,,ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას” – კონსერვატორიის სტუდენტები

კონსერვატორიის სტუდენტები ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტების, პროფესორებისა და თანამშრომლების განცხადებაში. სტუდენტები აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტს:

,,ჩვენ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები და თანამშრომლები, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ გზას. წინააღმდეგობას ვუცხადებთ პარლამენტის უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. არასდროს შევეგუებით მჩაგვრელ, ღირსებისშემლახველ სისტემას, რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ.

ამის გათვალისწინებით, კონსერვატორიის სტუდენტები ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას.

მოგმართავთ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს: შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში”, – აცხადებენ კონსერვატორიის სტუდენტები.

მსგავსი თემები