„არ მგონია, რომ მევახშეობაში რაიმე პრობლემა იყოს”- ზურაბ ჯაფარიძე

„არ მგონია, რომ მევახშეობაში რაიმე პრობლემა იყოს,”- ასე აფასებს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე  გუშინ, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ვალს გადახდა სჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში.

„ვალს გადახდა სჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში. თუ არ იარსებებს მექანიზმი, როგორ შეიძლება ადამიანი აიძულო, რომ ვალი გადაიხადოს, არავინ ვალს არ გადაიხდის. მთელი საბანკო სისტემა ამაზე დგას და შემდეგ მთელი ეკონომიკა,“- განაცხადა ჯაფარიძემ.

 

მსგავსი თემები