აფხაზეთში საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

აფხაზეთში საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. ადგილზე უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვა შეჩერებულია, მუშაობს მხოლოდ “პოდოროჟნიკის” ბენზინგასამართი სადგურების ქსელი. რუსეთის ფედერაციამ აკრძალა ხელშეკრულებების გაფორმება ყველა მომწოდებლთან, გარდა “როსნეფტისა”.

სოხუმის მოხაჯირების სანაპიროზე საწვავის კომპანიების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ, რის შემდეგაც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლეს. აქციის ორგანიზატორები დახურულ კარს მიღმა აწყობენ შეხვედრას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალექსანდრე ანქვაბთან.

ცნობისთვის, 23 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გამოაცხადა, რომ ნავთობპროდუქტებით დატვირთული ვაგონებს, რომლებიც დე ფაქტო საზღვრის რუსულ მხარეს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული, მალე აფხაზეთში შემოიტანდნენ.

მსგავსი თემები