ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა

ბელგოროდში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი, დიდი ალბათობით, სოფელ კრივის არეალში ჩამოვარდა. ადგილზე რუსეთის სპეციალური სამსახურები არიან მობილიზებულები.

საპირისპიროს ამბობენ უკრაინის გენერალურ შტაბში. ისინი ადასტურებენ თვითმფრინავის ჩამოვარდნას, თუმცა განმარტავენ, რომ თვითმფრინავი S-300-ის ტიპის რაკეტები გადაჰქონდათ, რომლებიც რუსები ხარკოვის რეგიონის დაბომბვას აპირებდნენ.

მსგავსი თემები