,,ნატო-ში შვედეთის წევრობის რატიფიცირების მხარდაჭერა არის თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილება”- პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  თურქეთის პარლამენტის მიერ ნატო-ში შვედეთის წევრობის რატიფიცირების მხარდაჭერა არის თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილება.

„ეს არის თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილება. თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, ეს არის აბსოლუტურად აშკარა ფაქტი და აქვს თავისი ვალდებულებები, აქვს თავისი მოლაპარაკებების პროცესები ამ ალიანსში თავის მოკავშირეებთან. ეს არის თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

 

მსგავსი თემები