ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, პირველი პოლონეთ-უკრაინის მთავრობათაშორისი კონსულტაციები მარტში გაიმართება

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, პირველი პოლონეთ-უკრაინის მთავრობათაშორისი კონსულტაციები მარტში გაიმართება. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,ჩვენ ვუბრუნდებით ამ პრაქტიკას. შემდეგი მსგავსი შეხვედრები ვარშავაში მარტის მეორე ნახევარში გაიმართება. ეს არის ის, რაზეც ადრე შევთანხმდით უკრაინის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამ საუბრებისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. ეს ასევე არანაკლებ დაკავშირებულია ფერმერების პროტესტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინულ მხარესთან ასეთი ვარიანტების შემუშავება, რათა ჩვენს მწარმოებლებსა და ფერმერებს უკრაინიდან პროდუქციის ტალღა არ დაემუქროს”, – განაცხადა ტუსკმა.

მსგავსი თემები