აქციის მონაწილეები დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ

გამოსახლების წინააღმდეგ და კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, მოძრაობა “ხმა” აღსრულების ბიუროში შევიდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები შემობაში იატაკზე წრიულად განთავსდნენ და პროტექსტი ამ ფორმით გამოხატეს, თუმცა, მათ შენობა დაატოვებინეს.

შენობაში დაპირისპირებაც მოხდა. მათ მჯდომარე აქციის უფლება არ მისცეს და შენობიდან გააძევეს.

როგორც ორგნიზაციის წევრები აცხადებენ, აღსრულების ბიუროში ორი მოთხოვნით მივიდნენ –  შეჩერდეს გამოსახლებები და გათავისუფლდნენ დაკავებულები – გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა, რომლებსაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას უპირებენ.

ინფორმაციისთვის,  გუშინ, 23 იანვარს, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს მოძრაობა “ხმის” ორი აქტივისტი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი თემები