უნგრეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისი განცხადება მან თავად გააკეთა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უნგრეთის პრეზიდენტმა ბავშვთა სახლში მომხდარი სექსუალური ძალადობის დამალვისთვის გასამართლებული პირი შეიწყალა. აღნიშულ გადაწყვეტილებას კი ბუდაპეშტში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. „შეცდომა დავუშვი… დღეს ბოლო დღეა, როდესაც პრეზიდენტის რანგში მოგმართავთ” – აცხადებს კატალინ ნოვაკი მიმართვაში.

მეტი...

სახლების 20% მაღალი საშიშროების ზონაშია

დოკუმენტში – „საქართველოში 2022 წელს  წელს სტიქიური გეოლოგოური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2023 წლისთვის“, სპეციალისტები  შესაბამის უწყებებს მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს  დასკვნით, დასახლებული პუნქტების 20% მაღალი საშიშროების ზონაშია. „საქართველოში ბოლო წლებში მკვეთრად არის გაზრდილი მეწყრული პროცესების გააქტიურების შემთხვევები. მხოლოდ 2022 წელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს 1120 მეწყრული პროცესი აქვს აღრიცხული – 2012 წელს ეს რიცხვი 325 იყო. საქართველოს დასახლებული პუნქტების 20% მაღალი საშიშროების ზონაშია განთავსებული“ – აღნიშნულია დოკუმენტში, სადაც ცხრილიც არის მოცემული, თუ როგორ ვუთარრდება მეწყრული და ღვარცოფული პროცესები საქართველოში.  

მეტი...

სპეციალისტების გაფრთხილება მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით

„საქართველოში 2022 წელს  წელს სტიქიური გეოლოგოური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2023 წლისთვის“ – ასე ქვია ბიულეტენს რომელზეც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ იმუშავა და დასკვნაც დადო. დოკუმენტში ასახულია ყველა ის მეწყრული კერა, სადაც შესაძლოა პროცესები განვითარდეს და ცუდი შედეგები დადგეს.  ამ ბიულეტენში ასახული ერთ-ერთი მუნციპალიტეტი სწორედ ბაღდაღთი იყო, სადაც მეწყერი დაიძრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. „მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ სოფლებში: ობჩა, დიმი, წილეთხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი….   მოსალოდნელია ქვათაცვენის და ნაპირგარეცხვითი პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება ბაღდათი-ზეკარის მშენებარე საავტომობილო გზის, მდ. ხანისწყლის და მისი შენაკადების ხეობებში გამავალი საავტომობილო გზების გასწვრივ“ –…

მეტი...

ირაკლი კობახიძე სტიქიის ზონაში ჩავიდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. კობახიძემ სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახების უზრუნველსაყოფად ყველაფერს გააკეთებს. „ვიყავით სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე, გავეცანით ვითარებას. როგორც იცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველა ზომა იქნება მიღებული, სადაც არის განსახლება საჭირო, ასევე კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება დღეს-ხვალ უკვე, საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ, სოფლის მოსახლეობას მივუსამძიმრეთ, პირადად მივუსამძიმრებთდაღუპულთა ოჯახის წევრებს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისათვის, რომ მაქსიმალურად…

მეტი...

ცნობილი მოლაშქრე, ნიკო ჯავახიშვილი გარდაიცვალა

ცნობილი მოლაშქრე, ნიკო ჯავახიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები და რიგითი მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს: „მოულოდნელად გარდაიცვალა დიდებული ქართველი, საქართველოს  მთის და ბარის საუკეთესო მცოდნე მოლაშქრე, ბრწყინვალე პიროვნება, პატრიოტი კაცი, საქართველის ბუნების და ძეგლების ბრწყინვალე ფოტოგრაფი, ჩუმი და თავმდაბალი ნიკო ჯავახიშვილი, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. შევიხედე მის კედელზე და ასობით ადამიანის სამძიმარი იდება, თან უმეტესად ახალგაზრდების! ნიკომ ხომ მათ სამშობლო და მოლაშქრეობა განუზომლად შეაყვარა! სიკეთით და სამართლიანობით სავსე იყო ეს კაცი და მისი დაკარგვა საქართველოსთვის დიდი დანაკლისია. ხვალ დაგეგმილი ჰქონდა მორიგი ჯგუფური ლაშქრობა და მარადიულ ლაშქრობას შეუერთდა უცებ,…

მეტი...

საქართველო ვაჟა აზარაშვილს დაემშვიდობა

საქართველო კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს დაემშვიდობა. დიდი მაესტრო უკანასკნელ გზაზე კოლეგებმა, ოჯახის წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გააცილეს. ცნობისთვის, ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, კომპოზიტორი მახათას პანთეონში დაკრძალეს.

მეტი...

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მონაკვეთზე თოვლის შვავი ჩავიდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე თოვლის შვავის ჩამოსვლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის ნამქერის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა)  მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

„საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა“ – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა: „თავის მხრივ, მათ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი გააუქმეს, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და პირდაპირი ფრენები აღადგინეს, რამაც ადამიანებს შორის კონტაქტებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას შეუწყო ხელი. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას ვისახავთ მიზნად, რა თქმა უნდა, თბილისის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით“, – თქვა ზახაროვამ.  

მეტი...

აჭარაში – ღვარცოფი და მეწყერი; იმერეთში – მეწყერი – რა წერია დასკვნაში?!

დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიური უბედურები შემდეგ, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, სპეციალისტები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ დასკვნით, აჭარაში გააქტიურებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთში მეწყერი. „6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. ამ დროისათვის შიდა ქართლში (სოფელ ტაშისკარშის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც ადგილი ჰქონდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესის განვითარებას, სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა თავიდან იქნებ აცილებული სტიქიის შემდგომი განვითარების რისკები. აღსანიშნავია,…

მეტი...

ქობულეთში, შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს 50 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლებენ

ქობულეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ 80 წლის კაცს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 50 ათასი ლარიანი გირაო შეეფარდა. საქმის განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების საფუძვლად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა. ცნობისთვის, კაცი შშმ ქალის გაუპატიურებისთვის 7 თებერვალს დააკავეს.

მეტი...

რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

რუსთავში, „სტამბოლის ბაზარში” მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ორველაშვილის ძმაა. სანადირო თოფი, რომლითაც გუშინ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა, სავარაუდოდ, სწორედ ძმას ეკუთვნოდა. ცნობისთვის, 9 თებერვალს, კაცმა რუსთავში, „სტამბოლის ბაზრობაზე” სანადირო თოფით 4 ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა. დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

980 ლიკვიდირებული ჯარისკაცი – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 394 270 (+980) ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.02.24-მდე ასეთია: ტანკები – 6394 (+9), ჯავშანტექნიკა – 11942 (+21), საარტილერიო სისტემები – 9459 (+24), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 981 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 666 (+0), თვითმფრინავები – 332 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7235 (+26), ფრთოსანი რაკეტები – 1881 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 24 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 12579 (+28), სპეციალური…

მეტი...

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ახალი სკულპტურა დაიდგა

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე გუშინ, 9 თებერვალს ახალი სკულპტურა დაიდგა. მისი სახელწოდებაა „დროის ნაწნავები”. გიორგი ხანიაშვილის ნამუშევარი თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის კონკურსში გამარჯვებულია და ის ტანზე თმაშემოხვეულ ქალს ასახავს. სკულპტურა ადგილზე ერთი წლის განმავლობაში დარჩება.

მეტი...

„ნატო უნდა მოემზადოს რუსეთთან დაპირისპირებისთვის“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო უნდა მოემზადოს რუსეთთან დაპირისპირებისთვის. „ნატო არ ეძებს ომს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ კონფრონტაციისთვის, რომელიც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს” – განაცხადა მან. მისივე თქმით, პუტინი თავისი ქვეყნის ეკონომიკას ხანგრძლივი ომისთვის ამზადებს.

მეტი...

თავდასხმა ხარკოვზე – დაღუპულია 7 ადამიანი

Unian-ის ცნობით, ქალაქ ხარკოვზე რუსეთმა თავდასხმა განახორციელა. ცნობილია, რომ მომხდარს 7 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები ემსხვერპლნენ. „სამწუხაროდ, გვყავს 7 დაღუპული. მათ შორის სამი ბავშვია: 7 წლის, 4 წლის და 6 თვის“, – განაცხადა ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.

მეტი...

რუსეთი ოდესის ოლქს თავს დაესხა

ოდესის ოლქს რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. დაშავებულია ერთი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ, რომელიც მტრის დრონის თავდასხმის შედეგად დაშავდა. 44 წლის კაცს ჭრილობა მხრის არეში აქვს მიყენებული. ამჟამად მას საავადმყოფოში უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება” – განაცხადა კიპერმა.

მეტი...

ამინდი 15 თებერვლამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. დედაქალაქში – თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უმეტესად უნალექო…

მეტი...

ახალი წლის ფესტივალი ჩინეთში (ფოტორეპორტაჟი)

ჩინური კალენდრით ახალი წელი შემობრძანდა. ახალ წელს ჩინეთში გრანდიოზულად აღნიშნავენ, ყველა ქალაქში თუ პროვინციაში დღესასწაულია. ეს არის ოჯახური დღესასწაული, რომელიც გასაფხულის ფესტივალთან ასოცირდება. წელს,  ჩინეთში ახალი წელი 10 თებერვალს შემოვიდა და დაახლოებით 2 კვირა გრძელდება. მორთულობებში დრაკონი მთავარი ფუგურაა, რომელსაც ყველგა ნახავთ, საახალწლო ფუნთუშებზეც კი.  სავსეა ქუჩები ხალხით, ყველანი არიან საახალწლო მორთულობით, სადაც ძირითადად წითელი ფერი ჭარბობს. ეს ზეიმი არაჩვეულებრივი სანახავია. ეს არის ზეიმი, რომელიც  რომელიც ახლათან, იღბალთან და კეთილდღეობასთან იგივდება. დეკორაციები და მორთულობები თითქმის ყველგან წითელია. ამ დღესასწაულზე, ასევე ფეიერვერკების ზეიმია. ამ დღესასწაულს ოჯახის წევრების დღესასწაულიც ქვია. ოჯახები ერთად…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტმა გენერალური შტაბის ახალი უფროსი დანიშნა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, სერგეი შაპტალს ანატოლი ბარგილევიჩი შეცვლის. აღსანიშნავია, რომ მანამდე ბარგილევიჩი ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს ხელმძღვანელობდა. „მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის წინადადებით გენერალური შტაბის ახალ უფროსად გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი დაინიშნა. გამოცდილი ადამიანია, მას ესმის ამ ომის ამოცანები და უკრაინული მიზნები… „და მე მოვაწერ ხელს შესაბამის განკარგულებებს. ყველა არის მებრძოლი, პროფესიონალი, თითოეულს აქვს მკაფიო ცოდნა ფრონტისა და უკრაინელი ჯარისკაცების რეალური საჭიროებების შესახებ” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. უწყების ცნობით, საავტომობილო გზის გაფართოების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

მეტი...

ვალუტის კურსი 10 თებერვალს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს, 10 თევერვალს, 1 აშშ დოლარი 2.6543 ლარი ეღირება. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8584 ლარი იქნება.

მეტი...