ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 63 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა

რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში, რომელიც დღეს ბელგოროდში, სოფელ კრიივში ჩამოვარდა, 63 დატყვევებული უკრაინელი სამხედროიმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ.

ბორტზე კიდევ 9 ადამიანი – 6 ეკიპაჟის წევრი და 3 თანმხლები რუსი სამხედრო იმყოფებოდა.

“მოსკოვის დროით დაახლოებით 11:00 საათზე, ბელგოროდის რეგიონში დაგეგმილი ფრენის დროს Il-76 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე, ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა”, – ნათქვამია  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

მსგავსი თემები