ბიძინა ივანიშვილის ქონება 6,62 მილიარდამდე გაიზარდა -Bloomberg

ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.62 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ინფორმაცია Bloomberg Billionaires Index-ზე არის ხელმისაწვდომი.

გამოცემის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ქონების ყველაზე დიდი ნაწილი ნაღდი ფულის სახით აქვს. საერთო ჯამში, ივანიშვილი 5,58 მილიარდი დოლარის ოდენობის ნაღდ ფულს ფლობს. 1 მილიარდი ხელოვნების ნიმუშებში აქვს დაბანდებული, 45 მილიონი კი უძრავ ქონებაში.

ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ახლა 383-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი თემები