გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემენ Sea King Mk 41 ტიპის ვერტმფრენებს. უკრაინა სათადარიგო ნაწილების კომპლექტთან ერთად ექვს მრავალფუნქციურ ვერტმფრენს მიიღებს. გერმანული მხარე ასევე მოამზადებს უკრაინელ სამხედროებს.

,,Sea King არის გამოცდილი და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებამდე. ეს არის ამ ტიპის პირველი გერმანული მიწოდება”, – თქვა ბორის პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, კიევისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების ჯამურმა რაოდენობამ დაახლოებით ექვს მილიარდ ევროს მიაღწია

მსგავსი თემები