პოლონეთში დააკავეს 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც მოპარული ცხენის დამალვას ბინაში ცდილობდა

პოლონეთის ქალაქ ვეჰეროვოში, 19 წლის ბიჭმა ადგილობრივი თავლიდან 3500 ევროდ შეფასებული ცხენი მოიპარა და მის დამალვას საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე ბინაში ცდილობდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ცხენის აყვანას კიბეებზე ცდილობდა, რა დროსაც მეზობლებმა შეამჩნიეს და პოლიცია გამოიძახეს. ბიჭს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი თემები