ოკაცეს კანიონი დროებით დაიკეტა

ოკაცეს კანიონი, ტექნიკური სამუშაოების გამო, სტუმრებისთვის დაიკეტა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე ცნობით, აქტიური ტურისტული სეზონისთვის კანიონი დამსვენებლებისთვის ღია იქნება ოკაცეს კანიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

„ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც ჰქვია დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა“ – გიორგი ვოლსკი გიორგი გახარიაზე

„ლელო“ იქნება, გახარია, გვარამია, „გირჩი“ თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეს არის ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია „ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა ჰქვია”. „ლელო“ იქნება, გახარია, გვარამია, „გირჩი“ თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეს არის ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. გახარია – ეს არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის საოცრება, როდესაც პრემიერ-მინისტრი პირდაპირ, ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც ჰქვია დესტაბილიზაციის და…

მეტი...

დღეს „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდება

იტალიის „სერია ა-ს“ 24-ე ტურის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდება.  მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ცნობილია, რომ შეხვედრა მილანში, „სან სიროზე“ გაიმართება. ცნობისთვის, ამ ეტაპზე „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. გუნდის ანგარიშზე 35 ქულაა. „მილანი“ კი 49 ქულით მესამე პოზიციაზეა.

მეტი...

12 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 12 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დოლიძის, პანკისის, ბალანჩივაძეების, მინდელის და სანდრო ეულის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვერეს დაღმართის, საქანელას, სანაპიროს, ქუთათელაძის, მესხიას, თაბუკაშვილის, ლაღიძის და კვალის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ევდოშვილის, სოხუმის და ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, სამტრედიის და წყალტუბოს…

მეტი...

მახინჯაურში ხანძარია

მახინჯაურში, ტყეში ხანძარია – ადგილობრივების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცნობილია, რომ ხანძარი ეკალბარდზე არის გავრცელებული. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

მეტი...

გორში ჯაჭვით დაბმული დათვი ნახეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარას ტყეში ჯაჭვით დაბმული დათვი ნახეს. ინფორმაციას ცხოველთა დამცველი თამუნა გოგალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ დათვი ბელობის დროსაა დაბმული. ამჟამად უკვე გაიზარდა და ესაჭიროება დახმარება. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

მეტი...

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა

რუსული სამთავრობო გამოცემა TASS-ი წერს, რომ რუსეთში მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. ამჟამინდელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, სიაში კიდევ 3 პოლიტიკოსია. რეგისტრირებული კანდიდატები ახლოს არიან პუტინის შეხედულებებთან და მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინაში. ცნობილია, რომ პუტინი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს და არა მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის” კანდიდატად. ცნობისთვის, პუტინიდ ომი უკრაინაში უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ოკუპანტების სისასტიკეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ომის გამო მილიონობით უკრაინელი დევნილად იქცა.

მეტი...

ჰანო პევკურის თქმით, ესტონეთი აპირებს გააგრძელოს თავდაცვითი ხაზის მშენებლობა რუსეთთან საზღვარზე

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ ესტონეთი აპირებს, გააგრძელოს თავდაცვითი ხაზის მშენებლობა რუსეთთან საზღვარზე, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებისა, რომ ის არ აპირებს შეტევას პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. „ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გეგმებს მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. გჯერათ თქვენ ვლადიმერ პუტინის მას შემდეგ, რაც მან თქვა და როგორც იქცეოდა წლების განმავლობაში?“ – აღნიშნა პევკურმა. მისივე თქმით, ესტონეთი ზრდის მზადყოფნას და ეს არის ის, რაც ყველამ უნდა გააკეთოს. მინისტრი ამბობს, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრეც უარყოფდა მსგავს გეგმებს.

მეტი...

იაპონია უკრაინის დასახმარებლად 106 მლნ დოლარს გამოყოფს

უკრაინული მედია იაპონურ გამოცემებზე დაყრდნობით წერს, რომ იაპონია უკრაინას ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის 15,8 მილიარდი იენის, ანუ 106 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გადასცემს. ამასთან, ცნობილია, რომ უკრაინა და იაპონი საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებსაც გეგმავს, რომელიც მიზნად იაპონური კომპანიების მონაწილეობას ისახავს რეკონსტრუქციის პროექტებში. მედიის ინფორმაციით, გამოყოფილი 106 მილიონი დოლარი აღჭურვილობისა და დროებითი ხიდების უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ. იაპონია თანხებს სოფლის მეურნეობის გაფართოებისთვის, ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად, საინფორმაციო ტექნოლოგიებისთვის, ბიოტექნოლოგიისა და ინდუსტრიის გასაუმჯობესებლად, მმართველობისა და ანტიკორუფციული ზომების გასაძლიერებლადაც გამოყოფს.

მეტი...

„ვისაც სიმსივნე აქვს, იცის, რომ მსგავსი სურვილები ყველაზე დიდი კომფორტი და გამხნევებაა” – ჩარლზ III

სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საჯაროდ პირველად გამოჩნდა და მხარდამჭერებს კარგი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა: „მინდა გულწრფელი მადლობა გადავიხადო ყველამ იმ მხარდამჭერი შეტყობინებისა და კარგი სურვილებისთვის, რომელიც ამ დღეებში მივიღე. ყველამ, ვისაც სიმსივნე აქვს, იცის, რომ მსგავსი სურვილები ყველაზე დიდი კომფორტი და გამხნევებაა” – განაცხადა მეფე ჩარლზმა ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მონარქს სიმსივნის დიაგზონი დაუსვეს. უცნობია, დაავადების ფორმა და სტადია.

მეტი...

„თავდასხმას ნატოზე მოჰყვება ძლიერი პასუხი“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი ყველას აფრთხილებს, რომ ნატოზე ნებისმიერი სახის თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება. როგორც იენს სტოლტენბერგი განმარტავს, ნებისმიერ თავდასხმას ნატო-ზე მოჰყვება ერთიანი და ძლიერი პასუხი. ნატოს გენერალური მდივნის განცხადება პასუხია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა, რომელიც აცხადებს, რომ მოკავშირეებს, რომლებიც, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს. „ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის, რისკის ქვეშ აყენებს ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს“ –  აცხადებს  სტოლტენბერგი.  

მეტი...

სად და როგორ იქნება შესაძლებელი ცხოველების გასეირნება

შინაურ ბინადართა რეგისტრაციაზე, მოპყრობასა და კომერციული მიზნით მოშენება-გამრავლებს საკითხებზე პარლამენტში კანონპროექტის განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. დოკუმენტის თანახმად, შეიქმნება ერთიანი ბაზა, სადაც სავალდებულო იქნება შინაურ ბინადართა დარეგისტრირება. კანონით, მკაცრად გაკონტროლდება ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა, კომერციული მიზნით მოშენება-გამრავლება და სხვადასხვა ორთაბრძოლებში ცხოველების მონაწილეობა. კანონპროექტი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა შეიმუშავა

მეტი...

ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ევროკავშირს არ შეუძლია უკრაინისთვის საკმარისი შეიარაღების მიწოდება

უცხოური მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ავსტრიის ყოფილ კანცლერთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირს უკრაინისთვის საკმარისი შეიარაღების მიწოდება არ შეუძლია. „ევროპის მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, რომ მათი მთავრობები უკრაინის ფინანსურ დახმარებას აგრძელებენ. ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინისთვის იმ რაოდენობის ფინანსური რესურსების მიწოდება, რაც ომში მათ დახმარებას უზრუნველყოს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

მეტი...

მკვლელობა ავლაბარში

თბილისში, ავლაბარში 40 წლამდე მამაკაცს ქუჩაში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა. ცნობილია, რომ პირი, რომელმაც სროლა განახორციელა, ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სხვა დეტალები უცნობია.

მეტი...

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი გადადო

უკრაინული მედია იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი გადადო. ცნობილია, რომ ემანუელ მაკრონი კიევში 13-14 თებერვალს უნდა ჩასულიყო. როგორც მედია იუწყება, ვიზიტის გადადების მიზეზი უსაფრთხოებაა. მედიის ცნობით, დღის წესრიგში იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტი. საფრანგეთის პრეზიდენტს 200 მილიონი ევროს ფონდის შექმნის შესახებ უნდა გამოეცხადებინა.

მეტი...

აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო თოვლის და სავალი ნაწილის შევიწროვების გამო, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აკრძალულია მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

კარატისტი უტა ფონიავა ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონია

საქართველო, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. იუნიორებში, 68 კგ წონით კატეგორიაში, კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ უტა ფონიავამ მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ქართველმა კარატისტმა ოქროს მედლისთვის შეხვედრა თურქ მუსტაფა ოგრაგლისთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. დღეს შეჯიბრებაზე ტიტულის დაცვას ევროპის კიდევ ერთი მოქმედი ჩემპიონი იკა სულამანიძე შეეცდება. ქართველი სპორტსმენი ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელს, ბეხირ გრაბუსს, დაუპირისპირდება. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს უკვე ორი ოქრო აქვს მოპოვებული. სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე 49 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს.

მეტი...

დაკავებულს, ვინც 4 ადამიანი მოკლა, პატიმრობა შეუფარდეს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს, გიორგი ორველაშვილს და მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო. კერძოდ, ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრალდებული გიორგი ორველაშვილი ბაზარში ბიძამისთან მუშაობდა, მათ შორის კონფლიქტის გამო, ბიძამ ის სამსახურიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც დანაშაული მოხდა. რაც შეეხება თავად ბრალდებულს, როგორც ადვოკატი ამბობს, ის დანაშაულის მოტივებზე არ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ბრალდებულმა ბაზარში ცეცხლი გახსნა, რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა.  

მეტი...

„შევახსენოთ წარსულის ცოდვები ახალ პრემიერს” – ხვალ კანცელარიასთან აქცია გაიმართება

ხვალ, 12 თებერვალს, 10:00 საათზე კანცელარიასთან აქცია გაიმართება. დაგეგმილი აქციის მონაწილეები ახლადდანიშნული პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან დახვედრას აპირებენ. „შევახსენოთ წარსულის ცოდვები ახალ პრემიერს” – აცხადებენ პროტესტის ორგანიზატორები. აქცია მოძრაობა „ნაბიჯის” ორგანიზებით გაიმართება.

მეტი...

ორმა აქტივისტმა კლოდ მონეს ნახატს წვნიანი შეასხა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში, ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ორმა აქტივისტმა კლოდ მონეს ნახატს, „გაზაფხული“ წვნიანი შეასხა. აქტივისტები „საკვების კონტრშეტევის“ წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც მანამდე ლუვრის მუზეუმში ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას შეასხეს წვნიანი. „ეს „გაზაფხული“ იქნება ერთადერთი, რაც დაგვრჩება, თუ რეაქცია არ გვექნება. რას დახატავენ ჩვენი მომავალი მხატვრები? რაზე ვიოცნებებთ, თუ გაზაფხული აღარ იქნება?“ – განაცხადეს აქტივისტებმა. უცნობია, რამდენად დაზიანდა ნახატი. ორივე აქტივისტი კი უკვე დაკავებულია.

მეტი...

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ერთმანეთს მემარჯვენე ცენტრისტი ალექსანდრ სტუბი და „მწვანეების“ კანდიდატი პეკა ჰაავისტო უპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ფინეთის მოსახლეობა 5,56 მილიონია და ქვეყანაში დაახლოებით 4,55 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში კი ბოლო გამოკითხვით, ალექსანდრ სტუბი ლიდერობს. არჩევნების შედეგები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ცნობისთვის, არჩევნების პირველი ტური ფინეთში 28 იანვარს ჩატარდა.  ექსპრემიერმა, ალექსანდრ სტუბმა ამომრჩეველთა ხმების 27,2 პროცენტი მიიღო, ხოლო ჰაავისტოს ამომრჩეველთა 25,8%-მა მისცა ხმა.

მეტი...

„უფალი გვასწავლის, რომ მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს, ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება” – მეუფე შიო

„ზოგჯერ შეიძლება, ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს, უფალი სწორედ ამიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანებში ეს სინდისი აღზარდოს”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. „ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში ყოველთვის იკითხება ზაქე მეზვერის შესახებ ეპიზოდი სახარებიდან, რომელიც დღეს წაკითხული იყო ჩვენს ტაძარში. ამ ადამიანს წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს, როგორც ღმერთისკენ სწრაფვის მაგალითს და გვასწავლის, რომ აი, როგორც ზაქემიისწრაფოდა მაცხოვრის დანახვისკენ, მასთან შეხვედრისკენ,…

მეტი...

„ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო შეტევის პერსპექტივით” – დევიდ კემერონი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კემერონი ამბობს, რომ რაფაჰში ისრაელის მხრიდან შეტევის მოსალოდნელი დაწყების გამო ღრმად შეშფოთებულია: „ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო შეტევის პერსპექტივით – ღაზას მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს აფარებს ამ ტერიტორიას. პრიორიტეტი უნდა იყოს ბრძოლის დაუყოვნებლივ შეჩერება დახმარების შესატანად და მძევლების გამოსაყვანად, შემდეგ კი პროგრესი მდგრადი, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისკენ” – დაწერა დევიდ კამერონმა X-ზე. შეგახსენებთ, პრემიერმა თავის სამხედროებს დაავალა, რომ ქალაქიდან დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის ევაკუაციისთვის მოემზადონ.

მეტი...

ბაღდათში, სტიქიის შედეგად დაღუპული 4 ადამიანი დაკრძალეს

ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის შედეგად ერთი ოჯახის დაღუპული 4 წევრი – ტყუპი დები, ძმა და მამა საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ოჯახიდან დარჩა მხოლოდ დედა, რომელიც ემიგრანტი იყო, საქართველოში კი ტრაგედიის შემდეგ დაბრუნდა. ცნობისთვის, ცხედრები დილიდან ბაღდათის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და ადგილზე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. შეგახსენებთ, სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაშია. 9 პირი კი სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა, მათ შორის არიან არასრულწლოვანებიც.

მეტი...

პროკურატურა შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

პროკურატურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს: „პროკურატურა არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე და აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით  (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი…

მეტი...

„დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება“ – პროკურორი რუსთავში ადამიანების მკვლელობაზე

„სტამბოლის ბაზარში“ ოთხი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ დამნაშავე შურიძიების მოტივით სარგებლობდა. ქეთევან სონიძის განცხადებით, გიორგი ორველაშვილმა შურისძიების მოტივით განიზრახა საკუთარი ბიძის, ნოდარ ორველაშვილის და ბიძაშვილის ნიკოლოზ ორველაშვილის მოკვლა. „დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება, კერძოდ, გიორგი ორველაშვილმა შურისძიების მოტივით განიზრახა საკუთარი ბიძის, ნოდარ ორველაშვილის და ბიძაშვილის ნიკოლოზ ორველაშვილის მოკვლა, თუმცა ნიკოლოზ ორველაშვილი სიკვდილს გადაურჩა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კონფლიქტი უკავშირდებოდა ბრალდებულის ცუდ სიმთვრალეს. ის მთვრალ მდგომარეობაში ხდებოდა არაადეკვატური და აყენებდა შეურაცხყოფას როგორც გარშემომყოფებს, ასევე საკუთარი ოჯახის წევრებს. ასევე, დადგენილია ისიც, რომ ახალ წლამდე პერიოდში მას კონფლიქტი…

მეტი...

930 ლიკვიდირებული ჯარისკაცი – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 395 200 (+930) ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბია ავრცელებს. მათივე ცნობით, ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 11.02.24-მდე ასეთია: ტანკები – 6406 (+12), ჯავშანტექნიკა – 11956 (+14), საარტილერიო სისტემები – 9475 (+16), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 981 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 666 (+0), თვითმფრინავები – 332 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7257 (+22), ფრთოსანი რაკეტები – 1881 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 24 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 12592 (+13), სპეციალური…

მეტი...

ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 28 000-ს გადააჭარბა

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 28 064-ს აღწევს, დაშავებულთა რაოდენობა კი 67 611-მდე გაიზარდა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 117 ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშება თბილისში

თბილისში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. სპორტის სასახლეში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს N1 მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ირანელ სპორტსმენს, ალი პაკდამანს, დაუპირისპირდა. შეხვედრა ანგარიშით – 13:15 დათმო და ასპარეზობა მესამე საპრიზო ადგილით დაასრულა. ტურნირის გამარჯვებული სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არონ სილაგი გახდა.

მეტი...

გასულ დღეს, რუსებმა ხარკოვის ოლქის 22 დასახლება დაბომბეს

გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის 22 დასახლება დაბომბეს. დაფიქსირდა 46 აფეთქება. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. დაზიანებულია სახლები და სხვადასხვა შენობები. ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად დაიღუპა 1 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა, სულ მცირე, 3 ადამიანი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

ექიმების ცოცხალი ჯაჭვი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან

რესპუბლიკური საავადმყოფოსთან ექიმები აქციას მართავენ. მათ ხელი მოაწერეს ერთობლივ წერილს, რომელსაც ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნიან. შეგახსენებთ, მედიკოსების მოთხოვნაა გაუქმდეს კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილება და შემდგომში მისაღები გადაწყვეტილებები მთავრობამ უშუალოდ კლინიკის მედპერსონალის ჩართულობით განიხილოს. „ღია წერილით მივმართავთ ახალ პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ამ ღია წერილს ხელს მოაწერს აქციაზე მყოფი ადამიანების უმრავლესობა და ხვალ გავუგზავნით ბატონ ირაკლის. გაეცნოს დაწვრილებით ჩვენს პრობლემას, მითუმეტეს მან განაცხადა, რომ ჩართულია რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემის გადაწყვეტაში და შევახსენოთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია და გადავცეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნაჩქარები და დაჩქარებული სამთავრობო ბრძანება შეჩერდეს და გაუქმდეს,” –…

მეტი...

ამინდი 11 თებერვალს

11 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: თბილისში- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +6°. სოხუმი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +9°. გაგრა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +10°. ოჩამჩირე – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +10°. ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +10°. ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +10°. ფოთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის…

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე ცალკეული სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მეტი...

დაბა ბაკურიანში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი იყო

დაბა ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ღამით ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, სასტუმროში დამსვენებლები არ იმყოფებოდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულნი. ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

მეტი...

დღეს დიდუბეში ელექტროენერგია შეიზღუდება

11 თებერვალს, თბილისში, დიდუბის რაიონში შუქი ჩაქრება. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის და კედიას ქუჩის მოსახლეობას

მეტი...

ხაშურში, სოფელ ტაშისკართან მთის ფერდობიდან ხეები და მიწის მასა ჩამოიშალა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, ჩამოიშალა მიწის მასა და ხეები. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება. მათივე ცნობით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. „მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეც-ტექნიკით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების ჯგუფები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები. პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, ყველა შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით კოორდინირებულად მიმდინარეობს აქტიური…

მეტი...