„სააკაშვილიც არაა უსაფრთხოდ, ვინ დაიცავს ფარშევანგი?“ – გუბაზ სანიკიძე სალომე ზურაბიშვილზე

პოლიტპატიმარია, მორჩა და გათავდა და არ არის დაცული იმ საავადმყოფოში, როცა სუსის ოფიცრები იცავენ, ვაი ასეთ დაცვას, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, სანიკიძე თვლის, რომ სააკაშვლიც ნავალნის მსგავსად საფრთხეშია: „მოსკოვში რამე, რომ გადაწყდეს ვინმე ხელს შეუშლის თუ სალომე მიუნჰენის სიმაღლეებიდან, ბიძინას ხელის მუშა, ფარშევანგი? სალომე რას კარგავს , წავიდა ისეირნა ხელი ჩამოართვა ზელენსკის და აქ ზეიმობს ნახევარი ქვეყანა, სალომე ბიძინას საქმეს აკეთებს,“ – განაცხადა სანიკიძემ. გუბაზ სანიკიძემ სალომე ზურაბაშვილი პოლიტიკურ მოროდიორად მოიხსენია.  

მეტი...

დვალიშვილის მომდევნო ბრძოლა სატიტულო იქნება

UFC 298-ზე შერეული ორთაბრძოლების ქართული ისტორია დაიწერა. ილია თოფურიამ ლეგენდარული ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შთამბეჭდავი ბრძოლა გამართა მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს დამაჯერებლად მოუგო. UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ღონისძიების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მერაბ დვალიშვილის მომდევნო ბრძოლა უკვე სატიტულო იქნება. შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონის ქამარს შონ ო’მალი ფლობს, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სწორედ მერაბ დვალიშვილის მეგობარს, ალჯამეინ სტერლინგს დაათმობინა.

მეტი...

“რამე როდესმე რომ დასჭირდეს, მე ინსტიქტურად ვაპატიე“ – ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

მე პატივს ვცემ იმ პერიოდს, როცა მის გვერდით ვიყავი ბედნიერი, – ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი. სკანდალური წყვილის ისტორიას მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს, თუმცა დღეს უკვე, დოროყაშვილი, საჭიროების შემთხევაში, არ გამორიცხავს, რომ ჩოგბურთელს გვერდით დაუდგეს: „ხო რეალურად მემტერება, მაგრამ რამე როდესმე რომ დასჭირდეს, მე ინსტიქტურად ვაპატიე ყველაფერი, ჩავკეტე სკივრში… რამე რომ დასჭირდეს და რამე ოდესმე გაუჭირდეს მე ვიქნები პირველი ადამიანი ვინც იქნება მის გვერდით. მე პატივს ვცემ იმ პერიოდს როცა მის გვერდით ვიყავი ბედნიერი”, – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.

მეტი...

„ეს იყო მესიჯი მიუნხენის კონფერენციისთვის“ – ზურაბიშვილი ნავალნის გარდაცვალების გაჟღერებაზე

ვფიქრობ, შემთხვევითი არ იყო, რომ ნავალნის გარდაცვალება გამოცხადდა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით თუ წუთით ადრე. რუსეთისთვის დამახასიათებელია, შეეცადოს ფსიქოლოგიურად გავლენა მოახდინოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილი თვლის, რომ მიიჩნევს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოცხადება შემთხვევითი არ იყო და ამით რუსეთმა კონფერენციას გარკვეული გზავნილი გაუგზავნა. შეგახსენებთ, პარასკევს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი კოლონიაში გარდაიცვალა.  

მეტი...

70 მეტრ სიმაღლის იენცის კოშკი და „გარეუბნის მარგალიტი“ ჩინეთში (ფოტორეპორტაჟი)

„პეკინის უკანა ბაღი“ –  სწორედ ასე უწოდებენ კუნძულს იანკიზე,  იანშანის მთის ძირში,  65 ჰექტარ ფართობზე გაშლილ იენცის პარკს, რომლის  საერთო სამშენებლო ფართობი 180 000 კვადრატული მეტრია. ტერიტორია  შედგება პეკინის იენცის  ტბის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრისგან, სასტუმროსგან, 70 მეტრი სიმაღლის  კოშკისგან  და 12 სახელმწიფო-სტუმრების ვილისგან. პარკში მდებარეობს პრეზიდენტ სი ნძიპინის ერთ-ერთი რეზიდენციაც. ფართობის მიხედვით, ჰუიჟოუ მეორე ადგილზეა პეკინის ყველა რაიონს შორის. აქ მდებარეობს 70 მეტრიანი იენცის კოშკი, რომელსაც პრეზიდენტის ხელით შესრულებული წარწერები: ჰარმონია, გაზაფხული, პეიზაჟი და სიმართლე  ამშვენებს. კოშკი 10 სართულიანია და საოცარი ხედები იშლება. ამ ტურისტულ ადგილს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. აქვე მდებარეობს…

მეტი...

ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საპატრიარქოში ესტუმრა. პატრიარქმა და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს. პატრიარქმა ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა.

მეტი...

თბილისის ცენტრში ახალგაზრდას 7 ტყვია ესროლეს

თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის  გამზირზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს,  მას თავდამსხმელმა 7 ტყვია გულმკერდის არეში ესროლა. არსებული ინფორმაციით, მოკლული და თავდამსხმელი ერთმანეთს იცნობდნენ. შემთხვევა ღამით მოხდა. დაჭრილი ამერიკულ ჰოსპიტალში მიიყვანეს. დაშავებულის გადარჩენას ექიმები საათნახევრის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამით გასროლის ხმა გაიგეს. გამოძიება მომხდარზე 108  განზრახ მკვლელობის და 236 იარაღის უკანონო შეზენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, არსებული ინფორმაცით ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ.

მეტი...

კვარაცხელია UFS -ის ქართველ მებრძოლებს ულოცავს

“ნაპოლის” ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია UFC-ის ორი ქართველი მებრძოლის ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის წარმატებას საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე გამოეხმაურა და გამარჯვებულებს მიულოცა. შეგახსენებთ, დღეს დილით, UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა. მატადორს კარიერაში 15-დან 15 ბრძოლა აქვს მოგებული, ხოლო UFC-ში 7-დან 7 გამარჯვება აქვს. ბრძოლის შემდეგ თოფურიამ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოახერხა. მეორე ქართველმა მებრძოლმა , მერამ დვალიშვილმა კი, ჰენრი სეხუდო დაამარცხა, გადამწყვეტ რაუნდამდე, 4 წუთით ადრე აიღო სეხუდოს ფეხი, მიიყვანა გალიასთან და რამდენიმე დარტყმაც მიაყენა, რითაც გადამწყვეტი რაუნდი თავის მხარეს გადმოსწია, საფინალო სიგნალამდე 2 წუთით…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს პატრიოტი და პოლიტიკის გროსმაისტერი“- კობახიძე ივანიშვილზე

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს!, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. „ბიძინა ივანიშვილი წლების მანძილზე უპრეცედენტო საქველმოქმედო მოღვაწეობით ზრუნავდა ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე, 2012 წელს კი მან განახორციელა უპრეცედენტო პოლიტიკური ქველმოქმედება და უდიდესი რისკის ფასად, ანტიევროპული ტიპის ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა. ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს პატრიოტი და პოლიტიკის გროსმაისტერი. არაერთხელ აღინიშნა და კიდევ ერთხელ უნდა ითქვას – ის, რომ საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა, დემოკრატია, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის…

მეტი...

„აშშ მოუთმენლად ელის პრემიერ კობახიზესთან მუშაობას“ – ჯიმ ო’ბრაიენი

აშშს სახელმწიფო მდივანი, ჯიმ ო’ბრაიენი,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით დარჩიაშვილთან შეხედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება: „როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ვუთხარი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრისას, აშშ მოუთმენლად ელის მასთან და პრემიერ კობახიძის მთავრობასთან მუშაობას 2024 წელს, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის”,-წერს ო’ბრაიენი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.    

მეტი...

მღვდელს, რომელიც ნავალნის პანაშვიდს გეგმავდა ინსულტი დაემართა

სასულიერო პირი, რომელიც ნავალნის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა, საავადმყოფოში ინსულტით გადაიყვანეს, ის რამდენიმე დღის წინ რუსმა სამართალდამცველებმა პეტერბურგში დააკავეს. სასულიერო პირი პოლიციის 43-ე განყოფილებაში ჰყავდათ მოთავსებული. მღვდლის ჰოსპიტალიზაციის ამბავი ტელეგრამ არხზე დეპუტატმა ბორის ვისჩევსკიმ დაწერა. ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაში ჯამშ 400-მდე ადმაიანი დააკავეს. ყველაზე მეტი, 147 აქტივისტი პეტერბურგშ დააპატიმრეს, 49 კი – მოსკოვში.  

მეტი...

ყინწვისის ტაძარი საფრხის ქვეშაა

ყინწვისის მონასტერში წვიმა ჩადის, უნიკალური ფრესკები საფრთხეშია. წვიმისგან თითქმის წაშლილია უძველესი ფესკები. ხელოვნებათმცოდნეები პასუხისმგებლობას კულტურის მინისტრს აკისრებენ: “ნადგურდება ყინწვისი ტაძარი. რამდენიმე წლის წინ სამწუხარო ფაქტი მოხდა და ამაზეც რეაგირება არ ჰქონდათ, თუნდაც ის, რომ მეტლახით მოაპირკეთეს ეს ტაძარი იქ მსახურმა მღვდლებმა და ამაზე არანაირი ერაგირება არ ჰქონდა სახელმწიფოს. შარშან წყალი ჩამოვიდა, წელსაც წყალი ჩამოვიდა და ფრესკები დაზიანდა და ამაზე წულუკიანის უწყება, რა თქმა უნდა, დუმს და მე არ მაქვს იმედი იმის, რომ ის რაიმეს მოიმოქმედებს, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე. მონასტერი მე-13 საუკუნისაა.

მეტი...

“ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, ისინი უკრაინას უნდა გადავცეთ” – დანია

უკრაინა ახლა ითხოვს საბრძოლო მასალასა და არტილერიას. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც არ ვიყენებთ, ისინი უკრაინას უნდა გადავცეთ,- ამის შესახებ დანიის პრემიერ- მინისტრმა გაანცხადა. მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის კონფერენციაზე აღნიშნა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, მთელი არტილერია უკრაინას გადასცენ.

მეტი...

რუსთავში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

  რუსთავში, ერთ – ერთ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს, – ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავცრელებს.შემთხვევა XX მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბინაში გარდაცვლილი ქალი ოჯახის წევრმა იპოვა. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.  

მეტი...

ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმს ო’ბრაიენთან გამართა შეხვედრა. საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. „ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე. ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ და ამ კუთხით აღინიშნა ბატონი ო’ბრაიენის წარმატებული ვიზიტი გასულ წელს საქართველოში“, – აღნიშნულია საგარეო უწყების პრესსამსახურის…

მეტი...

მარკ ცუკერბერგმა მერაბ დვალიშვილს გამარჯვება მიულოცა

UFC-ის ქართველმ მებრძოლა, მერაბ დვალიშვილს UFC 298-ზე გამარჯვება და ჰენრი სეხუდოს დამარცხება მარკ ცუკერბერგმა მიულოცა. Facebook-ისა და Meta Platforms-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბრძოლას პირადად დაესწრო. ცუკერბერგმა ქართველს სპორტსმენს გამარჯვება პირადად მიულოცა და შემდეგ კი საერთო ფოტო INSTAGRAM STORY-შიც გამოაქვეყნა. სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო.  

მეტი...

გამოვლენილია ხე- ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი რაჭაში

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ამბროლაურში, სოფელ თლუღში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევს მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალებით 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი დასამუშავებლად რეგისტრირებულ სახერხ საამქროში გადაჰქონდა. რეგისტრირებული სახერხი საამქრო და მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალება დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ამბროლაურის „საქმიან ეზოში“. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გაიგზავნება შესაბამის ორგანოებში.

მეტი...

ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა!

UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მებრძოლებმა რამდენიმე კარგი დარტყმა გაცვალეს. მეორე რაუნდში კი ქართველმა თავის სტილში, ბრწყინვალე კომბინაციით ავსტრალიელი მებრძოლი დაანოკაუტა. ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია. შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ამავე ღონისძიებაზე საკუთარი ბრძოლა მოიგო მეორე მერაბ დვალიშვილმა. ქართველმა მექსიკელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

მეტი...

მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა!

UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ბრძოლა ორივე მებრძოლმა ფრთხილად დაიწყო, ჯერ აკვირდებოდნენ ეთმანეთის ტაქტიკას. პირველი რაუნდის შუა წელს  მერაბმა პირველი თეიქდაუნიც მიითვალა, ორიოდე წუთით ადრე კი ძლიერი დარტყმის შემდეგ ქართველს არ გაუმართლა და მექსიკელი მის უკან აღმოჩნდა. მეორე რაუნდში მერაბი გაცილებით უკეთესი იყო, სეხუდომ რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, 2:18 წუთით ადრე კი ქართველმა ის გააკეთა, რაც ასე ძალიან უყვარს, წააქცია ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში და ბრძოლა გადავიდა მიწაზე, საბოლოო ჯამში მეორე ხუთწუთეული მერაბის აშკარა უპირატესობით დასრულდა. საქმე მივიდა მესამე, გადამწყვეტ რაუნდამდე, 4 წუთთ ადრე…

მეტი...