ჩინეთში, მაღაზიაში გაჩენილ ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ცენტრალურ პროვინციაში ჯიანგსის მაღაზიაში ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ათობით თანამშრომელი, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

პრეზიდენტმა სი ძინპინმა, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, გამოძიების ჩატარება და ქვეყანაში მსგავსი სასიკვდილო ინციდენტების “მტკიცე შეკავება” მოითხოვა.

მსგავსი თემები