„უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევრო პუტინს ძლიერ სიგნალს უგზავნის” – ლეიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების დამტკიცების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ეს პუტინს ძლიერ სიგნალს უგზავნის: „დღეს განსაკუთრებული დღეა. ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის ჩვენთვის და ამიტომ ჩვენ მათ მივაწვდით საჭირო ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ ეს 50 მილიარდი ევრო, რომელიც უკრაინას ოთხი წლის განმავლობაში გადაეცემა, უგზავნის ძლიერ სიგნალს პუტინს” – განაცხადა ლეიენმა.

მეტი...

„ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ომი ნაკლებად სავარაუდოა” – ლოიდ ოსტინი

ისრაელური მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ პენტაგონი ვერ ხედავს ყოვლისმომცველი კონფლიქტის დაწყებას ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის. „ჩვენი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ შევაკავებთ ამ კრიზისს ღაზაში და თავიდან ავიცილებთ მოვლენების უფრო ფართო კონფლიქტში გადაზრდას. რეგიონში დიდი აქტივობაა, მაგრამ რეგიონში ყოველთვის დიდი აქტივობა იყო”, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

მეტი...

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მონაწილეები იცავენ სამშობლოს და არ ზოგავენ თავს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეები საკუთარი თავის დაზოგვის გარეშე იცავენ სამშობლოს. „3 მილიონი წერილი გაეგზავნა ჩვენს ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში იცავენ სამშობლოს და არ ზოგავენ თავს“, – განაცხადა პუტინმა „მოძრაობა პირველის“ კონგრესის დახურვის ცერემონიაზე. ცნობისთვის, მანამდე პუტინმა თქვა, რომ ე.წ. სამხედრო ოპერაცია იქამდე არ დასრულდება უკრაინაში, სანამ რუსეთი მიზნებს არ მიაღწევს.

მეტი...

ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 4 თებერვალს ისრაელს ეწვევა – ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ცნობით, ბლინკენის ვიზიტი ფოკუსირებული იქნება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებასა და პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუზე აშშ-ის მხრიდან დამატებით ზეწოლაზე ომის შემდეგ ღაზას მმართველობის თემასთან დაკავშირებით.

მეტი...

„უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება“ – ვიქტორ ორბანი

„მისია შესრულებულია, უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. „მისია შესრულებულია. უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება, პირველი და მეორე წლის ბოლოს კონტროლის მექანიზმი გვაქვს. უკრაინაში მიმდინარე ომზე ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები… ვშიშობდით, რომ ევროკავშირის ფონდებიდან სახსრები, რომელიც უნგრელებისთვის არის განკუთვნილი და ევროკომისიის მიერაა დაბლოკილი, ადრე თუ გვიან უკრაინაში აღმოჩნდებოდა. ვშიშობდით, რომ რესურსები უკრაინას გრძელვადიანი პერიოდით უკონტროლოდ გადაეცემოდა”, – განაცხადა ორბანმა. შეგახსენებთ, 1 თებერვალს ევროკავშირის ყველა 27-მა წევრმა, მათ შორის უნგრეთმაც, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემას მხარი დაუჭირა.

მეტი...

2 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 2 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ცნობილია, რომ მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კუპრაძის, ნაზი შამანაურის, სესილია თაყაიშვილის, დავით ჯავრიშვილის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის და ზესტაფონის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, III, IV, V კვარტლის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და ევგენი მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი…

მეტი...

ყირიმში უკრაინულმა ძალებმა რუსეთის სარაკეტო კატერი გაანადგურეს

31 იანვრისა და 1 თებერვლის ღამეს სპეცდანიშნულების რაზმმა გაანადგურა რუსულის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კატერი „ივანოვეც“. აღნიშნულის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო [ГУР] იუწყება. „კორპუსში პირდაპირი მოხვედრის შედეგად ხომალდმა მიიღო დაზიანებები, რომლებიც არ ითვალისწინებს მოძრაობის შემდგომ გაგრძელებას“ – წერია განცხადებაში. უწყების ცნობით, ოპერაციის დროს კატერი ოკუპირებულ ყირიმში, ტბა დონუზლავში იმყოფებოდა.

მეტი...

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

„ქართული ლეგიონის” ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. „აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!”- წერს „ქართული ლეგიონი” სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, უკრაინაში პუტინის ომს დღემდე 55-ზე მეტი ქართველი შეეწირა.

მეტი...

1 მარტიდან არასასურველი სარეკლამო შეტყობინებები აღარ მოგივათ

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ მოგივათ. შესაბამისი ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონშია მოცემული.

მეტი...

ოლაფ შოლცის განცხადებით, EU-ს ბევრი ქვეყანა უკრაინას არასაკმარის დახმარებას უწევს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა არასაკმარის დახმარებას უწევს უკრაინას, რომელიც რუსეთთან ომშია. „ბევრმა დედაქალაქმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: ვაკეთებთ თუ არა საკმარისს (უკრაინის დახმარების საკითხში)? პასუხი უმეტეს შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ უარყოფითი იყოს” – განაცხადა ოლაფ შოლცმა. ამასთან, კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია, რომელიც უკრაინის მთავარი ევროპული მოკავშირეა სამხედრო დახმარების საკითხში, მარტო ვერ უზრუნველყოფს.

მეტი...

„ევროკავშირი მზადაა იმუშაოს ახლად დანიშნულ პრემიერთან“ – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პავე ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა ახალ პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან თანამშრომლობითვის: „ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით წინა მთავრობასთან, წინა პრემიერმინისტრთან. შარშან, 14 დეკემბერს მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ველი მჭიდრო და კონსტრუქციულ მუშაობას ახალ მთავრობასთან და ახალ პრემიერთან. პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში. ამიტომ საჭიროა დაველოდოთ და ვნახოთ, მეც ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ევროკავშირი მზადაა იმუშაოს ახლად დანიშნულ პრემიერთან და მინისტრებთან იმისათვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე” – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძე…

მეტი...

ვალუტის კურსი 2 თებერვლისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად: 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6771 ლარია, ხოლო რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8902 ლარს შეადგენს.

მეტი...

1000 ლიკვიდირებული ჯარისკაცი – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 386 230 (+1000) ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 01.02.24-მდე ასეთია: ტანკები – 6322 (+12), ჯავშანტექნიკა – 11773 (+16), საარტილერიო სისტემები – 9228 (+33), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 976 (+2). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 663 (+0), თვითმფრინავები – 332 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7136 (+36), ფრთოსანი რაკეტები – 1847 (+1). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 23 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –…

მეტი...

„ევროკავშირმა არ უნდა წააგოს გლობალურ კონკურენციაში“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირმა გლობალურ კონკურენციაში არ უნდა წააგოს: „განსაკუთრებით ახლა, წელს, მნიშვნელოვანია და გადამწყვეტია ევროპის სრული სანდოობისა და მისი გადაწყვეტილებების ეფექტურობის დემონსტრირება. რუსეთის აგრესიას ევროპის წინააღმდეგ, რომელიც წამოიწყო მოსკოვმა ევროპულ ფრონტზე, ახლა კიდევ რუსების ერთი თანამზრახველი აძლიერებს. კერძოდ, საარტილერიო ჭურვები და ბალისტიკური რაკეტები ჩრდილოეთ კორეიდან” – განაცხადა ზელენსკიმ.        

მეტი...

„ქოლ-ცენტრების“ საქმეზე, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

ე.წ. ქოლ-ცენტერების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლები რამდენიმე ობიექტზე არან შესულები. აღნიშნულთან დაკავშრებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. “საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას. პროკურატურა თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს. საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს“ – აღნიშნულია განცხადებაში.  

მეტი...

„ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გააგდებინებს. „ჩვენი ხალხის მორიგი დაცინვა – ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას. მთავარი არის ის, რომ ქართველებს აღარ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში. მრავალი წელია უკვე ადამიანების ცხოვრება არ უმჯობესდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის ქონება გაორმაგდა. მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტარები, მინისტრები ივანიშვილისგან ყოველთვიურად კონვერტებით იღებენ “ხელფასს” და ამიტომ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. ნეპოტიზმმა და კორუფციამ წალეკა ქვეყანა. ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ. ამისთვის ვარ მე აქ, ამისთვის ვთქვი უარი პრივილეგიებზე და კომფორტზე, ჩავიგდე სიცოცხლე…

მეტი...

ირაკლი კობახიძის ადგილს გიორგი ბარვენიშვილი დაიკავებს

პარლამენტში, ირაკლი კობახიძის ადგილს გიორგი ბარვენიშვილი დაიკავებს. ის ,,ქართული ოცნების” პროპორციულ საარჩევნო სიაში 71-ე იყო. შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს. რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანის ადგილს, რომელიც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი იქნება.  როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განმარტა, ჩიქოვანი მაჟორიტარული სიით იყო არჩეული და რადგან საარჩევნო წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება, შესაბამისად, ზუგდიდს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი არ ეყოლება.

მეტი...

EU-ს 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწეულია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გადაცემაზე. შეთანხმებამდე, დღეს დილით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გავლენიანი ლიდერები უნგრეთის პრემიერ, ვიქტორ ორბანს შეხვდნენ. ორბანმა ვეტო დაადო შეთანხმებას დეკემბერში გამართულ სამიტზე. მიშელის განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ლიდერებმა მოახერხეს უნგრეთის ლიდერის დარწმუნება. ,,ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვიცით, დევს სასწორზე”, – დაწერა მიშელმა.

მეტი...

,,კარგი დღეა ევროპისთვის” – ლეიენი

,,კარგი დღეა ევროპისთვის”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ბლოკის წევრი 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდა. ,,შეთანხმება მიღწეულია! ევროპულმა საბჭომ დააფიქსირა მისი პრიორიტეტები: უკრაინის მხარდაჭერა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, ევროპული კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა. კარგი დღეა ევროპისთვის”, – აღნიშნა ევროკომისარმა.

მეტი...

,,შემდეგ სხდომაზე, ალბათ როგორც უმრავლესობის ლიდერს, მხარს დამიჭერენ” – მდინარაძე

შემდეგ სხდომაზე, ალბათ როგორც უმრავლესობის ლიდერს, მხარს დამიჭერენ. ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ,,ჩემთან დაკავშირებით ძალიან მარტივია, არ არის რამე სასკანდალო, დიახ, უმრავლესობაში არის ამაზე საუბარი და შემდეგ უმრავლესობის სხდომაზე, ალბათ როგორც უმრავლესობის ლიდერს, მხარს დამიჭერენ”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.  

მეტი...

,,ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა” – ზურაბიშვილი

ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, – წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის მიერ უკრაინის დახმარებისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ეხმაურება. ,,ეს შეთანხმება აჩვენებს ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობასა და სიმტკიცეს. ჩვენ, ქართველები დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და ჩვენმა განუყოფელმა უსაფრთხოებამ დღეს დიდი ნაბიჯი გადადგა წინ”, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

მთავრობის შემადგენლობას პარლამენტს ხვალ წარუდგენენ

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის მოსმენისა და კენჭისყრის დღის წესრიგს პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე შეათანხმებენ. რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის კენჭისყრასა და დამტკიცებას, პროცედურა ხუთშაბათისთვის არის დაგეგმილი. „ირაკლი კობახიძემ როგორც განაცხადა, ის ხვალ მომართავს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობით და სამთავრობო პროგრამით. ხვალ, 17:00 საათზე ჩაინიშნება ბიუროს სხდომა და გვექნება დღის წესრიგის განხილვა. მომავალი კვირიდან, ორშაბათიდან უკვე იქნება საკომიტეტო მოსმენები მთავრობის შემადგენლობის და ჩვენი გეგმაა კვირის ბოლოსთვის, ხუთშაბათისთვის განვიხილოთ მთავრობის შემადგენლობა პლენარულ სხდომაზე და კენჭი ვუყაროთ მთავრობის ახალ შემადგენლობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

80 წლის რობერტ დენირო და მისი 9 თვის შვილი

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი რობერტ დე ნირო 80 წლისაა, მისი ყველაზე უმცროსი შვილი კი 9 თვის. მსახიობს გული წყდება და სინანულით ამბობს, რომ ბოლო შვილის მოზარდობას თავად ვერ მოესწრება და გული წყდება ამაზე. მსახიობს სულ 7 შვილი ჰყავს. 9 თვის ჯია კი გაცილებით უმცროსმა, მასზე შეყვრებულმა ქალმა – ტიფანიმ გაუჩინა. რობრტ დე ნირო არც მალავს, რომ მას როგორ ბიოლოგიური, ისე ნაშვილები და ასევე სუროგატი დედისგან გაჩენილი შვილები ჰყავს და ყველა თანამრად უყვარს.  

მეტი...

,,ყველა მინისტრს შევთავაზე დარჩენა” – ირაკლი კობახიძე

გავრცელებული სპეკულაციები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, უსაფუძვლო იყო, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ,,უამრავი თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია იყო მინისტრებთან, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. იყო ერთკვირიანი ისტერიკა, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა მინისტრს შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა. ერთადერთი, პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე თავდაცვის მინისტრს სურდა სხვა სფეროში გადანაცვლება, რასაც, რა თქმა უნდა, ანგარიში გავუწიეთ. ეს იყო ჩემი პოზიცია და ეს პოზიცია, დამყარებულია პირველ რიგში იმაზე, რომ სამთავრობო გუნდის საქმიანობა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, იყო თითოეული მინისტრის დამსახურება”, –…

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე, როგორც პრემიერ-მინისტრი, წარმატებული იქნება” – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ მედიასთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ სტრუქტურულ გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. „ირაკლი კობახიძე წარდგენილია მთავრობის მეთაურად პრემიერ-მინისტრის რანგში. მინდა, თავის გუნდთან ერთად წარმატებები ვუსურვო. მნიშვნელოვანი წელი გველოდება. ის სირთულეები რაც იყო, არსად წასულა. ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მშვიდობის შენარჩუნება. ირაკლის უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობასა და სტრუქტურულ გაძლიერებაში. დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი, წარმატებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა და სიღარიბე, სიღარიბის დონე განახევრდა” – ღარიბაშვილი

,,ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა და სიღარიბე, სიღარიბის დონე განახევრდა”. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალარჩეული თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, მმართველი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „2012 წელს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მშპ იყო დაახლოებით, 27 მლრდ ლარი, წელს მშპ გახდება 86 მლრდ ლარი, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობისა და სიღარიბის დონე. ფაქტობრივად, განახევრდა სიღარიბე. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბეს დააღწია თავი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველო არაერთი მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს. ,,ჩვენი ქვეყნის შთამბეჭდავ პროგრესზე მეტყველებს ყველაზე ობიექტური…

მეტი...

,,მაგრამ, სანამ კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად წასულა” – ღარიბაშვილი

,,მაგრამ, სანამ კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად წასულა”. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ,,საქართველო დღეს კვლავ დიდი გამოწვევების დგას, კვლავ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში. სამწუხაროდ, ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ ჯერ კიდევ რჩება ის ბოროტი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჩვენ 2012 წელს ყველამ ერთად დავამარცხეთ. ვიდრე ეს კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად წასულა”, – აღნიშნა ღარიბაშილმა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ეროვნული, ქართული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა. ,,ასევე მინდა, ვთქვა, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ახლა უკვე აპრობირებული, მაგრამ განახლებული სტრატეგიით შენიღბული, მოჩვენებითად დაშლილი ფორმით, თუმცა…

მეტი...

,,შემოთავაზება მივიღე, რომ განვიხილო ნატო-ში ჩვენი ელჩობის თანამდებობა” – ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბურჭულაძემ თავად განუცხადა. „13 წელია საჯარო მოხელე ვარ, მყავს დიდი ოჯახი. შემოთავაზება მივიღე, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას. ფიქრის დრო მაქვს, ეს 4 თვე იქნება ჩემთვის დასვენების პერიოდი. ასევე, მივიღებ გადაწყვეტილებას გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“, – აღნიშნა ბურჭულაძემ. შეგახსენებთ, ბურჭულაძე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება. ეს ინფორმაცია კობახიძემ თავად დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის კანდიდატად ირაკლი ჩიქოვანს წარადგენს.

მეტი...

,,2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა” – ღარიბაშვილი

2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ქვეყანას პირველად აქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი. ,,2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” აგვისტოს ომი არ მოხდებოდა. ამიტომ, დღესაც მინდა გავიმეორო, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად. მინდა მადლიერება გამოვხატო პარტიის დამფუძნებლისადმი, იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა ამ პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი. ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, რომ მემსახურა ჩვენი…

მეტი...

,,თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა” – კობახიძე

,,მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთადერთი ცვლილება განხორციელდება, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანით ჩანაცვლდება”. ირაკლი კობახიძის თქმით, ბურჭულაძემ ამის სურვილი თავად გამოთქვა. სხვა მინისტრების შეცვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს კი კობახიძემ სპეკულაციები უწოდა: ,,მთავრობის თითოეულ წევრს შევთავაზე დარჩენა, ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. შესაბამისად ერთადერთი ცვლილება განხორციელდება მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა”, – თქვა კობახიძემ, რომელიც დღეს პრემიერობის კანდიდატად დასახელდა.

მეტი...

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინეს

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. ცოტა ხნის წინ გამართულ ყრილობაზე დელეგატებმა კობახიძის კანდიდატურას მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადა. „მინდა სიმბოლურად გთხოვოთ ყველას, რომ გამოვუცხადოთ მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. ყრილობისგან აქვს სრული ლეგიტიმაცია და მანდატი მინიჭებული ირაკლი კობახიძეს“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს

,,ქართულმა ოცნების” საპატიო თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება ყრილობაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს. ,,როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა”, – თქვა კობახიძემ. მან მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს 3-წლიანი “მოღვაწეობისთვის”.

მეტი...

,,რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია” – ივანიშვილი ღარიბაშვილზე

,,რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია”. ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას – რა დაუწუნა და რატომ გაუშვა ღარიბაშვილი პრემიერობიდან. ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ყრილობის დაწყებამდე ერთად გამოჩნდნენ. “თბილისი პარაგრაფში” ყრილობა ამ წუთებში იწყება, იქამდე კი “ოცნებამ” პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა. არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი ღარიბაშვილის შემცვლელად კობახიძეს დღეს ოფიციალურად დაასახელებს.

მეტი...

ევროსასამართლომ გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა წერს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. ,,ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ჩემს მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლება – დარღვევა დაადგინა. დაადგინა მოსამართლე თადუმაძის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი, როცა ის ჩემ საქმეზე პროკურორიც იყო და მოსამართლეც. შეგახსენებთ 2020-ში, პოლიტიკური კრიზისის დროს, თადუმაძის ხელმძღვანელობით, უზენესმა სასამართლომ შეცვალა წინა ინსტანციების გადაწყვეტილება და დამაკავა. მწვავე საერთაშორისო პროტესტის შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იძულებული გახდა შევეწყალებინე. ეს ჩემი მეორე სარჩელია. პირველიც მოვიგე, რომელიც ჩემს 2014-ში დაკავებას ეხებოდა. ასე რომ სამართალი ურმით დადის,…

მეტი...

სანქციების დარღვევისთვის, ლონდონში სევასტოპოლის ყოფილი “გუბერნატორი” დააკავეს

სანქციების დარღვევისთვის, ლონდონში, ანექსირებული ყირიმის დედაქალაქის, სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორი, დიმიტრი ოვსიანიკოვი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოვსიანიკოვი ლონდონში საკუთარ სახლში დააკავეს. ის ლონდონის ციხეში იმყოფება და სასამართლოს წინაშე 20 თებერვალს წარდგება. ოვსიანიკოვი, 2016 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ სევასტოპოლის “გუბერნატორად” დაინიშნა და 2019 წლის ივლისამდე იკავებდა ამ “თანამდებობას”. შემდეგ ის იყო “მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე”, მაგრამ 2020 წლის აპრილში ის იჟევსკის აეროპორტში ხმამაღალი გინების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთიდანაც“ გარიცხეს. 2020 წლის 31 დეკემბერს, ოვსიანიკოვი ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა და გაერთიანებულ სამეფოში მისი აქტივები გაყინეს. 2022…

მეტი...