ზელენსკი ბალკანეთის ქვეყნებს საბრძოლო მასალის ერთობლივ წარმოებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტმა ბალკანეთის ქვეყნებს საბრძოლო მასალის ერთობლივი წარმოება შესთავაზა, – ამის შესახებ განცხადება, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის დროს გააკეთა, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში იმართება.

,,ჩვენ ვხედავთ პრობლემებს საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობაზე და ჩვენ დაინტერესებული ვართ ერთობლივი წარმოებით თქვენთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ პარტნიორებს შესთავაზა უკრაინა-ბალკანეთის თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის ჩატარება კიევში, ან ბალკანეთის რეგიონის რომელიმე დედაქალაქში.

დღეს გამართულ ფორუმს ალბანეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნიასა და მონტენეგროს ლიდერები ესწრებიან.

მსგავსი თემები