,,არსებობს ნიადაგი, ვიფიქროთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში აღმოჩნდება”- ბექა ოდიშარია

არსებობს ნიადაგი, ვიფიქროთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში აღმოჩნდება. ვიმედოვნებ, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუერთდება, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„ხალხის ძალის“ განცხადებასთან დაკავშირებით, დასმული კითხვის საპასუხოდ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ მათი მოსაზრებები უნდა გაანალიზდეს.

„ვეთანხმები და მათი მოსაზრებები უნდა გაანალიზდეს. ხალხი ღირსია, მეტი იცოდეს. უტყუარია ის ფაქტები, რაც 2012 წლამდე მოხდა. იყო გამოძალვები, წამება, ბიზნესის დაყაჩაღება და ასე შემდეგ. 2012 წლის შემდეგ პარლამენტში ბეღურებივით მობუზული იყვნენ. ბოლო ხანებში კი თავი იჩინა ალიანსმა, რომელიც ხელოვნურად არის დაყოფილი – გამრავლდნენ პარტიებად და არა ელექტორალურად. თეთრი ძაფითაა ნაკერი ის, რასაც ახორციელებენ – ეს არის დესტრუქცია, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ქვეყნის ჩამოშლა. არსებობს ნიადაგი, ვიფიქროთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში აღმოჩნდება. არ ვიცი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ რომელ ფლანგს აირჩევს. ვიმედოვნებ, განვლილი გზიდან გამომდინარე, ზურაბიშვილს პოლიტიკური სიბრძნე ეყოფა და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუერთდება. სინამდვილეში, ყველა შუაშისტი ალიანსშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როგორც ჩანს, დამრიგებლებმა უთხრეს, რომ ახლა „ნაცმოძრაობისგან“ უნდა დისტანცირდნენ, რათა ელექტორატი მოიზიდონ და შემდეგ პარლამენტში გაერთიანდნენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მსგავსი თემები