დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება

დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ დაესწრება და არც დისტანციურად ჩაერთვება. განცხადება პროცესის წინ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა გააკეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 7 ნოემბრის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. პროცესზე  გამოიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.

მსგავსი თემები