თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი ვერ დაჯდა

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი ვერ შესრულდა.

აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვიდან, ერევნიდან, ბაქოდან და თეირანიდან გამოფრენილი თვითმფრინავები.

აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა, ქუთაისში დაჯდა. დანარჩენი სამი ავიაკომპანიის (Air Dilijans-ი; AZAL-ი; Qeshm Air-ი) თვითმფრინავები კი უკან გაბრუნდა.

 

მსგავსი თემები