ღაზის სექტორში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა – გაერო

ღაზის სექტორში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. მსოფლიო სასურსათო პროგრამის ცნობით, ანკლავში ბავშვთა არასრულფასოვანი კვების კუთხით მსოფლიოში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა.

ადგილობრივი ჯანდაცვის უწყება კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზის საავადმყოფოებს საომარი მოქმედებების ფონზე, უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა.

ისრაელ-„ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები გრძელდება.

მსგავსი თემები