აშშ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად უკრაინას დამატებით 11,8 მილიარდს გამოუყოფს

ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს კიევს 11,8 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო მხარდაჭერა გამოუყოს, რათა უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტი შეავსონ. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ვირტუალური შეხვედრის დროს განაცხადა.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობა უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერით ასტიმულირებს სხვა დონორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ 2024 წლისთვის უკრაინის საგარეო დაფინანსების საჭიროების დაახლოებით სამ მეოთხედს. ეს დახმარება მხარს უჭერს მთავრობის სასიცოცხლო საჭიროებებს, მათ შორის საავადმყოფოების, სკოლებისა და სასწრაფო დახმარების დაფინანსებას.

“უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა მჭიდროდ არის დაკავშირებული მის წარმატებასთან ბრძოლის ველზე”, – ამბობს ფინანსთა მინისტრი და დასძენს, რომ ეს დახმარება დასტურია აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მტკიცე გადაწყვეტილებისა, ერთად დაიცვან დემოკრატიული სახელმწიფოების თავისუფლება.

მსგავსი თემები