ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც გაიფიცნენ

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ გაფიცულ სტუდენტებს ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. ისინი ერთობლივ აქციას მართავენ.

სტუდენტები ლექტორებს მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ, რათა ერთად გააპროტესტონ რუსული კანონი. მათი თქმით, ის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ გაფიცვას მანამ არ შეწყვეტენ, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ.

მსგავსი თემები