„მძიმე ავარიის მომენტს ვერ აღიქვამს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს“ – კობა ძიგრაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

კობა ძიგრაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ შტატებში დაიკარგა და შემდეგ იპოვეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნათია ნუცუბიძე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კობა მძიმე ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც მას ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები უფიქსირდება.

ნათია მოუწოდებს საზოგადოებას კობასთვის კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ, რათა მან შეძლოს ოჯახში დაბრუნება.

„მეგობრებო, ჩემებო! ნაცნობებო და უცნობებო, მოგმართავთ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ და ბოლომდე გავაკეთოთ სიკეთე კობას დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ კობას სურს ხალხს იქეთ დაეხმაროს, რეალობა გვაქვს სხვა. მან მხოლოდ ითხოვა დახმარება მანქანის გაგზავნაში საქართველოში, რომ იქ შესძლებოდა ამ მანქანით ემუშავა, თუმცა რეალობა შეგიძლიათ ფოტოზე იხილოთ, ის დღესდღეობით ავარიის მომენტს ვერ აღიქვამს ….(((

მძიმე ავარიის შედეგად, კობას ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები უფიქსირდება.

მას ესაჭიროება სრული რეაბილიტაცია, მუდმივი ზრუნვა, სითბო და სიყვარული რისი უზრუნველყოფა მხოლოდ მის ოჯახს შეუძლია!

შესაბამისად, დავეხმაროთ კობას დაბრუნდეს მის ოჯახში და მცირე ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ამ ხარჯებთან დაკავშირებით გავუწიოთ დახმარება. ვისაც რამდენი შეგიძლიათ, მისაღები და დასაფასებელია თითოეული დოლარიც! თანხა ჩაირიცხება პირადად კობას ანგარიშზე ზელეს მეშვეობით, რომლის სქრინებიც აიტყვირთება ჩარიცხვების დამთავრებისთანავე, სადაც შეგეძლებათ გადაამოწმოთ თქვენს მიერ დარიცხული თანხა, თუმცა ესეც არაა სავალდებულო, რადგან თანხა არ ირიცხება არავინ სხვასთან, პირადად კობას ანგარიშზე.

+1 (929) 616-4127 კობა ძიგრაშვილი საქართველოს ბანკი GE89BG0000000162491474 კობა ძიგრაშვილი.

გთხოვთ ყველას ვისაც სურვილი გაქვთ დაეხმაროთ, გაავრცელეთ ეს პოსტი. წინასწარ ყველას მადლობა. ვიდეოს ვურთავ რადგან ამ დრომდე ვერიდებოდით დახმარების პოსტის გამოქვეყნებას, რადგან თავად კობა იყო წინააღმდეგი და მისი ისედაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე არ გამოგვეწვია გართულება. ის დღესდღეობით ვერ აღიქვამდა მომხდარ სიტუაციას და თუ რატომ გვქონდა სურვილი დახმარების თანხის აკრების მიზნით. ყველა საკითხი მეტნაკლებად გაირკვა და სწორი გადაწყვეტილებით ვისაც სურვილი გაქვთ პირადად კობას ზელეზე დარიცხეთ დახმარება პოსტზე ორაზროვანი ვერსია მადლობა ყველას !“ – წერს ნათია.

მსგავსი თემები