დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, რუსეთის მიერ სლოვიანსკის დაბომბვისას.
,,რუსები კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად უტევენ ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა თავმოყრილი. ეს არის სუფთა ტერორიზმი”,- აცხადებს კირილენკო.
სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.