ოთხმა კომიტეტმა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეს. ოთხმა კომიტეტმა კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ამილახვარს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა. 8 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე უმრავლესობა ირაკლი კობახიძის მთავრობას საბოლოოდ დაამტკიცებს.

მეტი...

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვია – რას მოიცავს ვიზიტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ახლო აღმოსავლეთსში ჩავიდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ვიზიტის დიდი ნაწილი „ჰამასის” მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას დაეთმობა. BBC-ი იუწყება, რომ ბლინკენი თავდაპირველად საუდის არაბეთს ეწვია, სადაც პრინც მუჰამედ ბინ სალმანს და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფაისალ ბინ ფარჰანს შეხვდა. ცნობილია, რომ ვიზიტი ხუთშაბათამდე გაგრძელდება და საუდის არაბეთის შემდეგ, ბლინკენი ეწვევა ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს.

მეტი...

„არ ვიცი, ასეთი ოპოზიცია როგორ ემზადება არჩევნებისთვის და რისი იმედი აქვს” – თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი მოხსენების საპასუხოდ ოპოზიციის შეკითხვები ფაქტებს აცდენილი იყო და მათ ნაწილს მხოლოდ სპეკულაციები აინტერესებს: „ეს არ იყო მძიმე სხდომა, როგორსაც მიჩვეული ვიყავით წარსულში. როგორც ჩანს, ოპოზიცია კიდევ უფრო სუსტდება, ამომრჩევლისდა სამწუხაროდ. ჩემი მოხსენების საპასუხოდ, კითხვები იყო აბსოლუტურად ფაქტებს აცდენილი. მე ვსაუბრობდი ფაქტებით. ოპოზიციაში, როგორც ჩანს, უმრავლესობა, ყველას არ ეხება, არიან ადამიანები, ვისაც არ აინტერესებს არც დიდი სპორტული ასპარეზობები, რომლებიც წელს გაიმართება საქართველოში, არც ლევილის რეაბილიტაცია, არც ათეულობით ძეგლის რეაბილიტაცია აინტერესებთ. მათ აინტერესებთ კვლავ და კვლავ სპეკულაციები, ინტრიგა. მინდა, ვთქვა, კითხვების…

მეტი...

დიდი ბრიტანეთის მეფეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

BBC-ი ბაკინგემის სასახლეზე დაყრდნობით იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთის მეფეს ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. კიბოს ტიპი უცნობია. ბაკინგემის სასახლის ცნობით, მეფემ მკურნალობა ორშაბათს დაიწყო. „მეფე დადებითად არის განწყობილი მის მკურნალობასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება საჯარო მოვალეობების შესრულებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – არის მსხვერპლი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად 19 წლის ბიჭი დაიღუპა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

გუდაური–კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

მეტი...

ჯვარი-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ193 (ჯვარი-ლასდილი) მონაკვეთზე ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

მეტი...

მამის მიერ გაუპატიურებულმა არასრულწლოვანმა ნაადრევად იმშობიარა – ნაყოფი დაიღუპა

იმერეთში, 50 წლის კაცი შვილის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული – გამოძიების ცნობით, მამას 2 წლის განმავლობაში არასრულწლოვან შვილთან სექსუალური კონტაქტი ჰქონდა. დანაშაულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გოგომ ნაადრევად იმშობიარა, ხოლო ნაყოფი დაიღუპა. ამ დრომდე უცნობია, იცოდა თუ არა ვინმემ ამ ამბის შესახებ ოჯახში, სადაც დანაშაული ხდებოდა. გოგონა დიდი ხნის განმავლობაში არაფერს ამბობდა, რადგან მას მამა მოკვლით ემუქრებოდა.

მეტი...

„დილით, შუადღეს, საღამოს ეფერები უნებართვოდ მიშა სააკაშვილს ღია ეთერში“ – თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს

„როდესაც 60 წლის ქალი ისე, რომ შენთვის ნებართვა არავის მოუცია, დილით, შუადღეს, საღამოს ეფერები უნებართვოდ მიშა სააკაშვილს ღია ეთერში…” – ამის შესახებ კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციონერ თამარ ჩარკვიანზე განაცხადა და მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების” დეპუტატ რიმა ბერაძეს შექებისთვის. „ქალბატონ რიმას (ბერაძე) მადლობას ვეუბნები მადლობის თქმისთვის, მაგრამ ილიას მუზეუმი აღადგინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ჩვენ მხოლოდ გარკვეული ფუნქცია გვქონდა. მადლობა, რომ ამას აღნიშნავთ, თუმცა ეს ქალბატონ თამარ ჩარკვიანს, რომელიც დარბაზიდან არის გაგდებული, არ მოეწონა და გამიკვირდა. როდესაც 60 წლის ქალი ისე, რომ შენთვის ნებართვა არავის…

მეტი...

დატვირთული კონტეინერი 30 ლარით დაიბეგრება

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ქვეყანაში შემოტანილი სავსე კონტეინერები 30 ლარით იბეგრება ცნობილია, რომ საკონტეინერო მოსაკრებელი ამჟამად შემოღებულია მხოლოდ ფოთის მუნიციპალიტეტში და მისი ოდენობა შეადგენს 1 კონტეინერისათვის 30 ლარს. საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300423195 შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი. გადამზიდავი ვალდებულია, მოსაკრებელი გადაიხადოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე – საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე…

მეტი...

810 ლიკვიდირებული ჯარისკაცი – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 389560 (+810) ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 05.02.24-მდე ასეთია: ტანკები – 6348 (+5), ჯავშანტექნიკა – 11822 (+4), საარტილერიო სისტემები – 9349 (+18), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 979 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 664 (+1), თვითმფრინავები – 332 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7173 (+0), ფრთოსანი რაკეტები – 1848 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 24 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 12412 (+19), სპეციალური ტექნიკა…

მეტი...

„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!” – აქცია პარლამენტთან

„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!” – ამ მოთხოვნით პარლამენტთან ხელოვანების აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ თეა წულუკიანს ნდობა არ გამოუცხადონ. ცნობისთვის, აქცია პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენის პარალელურად მიმდინარეობს.

მეტი...

ვალუტის კურსი 6 თებერვალს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ხვალ, 6 თებერვალს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6648 ლარი იქნება. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8649 ლარს შეადგენს.

მეტი...

ინფლუენსერებისთვის, სავარაუდოდ, რეგულაციები დაწესდება

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ინფლუენსერებისთვის, სავარაუდოდ, რეგულაციები დაწესდება „2024 წლის განმავლობაში, სააგენტო გეგმავს სახელმძღვანელო დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას, რომელიც მზად იქნება 2025 წლისთვის. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს იმ ძირითად წესებს და პირობებს, რაც ინფლუენსერმა უნდა დაიცვას საქონლის ან მომსახურების რეკლამირებისას” – აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

მეტი...

რომელ წლამდე გაცემული პირადობები ჩანაცვლდება უფასოდ

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება: „2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობებით. შედეგად, მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას” – განაცხადა ბრეგაძემ.

მეტი...

ირაკლი ჩიქოვანი არ ადასტურებს რომ ლევან დავითაშვილს ჩაანაცვლებს

გავრცელებულ ინფრომაციას, რომ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს, თავად დავითაშვილი არ ადასტურებს. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია სპეკულაციაა. „არ გიდასტურებთ. ეს ინფორმაცია საიდან მოვიდა კი ვიცი. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დაიწყო ამით სპეკულაცია და მერე სხვა მედიასაშუალებებიც აჰყვნენ, მაგრამ ეს ინფორმაცია თავიდანვე არ იყო სიმართლე. იმედი მაქვს, თავდაცვის მინისტრი ვიქნები და თავდაცვის ძალებს განვითარებაში დავეხმარები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.  

მეტი...

დეპუტატს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

პარლამენტში, სადაც კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენს, ხმაური იყო.  “კანონი და სამართლის” დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა ლომინაძემ მას შენიშვნა არაერთგიზ მისცა. ერთ-ერთი მიზეზი კი ის გახდა, რომ ჩარკვიანმა  დეპუტატ მიხეილ სარჯველაძეს სიტყვა შეაწყვეტინა. “უკვე მესამედ მოგეცით შენიშვნა, ქალბატონო თამარ. გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი. მგონი, ეს გინდოდათ თქვენც და დატოვეთ დარბაზი! “, – მიმართა ლომინაძემ ჩარკვიანს. ჩარკვიანმა სხდომა დატოვა, თუმცა, მანამდე კი ლომინაძეს ასე მიმართა: „ისედაც, წულუკიანის მოსასმენად ხომ არ დავრჩებოდი?!”

მეტი...

2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელ ფართა 13 000 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხუთ ქალაქი, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი სახლები შენდება. „გრძელდება დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიანი პოლიტიკა. 2023 წელს დავიწყეთ დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი რომლის ფარგლებშიც, 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა“, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მშენებლობა მაღალი ტემპით მიმდინარეობს. „ახალი საცხოვრებელი კომპლექსები საქართველოს 5 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მოეწყობა. მშენებლობის მაღალი ტემპის გათვალისწინებით, წელს უკვე დაგეგმილია თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე ასეული ბინის გადაცემა. პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა…

მეტი...

„სანამ პირში სული მიდგას, არც ერთი წამი არ შევწყვეტ ბრძოლას“ – პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს. როგორც მესამე პრეზიდენტი აცხადებსმ მას არაფერი დაუშავებია და არც დანებდება. „გამოქვეყნდა სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა. მანამდე ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა პრაქტიკულად დაასკვნა, რომ იმ პირობებში, სადაც მე ვიმყოფები ჩემი განკურნება რეალურად შეუძლებელია, მაგრამ მთავარი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა- როცა საქართველოში მოვდიოდი, ვიცოდი, რომ სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდი. მთავარია ის უსამართლობა, რომელიც ხდება ჩემს და უამრავი სხვა ადამიანის თავს. ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ ადამიანები შეეგუონ ამ უსამართლობას. ყველაზე მეტად იმ ხალხის არ მესმის, ვინც ამბობს “პრეზიდენტი იყო და ალბათ, რაღაცას დააშავებდა”. მე არ დამიშავებია…

მეტი...

ნარკოლოგი საგანგებო მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს: „რამდენიმე პოსტი შემხვდა რომ ამ შაბათ-კვირასაც უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია და რამდენიმე ადამიანი რეანიმაციაშია. რატომ გახდა ფრაზა გავერთოთ ასოცირებული აუცილებლად რაღაცა ნარკოტიკის მიღებასთან? რა იცით, რომ დარკნეტში ნაყიდი ნივთიერება არის უსაფრთხო? რატო გაქვთ იმის იმედი რომ თქვენ გადარჩებით? მიზეზი ბევრია, არ ვართ ჩვენ გამონაკლისი და “მთელ მსოფლიოში ასე ხდება” – არ არის პასუხი და არც გამართლება! “სხვა გასართობი არ არის და აბა რა ვქნათ?!” არც ეს არის სწორი პასუხი! “ეს ნარკოტიკები უსაფრთხოა და არაფერი არავის მოუვა, ჩვენ ვიცით და დაგვანებეთ თავი”არც…

მეტი...

,,ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, დასრულდება სასამართლოში” – წულუკიანი

,,ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, დასრულდება სასამართლოში”. ამის შესახებ, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,მე ვაპირებ და ასეთი დავალება აქვთ ჩემს თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში. იმიტომ, რომ ამის მოთმენას მე პირადად აღარ ვაპირებ. როგორც იუსტიციის სამინისტროში, ისე აქ, ყველაფერი, რასაც ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენი სისტემის თანამშრომლები აკეთებდნენ 8 წლის მანძილზე იუსტიციის სისტემაში და აკეთებენ აქ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხს ვაგებ მე. და პასუხს ვაგებ არა…

მეტი...

4-მა კომიტეტმა კობახიძის პროგრამასა და მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭრა

4-მა კომიტეტმა ირაკლი კობახიძის პროგრამასა და მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭრა. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის, იუსტიციის, შს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. პარლამენტში ამჟამად მეორე სხდომა მიმდინარეობს, სადაც განათლების, კულტურის, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. საკომიტეტო მოსმენები 6 და 7 თებერვალსაც გაგრძელდება. 8 თებერვალს კი პლენარულ სხდომაზე უმრავლესობა ირაკლი კობახიძის მთავრობას საბოლოოდ დაამტკიცებს.

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევა დაფინანსდება

  ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში ონკოპაციენტებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მათი ადეული კვლევები სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება. „განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებას. გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე ონკოქირურგიის სერვისები. უახლოეს პერიოდში,  ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს, ადრეულ კვლევებიც დაუფინანსებს“ – აღნიშნა მინისტრმა. მისვე შეფასებით, მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით. „2023 წელს დაწყებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ბავშვებისთვის ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური მომსახურებები იფარება ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის პარტნიორ 6 კლინიკაში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამით ისარგებლა ან მომსახურების პროცესშია,…

მეტი...

,,მიმდინარეობს 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი“ – გიორგი ამილახვარი

პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. „სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია სკოლების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. აღნიშნულის ფარგლებში სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარეობს 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. გარდა ამისა, გაგრძელდება ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი „საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ პროექტი. პროექტი წარმოადგენს განათლების სფეროში ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილ ყველაზე ამბიციურ აქტივობას ევროკავშირის სამეზობლოში”,…

მეტი...

პრეზიდენტმა თოყაევმა ყაზახეთის მთავრობა გადააყენა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობა გადააყენა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, მე ვწყვეტ: 1. მიღებულ იქნას ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება. 2. ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობები დროებით დაეკისროს რომან სკლიაარს. 3. ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები აგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. 4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

,,ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ შემოდის” – გომელაური ნარკოტიკზე

შს მინისტრობის კანდიდატს საკომიტეტო მოსმენაზე ნარკოდანაშაულთან და ზედოზირებით გარდაცვალების გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. როგორც მან აღნიშნა, მისი უწყება ამ პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია. ,,30-40-ის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. ეს მსოფლიო პრობლემაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. იცით, რომ ნარკომოვაჭრეების დაკავების ფაქტები ძალიან მაღალი გვქონდა. 2023 წელს 284 პირი დავაკავეთ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე. 2022-ში იყო 202. ამდენი ნარკომოვაჭრე არასდროს დაკავებულა საქართველოში. მესმის, რომ სხვა ღონისძიებებია გასატარებელი. ჩვენზე ათჯერ მეტი ადამიანი იღუპება სხვადასხვა ქვეყნებში… ალბათ ერთობლივად სამუშოა, კომპლექსური და არამარტო შსს-სი. ტრანზიტული…

მეტი...

დასავლეთ საქართველოში არასრულწლოვანმა იმშობიარა, გაუპატიურების ბრალდებით კი მოზარდის მამა დააკავეს

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა. გოგოს გაუპატიურების ბრალდებით კი პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 4 თებერვალს კაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ ეტაპზე უცნობია, აღიარებს თუ არა კაცი მის მიმართ წაყენებულ ბრალს. არსებული ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა, ნაყოფი დაიღუპა. კლინიკა არასრულწლოვანმა 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ბავშვი საავადმყოფოში გამოკითხეს. იქ მოყვა, რომ მას ორი…

მეტი...

გაუმჯობესებას დიდად ვერ ვხედავ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას ეხმაურება და ნდობას უცხადებს, თუმცა ამბობს, რომ გაუმჯობესების ნიშნებს ვერ ხედავს. ,,არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდო, პირიქით. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ უკვე წელიწადი და 9 თვეა თითქმის ეს ადამიანი კლინიკაშია მოთავსებული, ამ ხნის მანძილზე დღეში 2-ჯერ მოვდივარ, ვნახულობ და ვხედავ. მე პირადად გაუმჯობესებას დიდად ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კეთდება თითქოს ამისთვის. სრულიად უდანაშაულო ადამიანს რომ მოათავსებ და გამოკეტავ იზოლაციაში, ეს უკვე არის წამება. არავითარი იმედი იმის, რომ ეს ადამიანი მორჩება. პირიქით. ჩანს ყველანაირი ნიშანი,…

მეტი...

დუბლინში მოხუცთა თავშესაფრის ძველი შენობა დაიწვა

დუბლინში, ბრიტასის მახლობლად, მოხუცთა თავშესაფრის ძველი შენობა დაიწვა. დუბლინის სახანძრო ბრიგადის განცხადებით, გაჩენილი ხანძრის შესახებ ადგილობრივი დროით 07:00 საათზე აცნობეს. ამჟამად, ადგილზე ექვსი სახანძრო მანქანა და 40-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ირლანდიური მაუწყებლის, RTÉ ცნობით, გასულ კვირას ყოფილი წმინდა ბრიჯიდის მოხუცთა სახლის ლტოლვილების განსახლებისთვის გამოსაყენებლად, დემონსტრაციები მოეწყო.

მეტი...

,,თურმე ზოგი მექსიკით გარბის, ზოგი კატარღით, ზოგიც წყალქვეშა გემით” – ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების გადინებაზე დასმულ კითხვას პარლამენტში ირონიით პასუხობს და ამტკიცებს, რომ ეს მოგონილია. ,,ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს თურმე, ზოგი მექსიკით გარბის, ზოგი რა ვიცი, კატარღებით, ზოგი წყალქვეშა გემებით, საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები არ ვიცი. არაერთხელ მითქვვამს მე, შინაგან საქმეთა სამინისტროში 40 ათასი ადამიანი ვართ. პოლიციელი გვყავს ძალიან ბევრი და სტატისტიკას მოგიყვანთ. მაგალითად, 2023-ში დათხოვილი თანამშრომლები იყო 2965 და 2909 ახალი მივიღეთ. 2022-ში 4000 ადამიანი წავიდა, 3 200 ადამიანი მივიღეთ. ნამდვილად ვერ დავეთანხმები ქალბატონ ხატიას. წლიურად ვიღაც წავიდა და ახალი მივიღეთ, ეს მე მგონი პრობლემას არ…

მეტი...

რუსეთში ვერტმფრენი “მი-8” ჩამოვარდა

რუსეთში, კარელიის მხარეში ჩამოვარდა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი Mi-8. სამინისტრომ 4 თებერვალს განაცხადა, რომ ვერტმფრენთან კავშირი შეწყდა. არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. დღეს სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ვერტმფრენის ნამსხვრევები ტბის სანაპიროდან 11 კილომეტრში აღმოაჩინეს, იმ ადგილზე, სადაც ფრაგმენტები ნახეს, ტბის სიღრმე 40-დან 50 მეტრამდე მერყეობს.

მეტი...

,,რთულია რაიმე რეაგირება გავაკეთოთ გამოძიების კუთხით” – ვახტანგ გომელაური

შს მინისტრობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ მისი უწყება მაქსიმალურს აკეთებს საოკუპაციო ხაზის გასაკონტროლებლად და იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. ამ საკითხზე გომელაურმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. ,,სამწუხარო ფაქტია ნამდვილად, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ რთულია ჩვენის მხრიდან რაიმე რეაგირება გავაკეთოთ გამოძიების კუთხით, როდესაც ვერ გადავდივართ და ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს მეორე მხარეს. აქედან გამომდინარე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, გაძლიერებაა ამა თუ იმ სექტორის, ამა თუ იმ ადგილის. სამმხრივად ხდება შეთანხმება, ჩვენ არ გვაქვს თვითნებურად საგუშაგოს გახსნის, გაუქმების, ან გადატანის უფლება. თუნდაც 10 მეტრით რომ გადავაადგილოთ…

მეტი...

ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების კანონპროექტი წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და საერთო მობილიზაციის ვადების კიდევ სამი თვით გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 14 თებერვლიდან კიდევ 90 დღით ხანგრძლივდება. იანვრის ბოლოს მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას მობილიზაციის შესახებ კანონპროექტის განახლებული ვერსია წარუდგინა. დოკუმენტი ითვალისწინებს მობილიზაციის ასაკის 27-დან 25 წლამდე შემცირებას, განსაზღვრავს საომარი მდგომარეობის მკაფიო ვადას, ითვალისწინებს წლიურ საბაზისო შვებულებას არანაკლებ 15 კალენდარული დღის ვადით, ხოლო მოხალისეებს შეუძლიათ მიიღონ ორთვიანი გადავადება იმისთვის, რომ მოემზადონ მობილიზაციისთვის.

მეტი...

საქართველოში ინფლუენსერებისთვის ახალი სტანდარტები შემუშავდება

საქართველოში ინფლუენსერებისთვის, ახალი სტანდარტები შემუშავდება. დოკუმენტზე კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო მუშაობს. საქმე ეხება ისეთ ატვირთულ ვიდეოებს, რომლებიც შეიცავს რეკლამას. სავალდებულო გახდება მინიშნების გაკეთება, რომ კონკრეტული პროდუქტის შექმნისთვის ინფლუენსერმა კომპანიისგან თანხა მიიღო. „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განმარტებით, არანაირი დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება არ იგეგმება. მომხმარებლის დაცვის შესახებ არსებული კანონმდებლობა საკითხს სრულად ფარავს. საუბარია ევროპული გამოცდილების საფუძველზე, სამოქმედო სტანდარტის გაზიარებაზე, იმ შემთხვევებისთვის, თუ მომხმარებელს ექნება პრეტენზია კონკრეტული ინფლუენსერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ადაპტირებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, – აცხადებენ სააგენტოში.

მეტი...

ამოღებულია 6 სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და 14 ასაფეთქებელი ნივთიერება – სუს-ი

საქართველოში რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს. საუბარია 6 მოწყობილობასა და 14 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე. სუს-ში ვარაუდობენ, რომ მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე. ასაფეთქებელი ნივთიერებები ოდესიდან რუმინეთის და თურქეთის გავლით, სარფიდან შემოვიდა საქართველოში და იგეგმებოდა მისი რუსეთში გადატანა. უსაფრთხოების სამსახურში ამტკიცებენ, რომ ოპერაციას ხელმძღვანელობდა უკრაინის მმართველი პარტიის წევრი და წარმოშობით ბათუმელი მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება…

მეტი...

სამადაშვილს ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებისთვის ჯერ მიკროფონი გაუთიშეს, შემდეგ კი კომიტეტიდან გააძევეს

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სალომე სამადაშვილს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მიკროფონი გაუთიშა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა “ოლიგარქი ივანიშვილი” ახსენა. ოხანაშვილმა მისგან ივანიშვილის საპატიო თავმჯდომარედ მოხსენიება მოითხოვა: ,,მშვენივრად საუბრობთ მიკროფონის გარეშე… მეგაფონი მიიტანეთ სადაც მიჩვეული ხართ მეგაფონით სიარულს. მე თქვენ მოგიწოდებთ ისაუბროთ კორექტულად, შეურაცხყოფის გარეშე კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში. აქ არ ვართ იმისთვის, რომ თქვენს პერფორმანსებს ვუსმინოთ”, – მიმართა ოხანაშვილმა სამადაშვილს. კამათის შემდეგ, ოხანაშვილმა სამადაშვილი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა და დარბაზიდან გააძევა – “მოქცევას როდესაც ისწავლით, მაშინ შემობრძანდებით”. შეგახსენებთ, პარლამენტმა დღეს განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცედურები დაიწყო. დღეიდან მინისტრობის კანდიდატებს…

მეტი...