„რუსეთთან საზღვრის გახსნა არ შეგვიძლია“ – ფინეთის პრემიერი

„რუსეთთან საზღვრის გახსნა არ შეგვიძლია” – ამის შესახებ ფინეთის პრემიერმა პეტერი ორპომ განაცხადა. მისივე თქმით, საზღვრის რუსულ მხარეს სხვადასხვა სასაზღვრო რეგიონებში მესამე ქვეყნების ათასობით მოქალაქე ელის, რომ ფინეთში არალეგალურად შემოვიდეს. „გასაგებია, რომ საზღვრების გახსნა არ შეგვიძლია. ერთდროულად ამასთან ნებისმიერი არალეგალური შემოსვლის წინააღმდეგ ზომები უნდა მოვამზადოთ… მარტივი გადაწყვეტილებები არ იქნება. მაგრამ მთავარი პრინციპი იმაშია, რომ ფინეთის საზღვრების უსაფრთხოებაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე ვიზრუნებთ. ეს პირველ ადგილზეა”, – განაცხადა პეტერი ორპომ.

მეტი...

ვალუტის კურსი 4 თებერვალს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ხვალ, 4 თებერვალს 1 აშშ დოლარი 2.6688 ლარი ეღირება. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9042 ლარი იქნება.

მეტი...

რუმინეთის მთავრობა აცხადებს, რომ ფერმერებსა და გადამზიდავებთან შეთანხმებას მიაღწია

რუმინეთის ხელისუფკებამ განაცხადა, რომ ფერმერებსა და გადამზიდავებთან შეთანხმებას მიაღწია. ცნობილია, რომ მთავრობა ფერმერებს დიზელზე სუბსიდიების გასაზრდელად ზომების მიღებას დაჰპირდა. ცნობისთვის, ფერმერებისა და სატვირთო მანქანის მძღოლების აქცია რუმინეთში სამი კვირის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ტრაქტორებით და სატვირთო მანქანებით ბუქარესტთან მისასვლელი მაგისტრალები გადაკეტეს.

მეტი...

„არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დაიბრუნებს დონეცკსა და ლუგანსკს” – ანჯეი დუდა

„არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დაიბრუნებს დონეცკსა და ლუგანსკს” – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა „დღეს რუსეთი უკრაინაში გამარჯვებას ცდილობს. მე ამას ვიტყვი: თუ რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინის ტერიტორიებს, ეს ფაქტობრივად რუსეთის გამარჯვება იქნება და მაშინ რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის ალბათობა ძალიან მაღალი იქნება“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

მეტი...

სააპელაციომ საია-ს საჩივარი ნატა ფერაძის დაკავების შესახებ დაუშვებლად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი აქტივისტ ნატა ფერაძის დაკავების შესახებ დაუშვებლად ცნო. ორგანიზაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სააპელაციო მიიჩნევს, რომ დაუშვებლობის არგუმენტები შაბლონურია, ახალი გარემოებები და მტკიცებულებები კი საჩივარში არ არის. „სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ჩვენი საჩივარი ნატას საქმეზე. დაუშვებლობის არგუმენტები შაბლონურია – ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არ არის საჩივარშიო. ახალ მტკიცებულებებზე მსჯელობას არავინ ითხოვდა. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა რამდენად დასაბუთებული იყო საქალაქო სასამართლოს დადგენილება, განსაკუთრებით, გამოყენებული სანქციის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია და თავიდან მოიშორა საქმე” – წერს ნონა ქურდოვანიძე ცნობისთვის, გუშინ, 2…

მეტი...

საბა ფურცელაძემ ლიეტუველი სპორტსმენი 2-1 დაამარცხა

საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები ვილნიუსში, დევისის თასზე მონაწილეობს. დღეს, ერთეულთა თანრიგში საქართველოს ნაკრების პირველმა ჩოგანმა საბა ფურცელაძემ 366-ე ნომერი ლიეტუველი სპორტსმენი 2-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მან მეტოქე 3 სეტში დაამარცხა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები დევისის თასზე საბა ფურცელაძის, ზურა ტყემალაძის, ალექსანდრე ბაკშისა და სანდრო მეტრეველის შემადგენლობითაა წასული. საქართველოს ნაკრები ხვალ ერთ მატჩს წყვილთა თანრიგში და ორ მატჩს ერთეულებში გამართავს.

მეტი...

ესტონეთმა უკრაინას 80 მლნ ევროს სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესტონეთმა უკრაინას 80 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა. „ამით ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ვაძლევთ მკაფიო სიგნალს კრემლს, რომ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვებამდე” – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა დახმარება მოიცავს ტყვიამფრქვევებს, სახმელეთო და წყლის ტექნიკასა და  მყვინთავების აღჭურვილობასაც. პაკეტში შედის Javelin-ებიც.

მეტი...

გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 3 000-3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

თბილისი საქალაქო სასამართლომ, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას 3 000 – 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდათ. ისინი სასამართლო დარბაზიდან უკვე გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე მათთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. პროცესი პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე მიმდინარეობდა. ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გამოძიება ხასაიასა და ჩიქობავას აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავება.

მეტი...

ამინდი 6 თებერვლამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა…

მეტი...

დღეს გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას სასამართლო ჩაინიშნა

დღეს, 18:30 საათზე გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. შესაძლოა მოსამართლემ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელოს. პროცესის ჩანიშვნა პროკურატურამ მოითხოვა. ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. შეგახსენებთ, ხასაია და ჩიქობავა 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას მიმდინარე პროტესტის დროს დააკავეს. გამოძიება მათ აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავება.

მეტი...

„ვაფრთხილებთ სასამართლოს, დავიწყებთ საპროტესტო აქციებს” – მშენებლობით დაზარალებულები

ადგილობრივები ზაქარიაძის 10-ში, ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობის სახელით ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” განცხადება გააკეთეს.  მათი თქმით, ერთი წელია სასამართლოში სარჩელი წარმოებაშია მიღებული და დღემდე მოსამზადებელი სხდომაც კი არ არის დანიშნული. დაზარალებულები საპროტესტო აქციებს აანონსებენ: „ჩვენი მიზანია გავაფრთხილოთ ხელისუფლება, გავაფრთხილოთ სასამართლო. თუ კვლავ გაგრძელდება იმგვარი დამოკიდებულება, რომლითაც დღემდე გრძელდება ძალიან პრობლემატური მშენებლობა, ჩვენ დავიწყებთ საპროტესტო აქციებს. ხოლო სასამართლოს მიმართ გაფრთხილება არის იმგვარი, რომ ერთი წელია სარჩელი წარმოებაშია მიღებული და დღემდე მოსამზადებელი სხდომაც კი არ არის დანიშნული. ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყველა მტკიცებულება…

მეტი...

ქარბუქის გამო ფარავანის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით შეფერხებებია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქარბუქის და ნამქერის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

„კორპუსმა მიიღო ზიანი” – მოსახლეობა ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობა ზაქარიაძის 10-ში, ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 2 ცათამბჯენი აშენებულია, მესამეს მშენებლობა კი იწყება. მათი თქმით, მშენებლობის შედეგად, ზაქარიაძის 8-ში მდებარე კორპუსი სერიოზულად დაზიანდა: „კორპუსმა მიიღო ძალიან სერიოზული ზიანი. ჯერ კიდევ 2014 წელს, მერიაში ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, მერიის ლაბორატორიამ ჩაატარა კვლევა და დადასტურდა, რომ ვიბრაცია იყო ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი იმისა, რომ მაშინვე აღმოჩენილი იქნა მზიდი კედლების დაზიანება, იატაკის და ა.შ. ბინებში უკვე გახეთქილი კედლები, ფანჯრები, ჩამოყრილი კაფელი. ამ ყველაფრის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ვიბრაცია, რომელიც აღნიშნულ შენობაზე მიმდინარეობს” – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მარიკა ჩიქოვანმა „მედიაცენტრ…

მეტი...

„კონცენტრირდნენ საქმეზე და არა პიარულ და პოპულისტურ ნაბიჯებზე“ – ნინო წილოსანი ოპოზიციაზე

„ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის” – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ოპოზიციის განცხადებებს, რომ ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის. „ოპოზიციას ვერ ვუპასუხებ ამ ყველაფერზე, რადგან მათი ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ. მხოლოდ ამ ხაზთან ჩასვლით ვერანაირ საქმეს ვერ გააკეთებენ. ამიტომ, კონცენტრირდნენ საქმეზე და არა პიარულ და პოპულისტურ ნაბიჯებზე” – განაცხადა წილოსანმა.

მეტი...

ბუნდესტაგმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის 7,6 მლრდ ევროს დახმარება დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს, რომ ბუნდესტაგმა 2024 წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის 7,6 მილიარდი ევროს დახმარება დაამტკიცა. „მივესალმები გერმანიის ბუნდესტაგის მიერ 2024 წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის 7,6 მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარების დამტკიცებას . ვაფასებ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ჩვენი ყველა შეთანხმება სრულდება” – დაწერა ზელენსკიმ.

მეტი...

Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა

Messenger-ზე შესაძლებელი იქნება ე.წ. დასინვის ფუნქციის გამორთვა. რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ვეღარ დაინახავს თქვენ მესიჯი წაიკითხეთ თუ არა. ინსტრუქცია წაკითხვის ფუნქციის გამოსართავად: Settings > Privacy & Safety > Read Receipts > turn off Show Read Receipts. ხოლო თუ გსურთ, რომ „დასინვის“ ფუნქცია მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზე გათიშოთ, მაშინ უნდა დააჭიროთ Show Read Receipts, შემდეგ კი მხოლოდ სასურველი ადამიანები მონიშნოთ. ამასთან, ცნობილია, რომ შესაძლებელი გახდება თქვენი შეტყობინებების შესწორებაც.

მეტი...

„საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის ვემზადებით“ – ზელენსკი

„ამ კვირაში ჩვენ საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის ვემზადებით“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკების მთავარი საკითხი უკრაინის მხარდამჭერი პაკეტების მომზადება და განხილვაა. „ამ კვირაში ჩვენ საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის ვემზადებით, რისთვისაც კიდევ უფრო მეტი აქტიურობა და ერთიანობაა საჭირო, არამხოლოდ უკრაინისა და უკრაინელებისთვის, არამედ სრულიად ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. მოლაპარაკების მთავარი საკითხი ჩვენი მხარდამჭერი პაკეტების მომზადება და განხილვაა. უკრაინა დაიცავს საკუთარ ტერიტორიებს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს ამისთვის საკმარისი თავდაცვითი რესურსი, ყოველდღე ვიბრძვით მთავარი მიზნის მისაღწევად” – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ჩილეში ტყის ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ჩილეში ტყის ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ცნობისთვის, ჩილეში, ვალპარაისოს რეგიონში ტყის ხანძრის გამო 30-მდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამასთან, დამწვარია დაახლოებით 7 000 ჰექტარი.

მეტი...

„ყველას მოვუწოდებთ, თავიდან აირიდონ ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მხარეებს მოუწოდებს ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილონ. მისივე თქმით, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს სავარაუდო შედეგებზე. „ახლო აღმოსავლეთი ახლა გახურებულ ქვაბს ჰგავს, რომელიც შეიძლება მალე აფეთქდეს. შეტაკებებია ლიბანის საზღვართან, სირიაში, ერაყში, წითელ ზღვაში. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, თავიდან აირიდონ ესკალაცია, თუმცა მიმდინარე პროცესებსა და სავარაუდო შედეგებზე პასუხისმგებლობა ვერ ავიღებ. უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციაში ვართ. მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონი კონფლიქტის ცეცხლშია გახვეული. რამდენადაც ღაზაში ომი გრძელდება, რთულია იმის დაჯერება, რომ წითელ ზღვაში ვითარება გაუმჯობესდება. ერთი მეორესთან არის დაკავშირებული. მთელი ეს რეგიონული კონფლიქტი დომინოს პრინციპით ვითარდება” – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის,…

მეტი...

ნატა ფერაძის მხარდასაჭერად, სტალინის ფოტოებს საღებავი შეასხეს

ნატა ფერაძის მხარდასაჭერად დიღმის სამმართველოსთან აქცია მიმდინარეობს. შეკრებილებმა სტალინის  ფოტოებს ლურჯი საღებავი შეასხეს. „ვაპროტესტებთ ნატა ფერაძის დაპატიმრებას. ჩვენ მოვიტანეთ აქ სტალინის პლაკატები, რომელსაც ოყნით შევასხით საღებავი. ვაპროტესტებთ სტალინიზაციას ამ ქვეყანაში და ვაპროტესტებთ იმ რეჟიმს, რაც დამყარებულია ჩვენს ქვეყანაში მმართველი პარტიის მიერ. სირცხვილია, რომ დღეს ადამიანს, სტალინის გამო იჭერენ” – აცხადებს ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი.

მეტი...

ზედა ვანში ხიდი ჩაინგრა

ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ვანში ხიდი ჩაინგრა. ცნობილია, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დაშავებული არავინაა. ამ დროისთვის რამდენიმე სოფელი რაიონულ ცენტრს სათადარიგო გზით უკავშირდება.

მეტი...

„პრეზიდენტი არ მოითმენს თავდასხმებს ამერიკულ ჯარებზე და არც მე ვაპირებ ამას“ – ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები ამერიკულ ჯარებზე თავდასხმებს არ მოითმენს: „პრეზიდენტი არ მოითმენს თავდასხმებს ამერიკულ ჯარებზე და არც მე ვაპირებ ამას. ჩვენი თანაგუნდელები ერაყსა და სირიაში მოქმედმა რადიკალებმა მოკლეს, რომლებსაც მხარს უჭერს ირანი. 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფები ცდილობენ კიდევ უფრო მეტი არეულობა შექმნან. ვმუშაობთ, რომ თავიდან ავიცილოთ უფრო ფართო კონფლიქტი რეგიონში, მაგრამ ჩვენი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მივიღებთ. შესაბამისად, ჩვენ ვუპასუხებთ მაშინ, როცა ავირჩევთ იქ, სადაც ავირჩევთ და ისე, როგორც ავირჩევთ” – განაცხადა ოსტინმა. შეგახსენებთ, 28…

მეტი...

დანით თავდასხმა პარიზში

პარიზში, Gare de Lyon-ის რკინიგზის სადგურზე დანით თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო მესამემ შედარებით მძიმე, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არა. პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დააკავა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ განგაში უკავშირდება MiG-31K-ის მოზდოკის აეროდრომიდან აფრენას. უკრაინელებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

გურიაში, სოფელ ჯაპანასთან ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა

გურიაში, ავტობანზე, სოფელ ჯაპანასთან ახლოს ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

„მზად ვიყავით ამისთვის” – კობალაძე ასოციაციაში ფინანსურის შესვლაზე

„ეს პროცესი არის იმ რუსული კამპანიის გაგრძელება, რომელიც ჩვენს მიმართ მიმდინარეობს” – ამის შესახებ საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დაწყებული პროცესი მათ შევიწროებას ემსახურება „ეს პროცესი არის გაგრძელება, იმ რუსული ბინძური კამპანიის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მიმართ და პირადად ჩემს მიმართ მიმდინარეობს. გუშინ შემოვიდნენ, ამოიღეს ყველა დოკუმენტაცია, ყველა კომპიუტერები. არ ვიცი რას ეძებენ, აბსურდული ბინძური ბრალდებით, რომ თითქოს ის ფინანსური დარღვევებია, რაც სისულელეა. მოლოდინი ამ ყველაფრის ჩვენ გვქონდა, რომ დაახლოებით ასე განვითარდებოდა მოვლენები და მზად ვიყავით ამისთვის. არანაირი პრობლემა არ გვაქვს,  რომ ვუპასუხოთ ნებისმიერ დასმულ…

მეტი...

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბკინკენკ საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, კატარში, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ჩავა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ დიპლომატიური მისიის დიდი ნაწილი „ჰამასის” მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას დაეთმობა. ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის ვიზიტი კვირას დაიწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება.

მეტი...

პუტინის ომს უკრაინაში 522 ბავშვი ემსხვერპლა – უკრაინის პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, უკრაინაში პუტინის ომის შედეგად 522 ბავშვი დაიღუპა, 1 217-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში დაშავდა: დონეცკის რეგიონში – 508; ხარკოვის ოლქში – 327; კიევის ოლქში – 146; ჩერნიგოვის ოლქში – 72; ლუგანსკის ოლქში – 67; ნიკოლაევის ოლქში – 101; ხერსონის ოლქში – 132; ზაპოროჟიეს ოლქში – 99; ლუგანსკის ოლქში – 67. მონაცემები საბოლოო არ არის.

მეტი...

ვალუტის კურსი 3 თებერვლისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს, 3 თებერვალს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6688 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9042 ლარს შეადგენს.

მეტი...

880 ლიკვიდირებული ჯარისკაცი – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 387 940 (+880) ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.02.24-მდე: ტანკები – 6341 (+10), ჯავშანტექნიკა – 11805 (+13), საარტილერიო სისტემები – 9300 (+26), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 979 (+1). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 663 (+0), თვითმფრინავები – 332 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7161 (+15), ფრთოსანი რაკეტები – 1847 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 24 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 12352 (+36), სპეციალური ტექნიკა…

მეტი...

თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე ცალკეული სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დეპარტამენტის ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.

მეტი...

დიდუბის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

თბილისში, დიდუბის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ცნობილია, რომ გაზმომარაგება დღეს, 3 თებერვალს, 13:00 საათზე აღდგება.

მეტი...

„ეს არის კატასტროფა“ – მოსახლეობა ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის შეჩერებას ითხოვს (ვიდეო)

„კატეგორიულად მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეჩერდეს მშენებლობა, მერიამ შეამოწმოს კორპუსის მდგომარეობა, გაუქმდეს მშენებლობა. ეს მშენებლობა არ უნდა გაგრძედეს. ეს არის კატასტროფა. ბურღი სადაც დაარტყეს, ყველგან წყალმა ამოხეთქა“ – აცხადებს ზაქარიაძის 8-ში მცხოვრები მოსახლეობა. ადგილობრივები ზაქარიაძის 10-ში, ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ და დავას სასამართლოში აგრძლებენ. “ეს არის კატასტროფა” – ცათამბჯენების მშენებლობა საბურთალოზე

მეტი...

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ დღეს ოკუპანტებმა 86 საჰაერო დარტყმა განახორციელეს

გასული დღის განმავლობაში რუსეთ-უკრაინას შორის 77 საბრძოლო შეტაკება მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯამში, ოკუპანტებმა 86 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ხოლო 46 შეტევა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო სისტემებიდან განხორციელდა. „რუსეთის ტერაქტების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაშავებულები. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა…ჩვენი ჯარისკაცები აქტიურად აყენებენ ზიანს საოკუპაციო ჯარებს ცოცხალი ძალითა და ტექნიკით” – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე ცალკეული სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით კი, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მეტი...