ფინეთი უკრაინას 190 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს უგზავნის

ფინეთი უკრაინას 190 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების 22-ე პაკეტს უგზავნის. ცნობილია, რომ მიწოდების უსაფრთხოებისთვის, დახმარების შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროვდება. ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ, ფინეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება ჯამში 1,8 მილიარდ ევროს შეადგენს.

მეტი...

დაჭრილს, რამდენიმე საათია ოპერაცია უტარდება

რუსთავში, „სტამბოლის ბაზარში“ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე საათია ოპერაცია უტარდება. მისი ჭრილობები მრავლობითია. მამაკაცმა, რომელიც ბაზარში შეიჭრა, მას ე.წ. საფანტით მიაყენა ჭრილობები.   მამაკაცს დაზიანებული აქვს გულ-მკერდი, სახე, მუცლის მიდამოები, ბარძაყი და მარჯვენა ზემო კიდურები. შეგახსენებთ, რომ „სტამბოლის ბაზარში“ შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და ადამიანები დახოცა. 4 გარდაიცვალა. დამნაშავე დააკავეს.      

მეტი...

მუნიციპალიტეტებში, ტაქსის მძღოლები ნებართვის გარეშე ვერ იმუშავებენ

თბილისის მსგავსად, ყველა მუნიციპალიტეტში, ტაქსით მომსახურება სპეციალური ნებართვით იქნება შესაძლებელი.  ნებართვის გაცემა მინიმუმ 1 წლის ვადით მოხდება და მას ადგილობრივი მერია გასცემს. ნებართვის მოქმედების ვადას კი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს. ნებართვის გარეშე მგზავრის გადაყვანა ჯარიმდება. კერძოდ,  ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის…

მეტი...

,,ზურაბიშვილი გინდ შეიტანე ადმინისტრაციაში, გინდ გამოიტანე ქუჩაში, ერთი და იგივე შედეგია” – გურამ მაჭარაშვილი

,,ზურაბიშვილი გინდ შეიტანე ადმინისტრაციაში, გინდ გამოიტანე ქუჩაში ერთი და იგივე შედეგია”. ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვას, რომ ევროპული პლატფორმა გაფართოვდეს, უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა და პროცესებმა ათონელის რეზიდენციიდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლოს. ,,ხან ბორდი დაანონსა სააკაშვილმა, ხან ვივა მედში პოლიტსაბჭო, რაზეც თავისივე მხარდამჭერებმა უთხრეს უარი. უნდა შეეგუოს პატიმარი სააკაშვილი, რომ უკვე აღარავის აღარ სჭირდება, მათ შორის არც თავის მხარდამჭერებს. ჯერ ერთი, ის დააკონკრეტოს ნაცმოძრაობის რომელი ბორდის თავმჯდომარეობა უნდა – რომელი ნაცმოძრაობა – გვარამიას ნაცმოძრაობა, ხაბეიშვილის ნაცმოძრაობა, მელიას ნაცმოძრაობა თუ რომელი, თუ ეს…

მეტი...

,,2-3 დღე დამჭირდება, ორშაბათამდე ყველაფერში გავერკვევი” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. ,,ორი-სამი დღე დამჭირდება. ორშაბათს დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ, მანამდე დამჭირდება კონსულტაციები, ამისთვის ეს რამდენიმე დღე იქნება დატვირთული. მათ შორის მინდა, რომ უშუალოდ მივიღო ინფორმაცია სტიქიასთან დაკავშირებით, სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. დატვირთული დღეები იქნება, ორშაბათამდე ყველაფერში გავერკვევი, მათ შორის საკადრო საკითხებში და ორშაბათს გაგიზიარებთ ინფორმაციას”, – განაცხადა პრემიერმა. როგორც მან აღნიშნა, დეპუტატები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი, რომლებმაც პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლეს, დიდი ალბათობით, თანამდებობას შეინარჩუნებენ. ,,კონკრეტულად ეს ორი ადამიანი არის ღირებული კადრი, ისინი არიან პროფესიონალები, აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე…

მეტი...

ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი წარუდგინა

ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი წარუდგინა. ახალ მინისტრს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დახვდა, “რომელმაც მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა”. ,,პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ღირსეული სამსახურისთვის, ქვეყნის წინაშე ერთგულებისთვის და თითოეულ ჯარისკაცს თანადგომა აღუთქვა. ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრის მდიდარი პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილება ხაზგასმით აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ ის თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, წარმატებით გააგრძელებს უწყების მიერ დასახული გეგმებისა და რეფორმების განხორციელებას. მან ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ქართული ჯარის მიმართ პატივისცემა და თანადგომა…

მეტი...

​პროკურატურამ შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მეტი...

რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 36 წლის გიორგი ორველაშვილი დააკავეს

რუსთავის ბაზარში მომხდარი მკვლელობის სავარაუდო დამნაშავე 1988 წელს დაბადებული, 36 წლის გიორგი ორველაშვილია. სამართალდამცველებმა ის სროლიდან მალევე დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გამოყენება ედება. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელმა ე.წ სტამბოლის ბაზარში სროლა პირადი კონფლიქტის გამო დაიწყო და საკუთარ ბიძას ანგარიშსწორების მიზნით სანადირო იარაღიდან ესროლა, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მასთან ერთად სროლას კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 ხორცპროდუქტების გამყიდველი, ერთი კი ტაქსის მძღოლია. დაჭრილია დაკავებულის ბიძაშვილიც. ,,ჩემი ნათლიის ძმისშვილია დამნაშავე. გიჟი, რომელმაც 2 თვის წინ ნაქირავებში დატოვა ჩართული ყველაფერი, გადაწვა სახლი და წავიდა. პოლიციამ გაიგო…

მეტი...

,,ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

,,ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. დაღუპული სოფელ ოზაანის მკვიდრი შალვა ხატიაშვილია. არსებული ინფორმაციით, კახეთის რეგიონიდან კომპანიის 4 თანამშრომელი იმერეთში, საჩხერის რაიონში იყო გაგზავნილი. ჯგუფი სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად მუშაობდა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ელექტრობოძი გადატყდა, რასაც კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ხატიაშვილი 48 წლის იყო, მას ცოლი და სამი შვილი დარჩა. კომპანიამ 6 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერმა ქარმა, წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახურის დამატებითი ბრიგადები მცხეთა-მთინეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან სტიქიის ადგილებზე გაგზავნეს.

მეტი...

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 7 წავიდა. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებების განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების დანიშვნაში ფორმალური მონაწილეობაც აღარ შეეძლება და ცესკოს კონტროლი სრულად მმართველი პარტიის ხელში გადადის. უქმდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო არჩეული. კანონპროექტის ხელახლა ინიცირებით “ოცნებამ” ვენეციის კომისიის დასკვნა არ გაითვალისწინა, სადაც პირდაპირ ეწერა,რომ შემოთავაზებული ცვლილებები უდროო და საკმაოდ დამაბნეველია. საერთაშორისო ორგანიზაციები პრობლემად მიიჩნევენ იმ ფაქტსაც, რომ პრეზიდენტის ჩართულობა ამ პროცესში მინიმალურია. მათი რეკომენდაციაა, შესარჩევი კომისია, რომელიც…

მეტი...

ზელენსკიმ ზალუჟნისა და ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

ზელენსკიმ უკრაინის ჯარების ყოფილ მთავარსარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა და “ოქროს ვარსკვლავის” ორდენი გადასცა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაში ვკითხულობთ, გმირის წოდება ზალუჟნიმ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და უკრაინელი ხალხის სამსახურში გამოჩენილი პირადი მიღწევებისთვის მიიღო. ამას გარდა, გმირის წოდება მიენიჭა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ კირილ ბუდანოვსაც – უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისთვის. ასევე, უკრაინელი ხალხის მიმართ თავგანწირული სამსახურისთვის.

მეტი...

რუსთავის ბაზარში დაჭრილი 26 წლის ახალგაზრდის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

რუსთავში ე.წ სტამბულის ბაზრობაზე დაჭრილი 26 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. ის რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. როგორც კლინიკის ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით აქვს მიყენებული. „პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ არის შემოყვანილი შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი, მცირე ზომის ჭრილობებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. ახლა ლაბორატორიული მკურნალობა უტარდება და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევაზეა შეყვანილი, რის შემდეგაც, გადაწყდება მკურნალობის შემდეგი ტაქტიკა. მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნება გულ-მკერდზე, სახეზე, მუცელზე, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე. ჭრილობები…

მეტი...

,,მზად ვარ , არჩევნებში პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე ვიყო” – მიხეილ სააკაშვილი

,,მზად ვარ , არჩევნებში პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე ვიყო”. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა. ,,ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს, ასე ვთქვათ ბორტს, ვიყო ამ ბორტის თავმჯდომარე, თუ ამას მხარს დაუჭერენ პარტიის რიგითი წევრები. მე მზად ვარ, რომ ამ არჩევნებზე ვიყო პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე. იმიტომ, რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. აქ წყდება საკითხი, საერთოდ გვექნება თუ არა მომავალი”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი...

,,არ გამოგივათ, ვერ მოგართვით, ცივი წყალი დალიეთ” – სააკაშვილი არჩევნების გაყალბებაზე

,,არ გამოგივათ, ვერ მოგართვით, ცივი წყალი დალიეთ”. ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი საარჩევნოდ ხმების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ 500 ათასი ხმა არჩევნებამდე “ქართულმა ოცნებამ” უკვე “მოიპარა”. სწორედ ამ ხმებით შეეცდება ოცნება ხმების მარტივად მიღებას, თუმცა, ამ გაყალბების თავიდან ასარიდებლად, მიხეილ სააკაშვილი აანონებს, ხმების მცველის სკოლის შექმნას, რის ფარგლებშიც მოქალაქეები გადამზადდებიან და სიების შედარება მოხდება. ,,მე ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას, ეს სკოლა ამოქმედდება ერთ თვეში, თვე ნახევარში, გავატარებთ ათასობით ადამიანს, რომელსაც ვასწავლით ამ სქემების ამოცნობას და აღკვეთას და მსოფლიოს შევატყობინებთ.…

მეტი...

„ლელოს“ ფუნქცია არის პოლიტიკური ლეღვის ფოთლობა“ – არჩილ თალაკვაძე

საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის სხდომა გრძელდება, სადაც პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის შემდეგ, ოპოზიციას „ლეღვის ფოთოლი“ არჩილ თალაკვაძემ უწოდა. „ლელო საბოტაჟს უცხადებს რეკომენდაციებზე მუშაობს და პაპუაშვილის მიერ შექმნილ ფორმატში არ ჩაერთო და „ნაცმოძრაობაზე“ უფრო მეტი „ნაცმოძრაობა“ გამოდგა ისეთი განცხადება გააკეთე. მართლა ვეთანხმები ბატონ მდინარაძეს. თქვენი მოქმედებით დაადასტურეთ, რომ ლელოს ფუნქცია არის პირდაპირი პოლიტიკური ლეღვის ფოთლის ფუნქცია, რომ აეფაროთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და შეასრულოს სიტუაციური როლი, რომელსაც დღეს ითავსებს“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მეტი...

,,ჩემი გასამართლება არის თითოეული თქვენგანის შეურაცხყოფა” – მიხეილ სააკაშვილი

,,ჩემი გასამართლება არის თითოეული თქვენგანის შეურაცხყოფა”, – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომის დარბაზში ჩართვის დროს გააკეთა. სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე საუბრობს და ამბობს, რომ მან პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და გადადგა, თუმცა, შედარებას აკეთებს 2019 წელთან, გავრილოვის ღამესთან, როდესაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას არ აუღია, მითუმეტეს არც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა არცერთი მაღალჩინოსნის. ,,ჩემი გასამართლება არის შეურაცხყოფა თითოეული ჩვენგანის.. ეს არის ეროვნული ღირსების შელახვა, რაც ხდება ამ დარბაზში, ეროვნული ღირსების შელახვაა, რაც ხდება ჩემ მიმართ და ამას მსოფლიო კარგად ხედავს,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.    

მეტი...

,,ზურაბიშვილის ადგილას რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას გადმოვიტანდი ქუჩაში” – მიხეილ სააკაშვილი

,,ზურაბიშვილის ადგილას რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას გადმოვიტანდი ქუჩაში”. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედიდან” საქალაქო სასამართლოზე ჩართვისას საუბრობს და სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება. ,,მე მინდა მივესალმო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ევროპული ერთიანობის პლატფორმის ინიცირებას.  ერთადერთი, ჩემი აზრი არის ის, რომ ახლა აღარ არის დისკუსიების დრო და უბრალოდ ლაპარაკის, ახლა დროა საქმეზე გადასვლის, კონკრეტული წინადადების ჩამოყალიბების, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესმენების და სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებისაც, მათ შორის, იმისათვის, რომ შევიმუშავოთ კონკრეტული რაღაცები”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც მან არნიშნა, შენობაში ხალხთან შეხვედრა ჰგავს ერთ წრეზე…

მეტი...

ბუნებაში ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს – კახა კალაძე

„ბუნებაში ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კონკრეტული ტელეკომპანიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი დაკავებული მებაჟე საკუთარ ჩვენებაში ყვება, რომ კახა კალაძეს სამშენებლო ბიზნესში ფინანსური ინტერესები აქვს და ტვირთებზე, რომელიც ქვეყანაში შემოდის, საბაჟო დოკუმენტების ფალსიფიცირება ხდება. „მცდელობა გაქვთ, სისულელეები გაავრცელოთ, სულ სპეკულაციებში და ინტრიგებში ხართ. მე ვაყალბებ დოკუმენტაციას? ამ სისულელეებს შეეშვით, ჩემი თხოვნა იქნება. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, ბუნებაში არ არსებობს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს ოდესმე – სპორტში, სპორტის მერე პოლიტიკაში. ვერ ნახავთ…

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი გახდა

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი გახდა. ინფორმაციას ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს. ,,წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში. ბევრი კარგი ამბები და დღეები, დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ,” – წერს გიორგობიანი. მიშა ფეიქრიშვილი ამ დრომდე “იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო, მანამდე კი პარლამენტის პრესსამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

მეტი...

სარფში თურქეთის მოქალაქე დიდი ოდენობით “კოკაინის” შემოტანას ცდილობდა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში, თურქეთის მოქალაქე 100,22 გრამი “კოკაინის” შემოტანას ცდილობდა. ,,სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ე.ი. აღნიშნული მოქალაქის, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და ბარგის, დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 100,22 გრამი “კოკაინი” აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

+17, +22 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

15 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქალაქ თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო):…

მეტი...

ქობულეთში დააკავეს კაცი, რომელმაც შშმ ქალზე სექსულურად იძალადა

ქობულეთში კაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას, რომელიც ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

მეტი...

,,მოკლულებს შორის, არის ტაქსის მძღოლი, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან არ წაიყვანა” – რუსთავში მომხადარი მკვლელობის ახალი დეტალები

რამდენიმე წუთის წინ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ,,უცნობი პირი შეიჭრა ბაზარში და ადამიანები მოკლა. ამბობენ 3 ადამიანიო. ზოგი ოთხიო, ამბობს. სხვა არაფერი ვიცით”, – ამბობენ თვითმხილველები. გავრცელებული ინფორმაციით, მოკ­ლულ 4 ადა­მი­ანს შო­რის არის ტაქ­სის მძღოლიც, რო­მელ­მაც ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან არ წაიყვანა. ერთ-ერთი თვითმხილველის ცნობით, ბრალდებულს ბიძასგან ხორცი უნდოდა ნისიად. უარის შემდეგ გახსნა ცეცხლი და ბაზარში მოკლა სამი ადამიანი. შემდეგ ესროლა ტაქსის მძღოლს, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან არ წაიყვანა.

მეტი...

,,თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, ყველაფერი გააკეთა” – კახა კალაძე გვარამიაზე

,,მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, იკადრო, დააბრალო, ყველაფერი გააკეთა“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა გვარამია სავარაუდოდ პარტიას ქმნის, რომელსაც „ახალი“ ერქმევა. „მე „ძველს“ მივუმატებდი, ალბათ ეს იქნებოდა უფრო სწორი. გვარამია რომელი ახალი სახეა? მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, იკადრო, დააბრალო, ყველაფერი გააკეთა. გვახსოვს ყველას, რა განცხადებებს აკეთებდა თუნდაც სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, როგორ მოიხსენიებდა მას? გვახსოვს ის სიუჟეტები, სადაც ისეთი რამეები იკადრა, ისეთებს გვაბრალებდა, პირადად მე, ჩემს ოჯახს; გვახსოვს, როდესაც გენერალური პროკურორი იყო,…

მეტი...

,,ეს რა დღე დამიდგა… შვილის მკვლელი ვარ” – რა ვითარებაა რუსთავის ბაზრობასთან

რუსთავში სტამბოლის ბაზრობასთან, ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარბის ბრიგადები. ბაზრობასთან, სადაც 4 ადამიანი მოკლეს, იმყოფებიან მოკლულების ოჯახის წევრებიც. „ეს რა დღე დამიდგა, მე მოვკალი… შვილის მკვლელი ვარ,“ – ამბობს ერთ-ერთი მოკლულის ოჯახის წევრი. ცნობისთვის, დაკავებულია მოვაჭრეების ნათესავი, რომელიც იმავე ბაზრობაზე მუშაობდა. დაკავებულს კონფლიქტი ჰქონდა ბიძასთან, რომელმაც სამსახურიდან გაუშვა და შურისძიების მიზნით დაიწყო სროლა.

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილს თავმოყვარეობა არ გააჩნია” – ედიშერ გვენეტაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, რათა სტიქიასთან  საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება. ,,ნახეთ! შიშისაგან სული როგორ ძვრება ამ უსამშობლო სულიერ არსებას! იცის ხელი რომ არ მოეწერა რა დღეში აღმოჩნდებოდა ეს აგენტოკრატია-მეხუთე კოლონის ტიპური წარმომადგენელი! რომელსაც უბრალოდ არ გააჩნია ელემენტარული რამ, რასაც თავმოყვარეობა ჰქვია! და უაღრესად სასოწარკვეთილია ისეთი უმძიმესი ცოდვის გამო, როგორიცაა უმადურობა!” – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

მეტი...

ირაკლი კობახიხის მეუღლემ თანამდებობა დატოვა

ირაკლი კობახიხის მეუღლემ თანამდებობა დატოვა. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ვებგვერდზე აღარ იძებნება ნატალია მოწონელიძე, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელი. ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დააანონსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამო მისი მეუღლე თანამდებობიდან გადადგებოდა.

მეტი...

მოკლულია 4 პირი, მათ შორის, ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა – ახალი დეტალები რუსთავში მომხდარ თავდასხმაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე რამდენჯერმე ისროლა 1988 წელს დაბადებულმა პირმა. მოკლულია 4 ადამიანი, მათ შორის, ბრალდებულის ბიძა, რომელიც ბაზარში იყო დასაქმებული. არიან დაჭრილებიც. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ისინი საავადმყოფოში მოათავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის…

მეტი...

რუსთავის ბაზრობის ტერიტორიაზე სროლა იყო – არიან დაჭრილები და გარდაცვლილები

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა მიიმალა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია რამდენიმე ადამიანი, ასევე არიან დაჭრილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

„გულწრფელად რომ ვთქვა, „ქართული ოცნების“ მიმართ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება არ მაინტერესებს“ – კახა კალაძე

„გულწრფელად რომ ვთქვა, „ქართული ოცნების“ მიმართ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება არ მაინტერესებს“, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომ მან პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მხოლოდ სტიქიასთან ბრძოლის მოტივით მოაწერა ხელი. მისი განმარტებით, მთავარია, საზოგადოება ენდობოდეს მმართველ ძალას, რომელიც დღეისათვის, მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. „სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ გულწრფელად რომ ვთქვა, არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი ხალხის დამოკიდებულებაა იმ პარტიის მიმართ, რომელიც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს. საზოგადოების ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ქალბატონ სალომეს რა გავლენა…

მეტი...

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მონაკვეთზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მეტი...

კახა კალაძის კომენტარი, ირაკლი კობახიძის პრემიერობის შესახებ

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. თბილისის მერმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და წარმატებები უსურვა. „ირაკლი არის ძალიან კომპეტენტური ადამიანი, ძლიერი პოლიტიკოსი. მინდა წარმატებები ვუსურვო მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, იქნება წარმატებული პრემიერი. გუშინ, მან პარლამენტში ისაუბრა იმ გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც დასაძლევი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ცხადია ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება. იმ კომპეტენციით და შემართებით, რომელიც ირაკლი კობახიძეს გააჩნია,…

მეტი...

კუს ტბის საბაგირო მუშაობას დროებით შეაჩერებს

კუს ტბის საბაგირო მუშაობას 1 დღით შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. ,,ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნულის გამო, 9 თებერვალს საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. მომსახურება ჩვეულ რეჟიმში 10 თებერვალს განახლდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” – წერია განცხადებაში.

მეტი...

ფინეთმა რუსეთთან საზღვრის გახსნა 14 აპრილამდე გადადო

ფინეთის მთავრობამ რუსეთთან საზღვრის გახსნა 14 აპრილამდე გადადო. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა განაცხადა. ,,საზღვრის რუსული მხარის მახლობლად არის სულ მცირე ასობით, მაგრამ ალბათ ათასობით მიგრანტი, რომელიც ელოდება შესაძლებლობას გააგრძელოს მოგზაურობა ფინეთში”, – განაცხადა რანტანენმა. ფინეთმა რუსეთს საზღვრები, მიგრანტების მზარდი რაოდენობის გამო, გასული წლის ბოლოს დახურა და მოსკოვი მიგრანტების საზღვრამდე მიყვანაში დაადანაშაულა, რასაც კრემლი, ამ დრომდე, უარყოფს.

მეტი...

,,უკრაინაში ჯერ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზნებს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვმა ჯერ ვერ მიაღწია თავის მიზნებს უკრაინაში და Fox News-ის ყოფილ წამყვან, ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში დასძინა, რომ ის განიხილავს მოლაპარაკებებს, თუ აშშ შეწყვეტს კიევისთვის იარაღის მიწოდებას. „არა, ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზნებს, რადგან ერთ-ერთი მიზანი დენაციფიკაციაა. ეს ეხება ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავდით სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. კითხვაზე, რას გულისხმობს დენაციფიკაციაში, პუტინმა უპასუხა : უნდა მოვიშოროთ ის ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს ცხოვრება და ცდილობენ შეინარჩუნონ ნაციზმის თეორია და პრაქტიკა”, – თქვა პუტინმა.

მეტი...

ანრი ჯოხაძე კლინიკაში იმყოფება – როგორია მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მომღერალი და ტელეწამყვანი ანრი ჯოხაძე კლინიკაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც მომღერალმა აღნიშნა, ორი უმძიმესი ვირუსი დაამარცხა. „ერთ თვეში ზედიზედ ორი უმძიმესი ვირუსი… მადლობა „ვივამედის“ თანამშრომლებს და ჩემს ოქროს ნინას, ჩემი ამ ქვეყნად მობრუნებისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს მომღერალი.

მეტი...