ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

საგზაო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

,,წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:00-დან 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები