. „როგორც ყოველთვის „ქართული ოცნება“ ემზადება გამარჯვებისთვის – იმისთვის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. ძალიან დიდია საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, რამდენ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ასეთი მხარდაჭერა როგორიც „ქართულ ოცნებას“ აქვს დღეს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ხელისუფლებამ…

მეტი...

სააპელაციომ გააუქმა განჩინება, რომლითაც შსს-ს ჩემ პოზიციაზე სხვისი უვადოდ დანიშვნა ეკრძალებოდა – გოგა რაზმაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით გაუქმდა წინა ინსტაციის მიერ გამოცემული დროებითი განჩინება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრძალული ჰქონდა მის პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, გოგა რაზმაძემ განაცხადა. ,,თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი განჩინება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრძალული ჰქონდა ჩემს პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, უახლოვეს პერიოდში გამოჩნდება, აღნიშნულს რა ,,მსუსხავი” ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. მე რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით”, –…

მეტი...

ენმ-მ კახა კალაძეს სასამართლო დავა მოუგო

ნაციონალურმა მოძრაობამ კახა კალაძეს სასამართლო დავა მოუგო. საქმე ეხება გლდანში, ხევძმარას ხეობაში 3 მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას. მშენებლობის დასაწყებად მერია სახელმწიფოსგან 15 000 კვ მეტრი ფართობის 1 ლარად გადაცემას მოითხოვდა. თუმცა, ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს დეპუტატების არგუმენტები, რომ ამ ადგილზე მშენებლობა გენერალურ გეგმას არღვევდა და მოსახლეობისთვისაც საფრთხის შემცველი იყო, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა და ქონების 1 ლარად გადაცემის პროცესი შეაჩერა.  

მეტი...

„არ ვიცი, ვინ იკადრა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე” – კახა კალაძის კომენტარი მიუნხენის კონფერენციის ანგარიშზე

„ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, რომელიც შენიღბულია ლობიზმით“ – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიუნხენის კონფერენციის ანგარიში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც „პრორუსი ოლიგარქი“. კახა კალაძის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ მიიღება ასეთი დოკუმენტები და არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა. „არ ვიცი, ვინ იკადრა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე. ვნახეთ, როგორ აკეთებენ ასეთ განცხადებებს – ამაში იღებენ ფულს და შენიღბულია როგორც ლობიზმი. ხომ ნახეთ, FARA-ს დოკუმენტაციაში არაერთი ასეთი ფაქტი იყო დაფიქსირებული, რომ თანხის გადახდით რეზოლუციებს იღებენ. მე ხომ არ ვიგონებ ამას. კონკრეტულ ფაქტზე ვსაუბრობ. საზოგადოებამ ნახა, როგორ მიიღებოდა რეზოლუციები, რომელზეც…

მეტი...

,,ციხე უნდა გაეტეხათ, დებოშით გამოეყვანათ, თუ რა უნდა მომხდარიყო?!” – მიტროპოლიტ დიმიტრის პრესსპიკერი

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ ილია ხინიკაძის განცხადებით, მეუფე დიმიტრი სხვადასხვა დროს, ორჯერ მიმართა პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პრეზიდნტ ზურაბიშვილს, ასევე პრემიერ ღარიბაშვილს დეკანოზის შეწყალების თაობაზე. ,,რაც შეეხება არ დამიდგა გვერდში როცა საუბრობს, რა უნდა მომხდარიყო, ციხე უნდა გაეტეხათ, დებოშით გამოეყვანათ, თუ რა მდგომარეობა უნდა შექმნილიყო?!”, – ამბობს სასულიერო პირი. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში, დეკანოზმა სინანული გამოთქვა, რომ მას მეუფე დიმიტრი არ დახვდა და “არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა”.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს – შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. „სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, ის არ წარმოადგენს საქართველოს, ამიტომ ეს არის მისი, კერძო პირის ყოფნა იქ. ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი, მას საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია, სადაც, როგორც უნდა, ისე მოიქცევა. მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადასტურებული არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. რა თქმა უნდა, პარლამენტს უნდა მიეღო მაშინ გადაწყვეტილება მისი იმპიჩმენტის შესახებ. ერთადერთი მიზეზი რატომაც პარლამენტში ვერ შეგროვდა პარლამენტის წევრების 2/3 არის „ნაციონალური მოძრაობის“…

მეტი...

ომბუდსმენი დეკანოზ მამალაძის გათავისუფლებას დადებითად აფასებს

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების ფაქტს. მათივე ცნობით, დაახლოებით 3 თვის წინ, სახალხო დამცველმა თავად მიმართა იუსტიციის მინისტრს, გიორგი მამალაძის შინა პატიმრობაში გადაყვანისა ან ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის რეკომენდაციით. ,,სახალხო დამცველი დადებითად აფასებს გიორგი მამალაძის გათავისუფლების ფაქტს. დაახლოებით 3 თვის წინ, სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭომ 2024 წლის 14 თებერვალს დაასრულა საკითხის განხილვა და გიორგი მამალაძე გათავისუფლდა. სახალხო დამცველის რეკომენდაციაში განსაკუთრებული…

მეტი...

,,შავ ზღვას რუსული ობიექტებისგან ეტაპობრივად გავწმენდთ” – ზელენსკი

,,შავ ზღვას რუსული ობიექტებისგან ეტაპობრივად გავწმენდთ”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ,,მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მადლობა მთავარი დაზვერვის სამმართველოს ჯარისკაცებს – მე-9 დეპარტამენტის მე-13 ჯგუფს! ჩვენ დღეს შავ ზღვაში უსაფრთხოების დონე გავზარდეთ და ჩვენს ხალხს მეტი მოტივაცია მივეცით. ეს მნიშვნელოვანია. შავ ზღვას რუსული ტერორისტული ობიექტებისგან ეტაპობრივად გავწმენდთ”, – თქვა ზელენსკიმ.

მეტი...

გიორგი ფანგანი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან (AFD). მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები. სემეკის წევრმა სააგენტოს წარმომადგენლებს გააცნო ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა. გარდა ამისა, გიორგი ფანგანმა მათ მიაწოდა ინფორმაცია მწვანე ენერგიის განვითარებაში სემეკის როლის, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის არსებული და სამომავლო მოდელების რეგულაციების შესახებ. სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკის სექტორში რეგულირებასთან დაკავშირებული რეფორმების სწრაფი და შეუფერხებელი განხორციელებისთვის, სააგენტოს მიერ კომისიის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე.

მეტი...

არ მინდა ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ – კამერონი

,,არ მინდა ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ”. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევით კამერონმა განაცხადა. მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაწევის აუცილებლობის კონტექსტში ისაუბრა და აშშ-ის სენატს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის, ტაივანისთვის და ისრაელისთვის გამოყოფილ სამხედრო დახმარების პაკეტს. ,,არ მინდა ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა ან ვაჩვენოთ პასუხის გაცემის გაუბედაობა, როგორც ეს მოხდა 2014 წელს, როცა პუტინმა ყირიმი და დონბასის დიდი ნაწილი დაიპყრო – ის 2022 წელს დაბრუნდა და მისი აგრესია ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდა. მე მინდა…

მეტი...

კანადა უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით 46 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

კანადა უკრაინას, F-16 ფლოტის მხარდასაჭერად, დამატებით 46 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. ,,კანადა 60 მილიონი დოლარის ოდენობით ახალ კონტრიბუციას შეიტანს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის საჰაერო ძალების განვითარების კოალიციაში”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. ეს თანხები მოხმარდება F-16 თვითმფრინავების უკრაინის მომავალი საჰაერო ფლოტის მომსახურებას. კერძოდ, ისინი მიმართული იქნება სათადარიგო ნაწილების, იარაღის სადგურების, ავიონიკისა და საბრძოლო მასალის შეძენაზე.

მეტი...

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. 2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო – ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე – ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება. ახლახან, პროგრამა გაფართოვდა 3 ახალი კლინიკა დაემატა – ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ უკვე აწვდიან. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში. ჯანდაცვის სამინისტრო, აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ…

მეტი...

მისი სურვილი იყო ციხეში ცოლ-შვილი, დედა, ბავშვები არ შესულიყვნენ – გიორგი მამალაძის დედა

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია. მედიასთან კომენტარი გააკეთა დეკანოზის დედამ, რომელმაც შვილი 7 წლის შემდეგ პირველად ნახა. ,,თვითონ მამაოს სურვილი იყო, რომ ცოლ-შვილი, დედა, ბავშვები არ შესულიყვნენ. არ გვენახა. ტელეფონზეც ძალიან დიდხანს არ გვქონია კომუნიკაცია. მე პირადად ემოციის ფონზე, მიუხედავად იმისა, ძლიერი კი ვარ, მაგრამ სულ მეტირებოდა, მერე თვითონაც ნერვიულობდა და ვცდილობდი ყოველთვის არ დავლაპარაკებოდი”, – ყვება დედა.

მეტი...

პუტინი ნანობს, რომ უკრაინაში ომი უფრო ადრე არ დაიწყო

ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ ომი უკრაინაში კრემლს არ დაუწყია, არამედ მის შეჩერებას ცდილობს. ამავე დროს, ინტერვიუში, რომელიც მან “როსია 1-ის” ჟურნალისტ, პაველ ზარუბინს მისცა, ნანობს, რომ ომი უფრო ადრე არ დაიწყო. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ნარატივი, რომ უკრაინაში ომის დაწყების მიეზი გახდა მისი ამჟამინდელი ხელისუფლების “უარი მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე და უწყვეტი თავდასხმები მრავალი მსხვერპლით” ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებზე. ,,როგორც ვთქვი, ჩვენ ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ მის შეჩერებას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ჩვენ შევეცადეთ ამის გაკეთება მშვიდობიანი გზით – მინსკის შეთანხმებების დახმარებით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილმა კანცლერმა, და…

მეტი...

ბოლნისში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბაკიშლარში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა 24news ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ერთ-ერთი მანქანის, VAZ 21-07-ის, მძღოლი და მგზავრი ემსხვერპლა. ცნობილია, რომ ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

კიევში, ლვოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო შეტევა იყო

კიევში, ლვოვში, ზაპოროჟიეში, დნეპრში მასიური სარაკეტო შეტევა იყო. ზაპოროჟიის რეგიონალური ადმინისტრაცია Telegram-ზე წერს, რომ რაკეტა იქ არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა. რამდენიმე უკრაინულმა არხმა გაავრცელა ცნობა, რომ ხანძარი გაჩნდა ხმელნიცკის რეგიონში, ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევების გამო. ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი იუწყება, რომ ქალაქში დარტყმა იყო. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ ნაუჩნაიას ქუჩაზე, რამდენიმე სახლში მინები ჩაამტვრია. მსხვერპლზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. კიევის ქალაქის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ კიევის მიმართულებით ყველა რუსული რაკეტა ჩამოაგდეს და ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. პოლტავას სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს ცნობას, რომ მირგოროდის რაიონში, საწყობში მცირე ხანძარი გაჩნდა.…

მეტი...