უკრაინამ იცოდა ტყვეების გაცვლის შესახებ, ინფორმირებული იყო, თუმცა თვითმფრინავი სამი რაკეტით ჩამოაგდეს – ანდრეი კარტაპოლოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადებით, ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავი ილ-76 სამი რაკეტით ჩამოაგდეს. მისი თქმით, უკრაინამ იცოდა ტყვეების გაცვლის შესახებ, ინფორმირებული იყო, როგორ მოხდებოდა ტრანსპორტირება, თუმცა თვითმფრინავი სამი რაკეტით ჩამოაგდეს.

„უკრაინის ხელმძღვანელობამ შესანიშნავად იცოდა დაგეგმილი გაცვლის შესახებ, ინფორმირებული იყო, როგორ მოხდებოდა ტყვეების ტრანსპორტირება, თუმცა თვითმფრინავი ილ-76 ჩამოაგდეს Patriot-ის ან გერმანული წარმოების IRIS T-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სამი რაკეტით, სპეციალისტები გაერკვევიან“, – განაცხადა  კარტაპილოვმა.

მისივე თქმით,  რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ჩამოვარდნილ ილ-76 თვითმფრინავში „იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, სამხედრო ტყვე, რომლებიც გაცვლის მიზნით გადაიყვანეს“.

ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 63 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა

მსგავსი თემები