მოკლულია 22 წლის გოგო, ცხედარი მამამ ნახა – ლილოს დასახლებაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

თბილისში, სამგორის რაიონში, წინუბანის დასახლებაში 22 წლის გოგო მოკლეს. ახალგაზრდა ქალის ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით, ორმოში ნახეს. გოგონას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გუშინ ღამის 2 საათისთვის გოგონა სახლში იყო, თუმცა როდის და რატომ გავიდა სახლიდან, მათ არ იციან. ისინი ვარაუდობენ, რომ გოგონას გვიან ღამით ტელეფონზე დაურეკეს.

ოჯახმა 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის ძებნა დილით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდა არც სახლში და არც სამსახურში აღმოჩნდა. ცხედარი მამამ ამოიცნო.

,,დილით ვნახეთ 9-10 საათზე. ჩვენ სამუშაოზე გვეგონა, იქაც დავრეკეთ, ძმა იქ მუშაობს აეროპორტში საბაჟო, რომ არის და არ მოსულაო. მერე დაეჭვდა, მივიდა გადააბრუნა მამამისმა და ნახა თავის შვილი”, – ამბობს მეზობელი

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არ არის, თუმცა, პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. მომხდარზე გამოძიება შსს-მ 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები