დიდ დიღომში 37 წლის კაცს ეძებენ

დიდ დიღომში 37 წლის დავით ბერიას ეძებენ. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

,,ვეძებთ 37 წლის მამაკაცს, ბოლო ჩაცმულობა ასახულია ფოტოში, ასევე ვდებ სვირინგიან ფოტოს, რათა იდენთიფიკაცია გამარტივდეს. ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად “13”, სავარაუდოდ იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და გამოიყურება არაჰიგიენურად, რადგან სახლში არ ყოფილა რამდენიმე დღეა. ეძებს სამძებრო და საგამოძიებო სამსახური. გთხოვთ, თუ ვინმე სადმე შენიშნავთ ფოტოზე არსებულ პიროვნებას, დაუყოვნებლივ დარეკოთ 112 ში, სახელი და გვარია დავით ბერია”, – წერენ ახლობლები.

მსგავსი თემები