დარწმუნებული ვარ, იზიარებთ ჩემს მოსაზრებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების თაობაზე, განსაკუთრებით კი ცესკო – რობინ დანიგანი

დარწმუნებული ვარ, იზიარებთ ჩემს მოსაზრებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების თაობაზე, განსაკუთრებით კი ცესკო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,გვინდა, რომ საქართველოო გახდეს ევროკავშირის წევრი . ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი მუშაობდა და დიდი ძალისხმევა ჩადო ამაში. შემდგომი თვეების მანძილზე მზად ვართ, რომ მხარი დაგიჭიროთ რომ შეასრულოთ 9 პირობა, ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვითანამშრომლებთ ყველა სეგმენტთან, ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ ყველა სფეროს. ერთ ერთი მნიშვნელოვანი რაც აქ ჩამოსვლის შემდეგ გავაკეთე იყო ის, რომ წავედი ბრიუსელში და ვისაუბრე საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ, თუ როგორ შეუძლია შტატებს საქართველოს დაეხმაროს.

წელს ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი წელი გაქვთ, რომელიც იმედია წაადგება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებს. ჩვენ ვისაუბრეთ არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, თქვენ იზიარებთ ჩემს მოსაზრებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების თაობაზე, ყველა თქვენგანი, პარლამენტი, მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით კი ცესკო, რათა უზრუნველყოთ რომ საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი ხმები იქნება სამართლიანად დათვლილ და პროცესიც იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე”, – აღნიშნა ელჩმა.  

სიტყვით მიმართვის შემდეგ დანიგანის გამოსვლა მედიისთვის დაიხურა.

მსგავსი თემები