ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა. ცნობილია, რომ დაგეგმილია პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრა და უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. ცნობისთვის, ელისეის სასახლეში შეხვედრების დასრულების შემდეგ, ზელენსკი გერმანიაში დაბრუნდება, სადაც მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონფერენციის მონაწილეებისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინასა და გერმანიას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

მეტი...

„ნავალნი რუსეთის რეპრესიული სახელმწიფო ძალის მსხვერპლი გახდა“ – ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილს ეხმაურება და ამბობს, რომ პატიმარი რუსეთის რეპრესიული სახელმწიფო ძალის მსხვერპლი გახდა: „საშინელებაა, რომ მამაცი, უშიშარი ხმა, რომელიც იცავდა თავის ქვეყანას, საშინელი მეთოდების გამოყენებით გააჩუმეს. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან, მის შვილებთან, მის მეგობრებთან და თანამშრომლებთან არის“, – განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა. ცნობისთვის, ანგელა მერკელმა გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში მოინახულა, როდესაც რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. მერკელი ნავალნის მხარს აქტიურად უჭერდა.

მეტი...

„ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პუტინია“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულზე პასუხისმგებელი პუტინია. „ნავალნი გაბედულად დაუპირისპირდა კორუფციას, ძალადობას და ყველა იმ ცუდს, რასაც პუტინის მთავრობა აკეთებდა. ამის საპასუხოდ, პუტინმა მოწამლა, დააპატიმრა და შეთითხნილი დანაშაულებისთვის დასჯა… მას შეეძლო უსაფრთხოდ ეცხოვრა ემიგრაციაში 2020 წელს მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ. სანაცვლოდ, ის დაბრუნდა რუსეთში – იცოდა, რომ სავარაუდოდ დააპატიმრებდნენ, მოკლავდნენ, თუ გააგრძელებდა თავის საქმიანობას, მაგრამ მან ეს მაინც გააკეთა იმიტომ, რომ ძალიან ღრმად სწამდა თავისი ქვეყნის, რუსეთის” – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, ახლა დროა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მიიღონ…

მეტი...

თბილისში, დადიანზე ავარია მოხდა

თბილისში ცოტნე დადიანის ქუჩაზე, 4 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში ავრცელებს. სავარაუდოდ არიან დაშავებულები, თუმცა ინფორმაცია ამ დროისთვის არ დადასტურებულა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ამინდი 17-19 თებერვალს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი. მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

მეტი...

„პუტინი მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ დამუქრებია ფიზიკური განადგურებით…” – სოფო ჯაფარიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ პუტინი მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ დამუქრებია ფიზიკური განადგურებით. საგანგებო ბრიფინგზე, სოფო ჯაფარიძემ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. „დღეს ნავალნის მაგალითმა გვიჩვენა, როგორ სრულდება პოლიტიკური პატიმრების სიცოცხლე დიქტატორების ციხეებში. ნავალნის პირადი მტერი იყო ვლადიმერ პუტინი და ასევე, მიხეილ სააკაშვილის პირადი მტერია ვლადიმერ პუტინი. თავად რუსეთის დიქტატორ მმართველს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სამხედრო დამნაშავედ აღიარებულ პუტინს არაერთხელ გაუვლია პარალელი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ის არაერთხელ დამუქრებია მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური განადგურებით. უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური პატიმრები ციხეებში შემთხვევით არ კვდებიან. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს,…

მეტი...

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანეს – დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

მეტი...

გაერო ალექსეი ნავალნის სიკვდილის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ალექსეი ნავალნის სიკვდილის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს: „თუ ვინმე სახელმწიფოს პატიმრობაში იღუპება, ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.. ამ პასუხისმგებლობის უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ დამოუკიდებელი ორგანოს მიერ განხორციელებული მიუკერძოებელი, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების გზით”.- აღნიშნულია განცხადებაში. გაეროს ოფისი თქმითვე, არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება ნავალნის პატიმრობაზე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ვოლკერ ტურკმა გასული წლის ზაფხულში საჯაროდაც მოითხოვა მისი გათავისუფლება და განაცხადა, რომ ხანგრძლივი სასჯელი მიუთითებდა რუსეთის მიერ სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. შეგახსენებთ, რომ 47 წლის ასაკში, ალექსეი ნავალნი დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი თრომბია.…

მეტი...

„ნავალნის სიკვდილი არის შეხსენება, როგორი შემაძრწუნებელია რეჟიმის მიერ განსხვავებული აზრის გათელვა” – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილს ეხმაურება: „ალექსეი ნავალნის სიკვდილი ციხეში არის მკაფიო შეხსენება, როგორი შემაძრწუნებელია რეჟიმის მიერ განსხვავებული აზრის გათელვა. ჩემი გულახდილი ფიქრი მიმართულია მისი ოჯახის, ყველა დემოკრატიულად მოაზროვნე რუსის მიმართ და იმ ხალხის მიმართაც, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის რუსეთის შიგნით და მის გარეთაც” – აცხადებს მაია სანდუ. შეგახსენებთ, რომ 47 წლის ასაკში, ალექსეი ნავალნი დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი თრომბია. მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილი რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებაში პუტინს ადანაშაულებენ.

მეტი...

„ლელო“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი” – შალვა პაპუაშვილი

„ლელო“ რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითიც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას 1000 ლარიან პენსიასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე. პაპუაშვილის თქმით, „ლელო” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მებრძოლები გაეგზავნა და საზღვრები ჩაეკეტა. „არათუ ეკონომიკურად შეუძლებელია [1000 ლარიანი პენსია], „ლელო“ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, გვახსოვს მაშინ რა მოთხოვნები ჰქონდათ – ისინი ითხოვდნენ, საქართველოს მთავრობას უკრაინაში გაგვეგზავნა მეომრები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და მოგვიწოდებდნენ, რომ ჩაგვეკეტა საზღვრები და ა.შ. „ლელო“,…

მეტი...

ვითარება გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

მეტი...

ვალუტის კურსი 17 თებერვალს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 თებერვლისთვის 1 აშშ დოლარი 2.6432 ლარი ეღირება, ხოლო ევრო – 2.8467 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი – 3.3273 ლარი.

მეტი...

მარია ზახაროვას თქმით, NATO-ს ქვეყნების ლიდერების მყისიერი რეაქცია ნავალნის მკვლელობაზე, თვითგამომჟღავნებაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე საუბრობს და ისრები NATO-ს ქვეყნებისკენ გადააქვს: „ნატოს ქვეყნების ლიდერების მყისიერი რეაქცია ნავალნის მკვლელობაზე რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი ბრალდებების სახით, თვითგამომჟღავნებაა. სასამართლო ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ დასავლეთის დასკვნები უკვე მზადაა“, – განაცხადა ზახაროვამ. შეგახსენებთ, რომ 47 წლის ასაკში, ალექსეი ნავალნი დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი თრომბია. მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილი რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებაში პუტინს ადანაშაულებენ.

მეტი...

რუსეთი ალექსეი ნავალნის სიკვდილში დასავლეთს ადანაშაულებს

რუსეთის დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მკვლელობაში დასავლეთს ადანაშაულებს. „ყველა მათგანი, მათი სახელები კარგად არის ცნობილი: ნავალნის სიკვდილში დამნაშავეები არიან ნატოს გენერალური მდივანი და აშშ-ის ხელმძღვანელობა, შოლცი, სუნაკი და ზელენსკი. სწორედ ისინი, ვინც მიიღეს უამრავი წარუმატებელი გადაწყვეტილებები და მიჯაჭვულნი არიან თავიანთ პოზიციებზე, სარგებლობენ მისი სიკვდილით“, – განაცხადა ვოლოდინმა. შეგახსენებთ, რომ 47 წლის ასაკში, ალექსეი ნავალნი დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი თრომბია. მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილი რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებაში პუტინს ადანაშაულებენ.

მეტი...

უკრაინამ და გერმანიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ და გერმანიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. „ბერლინში სახელმწიფო ლიდერებმა ხელი მოაწერეს უპრეცენდენტო შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ უკრაინასა და გერმანიას შორის. ეს არის მეორე შეთანხმება, გაერთიანებულ სამეფოსთან შეთანხმების შემდეგ, რომელსაც ჩვენ ხელს ვაწერთ” – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოს გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. როგორც ცნობილია, მან დაძაბულ ბრძოლაში სერბ მარიცა პერშიჩს სძლია.

მეტი...

რუსეთის ყოფილ საელჩოსთან რუსი აქტივისტები მივიდნენ

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რუსი აქტივისტები მდუმარე აქციას მართავენ. ისინი ნავალნის სიკვდილში პუტინს ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ 47 წლის ასაკში, ალექსეი ნავალნი დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი თრომბია. ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილი პასუხისმგებლობას სწორედ პუტინს აკისრებს.

მეტი...

„პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსი ოპოზიციონერის სიკვდილს ეხმაურება და წერს, რომ ალექსეი ნავალნი პუტინმა მოკლა: „პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით. შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და მეც ნავალნის მსგავსად ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში” –  წერს მიხეილ სააკაშვილი

მეტი...

„ეს იქნება სისასტიკის კიდევ ერთი ნიშანი“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

რუსეთის ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისიც აკეთებს. „ეს, რა თქმა უნდა, საშინელი ამბავია. თუ დადასტურდება, რომ (პუტინია დამნაშავე), ეს იქნება პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი ნიშანი.  შეგვიძლია ნათლად განვაცხადოთ, რომ ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია. ამის შესახებ უფრო მეტს ახლო მომავალში ვიტყვით,” – აცხადებს კამალა ჰარისი.  

მეტი...

„ეს შეხსენებაა, რას წარმოადგენს პუტინი“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტიც ავრცელებს. როგორც  ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, დამნაშავე პუტინი და მისი რეჟიმია. „შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ იმფორმაციით. პუტინს საკუთარი ხალხის მხრიდან უთანხმოებაზე მეტად არაფრის ეშინია. ეს არის საზარელი შეხსენება იმისა, თუ რას წარმოადგენს პუტინი და მისი რეჟიმი. უნდა გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავიცვათ მათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც ბედავენ ავტოკრატიის წინააღმდეგ დადგომას“, – აცხადებს უსრულა  ფონ დერ ლაიენი. შეგახსენებთ, რომ  რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დღეს რუსეთის კოლონიაში გარდაიცვალა.

მეტი...

„შოკირებული ვარ“ – ჯოზეფ ბორელი ნავალნის გარდაცვალებაზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ალექსანდრ ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს. „შოკირებული ვარ მედიის ინფორმაციით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას დაუთმო. მოდით ნათელი ვიყოთ. პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია,” – წერს ჯოზეფ  ბორელი. შეგახსენებთ,  რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი დღეს ციმბირის ციხეში გარდაიცვალა.

მეტი...

„პუტინის რეჟიმმა პერსონალურად უნდა აგოს პასუხი“ – ნავალნის მეუღლე

ალექსეი ნავალნის მეუღლე მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს და მომხდარში პუტინის რეჟიმს ადანაშაულებს. „ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი არსებობს, რომელიც ახლა მძვინვარებს რუსეთის ფედერაციაში, ეს პუტინი და მისი რეჟიმია. პუტინი არის პასუხისმგებლები ამ ყველაფერზე და მათ პერსონალურად უნდა აგონ პასუხი რაც ხდება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის“ – ეს განცხადება ნავალნის მეუღლემ მიუნჰენის კონფერენციაზე გააკეთა. შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, ციმბირში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადამსჯელო საკანში გარდაიცვალა.

მეტი...

,,ცხადია, ის მოკლა პუტინმა” – ზელენსკი ნავალნიზე

ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება: „ახლა ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. ცხადია, ის მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს. პუტინს არ აინტერესებს ვინ მოკვდება, სანამ ის თავის პოზიციას ინარჩუნებს. პუტინმა უნდა დაკარგოს ყველაფერი, უნდა დაკარგოს ყველაფერი და აგოს პასუხი იმისთვის, რაც გააკეთა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...

ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მარტის შუა რიცხვებამდე სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მარტის შუა რიცხვებამდე სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულ გრიპის „ა“ და „ბე“ ტიპის ვირუსის ქვე ტიპებს გართულებები ახასიათებს, შესაბამისად, რისკ ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიარონ. მათი თქმით, მიზანშეწონილია აქამდე ცნობილი რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა. ხშირ შემთხვევაში ე.წ. სეზონურ ვირუსებს, სხვა ვირუსებთან შედარებით, მაღალი ტემპერატურა ახასიათებს. არის რეინფიცირების შემთხვევებიც.

მეტი...

უკრაინა-გერმანიას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

უკრაინასა და გერმანიას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. მას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ოლაფ შოლცმა მოაწერეს. ,,ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ უკრაინასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის”, – თქვა ნიკიფოროვმა. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კი შეთანხმებას ისტორიული ნაბიჯი უწოდა. ,,ისტორიული ნაბიჯი. გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ”, – განაცხადა შოლცმა.

მეტი...

,,ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ,,ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა ყველა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისათვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის მის ბრძოლას განაგრძობს”, – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე პოპულაციების მართვის ახალი თანამედროვე სტანდარტების ცენტრი აშენდება

მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე პოპულაციების მართვის ახალი თანამედროვე სტანდარტების ცენტრი აშენდება. შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა. შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების ელექტრო გაყვანილობის სისტემებით. ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველებს მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით გადაიყვანენ. თავშესაფრის სრული პერიმეტრი ღობით შემოისაზღვრება. ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა მიმდინარე წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თავშესაფრის გამტარუნარიანობას და შესაბამისად, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო, მასობრივი ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაატარა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო, მასობრივი ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაატარა. განმეორებითი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის, ანტონოვსკაიას, ფანასკერტელ-ციციშვილის, ორბელიანისა და კეჭაყმაძის ქუჩების ბინადარ მიუსაფარ ცხოველებს ჩაუტარდათ. ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება. ,,მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური აცრის ჩატარება. სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც აცრების დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ. ასევე, სააგენტო მეპატრონეებს საკუთარი ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს.…

მეტი...

ალექსეი ნავალნი კრემლმა მოკლა, ეს ფაქტია – ედგარს რინკევიჩსი

,,ალექსეი ნავალნი კრემლმა მოკლა, ეს ფაქტია”. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ედგარს რინკევიჩსმა ნავალნის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა. „რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის ნამდვილი ბუნების შესახებ. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს“, – წერს ედგარს რინკევიჩსი.

მეტი...

ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს

სამ უკვე ყოფილ სამხედროს, მიხეილ დოიჯაშვილის, რამაზ გოგიძეს და ზურაბ ვაშაგაშვილის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებათ. საქმე ეხება კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის საქმეს. ბრალდებულების ადვოკატი ამბობს, რომ ყოფილმა სამხედროებმა გაიგეს, რომ გარდაცვლილს ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობები მათი მეგობრის მეუღლესთან და მასთან ამის გასარკვევად მივიდნენ. გამოძიება ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილი, 11 იანვარს, მისმა კოლეგებმა სასტიკად სცემს და სამხედრო ნაწილში, არაფორმალური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდასთან დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 2.3 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, ციმბირში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადამსჯელო საკანში გარდაიცვალა. ინფორმაციას ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივი დეპარტამენტზე დაყრდნობით გამოცემა Meduza-ც ავრცელებს და წერს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. ნავალნი ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 2023 წლის დეკემბერში გადაიყვანეს. ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროში ონკოპაციენტებთან შეხვედრა დასრულდა

ჯანდაცვის სამინისტროში ონკოპაციენტებისა და მათი უფლებადამცველების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული, პაციენტებს ჰქონდათ იმედი, რომ მინისტრს ან მის მოადგილეს შეხვდებოდნენ, თუმცა შეხვედრა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ რა გააკეთა უწყებამ ამ წლების განმავლობაში. ვერ დასახელდა თარიღი, როდის შემოვა ქვეყანაში კონკრეტული მედიკამენტები, ასევე, დაფინანსდება თუ არა დამატებით სერვისები. ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები ითხოვენ, გაუქმდეს ონკოპაციენტებისთვის დაწესებული 25 000-ლარიანი ლიმიტი. შეხვედრის კიდევ ერთი დამსწრე ამბობს, რომ ვერ მიიღეს კითხვებზე კონკრეტული პასუხები “ჩვენ არ გვაქვს მოლოდინის რეჟიმისთვის დრო, ამ ადამიანების სიცოცხლისთვის ერთი დღეც კი გადამწყვეტია, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ…

მეტი...

შოვში შესაძლებელია ღვარცოფული ნაკადი კიდევ ჩამოვიდეს, დაუშვებელია მშენებლობები – გეოლოგების გაფრთხილება

გეოლოგები, რომლებიც გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნას გაეცნენ, ამბობენ, რომ იმ ფონზე, როდესაც მოსალოდნელია ღვარცოფული მასის ჩამოსვლა, დაუშვებელია სტიქიის ზონაში ახალი მშენებლობების დაწყება. ,,დღესაც უნდა ვიგულისხმოთ და ვივარაუდოთ, რომ 13-სართულიანი შენობის აშენება იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა ეს მოვლენა, შესაძლებელია – იურიდიულად კი, მაგრამ ახლა ამ დასკვნაში მკაფიოდ წერია, არ შეიძლება, იმიტომ, რომ დასკვნა ამბობს, რომ კიდევ შესაძლებელია ასეთივე ჩამოსვლა, ანუ ზემოთ ისეთი გეოლოგიური პროცესებია, რომ შესაძლებელია კიდევ მოხდეს ღვარცოფული ნაკადის ჩამოსვლა ამ გლობალური ნაკადის ფონზე”, – ამბობს ნინო ჩხობაძე. ,,შოვის ტერიტორიაზე ცხოვრება არ შეიძლება. ახლა გახდა ცნობილი, რომ ასეთი მასშტაბის პრობლემა…

მეტი...

,,ფულს აკეთებდა, პატიმრების ბედით ვაჭრობდა” – ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიაზე

“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ეკა ბესელია პატიმრების ბედით ვაჭრობდა და ფულს ამ გზით შოულობდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “სამართლიანობისთვის” ლიდერს უნამუსოს და შუბლის ძარღვ გაწყვეტილად მოიხსენიებს. ,,სალომე ზურაბიშვილი თუ შეწყალების კომისიას აღდგენს, იქნება არაჩვეულებრივი, იმიტომ, რომ ძალიან ცუდი იყო ამ კომისიის გაუქმება. თუ მის თავმჯდომარედ დანიშნავს ეკა ბესელიას, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ფულს აკეთებდა, პატიმრების ბედით ვაჭრობდა და რა თქმა უნდა, ერთხელ რომ რაღაცას გემო გაუგებ, მერე სულ გინდა. თან იოლად იშოვება იქ ფული, ნამუსი თუ არ გაქვს და შუბლის ძარღვი თუ გაქვს გაწყვეტილი. ერთი სული…

მეტი...

წვიმა, თოვლი და ტემპერატურის კლება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

16-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქ. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში…

მეტი...