„თუ რამე მოხდა, დედა, მაპატიეო“ – ქართველი მებრძოლის ოჯახი უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ქართველი მებრძოლის, 22 წლის მამუკა გაწერელიას ოჯახი უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, მამუკა გაწერელიას რუსეთმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე ამბობს, რომ ოჯახს ადვოკატი არ ჰყავს: „ციხიდან დამირეკა და მითხრა, ხვალ სასამართლო მაქვსო, არ ინერვიულო კარგად ვარო,  ეტყობა აიძულებდნენ ასე ეთქვა, მესმოდა იქიდან უთხრეს, ასე უთხარი ქართველებს კარგად ექცევიანო. როგორც კი დაიწყო ეს ომი მოხვდა გულზე და მე წვალ დავეხმარები იქ ხალხსო მითხრა, ბევრი ვეხვეწეთ, მაგრამ უშედეგოდ,  რუსი სამხედროების ალყაშემორტყმულ ქარხანაში რამდენიმე სამხედრო ვერტმფრენმა მოახერხა შესვლა, ერთ-ერთში ჩემი შვილი იყო” – დალი ჩხეიძე შვილს,  ტყვეობამდე ერთი კვირით…

მეტი...

“ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და სიკვდილის პირას იყო – გამოჯანმრთელდა“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტმა სასწრაფოდ დაივიწყა ავადმყოფობის მითი და რადიკალიზაციის მორევში გადაეშვა. დეზინფორმაციის კამპანიის ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ოპოზიციამ ჩაწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ექს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. მისი სამართლიანი პატიმრობა და კლინიკაში სასჯელის მოხდის პერიოდი სავსე იყო პირდაპირი და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ჭორებით. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და სიკვდილის პირას იყო. როდესაც ამ პრიმიტიულმა ტყუილმა არ გაჭრა, სააკაშვილმა სასწრაფოდ დაივიწყა ავადმყოფობის მითი და გამოჯანმრთელებული პირდაპირ გადაეშვა რადიკალიზაციის მორევში”, – ამბობს პაპუაშვილი.

მეტი...

6 წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან

2018 წლის 22 თებერვალს, ყოფილი სამხედრო, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს. მის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 26 დღის შემდეგ გადასცეს. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. ხელისუფლებამ ოპოზიციის  ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია დაამტკიცა. ამ რეზოლუციით მთავრობას დაევალა დამნაშავეების დასასჯელად ემოქმედა, თუმცა დღემდე არაფერი გაუკეთებია. მმართველი გუნდი ამბობს, რომ  რომ  ახალი პრემიერი ამ საკითხს თავიდან შეისწავლის.

მეტი...

საქართველოს სულ მცირე სამი მოქალაქეა რუსეთის ტყვეობაში

უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი ტყვეების  ზუსტი რაოდენობა არ სახელდება, მათი ვინაობა ოჯახის ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოების მოტივით არაა გასაჯაროებული. უკრაინაში მებრძოლი ქართველი, 41 წლის გიორგი ჩუბითიძე რუსეთის ტყვეობაში რჩება. მისი ტყვედ ჩავარდნის შესახებ 2023 წლის 14 ნოემბერს გახდა ცნობილი,მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მისი გამოკითხვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ამ ვიდეოში გიორგი ჩუბითიძესთან ერთად ჩანს გიორგი გოგლიძეც, უკრაინის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, რომელიც რუსებმა დაატყვევეს. ვიდეოს მიხედვითაც შეიძლება ვარაუდი, რომ ისინი რუსულად დაწერილ ტექსტს კითხულობენ. გოგლიძეს შუბლთან მცირედი დაზიანებაც ეტყობა. აფხაზეთიდან დევნილი 22 წლის მამუკა გაწერელია ტყვედ 2022 წლის…

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისის 26 თებერვალს ჩანიშნული პროცესი მოსამართლის შვებულებაში გასვლის გამო გადაიდო

26 თებერვალს ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რომელზეც 2023 წლის მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და სახელმწიფო ბრალდების დასკვნითი სიტყვები უნდა მოესმინა მოსამართლეს, გადადებულია. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს როგორც გრიგორიადისის ოჯახი, ისე ადვოკატები. ადვოკატების თქმით, დასკვნითი სხდომის გადადების მიზეზი მოსამართლის, ზვიად შარაძის შვებულება გახდა – მათ დღეს, 22 თებერვალს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ შეატყობინა მოსამართლის მდივანმა, რომ ორშაბათს ჩანიშნული პროცესი ვერ გაიმართებოდა. ამ დროისთვის ადვოკატებმა არ იციან, როდის ჩაინიშნება შემდეგი სასამართლო სხდომა. დასკვნითი სხდომის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ საქმის განხილვა დასრულებული იქნება და მოსამართლეს შეუძლია განაჩენი ან ამავე სხდომაზე გამოაცხადოს,…

მეტი...

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა. ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე „ლიბერთი ბანკი“ ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას. საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა…

მეტი...

„ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულს, არც შვედურს, არც ამერიკულს და არცერთ სხვა ფულს“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას მიმართავს, ფულის შოვნის ყალბი მეთოდები დაივიწყოს და უცხოური ფულის დახმარებით ქართულ პოლიტიკაზე გავლენას ნუ ახდენენ. „არის ქვეყნები, რომელთაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველომ ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს. ქართველი ხალხის ინტერესში ეს არ შედის. რატომ ხართ ჩუმად? იმიტომ, რომ დაფინანსების იმ სქემებში ხართ, იმ ქვეყნებიდან დაფინანსების, რომელთაც ინტერესი აქვთ, რომ საქართველომ დააწესოს სანქციები. ეს არის პრობლემა, ეს არის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე უცხოური ფულის მეშვეობით და ამას უნდა შეეშვათ. გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას. ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულს, არც…

მეტი...

„გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები“ – პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიაც მიმართა და მოუწოდა, ყალბი ანგარიშები გააუქმონ და ანგარიშებიც დახურონ. „გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ, უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას, ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულს, არც შვედურს, არც ამერიკულს და არცერთ სხვა ფულს“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას. მისი შეფასებით, ოპოზიცია ფინანსების მოსაზიდად ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმნია. „ბატონმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მოგვცა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვქმნით იმისათვის, რომ ფინანსები მოვიზიდოთ და რა არის ამაში ცუდიო? ამასაც ვერ ხვდება. ავხსნი რა არის ცუდი. ყალბი NGO-ების სქემები, როგორც ჩანს, ძალიან პოპულარული გახდა ოპოზიციურ პარტიებში…

მეტი...

გლდანში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ვასაძისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების კვეთასთან ავტომობილების გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 24-დან 28 თებერვლამდე იმოქმედებს. შეზღუდვის პერიოდში, ქერჩის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები ხიზანიშვილის ქუჩაზე მოხვედრას ფორე მოსულიშვილის ქუჩის გამოყენებით შეძლებენ, ხიზანიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები კი ქერჩის ქუჩის მიმართულებით ხიზაბავრის, ილია ვეკუას, ხიზანიშვილისა და ფორე მოსულიშვილის ქუჩების საშუალებით გადაადგილდებიან. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N292, N304, N308, N323, N335, N348, N351, N373 და N355, ასევე, მიკროავტობუსები: N512, N517, N518, N548 ვასაძის ქუჩის ნაცვლად მოსულიშვილის ქუჩის გავლით…

მეტი...

„თუ ერთად არ დავდგებით, უკრაინა ვერ გადარჩება“ – დანიის პრემიერი

დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დანია უკრაინას უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის მომდევნო 10 წლის განმავლობაში  250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. როგორც მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, თუ ყველა ერთად არ დადგება, უკრაინა ვერ გადარჩება. „დანიის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია სამხედრო დახმარება. თუ ჩვენ ერთად არ დავდგებით, უკრაინა ვერ გადარჩება და პოტენციურად, შესაძლოა, ვერს ევროპა გადარჩეს… აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ უკრაინას ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა სურს, მან დიდი რაოდენობით დახმარება უნდა მიიღოს. სწორედ ამ კონტექსტში წვლილის შეტანას იმ იმედით ვაგრძელებთ, რომ იგივეს უფრო მეტი სახელმწიფო არა 6 ან 12 თვის შემდეგ…

მეტი...

პრემიერი ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე − თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას. ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორივე საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები, რაც აფართოებს ქვეყნებს შორის…

მეტი...

„სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო იმიჯი დააზიანა“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე  პრეზიდენტის მიერ ქვეყნის იმიჯის დაზიანებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი რამ არაერთგზის მოხდა. “ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ სალომე ზურაბიშვილის მსგავსად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვან ხელისუფლების სხვა შტოებმა. ეს არის ის მაგალითი, რასაც პრეზიდენტი უნდა აძლევდეს ქვეყანას, საზოგადოებას და მომავალ თაობებს? ეს არის ის, რაც მას ევროპად მიაჩნია? ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა, რომელმაც რადიკალიზაციის ხელშეწყობით, პრაქტიკულად, რადიკალური ოპოზიციის თამაში გაიზიარა და ამით მნიშვნელოვნად დააზარალა არა „ქართული ოცნება“, არამედ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და ინტერესები,’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მეტი...

„საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია“ – პარლამენტის თავმჯდომარე

შალვა პაპუაშილის განცხადებით, კონსტიტუციის დარღვევაა ის, როცა პრეზიდენტი მთავრობის ნებართვის გარეშე დადის ვიზიტებზე. „საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც საქართველოს მთავრობის მკაფიო ნებართვის გარეშე დაიწყო საგარეო პოლიტიკური აქტივობების განხორციელება. ჩვენი შეფასება პირდაპირ დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. პრეზიდენტის მოქმედება იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრინციპული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაზე ღიად მიუთითეს საქართველოს პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ და მაინც, მან გადაწყვიტა, რომ მისი პირადი გადაწყვეტილება უფრო მაღლა დგას, ვიდრე პარლამენტი, კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლო და ეროვნული ინტერესები,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

„უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა“ – პაპუაშვილი პრეზიდენტზე

 „ეს არის მაგალითი, რასაც პრეზიდენტი უნდა აძლევდეს ქვეყანას, მომავალ თაობას? ეს არის ის, რაც მას ევროპად მიაჩნია? – უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა“ – აცხადებს საქართელოს პრეზიდენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ტრიბუნიდან. მისივე შეფასებით, პრეზიდენტი რადიკალიზმის ფერხულშია ჩაბმული. ,,რაოდენ სამწუხაროა, რომ რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულში ჩაბმული აღმოჩნდა ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესებისა და ინსტიტუტების დაცვაზე, ეროვნული თანხმობის მიღწევასა და ქვეყნის გაერთიანებაზე“ – განმარტავს პაპუაშვილი. მან პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობა და ანგარიშიც გაიხსენა და აღნიშმა, რომ  სალომე ზურაბიშვილის  გამოსვლამ კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა.…

მეტი...

„სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა“ – კალაძე

„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის კითხვას, შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მხოლოდ სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდება. „რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, თუმცა, ვფიქრობ, მასაც კარგად ესმის, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს სააკაშვილის შეწყალება პირადად მისთვის, რადგან ამ ადამიანს თავის ქვეყნისა და ხალხის წინაშე მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის განმარტებით,…

მეტი...

„სასურველიამ თუ ევროკავშირს ნატოც მიბაძავს“ – პარლამენტის თავმჯდომარე

შალვა პაპუაშვილი ნატოს მიმართავს, რომ ევროკავშირს მიბაძოს და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დააჩქაროს. „სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატო-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლის შესრულებაც ჩვენს ქვეყანას ისევე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა“ – აცხადებს პაპუაშვილი.  

მეტი...

„საქართველო ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა“ – შალვა პაპუაშვილი

„ყველა პასუხისმგებლიანი პარტიის, მოქალაქისა და საქართველოს მოკავშირე უცხოელი პარტნიორის ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად, “ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობის მხრივ არაერთი რეფორმა განხორციელდა, რომელმაც პრაქტიკულად გამორიცხა ნებისმიერი სახის სპეკულაცია არჩევნების გაყალბების თაობაზე. ,,ამისათვის ძალები უნდა გავაერთიანოთ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზმის წახალისება წარსულს ჩაბარდეს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალების ჯანსაღი კონკურენციის გზით არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე იქნეს დადასტურებული. საქართველოს გარშემო სულ უფრო ფართოვდება ცეცხლის, აგრესიისა და ძალადობის რკალი. უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე ჩვენი პარტნიორი დემოკრატიები არნახული წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ.…

მეტი...

„ვერავინ გაბედავს ქვეყანაში არეულობის შემოტანას, დაპირისპირებას და სისხლისღვრას“ – კახა კალაძე

„ოპოზიციის წარმომადგენლები არც ისეთი სულელები არიან. იციან არჩევნების გზით ვერ გაიმარჯვებენ და რჩებათ ერთადერთი გზა – ქვეყანაში არეულობა მოაწყონ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის ნაწილის განცხადებების შეფასებისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები რევოლუციური პროცესებისთვის მზადყოფნაზე ყველა არჩევნების წინ საუბრობენ, თუმცა ქვეყანაში არეულობას და სისხლისღვრას ვერავინ გაბედავს. „ეს სიახლე არაა. ჩვენ ვიცით მათი ზრახვები. ყველა არჩევნების წინ ვისმენთ მსგავს განცხადებებს. ოპოზიციის წარმომადგენლები არც ისეთი სულელები არიან და ძალიან კარგად ესმით, რომ არჩევნების გზით გამარჯვებას ვერ შეძლებენ. რჩებათ ერთადერთი გზა – ქვეყანაში არეულობა მოაწყონ. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას,…

მეტი...

ნახევარ მილიონამდე ლარი მოტყუებით ჩაარიცხინა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სასამართლომ ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს მათი კლიენტების სახელით ცრუ შეტყობინებები გაუგზავნა და ოფშორული კომპანიის სახელზე, საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე 444 827 ევრო მოტყუებით ჩაარიცხინა. შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, მსჯავრდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებისა და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, მასთან დაკავშირებული პირების უცხოურ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და…

მეტი...

„პოლარიზაცია გულისხმობს, რომ საზოგადოება გახლეჩილია იდეური ან ღირებულებითი ნიშნის მიხედვით“ – პარლამენტის თავმჯდომარე

„დეზინფორმაციამ წალეკა ქართული პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში. დეზინფორმაციამ განაპირობა ემოციები, ხოლო ემოციებმა გამოიწვია დიდი უარყოფითი ენერგიის დაგროვება პოლიტიკურ წრეებშიც და საზოგადოებაშიც,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხშირად ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამ უარყოფით ენერგიას „პოლიტიკურ პოლარიზაციას“ უწოდებენ. ,,მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ პოლარიზაციასთან საქმე არ გვაქვს. პოლარიზაცია გულისხმობს, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი იდეური ან ღირებულებითი ნიშნით, რაც საქართველოში სულაც არაა ასე. საზოგადოება ერთიანია. პოლარიზაცია კი სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების ნაწილის რადიკალიზაციაში ვლინდება. პოლიტიკური რადიკალიზმი არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების სიმწვავე. რადიკალიზმი…

მეტი...

სასკოლო ავტობუსი ავარიაში მოჰყვა

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, სასკოლო ავტობუსი ავარიაში მოჰყვა. „კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფონიჭალაში, საბედნიეროდ ბავშვები არ ისხდნენ ამ ავტობუსში, არავინ დაღუპულა, თუმცა არიან დაშავებულები. იარეთ ფრთხილად, ნუ შეუქმნით თქვენ თავს და სხვებს საფრთხეს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ერთ-ერთ ჯგუფში ვრცელდება. ავტობუსი ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს ესახურებოდა.  

მეტი...

„არა მარტო მივმართეთ ევროკავშირს წევრობისათვის, არამედ კანდიდატის სტატუსიც მოვიპოვეთ“ –  შალვა პაპუაშვილი

„ეს ისტორიული მონაპოვარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების, დემოკრატიის შესუსტების და ეკონომიკის შემცირების გარეშე შევძელით“ – აცხადებს პარლამენტის თავჯდომარე და განმარტავს, რომ – საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა. ,,გახსოვთ, რომ 2020 წლის არჩევნების წინ ქართული ოცნება იყო ერთადერთი პარტია, რომლის მთავარ საარჩევნო დაპირებას 2024 წლისათვის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა წარმოადგენდა,’’ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი შეასრულა. ,,ახლა უკვე 2024 წელია და შეგვიძლია…

მეტი...

დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ელექტროენერგეტიკის რეგულირების კურსის ახალი მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ელექტროენერგეტიკის საფუძვლების რეგულირების კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკული ბიზნესის შესახებ ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე როგორც ეკონომიკისათვის  ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში, ენერგეტიკულ ბაზარსა და ბაზრის სახეობებზე,  კონკურენციისა და მონოპოლიის საკითხებზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე, ენერგეტიკული ბიზნესის მართვასა და კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ სასწავლო კურსი კურსის ფარგლებში, მონაწილეები ეცნობიან…

მეტი...

„თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენი ღირებულებები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეიზდენტი უკრაინის მარცხ რუსეთთან არც განიხილავს და აცხადებს, რომ ეს რომ მოხდეს, ევროკავშირის ღირებულებებიც დამარცხდება. „უკრაინის მარცხი არ შეიძლება განიხილებოდეს. ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას. თუ ეს მოხდება,  ვერავინ იწინასწარმეტყველებს იმას, თუ როგორი შიდა ვითარება იქნება რუსეთში. ცხადია, რომ თუ უკრაინა  ომში დამარცხდება, ჩვენი ღირებულებები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“, – აცხადებს შარლ მიშელი. მან უკრაინასთან მიმართებაში მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გეგმაზე ისაუბრა და აღნიშმა, რომ ეს ამ ქვეყნის დახმარებაა. „არსებობს ერთადერთი გეგმა,  მხოლოდ ერთადერთი. ეს არის უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ,…

მეტი...

შრომის ინსპექციამ 361 კომპანიას საქმიანობა შეუჩერა

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 3765 ინსპექტირება. ნორმების დარღვევისთვის 2527 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა შემდეგი სანქციები: 1523 შემთხვევაში გაფრთხილება 361 შემთხვევაში საქმიანობის შეჩერება 643 შემთხვევაში ჯარიმა 2023 წლის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირება 81 904 დასაქმებულ პირს შეეხო. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს განხორციელებული ინსპექტირებები 50% აღემატება 2022 წლის მონაცემებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველივე შემოწმებისას ობიექტების 51%-მა აღმოფხვრა გამოვლენილი დარღვევები. შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი ეხება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ობიექტს, უწყება უფლებამოსილია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ჩაატაროს ინსპექტირება წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

მეტი...

„7 წლიდან ვაფანატებ გველებზე“ – ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი

ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა, ერთ-ერთ გადაცემაში, ქარელში აღმოჩენილი 138 გველის შესახებ ისაუბრა. „უმეტესი სახეობის გველები გამოსაზამთრებლად, ასე იკრიბებიან იმ ლოკაციაზე, სადაც შეძლებენ ზამთრის კლიმატური ყინვების გადატანას, მათთვის კი ეს აღმოჩნდა ასეთი ადგილი. მინდვრებში იყო დიდი მილები ჩატანილი, რომელიც შედიოდა ამ სივრცეში, ალბათ სადღაც ამ მილებში შეძვრნენ, და სწორედ იქ მოხვდნენ… სახლში მყავს მაგრამ მათთან ერთად არ მძინავს, ცალკე ლოკაცია მაქვს ამისთვის. კერძო სახლი მაქვს და ცალკე ტერარიუმი მაქვს აშენებული. 7 წლიდან გველებზე ვაფანატებდი და მერე უკვე პროფესიულში გადაიზარდა”, – ისაუბრა მან.

მეტი...

17 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა და ქუჩაში დააგდო

17 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა და ქუჩაში დააგდო. გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ახალშობილი ბიჭის ცხედარი 20 თებერვალს, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან აღმოაჩინეს. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონის საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ბავშვის დედა 17 წლის ვორონეჟის მკვიდრია. გოგონამ პოლიციაში აღიარა, რომ ბავშვი თავად გააჩინა, შემდეგ კი მოიშორა. „ჩატარდა შემთხვევის ადგილისა და ბავშვის ცხედრის დათვალიერება, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა იმის დასადგენად, ბავშვი ცოცხალი იყო თუ მკვდრად დაბადებული, ასევე მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, გამოიკითხა სავარაუდო დედა“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში. ამ დროისთვის გამომძიებლები მომხდარის ყველა გარემოებას ადგენენ. შემოწმების შედეგების საფუძველზე მიიღება საპროცესო…

მეტი...

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. ქართველი გმირი ოკუპანტებმა ცხინვალში ახალგორიდან გადაიყვანეს და წამებით მოკლეს. ცხედრის გადმოცემას ოჯახი ერთი თვის განმავლობაში ელოდა. ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, სამხედრო პატივით დაკრძალეს. განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცისთვის ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

მეტი...

ამინდი მკვეთრად იცვლება – უახლოესი დღეების პროგნოზი

22-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქ. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22-23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 24 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 22-23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი, 24 თებერვალს კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 22-23 თებერვალს ნალექია მოსალოდნელი, ხოლო 24 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით12,…

მეტი...

,,საათნახევარი ხმით ვტიროდი” – მამა შალვა კეკელია

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ, ერთ-ერთ გადაცემაში ნარკოდამოკიდებულის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არ არსებობს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკი, რადგან ის ყველანაირი სახით ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. ,,მე რამდენიმე წელია, რაც 7 საათზე ეკლესიაში, ნარკოტიკებთან და ლოთობასთან დაკავშირებით პარაკლისებს ვიხდი. ეს ჩვენ ქვეყანაში დიდი პრობლემაა და ჩვენ ამის გამო ღვთის წინაშე ლოცვა შეგვიძლია. წლებია ვევედრები უფალს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. მახსოვს, როდესაც ელენესთვის წესის აგება მომიწია მანქანაში საათნახევარი ხმით ვტიროდი. ეს ჩემთვის ძაან დიდი ტკივილი იყო. გადავწყვიტე პარაკლისი გადამეხადა ბასიანთან, რადგან იქ ტელევიზიები მოვიდოდნენ და ამაზე საუბარს…

მეტი...