ფეიერვერკი ჩინეთში – ახალი წლის გრანდიოზული სამზადისი

რამდენიმე დღეში ჩინეთში ახალ წელს აღნიშნავენ. სადღეასწაულო მზადება უკვე დაწყებულია. განათებული ქუჩები, მორთული შენობები, სპეციალურად გაფორმებული მაღაზიები ულამაზესი სანახავია.  ჩინური ახალი წელი არის დღესასწაული, რომელიც აღნიშნავს ახალი წლის დაწყებას მთვარის ჩინური კალენდრით.

ჩინურად, ფესტივალს ჩვეულებრივ მოიხსენიებენ, როგორც გაზაფხულის ფესტივალს.

ჩინური ახალი წელი იწყება  ახალ მთვარეზე, რომელიც მერყეობს  21 იანვრიდან 20 თებერვლამდე. წელს კი ჩინეთში ახალი წელი 10 თებერვლიდან დადგება. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩინურ კულტურაში.

მორთულობებში დრაკონი მთავარი ფუგურაა, რომელსაც ყველგა ნახავთ, საახალწლო ფუნთუშებზეც კი.  სავსეა ქუჩები ხალხით, ყველანი არიან საახალწლო მორთულობით, სადაც ძირითადად წითელი ფერი ჭარბობს. ეს ზეიმი არაჩვეულებრივი სანახავია.

ეს არის ზეიმი, რომელიც  რომელიც ახლათან, იღბალთან და კეთილდღეობასთან იგივდება. დეკორაციები და მორთულობები თითქმის ყველგან წითელია. ამ დღესასწაულზე, ასევე ფეიერვერკების ზეიმია.

ამ დღესასწაულს ოჯახის წევრების დღესასწაულიც ქვია. ოჯახები ერთად იკრიბებიან. ცხადდება არდადეგები და ოჯახის წევრები, სხვადასხვა ქვეყნებდან  საკუთარ სახლებს უბრუნდებიან. ამ პერიოდში ჩინეთში სტუმრობა მართლაც ფეიერვერკია.

 

 

მსგავსი თემები