დასავლეთში მეწყერი ჩამოწვა, მატარებლები გაჩერდა

უხვი ნალექის გამო, დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყერი ჩამოწვა, მატარებლები მოძრაობას ვერ აგრძელებენ. ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები საწყის სადგურებში დაბრუნდებიან. „აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე“, – აღნიშნავენ „საქართველოს რკინიგზაში“. მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ, 7 თებერვალს, შემდეგი რეისები უქმდება: თბილისი-ბათუმი (802), თბილისი-ზუგდიდი (870), თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18), ბათუმი-თბილისი (803), ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17), ფოთი-თბილისი (873), ხაშური-ზესტაფონი (6446) ზესტაფონი-ხაშური (6417). „საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.  

მეტი...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თებერვლის პირველ სამშაბათს, აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას  მიმართვით  გაიხსნა. მან 2019-2023 წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და ამოცანების  შესახებ ისაუბრა. თავმჯდომარე კოლეგების წინაშე განსხვავებული მეათე მიმართვით წარსდგა. განსხვავება განპირობებულია მოახლოებული შიდა არჩევნებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად, მორიგი არჩვენები მიმდინარე წლის აპრილის პირველ დეკადაში ჩატარდება. როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, 2019 წელს ჩატარებული არჩვენების შემდეგ ახალი ხელმძღვანელობა დადგა უმაღლესი საბჭოს  სპიკერატის, კომისიების გარდაქმნის, აგრეთვე აპარატის…

მეტი...

„ევროპა უკრაინელების გულებსა და ტვინებშია” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

„მალე უკრაინაც იქნება ევროკავშირში” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა. „კონტრასტი [უკრაინაში არსებულ] ვითარებასთან სულ რაღაც 10 წლის წინ არ შეიძლება უფრო გასაოცარი იყოს. მაშინ პრორუსული რეჟიმი უკრაინაში ავტორიტარულ კანონებს იღებდა და მომიტინგეებს ქუჩებში კლავდა. დღეს ქვეყანა ახალ კანონმდებლობას იღებს, რომელიც ეროვნული უმცირესობების უფლებებს აფართოებს, სასამართლო სისტემას აუმჯობესებს და ხელისუფლების შეკავებისა და გაწონასწორების სისტემას უზრუნველყოფს. სწორედ ამან მიგვიყვანა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან. და ეს პროცესი არა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ამას ევროპა ითხოვს. ეს უკრაინელი ერის ღრმა სურვილია. უკრაინა ევროპაა, ვინაიდან…

მეტი...

ამინდი 8 თებერვლამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. სააგენტოს ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

სტამბოლში, სასამართლოსთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, 34 პირი დააკავეს

Reuters-ის ინფორმაციით, სტამბოლში, სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, 34 პირი დააკავეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, ორმა შეიარაღებულმა პირმა სტამბოლში სასამართლოსთან ცეცხლი გახსნა. ცნობილია, რომ ისინი პოლიციელებმა ადგილზე მოკლეს. შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულია 6, მათ შორის არის 3 პოლიციელი.

მეტი...

გომი-სავანეს მონაკვეთზე, ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მეტი...

„ინვესტიციაა ჩვენს უსაფრთხოებაში” – შარლ მიშელი უკრაინისთვის მხარდაჭერაზე

„უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს ჩვენი მორალური მოვალეობაა” – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ერვოპარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს ჩვენი მორალური მოვალეობაა. ინვესტიციაა ჩვენს უსაფრთხოებაში და მშვიდობიან მომავალში. ჩვენ გვმართებს ჩვენი მომავალი თაობების, ჩვენი შვილების და შვილიშვილების წინაშე. ისევე, როგორც მათ, ვინც ჩვენამდე იყო, ჰქონდათ ხედვა და პასუხისმგებლობა აეშენებინათ ღირებულებაზე დაფუძნებული პროექტი. ახლა გამოწვევაზეა დამოკიდებული, თითოეული ევრო უკრაინის დასახმარებლად არის ინვესტიცია ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, მომდევნო ათწლეულებში” – განაცხადა შარლ მიშელმა.

მეტი...

„2014 წლიდან ამბიციური რეფორმები გატარდა გარემოსდაცვითი პოლიტიკის თითქმის ყველა სფეროში“ – ოთარ შამუგია

„2014 წელს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით დაიწყო ამბიციური რეფორმები გარემოსდაცვითი პოლიტიკის თითქმის ყველა სფეროში” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი დირექტივიდან საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო 7-თან დასაახლოებლად მუშაობა გრძელდება. „ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში შექმნილია სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორია და მათი ფართობი შეადგენს 912 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს, რაც ქვეყნის…

მეტი...

1020 ლიკვიდირებული ჯარისკაცი – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 390 580 (+1020) ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.02.24-მდე: ტანკები – 6365 (+17), ჯავშანტექნიკა – 11857 (+35), საარტილერიო სისტემები – 9367 (+18), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 979 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 665 (+1), თვითმფრინავები – 332 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7173 (+0), ფრთოსანი რაკეტები – 1848 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 24 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 12453 (+41), სპეციალური ტექნიკა…

მეტი...

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით“ – ოთარ შამუგია

„შემოღებულ იქნა ავტომობილის ემისიის ევრო 5 სტანდარტი, რომელიც მსუბუქი ავტომობილებისთვის და მიკროავტობუსებისთვის  უკვე ძალაშია შესული.  გაგრძელდება საწვავის ხარისხის კონტროლი. დავიწყეთ ავტომობილების გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი და მიმდინარე წელს ვზრდით ეკიპაჟების რაოდენობას. აგრეთვე, ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად აიკრძალა კატალიზატორების ექსპორტი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. როგორც მან აღნიშნა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციისთვის დაწესდა ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულება. ამ ეტაპზე, 51 აქტიური საწარმოდან 31-მა დაამონტაჟა სისტემა, რასაც თან უძღოდა ტექნიკური გადაიარაღება, ფილტრაციის სისტემების გამართვა.  დარჩენილი საწარმოების…

მეტი...

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დარგობრივი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა: „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს სამინისტროსთვის და აქტიურად ვმუშაობთ შესაბამისი პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის. ვახორციელებთ „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამას, რომელიც დავნერგეთ დეფიციტური გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების ხელშეწყობის მიზნით და უკვე გვყავს ჯამში 100-მდე წარჩინებული სტუდენტი, რომლებსაც 1500-ლარამდე სტიპენდიები გადაეცა. წარჩინებულ სტუდენტებს ვიწვევთ სტაჟირებაზე სამინისტროს სისტემაში, რათა გაიღრმაონ ცოდნა და მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა“, – განაცხადა…

მეტი...

რა სახის ავტოტრანსპორტისთვისაა დასაშვები მოძრაობა ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

მეტი...

ვალუტის კურსი 7 თებერვალს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ხვალ, 7 თებერვალს 1 აშშ დოლარი 2.6622 ლარი ეღირება. რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.8565 ლარი იქნება.

მეტი...

ენტონი ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის ხვდება. ცნობილია, რომ შეხვედრაზე ისინი მძევლების გათავისუფლებას, ომის შემდგომ ღაზას გეგმებს, არაბული ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივას განიხილავენ. ცნობისთვის, ბლინკენი ეგვიპტეს და კატარს ისრაელში ჩასვლამდე სტუმრობს.

მეტი...

„სამი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 243 მლნ ლარი“ – მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროექტების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. „ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამა გახლავთ „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც გაშენებულია 22 ათას ჰექტრამდე თანამედროვე ბაღი. ჩვენი გათვლებით, მას შემდეგ რაც, გაშენებული ბაღები სრულ მსხმოიარობაში შევა, მიღებული მოსავლის რაოდენობა 200 ათას ტონას და ღირებულებაში 500 მილიონ ლარს გადააჭარბებს. პროგრამის შედეგები უკვე აისახება საექსპორტო მაჩვენებლებზე. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მოცვი, რომელიც ბოლო წლებში სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენდა. გასულ წელს მისი ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 21 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც თითქმის…

მეტი...

„აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 16 მლრდ ლარს გადააჭარბებს, ექსპორტმა 1.44 მლრდ ონი აშშ დოლარი შეადგინა“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგების მოკლე მიმოხილვა და სამომავლო ხედვები წარადგინა. „ყოველწლიურად იზრდება როგორც აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების, ასევე ექსპორტის მაჩვენებლები.  2023 წლის წინასწარი მონაცემებით აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 16 მლრდ. ლარს გადააჭარბებს ხოლო ექსპორტმა რეკორდული, 1.44 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება, ხოლო ბოლო 12 წელიწადში გვაქვს 180%-იანი ზრდა. რაც იმას ნიშნავს,…

მეტი...

დაკიდული სახლები – ჩინეთი

სიურეალისტური, დაკიდული სახლები ვანგსიანის ხეობაში, აღმოსავლეთ ჩინეთში, ჯიანგსის პროვინციაში მდებარეობს.  ეს არის ხეობა გიგანტური კლდეებით, ჩანჩქერებით, ბუდისტური ტაძრების მრავალფეროვნებითა და საოცარი სანახაობებით. ჯიანგსის პროვინცია, ძირითადად, სწორედ კლდეებზე დაკიდული სახლებითაა ცნობილი. ეს ყველფერი შექმნილია ხელით. აქვე მდებარეობს ხელოვნური ჩანჩქერი. პროვინცია გამორჩეულია უნიკალური არქიტექტურული სტილით. აქვე იმართება ჰანის საქორწილო წარმოდგენები და ღამის კოცონის წვეულებები. ეკა გულუა ჩინეთიდან     

მეტი...

უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გახანგრძლივდა

უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა კიდევ სამი თვით, 2024 წლის 13 მაისამდე გახანგრძლივდა. რადას 300-ზე მეტმა დეპუტატმა პრეზიდენტ ზელენსკის წარდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ზელენსკიმ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების კანონპროექტი გუშინ წარადგინა.

მეტი...

ლუკაშენკომ სამხედროებს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების უფლება მისცა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ სამხედროებს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების უფლება მისცა. შესაბამისი ცვლილება პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების რეგლამენტში შეიტანა. კანონის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ გამოიყენონ მოქალაქეების წინააღმდეგ “ცეცხლსასროლი იარაღი, სპეცტექნიკა, სამხედრო და სპეცტექნიკა დაკისრებული ამოცანების შესრულებისას”. მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება, დოკუმენტის მიხედვით, ნებადართულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაშიც კი.

მეტი...

,,ვინც შეიძლება გამოირჩეოდნენ შეურაცხმყოფელი გამოსვლებით, დაატოვებინეთ დარბაზი” – ნინო წილოსანი

,,ვინც შეიძლება გამოირჩეოდნენ ღირსების შემლახავი ეპითეტებით, ან შეურაცხმყოფელი გამოსვლებით, გთხოვდით, რომ დაატოვებინოთ დარბაზი”, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელს, დავით სონღულაშვილს სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. პასუხად, სონღულაშვილმა განაცხადა – ,,ვინც დაარღვევს სამუშაო წესრიგს და ვერ ჩაჯდება სამუშაო გრაფიკში კომიტეტის სხდომის ნაწილში ვერ გამოგვყვება”.

მეტი...

იარაღის სანაცვლოდ, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას ოკუპირებულ ცხინვალში საბანკო ანგარიში გაუხსნა

გასულ თვეში, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჩრდ. კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და 2,5 მილიონი ვაზნა გაუგზავნა და სანაცვლოდ სამხედრო ტექნიკა მოითხოვა. უცნობია, მიაწოდა თუ არა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ტექნიკა. დაზვერვის წარმომადგენლების ცნობით, ჩრდილოეთ კორეის გაყინული $30-მილიონიანი აქტივიდან რუსეთმა $9 მილიონი განბლოკა, რომლებიც რუსულ საფინანსო უწყებებში ინახებოდა. ამ ფულს, როგორც ისინი ამბობენ, ფხენიანი ნედლი ნავთობის შესაძენად გამოიყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეულმა ფასადურმა კომპანიამ სხვა რუსულ ბანკში ანგარიში გახსნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ფხენიანს შესაძლოა გაეროს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება. NYT წერს, რომ ეს ანგარიში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გაიხსნა. ბირთვული…

მეტი...

ყაზახეთის ახალი პრემიერმინისტრი ოლჟას ბეკტენოვი იქნება

ყაზახეთის ახალი პრემიერმინისტრი ოლჟას ბეკტენოვი გახდა. მის კანდიდატურას კენჭი პარლამენტში დღეს უყარეს. 69 დეპუტატმა ბეკტენოვი მხარი დაუჭირა, 7-მა თავი შეიკავა. მინისტრთა ახალი კაბინეტი უახლოეს მომავალში დაკომპლექტდება. ბეკტენოვი 2023 წლის აპრილიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. მანამდე კი ანტიკორუფციულ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 5 თებერვალს მთავრობა გადააყენა. მან განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობაში “ახალი იმპულსის” შეტანა იყო აუცილებელი.

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა ის, რასაც მე სულ ვამბობ” – მიხეილ სააკაშვილი

,,სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა ის, რასაც მე სულ ვამბობ: ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეწყვიტონ ერთმანეთის ლანძღვა და სამიზნე გაასწორონ ოლიგარქზე”. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. ,,პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით: ვეთანხმები, რომ არ არის ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო, ამავე დროს, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. როგორც პირველ ნაბიჯს, მე ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე. მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ ასევე სხვების აზრის გაგება მაინტერესებს. ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა ის, რასაც მე სულ ვამბობ: ოპოზიციურმა…

მეტი...

,,თუ არ იქნება სრული კონტრასტი “ქართულ ოცნებასთან”, ოპოზიციას გაუჭირდება ივანიშვილის დამარცხება” – ხატია დეკანოიძე

,,თუ არ იქნება სრული კონტრასტი ბიძინა ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან”, ოპოზიციას გაუჭირდება ივანიშვილის დამარცხება. ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ პლატფორმას ის შეუერთდება. ,,თუ არ იქნება სრული კონტრასტი ბიძინა ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან”, ოპოზიციას გაუჭირდება ივანიშვილის დამარცხება. ვისთვისაც პრობლემაა ფარდის უკან მიმდინარე მდიდარი ადამიანების კარნახი, ეს არის ჩემთვის ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი საკითხი. მე ერთობის მომხრე ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კონტრასტული სინერგია და ერთობა იქნება და ნამდვილად შეიტანს თავის წვლილს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

მეტი...

პარტია “ლელო” პრეზიდენტის ინიცირებულ პლატფორმას შეუერთდება

ოპოზიციური პარტიის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, მისი პარტია შეუერთდება ყველა იმ გაერთიანებას, სადაც ქვეყნის ევროპულ მომავალზე იმსჯელებენ. ,,ყველა რეალურ პლატფორმაში, რაც უკავშირდება ევროპულ დღის წესრიგს, მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი უნდა აღსრულდეს, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის ნაწილი, ამიტომ ამ თვალსაზრისით, ცხადია, პრეზიდენტს თუ ექნება ინიციატივები, ჩვენ ამაშიც მონაწილეობას მივიღებთ”, – ამბობს სამადაშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკოორდინაციო ცენტრს აფუძნებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას.

მეტი...

სტამბოლში ორმა შეიარაღებულმა სასამართლოსთან ცეცხლი გახსნა – არიან დაჭრილია

სტამბოლში ორმა შეიარაღებულმა სასამართლოსთან ცეცხლი გახსნა. დავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის სამი პოლიციელი. თურქეთის შინაგან საქემთა მინისტრმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები – ქალი და კაცი – მემარცხენე DHKP-C მებრძოლთა ჯგუფის წევრები იყვნენ. მინისტრის თქმით, ისინი “განიეტრალდნენ” საპასუხო ცეცხლის გახსნის დროს. DHKP-C თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

შიდა ქართლში 100-ზე მეტ სოფელს უამინდობის გამო ელექტროენერგია შეუწყდა

შიდა ქართლში, ინტენსიური თოვის გამო, 100-ზე მეტ სოფელში ენერგომომარაგება იყო შეწყვეტილი. დიდთოვლობის გამო გადაადგილების პრობლემა იყო ოთხივე მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში, მისასვლელ გზებზე გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შეფერხება მოხსნილია. რამდენიმე ადგილას წაიქცა ხეები და მოტყდა ტოტები, შესაბამისი სამსახურები აღდგენით და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.

მეტი...

,,რომ არ ინერვიულოთ, გავიმეორებ, საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას” – პრეზიდენტის დასვნითი სიტყვა

ფრაქციების თავმჯდომარეების სიტყვით გამოსვლების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. ზურაბიშვილმა “ოცნების” პროპაგანდას, თითქოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა, ასე  უპასუხა: ,,იმისათვის, რომ არ ინერვიულოთ, მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას, ეს არის მისი ერთადერთი მომავალი”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა დასკვნით სიტყვაში.

მეტი...

„გადადექით“ – ფრიდონ ინჯია პრეზიდენტს

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ფრიდონ ინჯია პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს. მან პრეზიდენტს საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა, ერთ ხელში პლანშეტი ეკავა, საიდანაც მოკლე ტექსტს კითხულობდა, მეორე ხელი კი ჯებეში ჰქონდა ჩალაგებული და თან მხრებს იჩეჩავდა. „ქალბატონო სალომე, ყველაზე ცუდი იცით რა არის ჩემთვის და საერთოდ? უმადურობა. ქვეყნის უმრავლესობა, აგირჩიათ, არ მოგწონთ? გადადექით, დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. რა არის ამაში მიუღებელი?“ – მიმართა ინჯიამ პრეზიდენტს.

მეტი...

,,დატყვევებული პრეზიდენტი, ეს არის ისტორიული უსამართლობა” – თინათინ ბოკუჩავა

,,დატყვევებული პრეზიდენტი, ეს არის ისტორიული უსამართლობა”. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ  განაცხადა. „მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება გულწრფელი საქართველოს მოქალაქეებთან, ეს არის პრეზიდენტობის ვადის ბოლო ანგარიში პარლამენტთან და დარწმუნებული ვარ, რომ ის აცნობიერებს, რომ არის ცვლილებების დრო, რომ გარდაუვალია ხელისუფლების ცვლილება. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ინტერესშია ეს და იმედი მაქვს , რომ ამ გზავნილს მოვისმენთ ჩვენ პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან. ჩვენთვის ბუნებრივია ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული საკითხი და მე ვიტყოდი, ყველაზე პრინციპული საკითხი მასთან მიმართებაში არის პრეზიდენტი სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობის საკითხი, ეს არის ისტორიული უსამართლობა, რომლის…

მეტი...

,,მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტის ინიციატივაში” – თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, შეუერთდეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, საარჩევნოდ ერთიანობა მნიშვნელოვანია. „ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში. იმიტომ, რომ ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ არჩევნების წინ, რომელიც ქვეყანას ელოდება და რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მეტი...

,,თქვენ სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, ფეხზე არ წამოუდექით საქართველოს პრეზიდენტს” – რომან გოცირიძე

„სხდომათა დარბაზში ქვეყნის პრეზიდენტი შემოვიდა და თქვენ სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, ფეხზე არ წამოუდექით მას. თქვენ მტრულად დახვდით არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, არამედ მტრულად დახვდით მთელ ქვეყანას. თქვენ აღვივებთ ქვეყანაში კონფრონტაციას, რისი დადასტურებაც არის თქვენი დღევანდელი  საქციელი. თქვენ პატივს არ სცემთ კონსტიტუციას, გერბს და დროშას, პრეზიდენტს, რომელიც არის ქვეყნის სიმბოლო“, – ამის შესახებ  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება მოისმინეს.

მეტი...

,,შალვას ფანჩატურის სალომეს ფანჩატურად გადაქცევას სთავაზობს ოპოზიციის რადიკალურ ფრთას” – მდინარაძე ზურაბიშვილზე

,,შალვას ფანჩატურის სალომეს ფანჩატურად გადაქცევას სთავაზობს ოპოზიციის რადიკალურ ფრთას”, – თქვა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტზე. ,,პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, ტენდენციურის მითუმეტეს, პრეზიდენტის სტატუსს რომ არ შეესატყვისება, ეს მარტივი ამბავია. მეორე, წეღანაც ვთქვი და იგივეს გავიმეორებ, მას უნდა, რომ რაღაც ევრორემონტს სთავაზობს შალვას ფანჩატურისას და სალომეს ფანჩატურად გადაქცევას სთავაზობს ოპოზიციის რადიკალურ ფრთას და მესამე, მას აქვს როგორც ჩანს გარკვეული როლი, რომელიც ორ თუ სამ ვერსიად შეიძლება დაკონვერტირდეს: ან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური აქტუალიზაცია საერთოდ გააქროს და ეს როლი შეიძლება შეითავსოს, ამ შემთხვევაში სხვას ვერაფერს მოახერხებს, მეორე,…

მეტი...

,,კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს, არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ” – ირაკლი კობახიძე

,,კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს, არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ”. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო კვლევების მიხედვით, მმართველი პარტიის რეიტინგი 60%-თან ახლოსაა. ,,ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბოლო კვლევების მიხედვით, 60%-თან ახლოსაა ჩვენი რეიტინგი, შესაბამისად ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები იმისათვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დავაზუსტებ – საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვგულისხმობ 113 მანდატს და არა – 100 მანდატს”, – თქვა კობახიძემ.

მეტი...

კობახიძის თქმით, მისი ცოლი დატოვებს თანამდებობას უწყებაში, რომელიც პრემიერთან არის ანგარიშვალდებული

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძის ცოლი – ნატალია მოწონელიძე სსიპ “საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს” ხელმძღვანელობს, ეს უწყება კი პრემიერმინისტრთანაა ანგარიშვალდებული. კობახიძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერი ოფიციალურად გახდება, მისი ცოლი ამ თანამდებობას დატოვებს. ,,არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმდებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, თუმცა, რომც არ ითვალისწინებდეს, რა თქმა უნდა, გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესთა კონფლიქტი”, – თქვა კობახიძემ.

მეტი...

,,ეს იყო ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა” – ჰერჩინსკი ზურაბიშვილზე

,,ეს იყო ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა”. ასე აფასებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოხსენებას პარლამენტში. ,,ეს იყო ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე იყო კრიტიკული მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიმართ. მან ასევე გამოთქვა კონკრეტული მოსაზრებები ქვეყნის წინსვლისა და არჩევნების შესახებ. ზოგადად მისი გამოსვლა მომეწონა, რადგან ოპტიმისტური იყო და ეს ოპტიმიზმი აუცილებლად გაგვყვება მომდევნო თვეებში”, – ამბობს ჰერჩინსკი.

მეტი...